ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა კრემლის მომხრე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ სამ პოლიტიკოსს ჩამოართვა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც კრემლის მომხრე ოლიგარქსა და პრორუს პოლიტიკოსს ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა კიდევ რადას სამ პრორუს დეპუტატს: ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატ კუზმინს. ოთხივე პოლიტიკოსი, უკრაინაში „პრორუსულად“ მიჩნეული პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" წევრები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში
სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური კიევი აცხადებს. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს "სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
2023 წლისთვის რუსეთი ან არშემდგარი სახელმწიფო იქნება, ან დაიშლება - ატლანტიკური საბჭოს კვლევა
ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკური ცენტრის ახალი კვლევის თანახმად, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ექსპერტების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ რუსეთი წარუმატებელი სახელმწიფო გახდება ან 2033 წლისთვის დაიშლება. Financial Times იყო პირველი, სადაც ინფორმაცია ამ დასკვნების შესახებ გამოქვეყნდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში შესაძლოა, რუსეთში ძვირადღირებული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 167 გამოკითხული ექსპერტიდან 46%, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ, არაკომერციულ, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროს, რუსეთის დაშლას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ელოდება. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 40% ითვალისწინებს რუსეთის შიდა დაშლას მომდევნო 10 წლის განმავლობაში და მიაჩნიათ, რომ ეს „რევოლუციის, სამოქალაქო ომის, პოლიტიკური დაშლის" ან სხვა მიზეზის გამო მოხდება. მეხუთეზე მეტს (21%) მიიჩნია, რომ რუსეთი იქნება ყველაზე წარუმატებელი სახელმწიფო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. დასავლეთის ოფიციალური პირები თვლიან, რომ პუტინი დასუსტდა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პენტაგონმა კი ომს „მასიური სტრატეგიული მარცხი" უწოდა. ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთმა დაცალა თავისი წლიური ბიუჯეტი, დაზარალდა სანქციებითა და განიცადა მოულოდნელი დანაკარგები ბრძოლის ველზე. The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობის წყარომ განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა, 30-წლამდე დასჭირდეს თავისი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღსადგენად.
ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია. უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში "ამჟამად სოლედარში 523 ადამიანი იმყოფება. ზოგიერთმა მათგანმა ახლა გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელია ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო. სანამ ქალაქში უსაფრთხოდ შესვლა და ქალაქიდან უსაფრთხოდ გამოსვლა არ იქნება შესაძლებელი, ევაკუაცია არ განხორციელდება“, - განაცხადა კირილენკომ. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ექსპორტს „დრუჟბის“ ნავთობსადენით გეგმავს
ყაზახეთი გერმანიაში, წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ექსპორტი, მაგრამ გერმანიის საჭიროება, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია. ჩვენ ველოდით რუსეთის ფედერაციის კოლეგებისგან ოფიციალურ დასტურს, რადგან უღელტეხილზე ნავთობის მოწოდება მათი საზღვრის გავლით ხდება. ჩვენ მივიღეთ სიტყვიერი დასტური, ასე რომ, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება. წერილობითი დადასტურება ჯერ არ არის“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ბოლატ აკჩულაკოვმა. მისი თქმით, ყაზახეთს აქვს საკმარისი სიმძლავრე. მთავარი საკითხია გერმანიიდან მოხმარების შეკვეთა. როგორც ბოლატ აკჩულაკოვმა აღნიშნა, ყაზახეთს რუსეთთან პრობლემები არასდროს ჰქონია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის ბოლოს დაფიქსირდა გაზის მოპოვების 1%-ით, ნავთობის - 1,9%-ით და სხვა სასარგებლო წიაღისეულის 7,6% პროცენტით შემცირება.
მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, უკრაინა საკუთარ მიწაზე შეაჩერებს რუსულ აგრესიას - ვოლოდიმირ ზელენსკი
„არ იქნება მესამე მსოფლიო ომი, ეს არ არის ტრილოგია“, - ეს განცხადება, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ინფორმაციას ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შესახებ, უკრაინული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას თავის მიწაზე. „მეორე მსოფლიო ომი ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ ტალღა შემობრუნდა, ყველამ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის დაჯილდოება 1943 წლის საუკეთესო შემსრულებლების პატივსაცემად... ახლა 2023 წელია, ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლებია, მაგრამ ახლა მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ვინ იყო საუკეთესო წინა წელს, ეს თქვენ იყავით. თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლებისთვის ჩვენს საერთო ბრძოლაში. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე“,- განაცხადა ზელენსკიმ. რიგით მე-80 ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა გაუშვეს. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა ოსკაროსანმა მსახიობმა შონ პენმა წარადგინა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რამდენჯერმე ჩავიდა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
რუსეთმა გასულ დღეს კიდევ 490 სამხედრო და 10 ტანკი დაკარგა, - უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 112 960; ტანკი - 3 094; ჯავშანტექნიკა - 6 159; საარტილერიო სისტემა - 2 078; სარაკეტო სისტემა - 437; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 217; თვითმფრინავები - 285", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლონდონის აეროპორტში პაკეტის შემოწმებისას ურანი აღმოაჩინეს
დიდ ბრიტანეთში, ჰითროუს აეროპორტში შემოწმებისას პაკეტში მცირე რაოდენობით ურანი აღმოაჩინეს. იუწყება Sky News-ი. მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ მისი კონტრტერორისტული განყოფილება დაუკავშირდა სასაზღვრო ძალების კოლეგებს აეროპორტში მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს დაბინძურებული მასალა აღმოაჩინეს. მეთაურმა რიჩარდ სმიტმა თქვა, რომ დაბინძურებული მასალის რაოდენობა "ძალიან მცირე იყო" და, ექსპერტების აზრით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების თქმით, არავინ დაუკავებიათ. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიცრები მუშაობენ პარტნიორ უწყებებთან, რათა გამოიძიონ და უზრუნველყონ საზოგადოებისთვის რისკის არარსებობა. ურანი არის ლითონი, რომელიც ბუნებრივად არსებობს დედამიწაზე, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, რადგან ის აუცილებელი ბირთვული ელემენტია.
მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გლობალურ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში აქტიურად ჩაერთონ
მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გლობალურ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში აქტიურად ჩაერთონ, ვინაიდან ეს არ არის პარტიული საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული. „გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ: 1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას. 2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. ჩემი აზრით, ოთხი წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტსა და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს, ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად, გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე. ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებმა "სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი: საუბარია ცნობილ "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიაზე, რომელმაც თავი უნდა მოუყაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფერხებს ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის მოწამვლასა და წამებაში..
უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები, სტამბულში პირველად შეხვდნენ
თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარებმა დიმიტრი ლუბინეცმა და ტატიანა მოსკალკოვამ შეხვედრა გამართეს. შესაბამისი ფოტო უკრაინის ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „მოლაპარაკება ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შედგა. გაიმართა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისართან ტატიანა მოსკალკოვასთან. განვიხილეთ ჰუმანიტარული პრობლემების ფართო სპექტრი და საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან“, - დაწერა ლუბინეცმა ტელეგრამის არხზე. მოსკალკოვამ ასევე თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ უკრაინის ომბუდმენთან შეხვედრისას „ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე“ ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინისა და რუსეთის ოფიცოალური პირების პირველი შეხვედრაა, 2022 წელს სტამბულის „მარცვლეულის შეთანხმების“ შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
Bloomberg: ნავთობზე ზღვრული ფასის გამო, რუსეთი შემოსავლების სახით დღეში $172 მილიონს კარგავს
დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ზღვრული ფასი, რუსეთის ფედერაციას ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება. Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება ეს მაჩვენებელი 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდება, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ჰელსინკის ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ცენტრის ინფორმაციით, თუ ფასის ზღვარი 60-დან 25-35 დოლარამდე შემცირდება ბარელზე, ეს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ 100 მილიონი ევროთ შეამცირებს. სხვა შემოთავაზებული ზომები მოიცავს უფრო მკაცრ ჯარიმებს პირობების შეუსრულებლობისთვის და დამატებით სანქციებს, რამაც შესაძლოა რუსეთის შემოსავალი დღეში კიდევ 200 მილიონი ევროთი შეამციროს. CREA-მ განმარტა, რომ რუსეთმა ამ დრომდე ზღვრული ფასით 3,1 მილიარდი ევროს ღირებულების ნედლი ნავთობი გაყიდა. 5 დეკემბრიდან რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ემბარგო მოქმედებს. იმავე დღიდან დაწესდა ფასის ზღვარი საზღვაო გადაზიდვებზე და ბარელზე $60 განისაზღვრა. მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვამ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტად დამოკიდებული გახადა ახალ მთავარ მყიდველებზე - ჩინეთსა და ინდოეთზე. ამავდროულად, ინდური მედიის ცნობით, ნიუ დელის შეუძლია რუსულ ნავთობზე ფაისის ზღვარს მხარი დაუჭიროს, თუ ბარელის ფასი $60 დოლარს გადააჭარბებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ - ხაჭაპურიძე
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა „გარკვეული მოწმის დაკითხვას მოვითხოვთ დღეს, "ვივამედის" ერთ-ერთი ექთნის. ის ესწრებოდა იმ დალუქვის პროცესს, როდესაც ბატონმა ლახანმა აიღო თმის და ფრჩხილების ნიმუშები. ამ ეტაპზე გვექნება შუამდგომლობა, რომ ყოველდღე ჩატარდეს პროცესები“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე. მისივე თქმით, სააკაშვილი ამ ეტაპზე 73 კილოგრამს იწონის. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
„ხალხის ძალა“: კასიანოვმა უკვე კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა აშშ-ის მიმართ, ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება
„მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ“, - ნათქვამია მორიგ განცხადებაში, რომელსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „აგენტის პატრონები“ პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან. „მაგალითისთვის, მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება: Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში. ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს! მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე. როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა. აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება. შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი! მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან. აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას: გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით. ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“- ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლიდან რამდენიმე საათში ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
რუსეთმა ხარკოვი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაბომბა, იუწყება უკრაინა. ინფორმაციას DW ავრცელებს. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე იერიში სამშაბათს გვიან ღამით მიიტანა“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მოულოდნელი ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. „დარჩით თავშესაფრებში, ისევ ბომბავენ ოკუპანტები!", - დაწერა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე. ანალენა ბერბოკი უკრაინაში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.
