ძებნის რეზულტატი:
აშშ-ში, ქარიშხალს სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, სტიქიური უბედურების გამო 25 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დროებით საცხოვრებელი დაეტოვებინა. ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ განსაკუთრებით ქალაქი მონტეციტო დააზიანა.
მედია: უკრაინელი ოლიგარქი ჟევაგო საფრანგეთში ერთი მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, იუწყება უკრაინული ონლაინ გაზეთი Ukrainska Pravda სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროებზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, ოლიგარქმა ჟევაგომ გირაო უკვე გადაიხადა და ამჟამად იმყოფება სათხილამურო კურორტ კურშეველში, სადაც ის 27 დეკემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით დააკავეს. Ukrainska Pravda წერს, რომ ჟევაგოს საფრანგეთის დატოვება არ შეუძლია. უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.
Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება
რუსული ნავთობი, მსოფლიო ბაზარზე G7-ის მიერ შემოღებულ ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება. ამის შესახებ Bloomberg დამოუკიდებელი ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, 6 იანვარს პრიმორსკის პორტში ვაჭრობისას „ურალის“ ბრენდის ნავთობი (ბარელი) $37,80 გაიყიდა, როცა მსოფლიო სტანდარტის Brent-ის ტიპის (ბარელი) ნავთობი იმავე დღეს $78,57 დოლარი ღირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ემბარგომ და რუსულ ნედლეულზე დანახარჯების შეზღუდვამ რუსეთი ჩინეთსა და ინდოეთზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადა. მოსკოვი იძულებულია გაყიდოს ნავთობი ფასდაკლებით, რათა კონკურენცია გაუწიოს ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების პროცესს.
ლატვია უკრაინას Stinger-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს, კიდევ ერთხელ შესთავაზოს უკრაინას ამერიკული წარმოების Stinger-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები და შეიძლება, ამის შესახებ 20 იანვარს, რამშტაინის ფორმატში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე გამოაცხადოს. „უკრაინის ფრონტის ხაზი რეალურად ჩვენი თავდაცვის ხაზია”, - განაცხადა მინისტრმა. მურნიესმა ასევე განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს უკრაინაში იარაღის გაგზავნას და უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას. „როდესაც უკრაინელ კოლეგებს ვხვდები, ყველაზე მეტ მადლობას სწორედ იმ Stinger-ებისთვის გვიხდიან, რომლებიც უკრაინაში (სრულმასშტაბიანი) ომის დაწყებამდე გავგზავნეთ“, - აღნიშნა მურნიეჩემ. მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ლატვიამ რიგიდან კიევში 10 ავტობუსი გაგზავნა. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.
მედიის ცნობით, პაკისტანი უკრაინას საბრძოლო მასალით დატვირთულ 159 კონტეინერს გაუგზავნის
მედიის ცნობით, პაკისტანი გეგმავს, უკრაინას საბრძოლო მასალით დატვირთული 159 კონტეინერი, მათ შორის ჭურვები გაუგზავნოს. წყაროს ცნობით, დახმარება უკრაინაში პოლონეთის ქალაქ გდანსკის პორტის გავლით, მიმდინარე თვეში ჩავა. ვარაუდობენ, რომ გემი კარაჩის პორტში დაიტვირთება. The Economic Times წერს, რომ სანაცვლოდ, ისლამაბადი უკრაინისგან ადრე შესყიდული Mi-17 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების მოდერნიზებაში დახმარებას მოელის. პაკისტანი ასევე მოელის T-80UD ტიპის ტანკების შეკეთებას. უკრაინასა და პაკისტანს მჭიდრო სამხედრო და სამრეწველო კავშირები აქვთ. პაკისტანმა იყიდა 320-ზე მეტი უკრაინული T-80UD ტიპის ტანკი, რომელიც სრულად ჩამოყალიბებულ ეკოსისტემას ემსახურება. 1991 წლიდან 2020 წლამდე უკრაინამ პაკისტანთან დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო.
