ძებნის რეზულტატი:
ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მას მოკვლით ემუქრებოდა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ, ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით სისტემატიურად ახოროციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატიურად აუპატიურებდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (4 ეპოზოდი)); არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, (11-ე პრიმა, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (3 ეპიზოდში)); ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვნების მიმართ და თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმარ ჩადენილი ძალადობის ცემის, (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით), სისტემატური ძალადობის (11-ე პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით) და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე (11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ამავე განაჩენით ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის არმიას მასშტაბური რეფორმა სჭირდება
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის არმიის მოსალოდნელი რეფორმის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფედერაციის შეიარაღებული ძალების 1,5 მილიონ ადამიანამდე გაზრდას ითვალისწინებს, თავდაცვის უწყების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, 2023-2026 წლებში დაგეგმილია „მასშტაბური ცვლილებები შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მოხდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა და მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციულ განყოფილებაში“. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელია „არმიის კორპუსის ჩამოყალიბება კარელიის რესპუბლიკაში, სამი მოტომსროლელი დივიზია სახმელეთო ძალებში და ორი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის დივიზია უნდა შეიქმნას. ასევე, შოიგუს თქმით, „აუცილებელია სამხედრო ოლქებსა და რუსეთის ფედერაციის ახალი შემადგენელი ერთეულების ტერიტორიებზე საწვრთნელი მოედნების რაოდენობის გაზრდა, სამხედროების წვრთნების ორგანიზება ჯარების პრაქტიკული მოქმედებების უზრუნველსაყოფად. თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტებში იუნკერებისა და სტუდენტების მომზადება“.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ირანში ვიზიტით ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, სახელმწიფო საბჭოს მდივანი იგორ ლევიტინი ვიზიტით ირანის დედაქალაქ თეირანში ჩავიდა. მედიის ცნობით, ირანი რუსული სუ-35-ის ტიპის მოიერიშეების მიღებას სამ თვეში ელოდება კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ლევიტინი ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანს ალი შამხანს შეხვდა. თეთრი სახლი: ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა ამ დრომდე ვიზიტზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ასევე წაიკითხეთ: რას სთხოვს ირანი მოსკოვს კამიკაძე-დრონების მიწოდების სანაცვლოდ
მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. პისტორიუსი, კრისტინ ლამბრეხტს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 16 იანვარს დატოვა. როგორც ჟურნალის მასალაშია აღნიშნული, პისტორიუსს აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები და უფრო აგრესიული და მკაფიო პოლიტიკოსია, ვიდრე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გერმანიის ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრად პისტორიუსის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
მედია: ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ორი წლით აპირებს
ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ერთ თვეში, ამჯერად არა ორი თვით, არამედ სულ მცირე ორი წლით აპირებს. ბორელი: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სომხეთში დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მისია საქმიანობას სომხეთში 20 თებერვალს დაიწყებს. მედიის ცნობით, დღეს ეს საკითხი ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული. გასულ კვირას ეს პროექტი ევროპის საბჭოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო, გუშინ კი მონიტორინგის მისიებში ჩართულმა მთავარმა სტრუქტურამ - სამოქალაქო საქმეთა კრიზისების მართვის კომიტეტმა დაამტკიცა. „გასული წლის ოქტომბერში გაგზავნილი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებული 40-კაციანი ჯგუფისგან განსხვავებით, ამჯერად ევროპელი დამკვირვებლები სომხეთის მთელ ტერიტორიაზე პატრულირებენ. როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც ისინი უიარაღოდ იქნებიან. ახალ მისიაში ორასამდე ევროპელი სპეციალისტი იქნება. მათი პრიორიტეტია ხელი შეუწყონ სომხეთის სასაზღვრო რაიონებსა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ინციდენტების შემცირებას, რითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი პირობებუ უნდა შეიქმნას“, წერს მედია. ამასთან, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ერევანი აიღებს პასუხისმგებლობას რუსულ ქვედანაყოფებთან კონტაქტების ან ინციდენტების მართვაზე, ასევე დამკვირვებელთათვის საჭირო იმუნიტეტისა და პრივილეგიების მინიჭებაზე. ბაქომ, წინაგან განსხვავებით, ეს მისია არ დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ევროპელებმა ისინი მოატყუეს. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯით არ უწყობს ხელს უსაფრთხოებას, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს სომხეთთან მოლაპარაკებებს, რომელიც ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ინიციატივით დაიწყო. რამდენიმე თვის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიის ჩასვლამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო უსაფრთხოებას, არამედ რეალურად დააფიქსირა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საზღვარი.
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-ისგან €55.6 მილიონს მიიღებს
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, €55.6 მილიონს მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს, 17 იანვარს გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, „დაახლოებით 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას. პროექტს განახორციელებს თბილისის მერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მედია: ბელორუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას
ბელორუსის სამთავრობო არხის „ბელარუს 1-ის" ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში საომრად აპირებდა წასვლას. ტელეარხის სიუჟეტის თანახმად, 36 წლის ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მაგრამ საქართველოში ჩასვლის შემდეგ საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. ბელორუსის სამთავრობო არხის სიუჟეტის თანახმად, საქართველოში მყოფმა ზირაქაშვილმა „ქართული ლეგიონის“ რიგებში შესვლა და უკრაინის მხარეს ბრძოლა გადაწყვიტა. „რადიო თავისუფლების“ ბელორუსის სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ძალოვნებმა ბელარუსში დააკავეს. ბელორუსის სახელმწიფო ტელეარხის სიუჟეტის ავტორმა მინსკში მდებარე უკრაინის საელჩო ომში მონაწილეობისთვის ადამიანების გადაბირებაში დაადანაშაულა. სიუჟეტის თანახმად, ბელორუსში უკრაინის საელჩო მოხალისეებს ბელორუსის, მოლდოვისა და პოლონეთის გავლით უკრაინაში გამგზავრებას სთავაზობს. როგორც რუსულენოვანი არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ წერს, ბელორუსის სახელმწიფო ტელეარხის წამყვანმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ღიად დაადანაშაულა უკრაინის საელჩო და ელჩი იგორ კიზიმი ხალხის გადაბირებაში. რაც შეეხება „ოპერატიულ კადრებს", რომლებიც თითქოსდა ეჭვმიტანილის უკრაინის საელჩოს სავარაუდო თანამშრომლებთან შეხვედრას ასახავს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მტკიცებით, სინამდვილეში, ესენი ბელორუსი ძალოვნები არიან.
რუსეთის ფედერაციაში, ბელგოროდში აფეთქებებს 5 წვევამდელი ემსხვერპლა
რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებების შედეგად 5 წვევამდელი დაიღუპა. როგორც ცნობილია, არიან დაჭრილებიც. ტელეგრამ არხის ASTRA-ს ცნობით, ცეცხლი შებეკინოს საგუშაგოზე გახსნეს. მედია წერს, რომ დაღუპულები და დაჭრილები იქვე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის წვევამდელი ჯარისკაცები არიან და ყველა გარდაცვლილი დაახლოებით 20 წლისაა. მანამდე რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებებს მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია. 17 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებება მოხდა, ამასთან, რუსეთი აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს.
სალომე ზურაბიშვილი: ქართულ კულტურას ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი გამოაკლდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახალხო არტისტზე, მანანა დოიჯაშვილზე წერს, რომ ქართულ კულტურას ღირსეული ქალბატონი გამოაკლდა."საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი. ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას. მან საქართველოსათვის ძალიან რთულ წლებში მოახერხა არა მარტო თავისი საყვარელი სასწავლებლის - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა, არამედ დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსებაქალბატონი მანანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას.ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მასმეტად ვწუხვარ, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი.ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას", - წერს ზურაბიშვილი.ცნობისთვის, ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი, მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა ინდოეთში შედგება
G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 1-2 მარტს ნიუ დელიში გაიმართება. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური ინფორმაცია ინდოეთის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა. ნიუ დელიში გაერთიანების ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენების მიზნით 200-ზე მეტი შეხვედრა 55 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
EUMM-ში ადასტურებენ, რომ 13 იანვარს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ინციდენტი მოხდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 13 იანვარს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს. Europetime-ს მისიაში უთხრეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა „იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“. ამასთან, მისიაში Europetime-ს განუცხადეს, რომ ეს საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110-ე შეხვედრაზე განიხილეს. დღეს, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა „ცეცხლი“ ჰაერში შეაგებეს. წადითო“. ქაცარავას თქმით, მან ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.
