ძებნის რეზულტატი:

ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა

სომხეთის რესპუბლიკაში, ამ ვითარებაში ОДКБ -ს (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია) სამშვიდობო წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთის თავდაცვის მინისტრმა წერილობით აცნობა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მსგავსი სამხედრო წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წელს ეს სამხედრო წვრთნები არ ჩატარდება“. ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა მისი თქმით, იდეა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ნომერ პირველი მოკავშირე, ისევე როგორც სომხეთის უსაფრთხოების სფეროს გარანტი, იყო ქვაკუთხედი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. „უნდა ვთქვა, რომ ჩვენც აღვიქვით ეს საკითხი და განვაგრძობთ მის აღქმას. 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი, ისევე როგორც მთავარი დღის წესრიგი რუსეთის ფედერაციასთან იყო შემდეგი: გვეშინოდა, რომ აზერბაიჯანი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებდა საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი კონტაქტების მთავარი თემა რუსეთთან. ჩემი აზრით, ეს საუბარი ძალიან კონკრეტული იყო. ამ საუბრების შედეგად მივიღეთ ოფიციალური გარანტიები, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია, როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე უსაფრთხოების პარტნიორებისთვის. როდესაც 2021 წლის მაისის მოვლენები მოხდა სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდით კონკრეტულ ქმედებებს ჩვენი რუსი პარტნიორებისგან. ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების პასუხად მივიღეთ შენიშვნა, რომლის მიხედვითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. შედეგად წარმოიშვა არსებითი წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში სად გადის ის წითელი ხაზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში? ამ კონტექსტში, ჩვენი მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს წითელი ხაზი არსებობს დე იურე და ეს არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფერო ჩვენს რეგიონში. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში. ერევანში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა, იმის დემონსტრირება და გაგება, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელორუსი.   

საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი მთავრობას გადაეცა

Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ კომპანიის 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდიდან“ საქართველოს მთავრობას გადაეცა.  მანამდე, შესაბამისი განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟამ ინვესტორებს გაუგზავნა, რომლის თანახმადაც ტრანზაქცია 2022 წლის დეკემბერში დასრულდა და „საქართველოს რკინიგზის“ მფლობელი უშუალოდ მთავრობა გახდა.  ამ დროისთვის „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს მსხვილ აქტივს „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“.  შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციაში რეფორმა 2022 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.       

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ფარული ჩანაწერები დაგმო

მსჯავდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფარულ ჩანაწერებს გმობს. „არ იცოდა, მე მოვუყევი. გაუკვირდა, აღშფოთდა და თქვა: „რა დროს ჩანაწერებია. ამის დრო ახლა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდება“. მოკლედ, დაგმო. ძალიან აღშფოთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვა რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ამის დრო არ არის და ყველამ ამას დაანებოს თავი და ეს სიბინძურეები უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს სააკაშვილი. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე უცენზურო სიტყვებით საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.  

სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა - სააკაშვილი

სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის "ბუკ"-ის სისტემების გადაცემაზე უარს სოციალურ ქსელში ეხმაურება. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია "სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს. ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე. ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.   

თბილისის მერია: დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება

დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა. „შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.  

Forbes-მა დაასახელა რუსი მილიარდერები, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი დაკარგეს