ანალენა ბერბოკი უკრაინაში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი 10 იანვარს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინის ქალაქ ხარკოვს. ხარკოვი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ბერბოკი გახდა პირველი გერმანელი ოფიციალური პირი, რომელიც ქალაქს 24 თებერვლის შემდეგ ეწვია. „ეს ქალაქი სიმბოლოა რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟისა უკრაინაში“, - განაცხადა ბერბოკმა ვიზიტის დროს. მას თან ახლდა უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება. ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.
ევროკავშირი ბელორუსს ახალ სანქციებს რუსეთის მხარდაჭერის გამო დაუწესებს
ევროკავშირი ბელორუსს ახალ სანქციებს დაუწესებს. ბლოკი რუსეთზე წეზოლას განაგრძობს და ავრცელებს ზომებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Reuters-ის ცნობით. „ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ გავავრცელებთ ამ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედროდ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, როგორიცაა ბელორუსი ან ირანი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ ქმედებები, რომელთა სამიზნეა კრემლისა და ლუკაშენკოს რეჟიმის ელიტის ფინანსური ქსელები და აქტივები. 12 ოქტომბერს გამართულ ისტორიულ კენჭისყრაზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა რეზოლუციის მიღებით მტკიცედ აიმაღლეს ხმა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაეროს ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი აშშ-მ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოითხოვა ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ვაშინგტონს ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის. „რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - აცხადებდა ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა დიპლომატმა უილიამ კორტნიმ Europetime-თან განაცხადა, რომ ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს. სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.
კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის გაზრდის ფონზე, რუსეთი საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობას ამცირებს - CNN
რუსეთმა ცოტა ხნის წინ, უკრაინაში საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობა ზოგ ადგილას 75%-ით შეამცირა. იტყობინება CNN, ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით. CNN-ის წყაროს თანახმად, ოფიციალურ პირებს ჯერ არ აქვთ ერთსულოვანი აზრი ან მკაფიო ახსნა იმისა, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება. შესაძლო მიზეზებს შორისაა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები. „ნებისმიერ შემთხვევაში, საარტილერიო ცეცხლის მკვეთრი კლება კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის მზარდი სუსტი პოზიციისა ბრძოლის ველზე“, - განუცხადეს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს. რუსული საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობის შემცირება ხდება, კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის გაზრდის ფონზე ხდება. აშშ უკრაინას VAMPIRE-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს გადასცემს 6 იანვარს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა უკრაინისთვის ყველაზე დიდი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. მისი ღირებულება 3 მილიარდს აღწევს. „პაკეტშია დიდი ხნის ნანატრი ბრედლის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები, რომლებიც აღჭურვილია 500 TOW ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით და საბრძოლო მასალით. Politico: აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს აშშ-მ უკრანის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა პაკეტში ასევე შედის 100 M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, 138 HMMWV ტიპის მანქანა, თვითმავალი ჰაუბიცები და სხვა. ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე პირობა დადეს, რომ გააფართოებენ თავიანთ წვლილს უკრაინაში, რათა დაეხმარონ უკრაინას ომში გარღვევის მიღწევაში. გერმანიამ 6 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს“, - წერს თავის მხრივ, უკრიანული მედია.
ჩავუშოღლუ: თურქეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობის ფორმულას მხარს უჭერს. ვაგრძელებთ მუშაობას
თურქეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. „რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მყარი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწვეტილებაა. გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესია, თუმცა არის ახალი რეალობა. რუსეთი ამბობს, რომ ახლა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას”, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე განცხადებით, თურქულმა დიპლომატიამ და პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გასწიეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ალიევი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე: ეს წელი უკანასკნელი შანსი იქნება
„ეს წელი „უკანასკნელი შანსი" იქნება. რადგან 2024 წელი მოდის, შემდეგ კი, რუსეთის სამშვიდობო მისია 2025 წელს დასრულდება. ცოტა უფრო შორს უნდა გაიხედონ. ვფიქრობ, სომხეთი მოისმენს ჩემს გზავნილებს და სწორ დასკვნებს გააკეთებს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადებზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის წინადადება „დიდი ხანი იქნება მაგიდაზე". „გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ წლის ბოლომდე (2022) ჩვენ შევძლებდით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ ეს არ მოხდა. „თუ მათ არ აინტერესებთ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. თუ დელიმიტაციით არ არის დაინტერესებულნი, არც ჩვენ გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საზღვარი იქნება იქ, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს. მე უკვე იძულებული ვარ, გამოვიყენო ასეთი ტერმინები. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე თუ საზღვარი არ არის შემოსაზღვრული, ვინ შეიძლება თქვას, რომ საზღვარი აქ მიდის და არა იქ? მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველი მაქვს - ისტორიული, კარტოგრაფიული. ამიტომ ეს საკითხი ჩვენზე მეტად მათ უნდა აინტერესებდეთ“, - განაცხადა ალიევმა და აქვე აღნიშნა, რომ, "ეს წელი ბევრ საკითს ნათელს მოჰფენს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“
ჰანა მალიარის თქმით, სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი შეფასებით, „მტერი ყურადღებას არ აქცევს საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს“. „ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით. ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას. მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ ასე თავგანწირვით ბრძოლა”, - წერს მალიარი. მანამდე, რუსულმა წყაროებმა განაცხადეს სოლედარზე „კონტროლის დამყარების” შესახებ.
BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები გააორმაგა
BMW-მ ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 2022 წელს გააორმაგა და მან 15,755 ერთეულს მიაღწია. თუმცა ავტომობილების მთლიანი გაყიდვები შარშან 4,8 პროცენტით დაეცა და 2,4 მილიონ ერთეულზე ნაკლები იყო, მიუხედავად მდიდრული ბრენდის Rolls-Royce-ის რეკორდული გაყიდვებისა. BMW-ს ძირითადი ბრენდის გაყიდვები 5,1 პროცენტით დაეცა და 2,1 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. გასულ წელს BMW-ს და MINI-ს მანქანების გაყიდვები ევროპის შიდა ბაზარზე 7,5 პროცენტით შემცირდა და 877 369 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, BMW-ს უდიდეს ბაზარზე ჩინეთში, 791,985 მანქანა გაიყიდა.
კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს
კანადა უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას შეიძენს, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სამშაბათს, მექსიკაში გამართულ სამიტზე. შესაბამის ინფორმაცია ტრუდოს ოფისი ავრცელებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ მალე გამოაცხადებს. რეზნიკოვმა სატელეფონო საუბარი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან გამართა. „დღეს მე მქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი ჩემს ახლო მეგობართან, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ანიტა ანანდთან. განვიხილეთ ძალიან კარგი ახალი ამბავი კანადიდან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის შესაძლებლობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ოფიციალურ განცხადებას", - განაცხადა რეზნიკოვმა.
„ტიტანიკი“ კინოთეატრებში ბრუნდება
ფილმი „ტიტანიკი“ 25 წლის იუბილეზე კინოთეატრებში, 10 თებერვალს დაბრუნდება. ახალი თრეილერი და პოსტერი უკვე გამოქვეყნდა, წერს ჟურნალი People. ჯეიმს კემერონის მიერ 1997 წელს გადაღებულმა ფილმმა „ტიტანიკმა“ 11 ოსკარი აიღო. გაიმარჯვა ოქროს გლობუსის 4 ნომინაციასა და გრემის 5 კატეგორიაში როგორც ცნობილია, ფილმში ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეთი ასრულებენ. „ტიტანიკი“ ასახავს რთულ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც განწირულ RMS Titanic-ზე 1912 წელს ვითარდება. „ტიტანიკი“ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა. 2012 წელს ეკრანებზე ფილმის 3D ვერსია გამოჩნდა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა საბოლოოდ $2.2 მილიარდი გამოიმუშავა“, - წერს People.
კულება ბერბოკთან 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს მიაწვდის
უკრაინის ქალაქ ხარკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან სამსაათიანი შეხვედრიდან მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა რწმენა, რომ გერმანია უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაპირებულ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. კულებას თქმით, რუსული ოკუპაციისგან უკრაინის ქალაქებისა და სოფლების გასათავისუფლებლად ტანკებია საჭირო. „ვფიქრობ, გერმანიის მთავრობას ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ტანკები უკრაინაში გაიგზავნება. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ამის გამო ძვირფას დროს და სიცოცხლეს ვკარგავთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ აღნიშნა, რომ გაწეული დახმარების გამო, გერმანიის მადლიერია. რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება ვიზიტის დროს ბერბოკმა 20 მილიონი ევროს ღირებულების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა, რაც უკრაინაში Starlink-ის 10000-ზე მეტი ტერმინალის ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. მას აქტიურად იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.
