ძებნის რეზულტატი:

უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა

თებერვალში უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა. გამოცემა POLITICO ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევს 10-დან 15-მდე კომისარი ეწვევა. ისინი ვაჭრობისა და ციფრული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობენ. გამოცემის ინფორმაციითვე, ევროკომისრებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფის უკრაინის მთავრობასთან შეხვედრა თებერვლის დასაწყისში, კიევში გაიმართება და ევროკომისრების დელეგაციას თავად ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს, რომ რუსი ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ, მაგრამ წარუმატებლად. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი “სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება. განცდილი დანაკარგების შემდეგ, მტერმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები, გაზარდა “ვაგნერელების” რაოდენობა, ცდილობს ჩვენი სამხედროების დაცვის გარღვევას და ქალაქის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად”, - წერს მალიარი. უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სტოლტენბერგი: დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. მისივე თანახმად, მხარეებმა უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის დახმარების საკითხი განიხილეს. ზელენსკი: ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ძლიერდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება, დაძლიოს რუსული აგრესია თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად - ზელენსკი „კარგი საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთნ. განვიხილეთ უკრიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა, რომელსაც NATO-ს მოკავშირეები უკრაინას  რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის მამაც ბრძოლაში უწევენ. დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ“, - ნათქვამია იენს სტოლტენბერგი სახელით Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება - გვენეტაძე

გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.  გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ. კობა გვენეტაძემ ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა სესიაში მონეტარული პოლიტიკის თემაზე ორი მიმართულებით იმსჯელა – ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. „ცენტრალურმა ბანკებმა საკმარისი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ უსაფუძვლო ინფლაციური მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რა იყო საწყისი გამომწვევი მიზეზი – მიწოდება თუ მოთხოვნა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მზარდი ინფლაციის ფონზე, რამდენჯერმე გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი და აქტიური კომუნიკაცია გასწია იმასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ინფლაციური მოლოდინები ამ გზავნილს შეესაბამება, რადგან, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი, რადგან ბაზარი ინფლაციის შემცირებას მოელის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.  

რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში“, საპარტნიორო ფონდიდან კომპანიის გასვლის შემდეგ დაიწყება

„საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა. რას ნიშნავს ეს ცვლილება და დაჩქარდება თუ არა ამ ტრანზაქციის შემდეგ დაანონსებული რეფორმა სახელმწიფო კომპანიაში?  Europetime-თან ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წლის მთავრობისთვის გადაცემა, კომპანიის საქმიანობაში არსებითად არაფერს ცვლის, თუ ეკონონმიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დაანონსებული რეფორმა რეალურად არ დაიწყო.  „გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ ფულად შენატანებს, რაც „საქართველოს რკინიგზას“, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ „საპარტნიორო ფონდში“ მოგებიდან შეჰქონდა, ეს უწყება [საპარტნიორო ფონდი], თავისი მიზნებისთვის განკარგავდა. მაგალითად, ფულს ხარჯავდა სასტუმროების ასაშენებლად ან სხვა პროექტების განსახორციელებლად. ამას „საპარტნიორო ფონდი“ ბუნებრივია, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დამოკიდებულება „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ არ იცვლება“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ევროდირექტივებიც ითვალისწინებს. „ევროდირექტივების ძირითადი მიზანია, რომ რკინიგზა კომერციულად მომგებიანი გახდეს. კომპანიის კომერციალიზაციაა მთავარი მიზანი. ამისთვის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს სატვირთო გადაზიდვები, მგზავრთა გადაყვანა, ინფრასტრუქტურის შეთავაზება. სავაგონო შემადგენლობა უნდა იყოს სრულიად ცალკე. „საქართველოს რკინიგზა კი, ვერტიკალურად ინტეგრირებულია. მონოლითური სტრუქტურაა და კომპანიაში ეს მიმართულებები მხოლოდ ფორმალურადაა გამიჯნული“, - ამბობს დავით გოჩავა. ამასთან, აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვის სქემა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება. „საქართველოს რკინიგზაში“ კერძო გადამზიდავი ვეღარ შედის, რადგან მონოპოლიური და დახურული სისტემაა. კომპანიას რეფორმა სჭირდება, აქ კი, მთავრობის მხარდაჭერა საჭირო. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე, „საქართველოს რკინიგზაში“ ეფექტიანი რეფორმაა საჭირო, რადგან კომპანია გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად სარკინისგზო გადაზიდვებზე გაჩენილ მოთხოვნას ვერ პასუხობს “, - აღნიშნავს გოჩავა. როდის დაიწყება „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმა?  „საქართველოს რკინიგზის“ 100%-ის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს. თუმცა რას გულისხმობს რეფორმა და არის თუ არა მზად „საქართველოს რკინიგზის“ ტრანსფორმაციისთვის საჭირო შესაბამისი სტრატეგია, ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიის თანახმად, ეს პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში „საქართველოს რკინიგზაში”, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” უნდა დაიწყოს.  ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, სამ სახელმწიფო საწარმოში განსახორციელებელი რეფორმისთვის აუცილებელი ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა:  ● კორპორაციული მართვა; ● კომერციული მიზნები; ● კონკურენტული ნეიტრალურობა ● ფლობის პოლიტიკა; ● სტრატეგიული მართვა; „სტანდარტების დანერგვისა და მასთან დაკავშირებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მისაღწევად ხუთივე მიმართულება უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიაში.  პრიორიტეტული მიმართულება #1. კორპორაციული მართვა - თითოეულ სახელმწიფო კორპორაციას ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლის შემადგენლობაში შემავალ წევრებს ექნებათ შესაბამისი უნარები, ცოდნა, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და დრო კორპორაციის აღმასრულებელი პირების, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური საქმიანობების დამოუკიდებელი ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ანგარიშვალდებულნი იქნებიან თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე. პრიორიტეტული მიმართულება #2. კომერციული მიზნები - სახელმწიფო კორპორაციების მთავარ მიზნად განისაზღვრება კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. საშუალოდ, დროთა განმავლობაში მათ უნდა მიაღწიონ კერძო სექტორის მსგავსი კომერციული კომპანიების შესადარის ფინანსურ შედეგებს. თუ მეორადი მიზნის სახით, მთავრობა განიზრახავს სახელმწიფო კორპორაციების საშუალებით არაკომერციული საქმიანობების განხორციელებას, რომელიც ასევე ცნობილია კვაზი-ფისკალური აქტივობების სახელით, მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს მათ აღნიშნული აქტივობებზე გაწეული ხარჯები. პრიორიტეტული მიმართულება #3. კონკურენტული ნეიტრალურობა - სახელმწიფო კორპორაციები ოპერირებას კონკურენტული ნეიტრალურობის