ჟურნალმა Forbes-მა, 2022 წელს ყველაზე მეტად გაღარიბებული რუსი მილიარდერების ათეულის რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც „სევერსტალის“ მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი და მისი ოჯახი მოექცა.  Bloomberg: ომის დაწყებიდან რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა $93 მილიარდი დაკარგეს მორდაშოვისა და მისი ოჯახის ქონება გასული წლის განმავლობაში $11,1 მილიარდით, $18,4 მილიარდამდე შემცირდა. რუსული შავი მეტალურგია გახდა ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დასავლეთის სანქციებით, - აღნიშნავს Forbes-ი. მეორე ადგილზეა Wildberries Marketplace-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში $8,3 მილიარდით $4,7 მილიარდამდე შემცირდა. რეიტინგის სამეულს ოლეგ ტინკოვი ხურავს. Forbes-ის მონაცემებით, მეწარმის ქონება, რომელმაც აპრილში TCS Group-ის წილი ვლადიმერ პოტანინს მიჰყიდა, $5,9 მილიარდით $0,87 მილიარდამდე შემცირდა. გამოცემის თანახმად, რუსეთში ყველაზე გაღარიბებულ ბიზნესმენთა ათეულში ასევე არიან რომან აბრამოვიჩი (მისი ქონება $5,6 მილიარდით $8,7 მილიარდამდე შემცირდა); გაღარიბებული მილიარდერების სიაშია „ლუკოილის“ ხელმძღვანელი და მთავარი მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი (-$5,1 მილიარდი, $21 მილიარდამდე), ასევე ლეონიდ ფედუნი და მისი ოჯახი (-$4,2 მილიარდი, $7,5 მილიარდამდე), Renova ჯგუფის დამფუძნებელი ვიქტორ ვექსელბერგი (-$4,1 მილიარდი, $5,2 მილიარდამდე), Novatek-ის აქციონერი გენადი ტიმჩენკო (-$3,97 მილიარდი, $20,8 მილიარდამდე), „ნოვატეკის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი (-$3,3 მილიარდი, $24,4 მილიარდამდე), ასევე რუსული სპილენძის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ალტუშკინი (-$2, 8 მილიარდი, $3,4 მილიარდ დოლარამდე).  

უკრაინული მედია: ჩვენმა ჯარისკაცებმა დნეპრზე რუსების კუთვნილი კატერი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად მდინარე დნეპრზე რუსების კუთვნილი კატერი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, მტრის თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიჩესკის მიმართულების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ევგენი ერინის განცხადებით, უკრაინულმა არტილერიამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა. „ეს მოხდა დნეპრზე, ბელოგრუდის კუნძულის მიდამოში. დარტყმა განხორციელდა საარტილერიო საშუალებებით“, - განაცხადა ევგენი ერინმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ უკრაინას VAMPIRE-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს გადასცემს

L3Harris Technologies-მა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან მიიღო კონტრაქტი, რომელიც უკრაინაში 14 VAMPIRE-ის ტიპის მრავალფუნქციური იარაღის სისტემის მიწოდებას გულისხმობს. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია. კომპანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას გადასცემს 14 სარაკეტო სისტემას რუსული აგრესიისგან თავდაცვის გასაძლიერებლად. ოთხი ასეთი იარაღი უკრაინას 2023 წლის შუა რიცხვებისთვის მიეწოდება და კიდევ ათი 2023 წლის ბოლომდე. Politico: აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს აშშ-მ უკრანის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა „პორტატული ნაკრები საშუალებას მისცემს უკრაინის სახმელეთო ძალებს, ჩამოაგდონ მტრის დრონები და დაიცვან თავი ხმელეთზე საფრთხეებისგან. თავდაცვის სამინისტროს მიერ შეკვეთილი სისტემები მორგებულია კრიტიკული მნიშვნელობის საჭიროებებზე, იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა თავდასხმებისგან დაიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრა. ბრიფინგზე შეაჯამეს გასული წლის ეკონომიკური მონაცემებიც. განმარტეს რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდამ განაპირობა. საქსტატი: ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, დეკემბერში ინფლაცია 9.5 პროცენტი იყო „2022 წელი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით დაიწყო, 11 თვის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა რამდენიმე სექტორმა. ეს იყო: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ენერგეტიკა, მშენებლობის სექტორი, სასტუმროები და რესტორნები“, - აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.  

რუსეთის შსს-მ VimpelCom-ის დამფუძნებლის შვილზე, რომელსაც უცხო ქვეყნის აგენტობა ბრალდება, ძებნა გამოაცხადა

VimpelCom-ის (ბრენდი Beeline) დამფუძნებლის ვაჟი ბორის ზიმინი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. მანამდე ბორის ზიმინი შსს-მ უცხო ქვეყნის აგენტობაში დაადანაშაულა.  ძებნილად გამოცხადების საფუძვლად სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი დასახელდა. რომელ მუხლზეა საუბარი შსს-ში არ აკონკრეტებენ. მოსკოვის ტვერსკოის სასამართლოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბერს სასამართლომ დაარეგისტრირა შუამდგომლობა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან ბორის ზიმინის დაუსწრებლად დაკავების შესახებ. მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილი (თაღლითობა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). მაქსიმალური სასჯელი, რომელიც ზიმინს ემუქრება, ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. საქმეზე სხდომა 11 იანვარს არის ჩანიშნული.  