გერმანიაში რამშტაინის ფორმატში მორიგ შეხვედრას 50 ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაესწრებიან - პენტაგონი
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრას რამშტაინის ფორმატში, რომელიც იანვრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები უნდა დაესწრონ. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მდივანი [ლოიდ ოსტინი] მოუთმენლად ელის თავდაცვის ლიდერებთან შეხვედრას დაახლოებით 50 ქვეყნიდან, რომლებიც შეადგენენ ამ მნიშვნელოვან ჯგუფს, რომელიც ეძღვნება უკრაინის თავდაცვას“, - თქვა რაიდერმა. მან განმარტა, რომ შეხვედრას ოსტინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი უხელმძღვანელებენ. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს ინფორმაციით, 20 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე გაიმართება.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის გამოყენების მიზნით წვრთნებს აშშ-ში, მომავალი კვირიდან გაივლიან
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკვე მომავალ კვირას, 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების შესწავლას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. უკრაინელი ჯარისკაცები სწავლებას ოკლაჰომაში მდებარე სამხედრო ბაზა „ფორტ სილში” გაივლიან. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. „მე შემიძლია, დავადასტურო, რომ უკრაინული ძალების წვრთნა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, მომავალ კვირას, დაიწყება“, - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, წვრთნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაიდერმა განმარტა, რომ ტრენინგი ჩვეულებრივ, ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების კურსი დაჩქარდეს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ხსენებული თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა.
თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. მისივე თქმით, რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს. „დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია – ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არცერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. საჭიროა, რომ ამას დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას პარტნიორებისგან შეუძლია. მადლობა ყველა ლიდერს, ვინც ჩვენ გვეხმარება იმის გაგებისთვის, რომ ახალი ძლიერი გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი ძლიერი მხარდაჭერის დროა. თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთი ძალებს აგროვებს მორიგი ესკალაციისთვის. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი: ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ძლიერდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება, დაძლიოს რუსული აგრესია
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. „მადლობას ვუხდი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, ჩვენი მშვიდობის ფორმულის და მისი ყველა ფუნდამენტური ელემენტის მხარდაჭერისთვის: ესენია უსაფრთხოების აღდგენა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, რომ ბელგიის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. მადლობელი ვარ მზადყოფნისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად უნდა მოვაახლოოთ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებული მხარდაჭერის გაზრდით. ბელგიის მიერ უკვე გაწეულმა დახმარებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ახალ დახმარებაზე იმუშავებენ. მადლობელი ვარ ესტონეთის პრეზიდენტისა და ყველა ესტონელის იმ ახალი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიმართულია ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ გზაზე. მადლობას ვუხდი ესტონეთს ევროპაში უკრაინის ინტერესების ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მაშინაც კი, როცა ვინმეს ეჭვი ეპარება, ესტონეთი პოულობს არგუმენტებს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად. მადლობელი ვარ ირლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრის მზადყოფნისთვის, გააგრძელოს ირლანდიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით ძლიერ მხარდაჭერაზე ენერგეტიკის მიმართულებით. მე მადლობა გადავუხადე ირლანდიას რუსული აქტივების გაყინვისთვის - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა ეს თანხები უკრაინის აღდგენისთვის გამოვიყენოთ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ უკვე ოცდაათამდე მოლაპარაკება მქონდა პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან და წარმომადგენლებთან. მე ფაქტიურად ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ძლიერდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება, დაძლიოს რუსული აგრესია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ არანაირი ესკალაცია მათ არ წაადგებათ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. „უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას დასახლებასთან, ასევე დონბასში სპორნოეს, როზდოლოვკას, ვესელოეს, ბახმუტის, კლიშჩიივკას, მაიორსკის, ვოდიანოეს, ნეველსკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და პრეჩისტოვკას დასახლებების მიდამოებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.