ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე პენიტენციურმა სამსახურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ აბრამიშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და სხდომიდან თარჯიმანის, ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სხდომაზე ნიკოლოზ აბრამიშვილმა განაცხადა, სასამართლო სხდომების შემდეგ ლევან მეტრეველი ხშირად აფიქსირებს საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს. „ლევან მეტრეველი პროცესებში თარჯიმნად მონაწილეობს. მისი საჯარო განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს და მის წარმომადგენლებსაც. ვფიქრობთ, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და შესაბამისად, არსებობს აცილების საფუძველი“, – განაცხადა პენიტეცნიური სამსახურის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.7%, ხოლო 2024 წელს 2.7% იქნება. მანამდე მსოფლიო ბანკი 2023 წელს გლობალური ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარაუდობდა. მსოფლიო ბანკი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებას პროგნოზირებს ამასთან, ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95%-სა და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70%-ს მოიცავს. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, კერზოდ, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება. განვითარებად ქვეყნებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.8% იქნება, რაც ერთი სრული პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე. საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოს უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 60% ცხოვრობს, მოსალოდნელია, რომ 2023-2024 წლებში შემოსავლის ზრდა ერთ სულზე საშუალოდ მხოლოდ 1.2% იყოს, რამაც შესაძლოა სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა გამოიწიოს. განვითარებულ ქვეყნებში, პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.5%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 0.5%-მდე შემცირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0.5%-მდე ვარდნა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებთან შედარებით და 1970 წლის შემდეგ ეფექტიანობის უდაბლესი მაჩვენებელია, ოფიციალური რეცესიების მიღმა. 2023 წელს ევროზონაში მოსალოდნელია ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით დაღმავალი კორექტირების შედეგი იქნება. 2023 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 4.3%-ის დონეზე, რაც 0.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებზე. ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით, ზრდა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2022 წლის 3.8%-იანი მაჩვენებლიდან 2.7%-მდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად სუსტ გარე მოთხოვნას ასახავს. მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მაღალი ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით, დაფინანსების მკაცრი პირობებით და განვითარების შემაფერხებელი სხვა ადგილობრივი ფაქტორებით. 2024 წლის ბოლოსთვის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიამდე მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნება. გლობალური ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მოლოდინის მიუხედავად, ის პანდემიამდელ დონეზე მაღლა შენარჩუნდება. უფრო დეტალურად, რეგიონული პერსპექტივები შემდეგია: აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:  2023 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ  4.3%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 4.9%-მდე მოიმატებს; ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 0.1%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 2.8%-ით მოიმატებს; ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება 1.3%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 2.4%-მდე; ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში შენელდება 3.5%-მდე 2023 წელს და 2.7%-მდე 2024 წელს; სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2023 წელს სავარაუდოდ  შენელდება 5.5%-მდე და 2024 წლისთვის 5.8%-მდე მოიმატებს; საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელება 3.6%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 3.9%-მდე.  

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: თბილისში, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში, ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები. „მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათი აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი. პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები, ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ყურადღებაა მიმართული, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რა თქმა უნდა, გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით. ცხელი ხაზით შემოდის ინფორმაცია და თუ სადმე არის შეფერხება, რეაგირება გვაქვს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. გაწმენდით სამუშაოებს ართულებს ღამის საათებში დაბალი ტემპერატურა, ყინვებია. დილით ადრიანად ვიწყებთ გაწმენდას, თუმცა, მაინც გვაქვს შეფერხება მაღლობებზე და მეორად ქუჩებზე“, - აღნიშნავს დავით ფაჩულია. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.    

ჯო ბაიდენი მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია. ბაიდენი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ ვიცი, რა წერია დოკუმენტებში“, - განაცხადა ბაიდენმა და მიუთითა, რომ მისმა ადვოკატებმა მას ურჩიეს, არ ესაუბრა შინაარსზე. საუბარია ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროინდელ მასალებზე, რომლებიც პოტენციურად კონფიდენციალური ან საიდუმლო შეიძლება, იყოს. CNN იუწყება, რომ 10 საიდუმლო ფაილში შედის აშშ-ის დაზვერვის მემორანდუმი და მოხსენებები, რომელიც მოიცავს უკრაინას, ირანს და გაერთიანებულ სამეფოს.  

