ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. აშშ-ში შიდა ფრენებზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებაა CNN-ის ინფორმაციით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრას ტექნიკური სამსახური ამ დრომდე ცდილობს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.
WSJ: აშშ და მისი მოკავშირეები რუსულ ნავთობზე ახალ სანქციებს დააწესებენ
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ, იტყობინება Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. წყაროების თქმით, ფასების ლიმიტის ამოქმედდება 5 თებერვლიდან იგეგმება. WSJ-ის მიხედვით, ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ ახალ ჯარიმებს შეიძლება, უფრო დიდი ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს და ბაზრის დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ რუსეთს უფრო გაუჭირდება პროდუქციის ექსპორტისთვის სხვა გზის არჩევა.
ომის შესწავლის ინსტიტუტი: რუსებს საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვთ
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას არ შეუძლია საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემის მოგვარება, რაც, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციები 2023 წელსაც შეინარჩუნონ, -ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრესსპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ადრე ამოწურეს თავიანთი 122 მმ და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების და სხვა საბრძოლო მასალის რეზერვები 2022 წლის ზაფხულში, იმ ვარაუდით, რომ გადაჭარბებული საარტილერიო ცეცხლი უფრო სწრაფ შედეგებს გამოიწვევდა. "რუსულმა ძალებმა ახლა უნდა გადაიტანონ დამატებითი ჭურვები და შეიძინონ დამატებითი საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნებიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი დეფიციტი, რაც გამოიწვევს ცეცხლის შემცირებულ ტემპს“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტთან და კიდევ 11 დასახლებულ პუნქტთან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტთან და კიდევ 11 დასახლებულ პუნქტთან. მისივე ინფორმაციით, გასულ დღეს ოკუპანტებმა ოთხი სარაკეტო დარტყმა (დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანსა და ჩასივ იარში სამოქალაქო ობიექტებზე) და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, მათ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა 69-ჯერ სხვა ადგილებში გამოიყენეს. 11 იანვარს უკრაინელმა ჯარისკაცებმა კა-52 ტიპის ვერტმფრენი და ორი სადაზვერვო თვითმფრინავი Orlan-10 ჩამოაგდეს. უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტი, სამხედრო მოსამსახურეების შვიდ საკონცენტრაციო ზონას და სამ საბრძოლო საცავს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს, რა თემები განიხილა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო კომუნიკაციისას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხები განვიხილე, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუმ Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში
30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ფაჩულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. „მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტი თოვა მიმდინარეობს. ყინავს, რაც გზების მოლიპვას იწვევს. “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე. ჯამში, ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში. პრიორიტეტია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება“, - აღნიშნავს ფაჩულია.
უკრაინა და იტალია ენერგეტიკის სფეროში ახალ ორმხრივ თანამშრომლობას დაიწყებენ
უკრაინა და იტალია გეგმავენ ახალი ორმხრივი ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თანამედროვე პროექტების განხორციელებას. ეს საკითხები განიხილეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ პიჩეტო ფრატინის ონლაინ შეხვედრის დროს, იუწყება Ukrinform-ი. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 10 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთი არ წყვეტს თავის ბარბაროსულ ქმედებებს და სამ თვეზე მეტია, ბომბავს უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა გალუშჩენკომ. თავის მხრივ, პიჩეტო ფრატინმა განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ომის შემდგომი აღდგენისას.
ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლური ტიპის ტანკებზე: ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ახალი დონე
უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ლვოვში, ლუბლინის სამკუთხედის სამიტზე გამოცხადდა - პოლონეთი უკრაინაში ტანკებს გაგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ ყველა გზას ერთად გავივლით უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების აღსადგენად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მშვიდობის აღსადგენად. რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს და ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა. პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ Leopard-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას, უკრაინა, სხვა ტიპის ტანკებთან ერთად, ძალიან მალე მიიღებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში უკვე მიღებულია.
საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდება. „საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა. საპროკურორო საბჭოს სხდომა საპროკურორო საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდის მეშვეობით - https://www.facebook.com/profile.php?id=100066835612709 უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა ვითარებაა გზებზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ყველა მაგისტრალი განვლადია, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები ძირითადად მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზეა დაწესებული. „თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშვებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, თალიბების მიერ მართული საინფორმაციო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უსტად ფარიდუნმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
უკრაინა: სოლედარში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა ამბობს, რომ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა სოლედარში. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა გამოიყენეს არტილერია და ტაქტიკური სარაკეტო სისტემა "Точка-У" მტრების ლიკვიდაციის მიზნით. "ასზე მეტი რუსი მაშინვე ჯოჯოხეთში წავიდა სოლედარის რეგიონში. ეს მოხდა სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცების, მსროლელებისა და რაკეტების კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით", - აღნიშნავს უწყება.
Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
უფლებადამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, დაპატიმრების გამო. შეშფოთების საგანია ასევე სხვა საკითხებიც. Europetime ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ. გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია 12 პირობის შესრულებაზე, რომელთაგან ბევრი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად იძიებდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა, რომელთაგან ერთს ევალება სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების მოკვლევა, ხოლო მეორეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს.“ ოქტომბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატში 70 საჩივარი იყო შესული ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. მათგან 61-ს შესაბამისი უწყებები იძიებდა. სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, გამოძიება დაეწყო დანარჩენ საჩივრებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა. იანვარში ადგილობრივი ტელეარხებით გადაიცა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს. მეორე პოლიციელს, რომელიც იქვე იდგა, არ უცდია მისი შეჩერება. შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძია და ივლისში სასამართლომ მოძალადე პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაისში ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მჟავანაძემ, განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ჯარიმის დადგენილების წამოსაღებად მივიდა, პოლიციელებმა ბორკილები დაადეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც ძალადობრივ სამოხელეო დანაშაულებს იძიებს, მოკვლევა დაიწყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. ივნისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები კანონში ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამ კანონით დასაშვები გახდა ადამიანების უვადო ფარული მოსმენა და თვალთვალი ამ ადამიანების ინფორმირების გარეშე. ეს ნორმა 77 დანაშაულზე ვრცელდება, რომელთა შორისაც ახლა არის ტრეფიკინგი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ნარკოდანაშაული. აგვისტოში ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონს. კომისიის განცხადებით, „ფარული თვალთვალი გამონაკლის ზომად უნდა განიხილებოდეს“ და სახელმწიფოს მხრიდან „ფრთხილ ფორმულირებას და ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებას“ საჭიროებს. სექტემბერში პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ მმართველმა პარტიამ ეს ვეტო სექტემბერშივე დაძლია. სექტემბერში ოპოზიციურმა სატელევიზიო არხმა „ტვ პირველმა“ გაჟონილი მასალები გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია მასშტაბური თვალთვალი ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა. მასალებიდან ჩანს, რომ წამყვან პოლიტიკოსებს უთვალთვალებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში. მედიის თავისუფლება მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. მარტში „მთავარი არხის“ რეპორტიორს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ისინი იღებდნენ, როგორ შლიდნენ ზუგდიდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას. ხელის შეშლის ამ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ივნისში „ტვ პირველის“ ოპერატორს მურმან ზოიძეს თავს დაესხნენ ბათუმში. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. ივლისში პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც ერთ-ერთმა პარლამენტარმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს. მაისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლის მენეჯმენტი დაადანაშაულა ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“, განსაკუთრებით, რუსეთზე კრიტიკული მასალების მომზადებისას. რამდენიმე დღის შემდეგ იდენტური ბრალდება ამავე მაუწყებლის კიდევ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა გააკეთა. შრომითი უფლებები კანონმდებლობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება. ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს. ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია (დაახლოებით 7 აშშ დოლარი), 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა. დაბალ ხელფასებს ამძიმებს შრომითი კულტურაც, რომელიც ხელფასის მოპარვას ნორმად აქცევს. პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმის“ ანგარიშის თანახმად, მშრომელთა 88% ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა. მოპარული ხელფასი განსაკუთრებით პრობლემურია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც ისედაც გადაღლილები არიან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ზეგანაკვეთური მუშაობით. 