NATO-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, დოკუმენტი ხელმოწერილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ. „NATO-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, გადაწყვეტილებაზე, გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს და ჩვენს ცალსახა ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ და დავიცვათ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროატლანტიკურ სივრცეში. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში. საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდების პრინციპებს არღვევს; ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გავლენას ახდენს მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია დოკუმენტის პირველ პუნქტში. „დღეს ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - ვკითხულობთ მეორე ნაწილში. დოკუმენტი სულ 14-პუნქტიანია და Europetime მის სრულ თარგმანს გთავაზობთ. 3.ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვიმეორებთ ჩვენს ურყევ და მუდმივ მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავისი თავი და განსაზღვროს საკუთარი მომავალი. 4. ავტორიტარი აქტორები გამოწვევებს უქმნიან ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო გზის გამოყენებით. 5. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში. ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობა და პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევებს, რომელთა გადაწყვეტაც გვჭირდება. 6. მუდმივი კონფლიქტი, სიმყიფე და არასტაბილურობა ჩვენს ევროპულ სამეზობლოში, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას და  სტრატეგიულ კონკურენტებს, ისევე როგორც ტერორისტულ ჯგუფებს გავლენის მოსაპოვებლად, ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის.   7. როგორც NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში და ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტშია ხაზგასმული, ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკვანძო ეტაპი, რომელიც უფრო მეტად ასახავს ტრანსატლანტიკური კავშირის მნიშვნელობას და მოითხოვს ევროკავშირ-NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას. 8. აღიარებთ უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროპული თავდაცვის ღირებულების მნიშვნელობას, რომელიც გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს; თავსებადია NATO-სთან და შეესაბამება მის ღირებულებებს.    9. ჩვენი ურთიერთგაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობა  ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს. NATO და ევროკავშირი ასრულებენ თანმიმდევრულ და ერთმანეთის გაძლიერებისთვის საჭირო როლებს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით. კიდევ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების კომბინირებულ კომპლექტს, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო, ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ჩვენი მილიარდი მოქალაქის სასარგებლოდ. 10. 2016 წლის ვარშავის ერთობლივი დეკლარაციისა და 2018 წლის ბრიუსელის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ოც წელზე მეტი ხნის წინ დამყარებული ჩვენი პარტნიორობა, ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო პროგრესს თანამშრომლობის ყველა სფეროში.   11. ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ, ოპერატიული თანამშრომლობის ჩათვლით, საზღვაო საკითხების ჩათვლით. მათ შორის არის სამხედრო მობილურობა, თავდაცვის შესაძლებლობები, თავდაცვის ინდუსტრია და კვლევები, წვრთნები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და პარტნიორების შესაძლებლობების განვითარება.   12. იზრდება რა უსაფრთხოების საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბები, ჩვენს პარტნიორობას ახალ დონეზე ავიყვანთ. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას არსებულ სფეროებში, გავაფართოებთ და გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას განსაკუთრებით მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის მოსაგვარებლად. თანამშრომლობის გაძლიერების არეალში ექცევა მდგრადობის საკითხები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, განვითარებადი ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების შედეგები, ასევე, უცხოური ჩარევა.   13. ამ დეკლარაციაზე ხელმოწერის შედეგად, ჩვენ წინ წავიყვანთ NATO-ევროკავშირის პარტნიორობას, NATO-ს ყველა მოკავშირესთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან მჭიდრო კონსულტაციითა და თანამშრომლობით. 14. პროგრესს რეგულარულად შევაფასებთ.

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ავტომომსახურების საწყობში ხანძრის ზონამ ორიათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძრის გაჩენის შედეგად შენობა ჩამოინგრა.  ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთვება. ხანძარის ქრობაში 136 ადამიანი და 48 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. მეტროპოლიტენ „დეპტრანსის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამო, მოძრაობა გადაკეტილია დობროლიუბოვას ქუჩაზე მოსკოვის ცენტრისკენ.   