საწყისებზე მოახდენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ კონკურენტული უპირატესობა და არც არახელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან მათი ფლობის ან კონტროლის შედეგად. კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპების გამოყენება უზრუნველყოფს სახელმწიფო კორპორაციების მხრიდან შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. პრიორიტეტული მიმართულება#4. ფლობის პოლიტიკა - განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოს ფლობის და დაარსების ობიექტური კრიტერიუმები. უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფო კორპორაციის სტატუსის გადახედვა ამ კრიტერიუმების მიხედვით, მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო კორპორაციების ფლობის პოლიტიკა განხორციელდება ე.წ დუალისტური მოდელის შესაბამისად. აღნიშნული მოდელის მიხედვით, აქციონერთა უფლებების განხორციელების პასუხისმგებლობა გადანაწილებულ იქნება ორ სამინისტროს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. პრიორიტეტული მიმართულება #5. სტრატეგიული მართვა - კორპორაციული განზრახვის განაცხადი. სახელმწიფო კორპორაციებმა ყოველწლიურად უნდა შეიმუშაონ კორპორაციული განზრახვის განაცხადი (კგგ), რომელიც სამეთვალყურეო საბჭომ შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აქციონერებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს. ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, სამ სახელმწიფო საწარმოში რეფორმა 2023-2026 წლებში უნდა განხორციელდეს.  სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მიერ აქტიური კონსულტაციები განხორციელდა შემდეგ ინსტიტუციებთან: ● საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ● აზიის განვითარების ბანკი (ADB) ● მსოფლიო ბანკი (WB) ● ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) ● სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ● სს საპარტნიორო ფონდი  „საქართველოს რკინიგზაში“ მოსალოდნელ რეფორმის დეტალებზე არ საუბრობენ.  Europetime-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ დაგეგმილ რეფორმაზე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიან.  რა გამოწვევების წინაშეა „საქართველოს რკინიგზა“  „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ ვრცელი კვლევა 2022 წლის გაზაფხულზე აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა. 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ მთავარ გამოწვევად, „ჭარბი მუშახელი, არაეფექტიანობა და ჭარბვალიანობა” დასახელდა. აზიის განვითარების ბანკის კვლევაში გამოხატულ პოზიციას ეთანხმება პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტიც. მისივე თქმით, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა, რომ კომპანია „სოციალურ დაკვეთას ასრულებს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მუშახელის დასაქმებაა“. პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვას 7 რკინიგზელი სჭირდება, „საქართველოს რკინიგზაში“ კი ამ ფუნქციას 25 ადამიანი ასრულებს. მატარებლის სიჩქარე დაბალია და ექსპლუატაცია არაეფექტიანი“. რაც შეეხება ჭარბვალიანობის საკითხს, „საქართველოს რკინიგზამ“ ძველი ვალების დასაფარად 2021 წელს $500 მილიონიანი ვალი აიღო.  კომპანიამ $500 მილიონის მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 წლის ვადით განათავსა, რამაც სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ გასხვისების საკითხი 7 წლით გადაავადდა.  ამასთან, 4-წლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელი კომპანიამ ₾52.7 მილიონის მოგებით დაასრულა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წელი ზარალის გარეშე დახურა. დავით გოჩავას შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების ზრდა „შუა დერეფანში“ ტვირთების ტრანსფორმაციამ განაპირობა. „ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ტვირთები ტრანსკასპიური დერეფნისკენ დაიძრა. სწორედ ესაა რკინიგზის შემოსავლების ზრდის მიზეზი“, - აცხადებს გოჩავა.  2016 წელს საქართველოს რკინიგზა 65.1 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, შემდეგი წლების განმავლობაში კი ზარალს აფიქსირებდა: 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ; 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ; 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ; 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ;  2021 წელს კომპანიის ტვირთბრუნვამ 12 მილიონი ტონა შეადგინა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2022 წელს, „საქართველოს რკინიგზამ“ 9 თვეში 491 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგება კი, 278 მილიონი ლარი იყო.

ბენ ჰოჯესი: უკრაინას ძალიან საჭირო შეტევითი იარაღი უნდა მიეწოდოს

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ რომ უკრაინის მოკავშირეები უფრო დიდი გამბედაობით უნდა გამოირჩეოდნენ, რათა უკრაინისთვის ძალიან საჭირო შეტევითი იარაღი ხელმისაწვდომი გახდეს. „არ მგონია, რომ რუსები რეალურად შეძლებენ ესკალაციას.  ამიტომ, თევშეკავებაზე უარი უნდა ვთქვათ“.  ჰოჯესი იმედოვნებს, უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას, დრონებსა (Grey Eagle, Reaper) და მოიერიშე თვითმფრინავებს (F-16). Politico-ს ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, ATACMS მოითხოვა, თუმცა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით. Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. აშშ-მ უკრაინისთვის $3 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადა.

ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა

რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საერთაშორისო დახმარების ფარგლებში პოლონეთი უკრაინას, გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.  პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ლვოვში, უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან „ლუბლინის სამკუთხედის“ ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა „ამ ბოლო დროს ჩვენ რეალურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ტანკები უკრაინისთვის, კოალიციის შემადგენლობის გადაწყვეტილების ფარგლებში იქნება მიწოდებული", - თქვა დუდამ ლვოვში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ასეთი საერთაშორისო კოალიციის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას მხარს უჭერს „თქვენ იცით, რომ უნდა მივიღოთ გარკვეული ოფიციალური შეთანხმებები. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო კოალიცია", - თქვა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ Leopard-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას, უკრაინა, სხვა ტიპის ტანკებთან ერთად, კოალიციის ფარგლებში ძალიან მალე მიიღებს.  ამასთან დუდამ დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში უკვე მიღებულია.  

იტალიაში, სიცილიური მაფიის 10 წევრი დააკავეს

ოპერაცია Condor-ის ფარგლებში, იტალიის პოლიციამ დღეს ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, სიცილიური „კოზა ნოსტრას“ მაფიის წევრები იყვნენ. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ANSA იუწყება. სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სანაპირო ქალაქ აგრიჯენტოში სპეციალური ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც 100-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.  სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ყურძნის მწარმოებლებმა, მაფიის შანტაჟის შედეგად, პროდუქტზე ფასი სამჯერ გაზარდეს.  პოლიციის ძალისხმევა მიმართულია მაფიოზური ჯგუფის „კოზა ნოსტრას“ ბოსის, 60 წლის მატეო მესინა დენაროს, მეტსახელად „დიაბოლიკის“ ძებნაზე, რომელიც 30 წელია ემალებოდა მართლმსაჯულებას და მსოფლიოში ძებნილი დამნაშავეების ათეულშია. იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ შეძლეს დაემყარებინათ კავშირი „კოზა ნოსტრასა" და კიდევ ერთ მაფიოზურ კლანს (კალაბრიიდან) „ნდრანგეტას“ შორის.  

ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა.  BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი. აღსანიშნავია, რომ BTC ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო და 2005 წლის 18 მაისს მილსადენი ნავთობით დაიტვირთა. BTC Co-ს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად 2002 წლის პირველ აგვისტოს შეიქმნა, აქციონერები არიან: BP (30,1 პროცენტი), სოკარი (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TRAO (6 ,53 პროცენტი), Eni (5,0 პროცენტი), TotalEnergies (5,0 პროცენტი), Itochu (3,4 პროცენტი), INPEX (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC Videsh (2,36 პროცენტი).  

ირანი: რუსეთი, რეშტ-ასტარას სარკინიგზო პროექტში ინვესტირებას გეგმავს

ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ შაჰრიარ აფანდიზადემ განაცხადა, რომ თეირანმა და მოსკოვმა რეშტ-ასტარას სარკინიგზო პროექტის დასრულებაზე მოლაპარაკებები გამართეს.  რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს „ირანმა წარადგინა თავისი შემოთავაზებული 16 მუხლისგან შემდგარი მემორანდუმი, რათა დადგინდეს, თუ როგორ მიიღებს რუსეთი მონაწილეობას და ინვესტიციების განხორციელებას რეშტ-ასტარას სარკინიგზო პროექტში“, - თქვა აფანდიზადემ. აფანდიზადეს თქმით, რუსეთის მთავრობა დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს და დააფინანსოს რეშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობა. ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს ირანის საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილის თქმით, ამასთან დაკავშირებით, მომზადდა ირანსა და რუსეთს შორის ორმხრივი მემორანდუმი, ხოლო სამმხრივი მემორანდუმი ირანს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, რაც სამი ქვეყნის მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას მოჰყვა. „მიუხედავად იმისა, რომ ირანი აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან და აზერბაიჯანთან რეშტ-ასტარას სარკინიგზო მაგისტრალის პროექტში ჩართვის შესახებ, ამის მიუხედავად ქვეყანა დაასრულებს პროექტს, მასში რუსეთი ჩაერთვება თუ არა“, - დასძინა შაჰრიარ აფანდიზადემ.  შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.  

Bentley-მ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა

2022 წელს გაყიდული Bentley-ის პრემიუმ ავტომობილების რაოდენობამ კომპანიის ისტორიაში პირველად 15 000-ს გადააჭარბა, ნათქვამია ავტომწარმოებლის  ანგარიშში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა.  „Bentley Motors-მა დღეს გამოაცხადა, რომ 2022 წელს 15 174 ავტომობილი გაყიდა, რაც 4%-ით მეტია 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთზე [14,659 ერთეული].ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Bentley-მ წელიწადში 15 000 მანქანა გაყიდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. თავის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის მიზეზად კომპანია ბაზარზე ახალი მოდელების დანერგვასა და ავტომობილების მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით პერსონალიზირებას ასახელებს. როგორც აღინიშნა, კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელი გასულ წელს იყო Bentayga კროსოვერი, რომელიც 2015 წლიდან იწარმოება. ამ მოდელზე მოდის გაყიდვების 42%. ბენტლის პროდუქციის მთავარ ბაზარად შეერთებული შტატები დარჩა, სადაც ბრენდის მანქანების 28% გაიყიდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 24%-ით, შემდეგ მოდის ევროპა (19%). კომპანია თავის ანგარიშში ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასახელებს. ერთი დღით ადრე, სხვა ბრიტანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა, Rolls-Royce Motor Cars-მა რეკორდული გაყიდვების შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ  6000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, რაც კომპანიის 118-წლიანი ისტორიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.   

ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ ამის შესახებ ცოტა ხნით ადრე უკრაინის გენერალურმა შტაბმა საღამოს გავრცელებულ განცხადებაშიც გაავრცელა ინფორმაცია. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი „ახლა სახელმწიფო-ტერორისტი და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ თითქოს ქალაქ სოელედარის ნაწილი, რომელიც რუსეთის ძალებმა გაანადგურეს, მათი მიღწევაა. მათ ვითარება ასე უკვე წარმოუჩინეს თავის საზოგადოებას, რათა მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც მხარს უჭერს აგრესიას“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი მისივე თქმით, ამის მიხედავად ბრძოლა გრძელდება. „დონეცკის მიმართულება დგას. ჩვენ შესვენების გარეშე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის თავდაცვა გავაძლიეროთ. ჩვენი პოტენციალი იზრდება. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომლებიც გვეხმარებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.   შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოდოლიაკი: ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება სოლედარსა და ბახმუტში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა France-Presse-თან, ომში, უკრაინის ადრეული გამარჯვების პირობები დაასახელა და ასევე სოლედარში არსებულ ვითარებას შეეხო.  „სოლედარში სასტიკი ბრძოლებია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი აზრით, ომი შესაძლოა, უკრაინის გამარჯვებით ჯერ კიდევ 2023 წელს დასრულდეს, იმ პირობით, რომ დასავლეთი გაზრდის იარაღის, კერძოდ, შორი დისტანციის რაკეტებისა და მძიმე ტანკების მიწოდების მოცულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოდოლიაკის აზრით, ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. „მხოლოდ 100 კმ-ზე მეტი მანძილის მქონე რაკეტები მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკი გულისხმობს ამერიკულ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ, დაახლოებით 300 კმ მანძილი დაფარონ, - აღნიშნავს სააგენტო. დონეცკის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პოდოლიაკმა თქვა, რომ მთავარი განსხვავება არსებულ ვითარებასა და სხვა ქალაქებისთვის ბრძოლებს შორის არის ის, რომ სოლედარსა და ბახმუტში ამ დროისთვის მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის. „თუკი მარიუპოლში დაღუპულთა 90% მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, სოლედარსა და ბახმუტში ჯარისკაცები არიან“, - თქვა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ეს ქალაქები რუსეთისთვის არანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენს.  

CNN: უკრაინის ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის

უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება „ჩვენ დაახლოებით ხუთი მილის, შვიდი კილომეტრის მანძილზე ვართ ადგილიდან, სადაც ბრძოლებია. შეგიძლიათ არტილერიის ხმა გაიგოთ - აფეთქებების უმეტესობა ქალაქის მხრიდან ისმის”, - განაცხადა ამერიკელმა კორესპონდენტმა. CNN-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საკუთარი ვალდებულებების შესრულებით არიან დაკავებულები - „უკან დახევისა ან გასვლის რამე ნიშნები არ არის”. CNN-ის კორესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ჯარისკაცთან, რომელიც ახლა სოლედარში იმყოფება და იგი ასევე უარყოფს რუსების ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განცხადებებს. „აქ რთულია, მაგრამ უფრო ცოცხლები ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაუჯეროთ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ იქ ვუძლებთ. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად. ხელმძღვანელების გარეშე”, - განაცხადა ჯარისკაცმა. მისი თქმით, შემდგომი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან, მტერი ქალაქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს. მისივე თქმით, მტერი კავშირს ახშობს, რის გამოც სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის კოორდინირება რთულდება.  

ზელენსკი: რიტორიკა NATO-ს „ღია კარზე“ უკრაინისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ არ ვიკვებებით დაპირებებით

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ალიანსის სამიტზე, რომელიც ამ ზაფხულს ვილნიუსში გაიმართება, NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოუთმენლად ელის.  ამის შესახებ მან ლვოვში პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „დღეს მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა „ღია კარის“რიტორიკით არ არის საკმარისი. კერძოდ, ეს არ არის საკმარისი ჩვენი სახელმწიფოს მოტივაციისთვის, უფრო კონკრეტულად კი არ არის საკმარისი ჩვენი ჯარისკაცების მოტივირებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ. მან მაგალითად მოიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, როგორც კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის მოტივაციას იწვევს. „ჩვენ გვჭირდება წინგადადგმული ნაბიჯები. გადაწყვეტილება იქნება ვილნიუსში. ჩვენ ძალიან მოუთმენლად ველით მძლავრ ნაბიჯებს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ღია კარს. ასეთი რამ გვაძლევს მოტივაციას, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდარობის სტატუსი. რომ ეს ყველაფერი მართალია... ჩვენ არ ვიკვებებით დაპირებებით. წელს ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის გახსნა გვაძლევს ბრძოლის მოტივაციას. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მოქალაქეების უმეტესობის აზრით, რუსული აგრესიის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო ვარიანტია.   

თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 3,5 მილიონი გარიგება განხორციელდა

თურქეთში, 2022 წელს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 3 434 389 გარიგება დაიდო, ხოლო გადასახადების მოცულობამ 41 მილიარდ 555 მილიონ 953 ათას 953 თურქული ლირა შეადგინა.  მონაცემებს Anadolu თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული განვითარებისა და კლიმატის სამინისტროს მიწის რეესტრისა და კადასტრის გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა სტამბულში - 416 717. მეორეა ანკარა - 214 0 53, შემდეგ იზმირი - 169 987, ანტალია - 131 838, ბურსა - 124 190, კონია - 105,3615, გაზიანთელი - 85 290, ბალიკსირი - 84 921 და ტეკირდაგი - 83 983 ტრანზაქცია.  უშუალოდ 2022 წლის დეკემბერში თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 436 721 ტრანზაქცია დაიდო, ხოლო გადასახადების აკრეფის მოცულობამ 6 მილიარდ 411 მილიონ 106 ათას 486 თურქული ლირა შეადგინა. 193 402 ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა ბინებზე, 71 019 მიწის ნაკვეთებზე, 116 687 ნათესებზე, 24 879 ოფისებსა და დანარჩენი სხვა უძრავ ქონებაზე. 2022 წლის ნოემბერში თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 292 493 ტრანზაქცია განხორციელდა. ამრიგად, დეკემბერში უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 49 პროცენტით გაიზარდა.  

მედია: საბერძნეთმა და მალტამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლები რუსული აქტივები გაყინეს

საბერძნეთი და მალტა, „გაყინული“ რუსული აქტივების მოცულობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ჩამორჩებიან. ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირსა და შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის 27 ქვეყანამ სანქციების შემოღების შემდეგ დაახლოებით 20,3 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინეს. ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა იტალია, ირლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ავსტრია აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში სანქცირებას მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის რუსული აქტივები დაექვემდებარა. ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთმა 212 ათასი ევროს, ხოლო მალტამ - 147 ათასი ევროს რუსული აქტივები გაყინა. „რაც ცოტა გასაკვირია”, - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც Reuters ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „ან აქტივების მოცულობა მცირეა, ან არ აკეთებენ თავის საქმეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.   

ბრიტანეთი ციფრული ფუნტის პროექტს ავითარებს

ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ეროვნული კრიპტოვალუტის, ანუ „ციფრული ფუნტის“ შემოღებას. კონსულტაციები უახლოეს კვირებში დაიწყება. ამის შესახებ BBC ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ენდრიუ გრიფიტზე დაყრდნობით იუწყება. გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს გახდეს მსოფლიო კრიპტო ჰაბი, -  თქვა ენდრიუ გრიფიტმა.  მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ „დიდი გზა გაიარა მასიური სტაბილური ანგარიშების გადახდის რეჟიმისკენ“. Stablecoins არის ციფრული ვალუტა, რომლის ღირებულება დაკავშირებულია „ტრადიციულ“ ვალუტებთან ან აქტივებთან, როგორიცაა ოქრო. „ციფრული ფუნტის კონფიგურაციის შესახებ საჯარო კონსულტაციები უახლოეს კვირებში დაიწყება“, - თქვა გრიფიტმა. მისი თქმით, ციფრული ფუნტი უნდა დაინერგოს ახალი ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის კანონპროექტის შესაბამისად, რომელიც ახლა ბრიტანეთის პარლამენტში განიხილება.    

უკრაინული მედია: რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს კვლავ დაარტყეს, რის შედეგადაც ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი "დაწყევლილი მტერი კვლავ ცინიკურად დაესხა თავს ჩვენს ღამის ქალაქს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი", - აცხადებს ანატოლი კურტევი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს

აშშ-ის ტექნოლოგიურმა კომპანია Maxar-მა გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ორი ფოტო, რომლებიც უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის ნგრევის მასშტაბს ასახავს. პირველ სურათზე ნაჩვენებია ქალაქი 2022 წლის პირველ აგვისტომდე. მეორეში ნაჩვენებია ქალაქის ნაწილი 2023 წლის 10 იანვრის შემდეგ, სადაც ნაჩვენებია მთლიანად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები. მარილის უმსხვილესი მომპოვებელი ქალაქი სოლედარი თითქმის მთლიანად განადგურებულია, მაგრამ ბრძოლები გრძელდება და აღმოსავლეთის ფრონტის ხაზი იმართება, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 იანვარს. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 იანვარს განაცხადა, რომ რუსმა მედესანტეებმა სოლედარი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან დაბლოკეს. უკრაინის აღმოსავლეთის სამხედრო სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ უარყო რუსეთის ეს მტკიცება, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი „რუსეთის კონტროლის ქვეშაა“. „ეს არ არის სიმართლე. დაელოდეთ დეტალებს გენერალური შტაბის (მომავალ) ანგარიშში“, - განაცხადა სპიკერმა. „სოლედარი ბახმუტის ზემოთ მდებარეობს, რუსეთი ცდილობს ეს ტერიტორია დაიპყროს. მისი მიზანია კონტროლი მთელ დონეცკის ოლქზე, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია 2014 წლიდან“, - წერს უკრაინული მედია.