2022 წელს შრომის ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ 86-მა კერძო კლინიკამ, რომლებმაც სახელმწიფოსგან სპეციალური დაფინანსება მიიღო ექთნების ხელფასების დანამატისთვის, ეს თანხები სხვა მიზნებით გამოიყენა. დადებითი ცვლილებაა ის, რომ მთავრობამ საჯარო კლინიკებში ექთნების მინიმალური ხელფასი გაზარდა. პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. „შრომის ინსპექციის“ მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან. მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება. ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები. 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითიც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ქალთა უფლებები პროკურატურის მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა სცადეს ოჯახის წევრებმა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლოები, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებიც აგრძელებენ ძალადობის მსხვერპლი ქალების დაშიებას. 2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან. საერთაშორისო აქტორები ივნისში, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის პასუხად, ევროპულმა საბჭომ მზადყოფნა გამოთქვა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტს შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტირება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება. ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“, მათ შორის დაშინების, ძალადობის და „მედიის წარმომადგენლების და მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების“ გამო და დაგმო გვარამიას დაპატიმრება. ივნისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერები ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იქნა 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დროს. დაკავების ორდერები გამოიცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამი წევრის მიმართ შემდეგი ბრალდებებით: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაადგილება. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. ფიქრობენ, რომ ისინი ამჟამად სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ვარაუდობს გამოძიების შეკვეცას საქართველოში და ძალისხმევის მიმართვას დაკავების სამი ორდერის აღსრულებაზე. სექტემბერში გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს ადამიანი უფლებათა დარღვევები და დასაჯოს დამნაშავეები, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და დაიცვას ადამიანები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან. ივნისში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების მიმართ და, ამავე დროს, „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო“. თებერვალში ვიზიტის შემდეგ დუნია მიატოვიჩმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების უკეთ დაცვა.
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს
საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამასთან, საბჭომ შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩია. მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა. ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. ინფორმაციისთვის, საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: საწვავზე ფასების შემცირება კვლავ გაგრძელდება
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული და მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია. „მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 75 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა აღნიშნულის შეტანა. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. თებერვლის თვეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, სასამართლომ რუს სამხედროს 5 წელი მიუსაჯა
რუსულმა სასამართლომ 24 წლის კაპრალ მარსელ კანდაროვს, რომელმაც უარი თქვა უკრაინაში ომზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. BBC წერს, რომ დასკვნის თანახმად, ჯარისკაცს ბრალი ედება მობილიზაციის პერიოდში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. ამასთან, როგორც ცნობილია, განაჩენი 5-წლიან პატიმრობაზე ადვოკატმა გაასაჩივრა.
კარენ დონფრიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზების მოძიებაში, რათა დაუშვან საქონლის გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა „სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ორივე მინისტრს მოუწოდა, ხელახლა ჩაერთონ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის პროცესში“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს განცხადებაში სომხური მედიის ცნობით.
პროკურატურა: საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე, სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს - 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. საბაჟო საწყობის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს 184 131 ლარის საბაზრო ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად ამოიღეს. პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარუდგინა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ხოლო იურიდიულ პირს - სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარუდგინა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და ამჟამად, ბრალდების საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ამ უკანასკნელს 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 წელი კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება იურიდიული პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საწარმოს სასჯელის სახედ 25 000 ლარი ჯარიმა და ლიკვიდაცია განესაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს ხსენებული საწარმოს შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტებისა და Leopard-ის ტანკების მიეწოდება მნიშვნელოვანია. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა „პუტინი ფსონს მეტ შეფერხებაზე დებს. მან უნდა წააგოს ეს ფსონი. უკრაინამ ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემაზე მეტი დაიმსახურა. ATACMS-ებისა და Leopard-ების გაგზავნის დროა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემა სთხოვა იმ პირობით, რომ მათთან სამიზნეებს შეათანხმებენ.