ერთი ამერიკული დოლარი 2.6726 ლარი ეღირება - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6726 ლარი ეღირება, ევრო – 2.8904 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2614 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6738 ლარი ღირდა, ევრო – 2.8949 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2660 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 იანვარს ამოქმედდება.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა დააკმაყოფილა არესტოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ადმინისტრაციამ, გადადგომის შესახებ პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მიიღო. ოლექსი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა. მანამდე არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში რუსული რაკეტის დარტყმის გარემოებების შესახებ დაუზუსტებელი განცხადება გააკეთა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 44 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ 453 ბავშვი დაიღუპა - ერმაკი
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ 453 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკიმ განაცხადა. იერმაკი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შვეიცარიაში, დავოსში. "ჩვენ არ ვაპატიებთ არც ერთ წამებას ან სიცოცხლის წართმევას. თითოეული დამნაშავე აგებს პასუხს", - თქვა ერმაკმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება
საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარაბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. "ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად", - წერს ღარიბაშვილმა.
სუს-ი ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გაიყიდა
უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, საზღვაო პორტის პრივატიზება პირველად განხორციელდა. ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გამოიტანეს ონლაინ აუქციონი პროზოროს სახელმწიფო სისტემაში გაიმართა. სახელმწიფო ქონების ფონდის ინფორმაციით, „უსტ-დუნაისკის პორტის“ პრივატიზების უფლებისთვის 8 მონაწილე იბრძოდა. „უსტ-დუნაისკის" ღირებულება სამჯერ გაიზარდა და საწყისი ფასიდან 60 მილიონი გრივნადან 201 მილიონი გრივნა შეადგინა. პორტმა მუშაობა პირველ აპრილს განაახლა და მას შემდეგ ექსპორტზე 153 000 ტონა მარცვლეული და 58 300 ტონა იმპორტირებული სამომხმარებლო საქონელი გავიდა. ამ დროისთვის პორტი თავისი სიმძლავრის მხოლოდ 5%-იანი დატვირთვით მუშაობს. „უსტ-დუნაისკის პორტს აქვს უკრაინული სურსათის ექსპორტის განვითარების დიდი პოტენციალი. მაგრამ ეს მოითხოვს ინვესტიციებს, რაც კერძო ბიზნესს შეუძლია“, - განაცხადა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა.
დავითაშვილი დავოსის სამიტზე: საქართველოში ინვესტირებით საკმაოდ ბევრი კომპანია ინტერესდება
საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება მისი თქმით, ქართული დელეგაცია ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. „დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს დაკავშირებადობის აქტუალობას. ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ შავი ზღვისქვეშა კაბელზე,. რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16 იანვარს გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2. „სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. თებერვალში დაგეგმილი სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. კიბერუსაფრთხოების ბიურო, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ კუთხით ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას. ბიუროს მონაწილეობა ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურა: ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის ბოლოს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა, საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეთა შორის მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად, არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო, მათ შორის მოდავე მხარეები ,,კანონიერ ქურდთან“ თურქეთში ჩაიყვანა. „გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მხარს უჭერდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. სასამართლომ ორი ბრალდებული, მათ შორის, კანონიერი ქურდი, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, ერთ ბრალდებულს წარდგენილი ბრალდება ,,ქურდული სამყაროს“ (223’-ე მუხლის პირველი ნაწილი), გადაუკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით (223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილი) და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის მუხლით (223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამართლდა. ბრალდების მხარე, სასამართლოს გადაწყვეტილებას მუხლის გადაკვალიფიცირების და ბრალდებულის გამართლების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.