იენს სტოლტენბერგი: უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი NATO-ს სათაო ოფისში შეხვდნენ, რათა ხელი მოეწერათ NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციაზე. ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ქმედებები მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის საპასუხოდ, ასევე მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გასაძლიერებლად. „ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი NATO-ევროკავშირის მესამე ერთობლივ დეკლარაციას, რათა გავაძლიეროთ NATO-სა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. [...] ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-ში სასიცოცხლო ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერება. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინს უკრაინის აღება რამდენიმე დღეში სურდა, ევროკავშირის და NATO-ს დაყოფა. „ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს მამაცი უკრაინული ძალების ძალისხმევის შედეგად. NATO და ევროკავშირი ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს, გააკონტროლოს მეზობლები. ის ხედავს დემოკრატიას და თავისუფლებას, როგორც საფრთხეს. ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერება. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

დიდი რაოდენობით პირადი ქონების დაკარგვის გამო ილონ მასკი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

SpaceX-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელი, აშშ-ში მცხოვრები მილიარდერი ილონ მასკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.  Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მასკმა 2022 წელს დაკარგული პირადი ქონების მოცულობით, მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Business Insider ორგანიზაციის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება. „ილონ მასკმა, პირადი სიმდიდრის ყველაზე დიდი დანაკარგით მსოფლიო რეკორდი დაამყარა“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილება Forbes-ის მონაცემებით გაამართლა, რომლის მიხედვითაც მასკის პირადი კაპიტალი მხოლოდ ერთ წელიწადში $183 მილიარდით შემცირდა. ილონ მასკამდე წინა რეკორდსმენი იყო იაპონელი მეწარმე, Softbank-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მასაიოში სონი. 2000 წელს მან $58,6 მილიარდი დაკარგა. „არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ მასკმა დაკარგა მეტი ფული, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ისტორიაში, ის მალე არ მოკვდება შიმშილით. ის მსოფლიოში კვლავ მეორე უმდიდრესი ადამიანია“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6990 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8921 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

სარფში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას. ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინა: ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბანში მტერი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბანში მტერი გაანადგურეს. სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა სამხედრო ოპერაციის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, მტრის თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს მათივე ინფორმაციით, პროფესიული და კოორდინირებული მუშაობის წყალობით, უსაფრთხოების სამსახურმა გაანადგურა 13 და ტყვედ აიყვანა 5  ოკუპანტი. მტრის პოზიციები კი სპეცოპერაციის ძალების ოპერატორების კონტროლის ქვეშ მოექცა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პესკოვი: კრემლი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას შეისწავლის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას გამოეხმაურა.  ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა მისი თქმით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც ფაშინიანმა უარი თქვა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები. პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ახლა ნაადრევია. „სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა. მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან ეს სახელმწიფო რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.  

ავტობანზე მომხდარ ავარიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტობანზე მომხდარ ავარიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  როგორც ცნობილია, კაცმა მსუბუქი ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც ის დამცავ ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.  

პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა

პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა.  პოლონეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, - განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო.  ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა „ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები რუსული ნახშირის ხარჯზე ავსებდნენ, წელს გაქრა“, - თქვა რაბენდამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება. „შეიძლება ვთქვათ, რომ პოლონეთი 100%-ით დამოუკიდებელია რუსული ნახშირის იმპორტისგან“, - განაცხადა პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრის მოადგილემ. 2022 წლის აპრილში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელის თანახმადაც რუსეთიდან ნახშირის მიწოდებაზე ემბარგო ამოქმედდა და ქვეყანამ ნახშირის შესყიდვა ავსტრალიიდან, ინდონეზიიდან, კოლუმბიიდან, შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ აფრიკიდან დაიწყო. პოლონეთი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონა ნახშირს აწარმოებს, გარდა ამისა, რესპუბლიკა ადრე 20 მილიონ ტონამდე იმპორტს ახორციელებდა. პოლონეთის მთავარი სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2020 წელს პოლონეთმა გამოიყენა 62,4 მილიონი ტონა ნახშირი. 2021 წელს რესპუბლიკაში, ენერგეტიკის სექტორში ქვანახშირის მოხმარება 30%-ით გაიზარდა.  ასევე წაიკითხეთ: ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს