ძებნის რეზულტატი:
მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება - ღარიბაშვილი
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. რეფერენტული ფასი, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა „გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად. რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.
აზერბაიჯანის რკინიგზა გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, საკონტეინერო პლატფორმის მოცულობას ზრდის
აზერბაიჯანის რკინიგზა, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სფეროში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 605 საკონტეინერო პლატფორმას შეიძენს. აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანული მედია, კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ გარდა ამისა, ინფორმაციის თანახმად, მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, საკმარისი რაოდენობის მაგისტრალური და შუნტირებადი ლოკომოტივების შესყიდვისა და კაპიტალური შეკეთების შესახებ.
ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის" მსგავსია
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის" მსგავსია. „თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის „ომიკრონის“ მსგავსია - არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“, -აღნიშნავს ჩხაიძე. გარდა ამისა, მან ვირუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე და არა კორონავირუსზე მოდის. „რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, - აღნიშნავს ჩხაიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.
იტალიაში დააკავეს მაფიის ბოსი, რომელსაც სამართალდამცველები 30 წელი ეძებდნენ
იტალიის ხელისუფლებამ დააკავა მატეო მესინა დენარო, რომელიც „კოზა ნოსტრას“ მაფიის ბოსად ითვლება. ამის დღეს სააგენტო ANSA წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. შეგახსენებთ, რომ მატეო მესინას სამართალდამცველები 30 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ დახუნდარიძეს ჯანდაცვის სფეროში, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. „თამარ დახუნდარიძეარის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი. ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, „მეგალაბის“ ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში (LIMS) , კურაციოს საერთაშორისო ფონდში. 2021 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობდა ქუთაისის სისხლის ცენტრის მმართველ დირექტორად. თამარ დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალური, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებების კურატორი იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელმაც სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელმაც 14 იანვარს ქალაქის ცენტრში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა, მათ შორის შვიდი წლის გოგონა. ლონდონში თავდასხმის შედეგად 5 პირი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია მედიის ცნობით, თავდამსხმელი 22 წლის კაცია. მისი მანქანა კრიკლვუდის შესახვევში კვირას, 15 იანვარს, საღამოს 4:00 საათზე გააჩერეს. ის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 14 იანვარს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა ლონდონის ცენტრში მდებარე ეუსტონის სადგურზე. სროლის შედეგად დაშავდა ოთხი ქალი და ორი 12-ისა და 7 წლის გოგო.
ეუთოს ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი კიევში ჩავიდა. „მატარებლით ცხრასაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ ჩავედით კიევში. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ შეხვედრებს უკრაინის ლიდერებთან, რათა განვიხილოთ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების გზები და დავეხმაროთ ხალხს ადგილზე", - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე. უკრაინული მედიის ცნობით, ეუთოს ხელმძღვანელი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მომწვევით ჩავიდა.
5 ივლისის ძალადობის საქმეზე მსჯავრდებულები სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს: დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა. პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.
2022 წელს საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა
2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა, - ამის შესახებ აღნიშნულია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს. გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტრის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა. 2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს. 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს, ქვეყანას 9 ახალი ავია მიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna). 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. Wizz Air Hungary – 13% (588 226 მგზავრი); 2. Turkish Airlines – 12% (546 895 მგზავრი); 3. Pegasus – 9% (408 780 მგზავრი); 4. Belavia – 6% (243 620 მგზავრი); 5. Fly Dubai – 5% (227 612 მგზავრი); 6. Azerbaijan Airlines – 5% (209 415 მგზავრი); 7. Israir – 4% (197 109 მგზავრი); 8. Flynas – 4% (162 462 მგზავრი); 9. Georgian Airways – 3% (148 612 მგზავრი); 10. Fly Arystan – 3% (138 939 მგზავრი).
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება. Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი არიან.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლც გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა. Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს გასულ კვირას მედიამ კრისტინ ლამბრეხტის შესაძლო გადადგომაზე დაწერა. როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.
აშშ-ის ხაზინა: რუსმა ოლიგარქებმა, უკრაინაში შეჭრის თარიღი იცოდნენ და აქტივები ნათესავებს გადასცეს
აშშ-ის სახაზინო სამსახურის ფინანსური დანაშაულის აღსრულების სააგენტომ FinCen-მა, რუსი ოლიგარქების ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა შუალედური ანგარიშის თანახმად, რუსმა ოლიგარქებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ აქტივები ნათესავებს გადაუფორმეს. FinCen-ის ცნობით, მათ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამ ქმედების შედეგად, სანქციებს აარიდეს თავი. Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა თავის მოხსენებაში FinCen-ი ადასტურებს ამ ინფორმაციას და სხვა სტრუქტურების ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც საეჭვო ტრანზაქციების კვალი ჩანს. იანვრის დასაწყისში, ბრიტანული Guardian-ი დეტალურად წერდა რომან აბრამოვიჩის მიერ აქტივების გადამალვის კუთხით განხორციელებულ ქმედებებზე. გამოცემის თანახმად, თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, აბრამოვიჩის ათ ოფშორულ ანგარიშზე მოხდა სწრაფი რეორგანიზაცია. შედეგად, სულ მცირე ოთხი მილიარდი დოლარის საერთო აქტივების მქონე სახსრების ბენეფიციარები აბრამოვიჩის შვიდი შვილი გახდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. აქტივებში ასევე შედის უძრავი ქონება, იახტები და კერძო თვითმფრინავები. FinCen-მა თავის ანგარიშში აჩვენა, რომ საუბარია რამდენიმე რუს ოლიგარქზე და ელიტაზე, რომლებმაც იგივე სქემა გამოიყენეს. მაგრამ სხვა პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება.
უკრაინა: რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას, ბოლო დღის განმავლობაში, 3 ადამიანი ემსხვერპლა
ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, 15 იანვარს რუსი ოკუპანტების მხრიდან ხერსონის დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა. "მტრის სამიზნე წითელი ჯვრის შენობა, ქალაქის საავადმყოფო, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი, გემთმშენებელი ქარხანა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები იყო", - წერს იანუშევიჩი. ეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სატვირთო გადაზიდვებმა მილიონ ტონას გადააჭარბა
2022 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიარა, ჯამში, 2017-2022 წლებში ამ ხაზით ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს. ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება „მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატვირთო მიმოსვლა ამ მარშრუტზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში. ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზის მშენებლობა BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე
ხელფასის გაორმაგების მოთხოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ მოთხოვნა შესაძლებლობის ადეკვატური უნდა იყოს - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს. „იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, მიმდინარე წელს იძულებული გავხდით, მინიმალური ხელფასები დაგვეწესებინა და განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასები. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ადეკვატური, ღირსეული ხელფასია, თუმცა არის მინიმუმი ექთნის შემთხვევაში, 800 ლარამდე, ექიმის შემთხვევაში – 1 200 ლარის ფარგლებში. რაც შეეხებათ სასწრაფოს ექიმებს, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს უკვე ათპროცენტიანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული დღეში. ვგულისხმობ თითოეულ მორიგეობას; ასევე, გასული წლის განმავლობაში სამჯერ მივეცით მათ ეგრეთ წოდებული პრემია. ჩვენს უწყებაში შემავალ არც ერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია, ბონუსი არ აუღია; დაზღვევასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა სპეკულაცია. ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება. სულ მცირე, საშუალოდ ორჯერ არის გაუმჯობესებული პირობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მორიგი ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. „მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 13 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ვ.ყ. ზემოაღნიშნულ პირს, საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 15 იანვარს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“.
ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Fanfan-Tulip", "Notre Dame Cathedral", "Young Caruso" და ა.შ. 1950-იან და 1960-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. ის 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსზე სამჯერ იყო ნომინირებული. მსახიობი ამ ჯილდოს მფლობელი ერთხელ გახდა.
უკრაინა ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს დახმარების პირველ ტრანშს ამ კვირაში მიიღებს
უკრაინა ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პირველ 3 მილიარდ ევროს ტრანშს ამ კვირის ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ვალდის დომბროვსკი Twitter-ზე წერს. „ეს დაეხმარება უკრაინას, დაფაროს თავისი აუცილებელი საჭიროებები“, - აცხადებს დომბროვსკი.
5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს
ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორისა და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.კ.-მ, თ.დ.-მ, ა.ნ.-მ, ო.გ.-მ, ც.ჩ.-მ, და გ.გ.-მ, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დაზარალებულებს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დააზიანეს და გაანადგურეს მათი ტექნიკა და პირადი ნივთები. ასევე, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სხვადასხვა სავარაუდო ადგილსამყოფელი. ექვსივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობა); 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამიწვია) და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ჯგუფურად) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მსჯავრდებულები გაამართლა და დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში, ამასთან, დანიშნული სასჯელი შეუმცირა და თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ექვსი მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე მაია თეთრაულმა 5 ივლისის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს ოთხ-ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის დაწყებას ადგილობრივი ფერმერების მომართვა დაედო საფუძვლად. „მონიტორინგის მიზანია, შეფასდეს ბაზარზე არსებული ვითარება კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, მათ შორის, სეზონურ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები”, – აცხადებენ უწყებაში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა. მიმდინარე რეჟიმშია – ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის ბაზრების მონიტორინგები.