Foreign Policy: თურქეთმა უკრაინას „კასეტური ბომბები“ ფარულად გადასცა
თურქეთმა უკრაინას „კასეტური ბომბები“ გადასცა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Foreign Policy შეერთებული შტატების და ევროპის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა ცივი ომის პერიოდში, თურქეთის მიერ აშშ-ის მონაწილეობით შემუშავებულ იარაღზე წერს, რომლის გამოყენება დღეს აკრძალული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ტიპის საბრძოლო მასალა შეიძლება, ძალიან ეფექტიანი იყოს რუსული ტანკებისა და ქვეითების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე შეუძლია, ზიანი მიაყენოს მშვიდობიანი მოსახლეობას. ეს იარაღი შექმნილია ტანკების განადგურების მიზნით. წყაროების ცნობით, თურქეთმა პირველი პარტია უკრაინას 2022 წლის ნოემბერში გაეგზავნა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, იყენებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს ბრძოლის ველზე. Foreign Policy-მ კომენტარებისთვის ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა მათი პასუხი არ მიუღია.
მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო
2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა მილიონ 361 ათასი ადამიანია. "საპენსიო სააგენტო ასევე აქვეყნებს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშს, რომლის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2.95 მლრდ ლარს შეადგენდა შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 438 მილიონი ლარი იყო. „საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 2.0% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 63.0% არის განთავსებული“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის შედეგად საქართველო სარგებელს მიიღებს
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის დადებით პერსპექტივად, ფულადი ნაკადების შემოდინებასა და სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციას განიხილავს. ნათქვამია ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა. „საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას, რაც 2022 წლის ბოლო შეფასებით, 10 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4 პროცენტამდე და ძირითადად ასახავს 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეულ საბაზისო ეფექტს, ისევე როგორც ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებას (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას. საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5 პროცენტის ფარგლებში. ინფლაციის წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდა მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად (დეკემბერში წლიური 9.8 პროცენტის დონეზე). მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად. ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილული იყოს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო. საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გორის საკრებულოს დეპუტატი: „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გორის საკრებულოს დეპუტატის, კახა ლობჟანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ. როგორც ლობჟანიძე აცხადებს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ მართული. "ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა. დილით მოსულებს ჩამტვრეული დაგვხვდა მინა. ხედავთ, რამხელა ზომის ქვა აქვს ნასროლი. გამოვიძახეთ პოლიცია და მათი თანდასწრებით გავხსნით კარს. წინა შემთხვევაში კამერის ჩანაწერებიც მივაწოდეთ, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მართული და ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული, აქ ყველა სტრუქტურაა ჩართული, მათ შორის ძალოვნებიც, რადგან არ იძიებენ ამ საქმეებს“, – განაცხადა ლობჟანიძემ. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
მსოფლიო ბანკი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებას პროგნოზირებს
მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მიზეზებს შორის 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეული საბაზისო ეფექტს, ასევე პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირება (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას ასახელებს. „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ შესახებ ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5%-ის ფარგლებში. რაც შეეხება გასული წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეკონომიკის 10%-იან ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ, ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად. „ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილული იყოს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო",- აღნიშნულია ანგარიშში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილული იყოს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად. შეგახსენებთ, 2023 წელს მთავრობის ოფიციალური პროგნოზით ეკონომიკური ზრდა + 5.0%-ია; საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით + 4.0%; საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF): + 4.0%, მსოფლიო ბანკის (WB): + 4.0%; აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით + 6.0%;