პარიზში, რკინიზგის სადგურზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაშავდა

პარიზში, რკინიგზის სადგურზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თამდამსხმელს პოლიციამ ესროლა. Reuters-ი წერს, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.  Gare du Nord-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია, ეს არის Eurostar-ის მატარებლის ჩამოსვლის წერტილი ლონდონიდან და მთავარი კარიბჭე ევროპის ჩრდილოეთით. შესაძლო ტერორისტული მოტივების შესახებ კითხვაზე, პოლიცია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ტერორიზმის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. Gare du Nord (ოფიციალურად Paris-Nord) პარიზში შვიდი დიდი სარკინიგზო სადგურიდან ერთ-ერთია.  

2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები გამოვლინდა

იაპონიის მოქალაქეები უვიზო ან ვიზის მოთხოვნით, რეკორდული - 193 მიმართულებით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში, ის სინგაპურსა და სამხრეთ კორეაზე წინ არის, რომელთა მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ, 192 ქვეყანას ეწვიონ. საქართველო 50-ე ადგილზეა. საქართველოს პასპორტით უვიზოდ 116 მიმართულებით არის მგზავრობა შესაძლებელი, ქვეყანას 2022 წლის დასაწყისისთვისაც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, 2021 წელს საქართველო 55-ე ადგილს იკავებდა, 115 მიმართულებით . 2023 წლის საუკეთესო პასპორტების ჩამონათვალში იაპონი ლიდერობს (193 მიმართულება). World Passport Index-ის რეიტინგი კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს.   შემდეგ მოდიან: სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება) 3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება) 4 ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება) 5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება) 6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება) 7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება) 8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება) 9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება) 10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება).   საქართველომ 2023 წლის დასაწყისისთვის 50-ე ადგილი დაიკავა. 2022 წელს მას 52-ე ადგილი ეკავა. მსოფლიო პასპორტების რეიტინგს კომპანია Henley & Partners მე-18 წელია, ავლენს.

ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა

ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 1991-2019 წლებში ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტის „ელბასის“(ერის მამა) შესახებ კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2022 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, ამ კანონის შენარჩუნების არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.  მანამდე სასამართლოს ყაზახეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა მიმართა.  ყაზახეთში 2022 წლის 5 ივნისს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 77%-მა, საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის „ერის მამის“ სტატუსის, პრივილეგიებისა და ხელშეუხებლობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კონსტიტუციის რეფორმის იდეა მთავრობას 2022 წლის იანვარში ქვეყანაში სისხლიანი არეულობის ჩახშობის შემდეგ შესთავაზა. წესრიგის აღდგენის ფონზე თოყაევმა ნაზარბაევს და მის ახლობლებს გავლენიანი სამთავრობო თანამდებობები დაატოვებინა.  შეგახსენებთ, რომ 1991-2019 წლებში ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო და „ერის მამის“ ტიტულს ატარებდა.   

ქარბუქის და დაბალი ტემპერატურის გამო, ცალკეული მიმართულებით გზებზე შეზღუდვებია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ქარბუქის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება.  უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი „ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, როდესაც ისინი იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მიტომ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ ისინი მალე მიაწვდიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მსუბუქ ტანკებს, და აგრეთვე – NATO-ს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ადგილზე. ომის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ადმინისტრაციის განცხადებით, მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. „მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა მოხდება. ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია.

მედიის ცნობით, რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა. უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები, სტამბულში პირველად შეხვდნენ Reuters-ის ცნობით, პირველი მოლაპარაკება რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა. მოგვიანებით, ორივე ქვეყნის ომბუდსმენი პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ერდოღანის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ცნობისთვის, თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარებმა დიმიტრი ლუბინეცმა და ტატიანა მოსკალკოვამ შეხვედრა გამართეს.  შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების პირველი შეხვედრაა, 2022 წელს სტამბულის „მარცვლეულის შეთანხმების“ შემდეგ.    

ამერიკელი ექსპერტი: მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს

ამერიკელი გასტროენტეროლოგი, სტიუარტ ფინკელმა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კუჭის კიბოს განვითარების რისკის ქვეშაა. მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა "მას აქვს მომატებული რისკი კუჭის კიბოს განვითარების. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სრულად შევაფასოთ ეს რისკი, რამდენადაც არაადეკვატური კვლევა იყო ჩატარებული - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ის დისტანციურ რეჟიმში აძლევს ჩვენებას. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ანკარა თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას იმედოვნებს

ანკარა იმედოვნებს, რომ „გაერთიანების დერეფანი“ დაზარალებული ბავშვების, ქალებისა და დაჭრილების დასახმარებლად შეიქმნება, განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა სერეფ მალკოჩმა. მისივე თქმით, „ანკარას სურს, დახმარება გაუწიოს ბავშვებს, ქალებს და უკრაინაში ბრძოლების დროს დაჭრილებს. მალკოჩის თქმით, თუ ეს მექანიზმი ჩამოყალიბდება, ათიათასობით ბავშვი თურქეთის გავლით, ოჯახებს უსაფრთხოდ დაუბრუნდება. რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ„მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედების შემდეგ ჩვენ გვაქვს განზრახვა, გავხსნათ დერეფანი ოჯახების, ქალების, ბავშვებისა და დაჭრილებისთვის“, - განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა.  

აშშ-ში შიდა ფრენებზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებაა

აშშ-ში ყველა შიდა ფრენაზე შეფერხებაა. ეროვნული კონტროლის სისტემის შეტყობინების თანახმად, ამის მიზეზი საჰაერო მისიების სისტემასთან დაკავშირებული შეფერხებია. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) აცხადებს, რომ მუშაობს სისტემის აღდგენაზე, რომელიც პილოტებს ფრენის მარშრუტებზე პოტენციური საფრთხის შესახებ ქვეყნის მასშტაბით გათიშვის შემდეგ აფრთხილებს. American Airlines-მა განაცხადა, რომ გათიშვა გავლენას ახდენს ყველა ფრენაზე, მათ შორის ყველა გადამზიდავზე. ფრენის გადამზიდავმა United Airlines-მა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ყველა შიდა ფრენას აჭიანურებდნენ, ვიდრე FAA-სგან მეტს არ შეიტყობდნენ.  ტეხასის ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტმა ასევე დაადასტურა, რომ აეროპორტებში შეფერხებებია.  თავად მგზავრებმა კი სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ცნობები, რომ მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენებზე შეფერხება აქვთ.  

New York Times: რუსეთს 2022 წლის ბიუჯეტში $47 მილიარდის დეფიციტი აქვს

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთს 2022 წლის ბიუჯეტში $47 მილიარდის დეფიციტი აქვს. The New York Times-მა რუსეთის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბიუჯეტის სხვაობამ 2022 წელს 3,3 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც რუსეთის ეკონომიკის 2,3 პროცენტს შეადგენს. „რუსეთის შემოსავალი 2022 წელს, 2,8 ტრილიონი რუბლით ანუ 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო სწრაფად მზარდი ხარჯების დასაფარად, რომლებიც 6,4 ტრილიონი რუბლით, ანუ 92 მილიარდი დოლარით გაიზარდა“, - აცხადებენ ოფიციალური პირები The New York Times-ის ცნობით.  რუსეთის მთავრობას არ გამოუქვეყნებია 2022 წლის ხარჯების დეტალური აღწერა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ხარჯების ზრდის ძირითადი ნაწილი შესაძლოა, სამხედრო ხარჯების გაზრდას მიეწეროს.  

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

11 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0074 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 2.8871 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8921 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.005 ლარი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1431 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.2598 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 12 იანვრიდან შევა ძალაში.  

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.  

საგანგებო სიტუაციების ცენტრი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მათი თანამშრომლების სამუშაო პირობები გაუარესდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა თანამშრომელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად რიგი ღონისძიებები გაატარა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში. „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინიციატივით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გატარდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ: 2022 წელს დაწესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და 125 %-იანი ტარიფით განისაზღვრა; ​შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12 %-ით განისაზღვრა; 2022 წელს ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი; ​2023 წლის დასაწყისიდან როგორც სხვა საჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10% -ით გაიზარდა; ​2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ცენტრის თანამშრომლები ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ცენტრის თანამშრომლები ინფორმირებული არიან, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრის თანამშრომლებს გაუუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, სიმართლეს არ შეესაბამება; ​ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ავტომობილების დაზღვევის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაზღვეულია ცენტრის ავტოპარკში არსებული ყველა ავტომობილი. ავტომობილების დასუფთავების სამუშაო ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს. თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში“, – ნათქვამია განაცხადებაში. ხელფასის მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან აქცია გამართეს.

იტალია მზადაა, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნოს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ იტალია მზად არის, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნოს. ამის შესახებ იტალიური ANSA იტყობინება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი იარაღი გამაგზავნოთ. [...] ცხადია, პარლამენტს ამის გაკეთებამდე ეცნობება. ჩვენ გავგზავნეთ 50 ტონაზე მეტი ელექტრო მასალა ელექტროენერგიის აღდგენისთვის“ განაცხადა ტაიანმა. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, იტალიური მხარე ამჟამად საფრანგეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჯეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანის სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას. „სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან. მადლობელი ვარ ანდჯეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.