ძებნის რეზულტატი:

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0051 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8949 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9039 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.009 ლარი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1423 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2660 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 იანვრიდან შევა ძალაში.  

სტოლტენბერგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაესწრება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, გერმანიაში 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინ მასპინძლობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინაში მიმდინარე კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელთა წინაშე NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები დგანან. შეხვედრის ფარგლებში, გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ოლექსი რეზნიკოვთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.  

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის გამოვლინების ფაქტები 2022 წელს 55%-ით არის გაზრდილი

2022 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 174 781 კოლოფი (2021 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტი) და 463 კილოგრამზე მეტი (2021 წლის 12 თვის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლები) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 2481 ფაქტი გამოავლინეს, რაც შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55%-ით მეტია, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 1456 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. ეს მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 75%-ით მეტია. 38 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით არის გაზრდილი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა და შეადგენს 987-ს. აღნიშნულ ფაქტებზე შედგა ამოღების ოქმები“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

SpaceX-მა საიდუმლო თანამგზავრი კიდევ ერთხელ გაუშვა

მილიარდერ ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა კიდევ ერთხელ გაუშვა საიდუმლო სამხედრო თანამგზავრები, იუწყება Space.com. ფრენა, სახელწოდებით USSF-67, NASA-ს ფლორიდის კოსმოსური პორტიდან განხორციელდა. SpaceX-მა რაკეტა ადგილობრივი დროით, 17:56 საათზე გაუშვა, რომელსაც სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრი და  ხუთი მცირე ტვირთი გადაჰქონდა. ამ საიდუმლო მისიას USSF-67 ეწოდა. SpaceX-მა საიდუმლო ამერიკული თანამგზავრი ნოემბერშიც გაუშვა.  

უკრაინელი ჯარისკაცები აშშ-ში, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს იწყებენ

დაახლოებით 100 უკრაინელი ჯარისკაცი 16 იანვარს ჩავიდა ოკლაჰომაში მდებარე ფორტ სტელის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ისინი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებაში წვრთნას გაივლიან, იტყობინება Fox News-ი. 15 იანვარს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასევე დაიწყეს სწავლება გერმანიაში, Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის წინ გამოაცხადა, რომ Patriot-ებს მიაწოდებს უკრაინას. Patriot-ის სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელსაც კიევი დიდი ხანია, ითხოვს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის გამოყენების მიზნით წვრთნებს აშშ-ში, მომავალი კვირიდან გაივლიან დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას რეგულარული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.  

პაველ ჰერჩინსკი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩო პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. „დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა საქართველოს პარლამენტში. ვეწვიე საპარლამენტო კომიტეტების რამდენიმე თავმჯდომარეს, თუმცა შევხვდები ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრა დავიწყეთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საგარეო საქმეთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ე.წ. 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე. განვიხილეთ საქართველოს დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და პრინციპებთან, რადგან ამ წლის მიწურულს ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და გადავწყვეტთ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით, გახდეს ევროკავშირის წევრი. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესში თქვენს დასახმარებლად. ვიმედოვნებთ პოზიტიურ შედეგს ამ წლის ბოლოს. პოზიტიური შედეგი ნიშნავს, მომდევნო ნაბიჯს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ, კერძოდ, კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არა მხოლოდ თითებგადაჯვარედინებული ვიცდით, ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პარლამენტს მიმდინარე სამუშაოებში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

მედია: ჩინეთმა ააშენა მსოფლიოში პირველი უპილოტო ხომალდი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს

ჩინეთმა ააშენა მსოფლიოში პირველი უპილოტო ხომალდი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს და შეუძლია დამოუკიდებლად გაუშვას თვითმფრინავი როგორც ზედაპირიდან, ისე წყალქვეშ. South China Morning Post-ის ცნობით, გემი ოფიციალურად წარმოადგენს კვლევითს ხომალდს, რომელსაც (Guangdong Province) სამხრეთ საზღვაო მეცნიერებისა და ინჟინერიის ლაბორატორია მართვს.  ხომალდი დავალებებს ადამიანის ჩარევის გარეშე შეასრულებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორს კონტროლია აღება შეუძლია. ოპერირების შემდეგ გემი სავარაუდოდ, კვლევებისთვის კვლევებისთვის გამოიყენებენ, მათ შორის პატრულირებისა და წყლის ნიმუშების ანალიზისთვის. გემის სიგრძე 88,5 მეტს, სიგანე კი 14 მეტრს შეადგენს. მისი საშუალო სიჩქარეა 24 კმ/სთ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 33 კმ/სთ.

უკრაინის პრეზიდენტმა შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაში მოხვდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებით, პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებები შევიდა. სანქციები უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს ითვალისწინებს. 1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში რუსეთის მოქალაქედ არის აღნიშნული. მითების დეტექტორის ცნობით, შოთა აფხაიძე „ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა. დაკავებამდე აფხაიძე მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო. აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა. შოთა აფხაიძემ სწორედ ამ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ”სააკაშვილმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი ჩაატარა”. 2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. აფხაიძე ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. „ქართული მარშის“ ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა. შოთა აფხაიძე სხვადასხვა ინტერვიუში აშკარად გამოირჩეოდა ღიად პრორუსული და ანტიდასავლური გზავნიულებით. 2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხ Zvezda-ას გადაცემისთვის „ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ შეთქმულებას ასახავდა. კრემლისტურ გამოცემა News Front-ის ქართულენოვან ვერსიაში 2020 წელს შოთა აფხაიძე რედაქტორად იყო მოხსენიებული, თუმცა “მითების დეტექტორთან” მოგვიანებით მან ეს ფაქტი უარყო.

ჯეიმს ქლევერლი რუსეთის მიერ დასანქცირებაზე: თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ბედნიერი ვარ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ამის გამო მოხარულია. „რუსეთის მთავრობამ დამასანქცირა. თუ ეს არის ფასი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის, მაშინ ბედნიერი ვარ, რომ სანქცირებული ვარ”, - აღნიშნა ჯეიმს ქლევერლიმ. რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა  

პოლონეთის პრემიერი გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას ყველა სახის იარაღი მიაწოდოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ „არ არსებობს საფუძველი, დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გაურკვეველი დროით გადადოს“. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მიაწოდოს უკრაინას „ყველა სახის იარაღი“, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო. მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ახლა იბრძვიან არამხოლოდ მათი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის დასაცავად. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთი აპირებს, უკრაინას თანამედროვე გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკები მიაწოდოს. Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიაწოდოს თუ არა ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინას.    

გენერალური პროკურატურა: უკრაინა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს დაუსწრებლად გაასამართლებს

უკრაინა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს დაუსწრებლად გაასამართლებს იმის გამო, რომ მან „უკრაინაში შეჭრისას გამოყენებული პერსონალისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილებაში წვლილი შეიტანა“, იტყობინება გენერალური პროკურატურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა მინისტრმა ხელი შეუწყო ჯარების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას უკრაინის საზღვრებში და გამოიყენა ეს ძალები ხერსონის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებზე თავდასხმისთვის.  

ბელორუსში 11 000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. მიმდინარეობს როტაცია - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვრის უშუალო სიახლოვეს რუსეთისა ბელორუსის ჯარების დაჯგუფების მატება არ ფიქსირდება. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა სერჰი დეინეკომ განაცხადა.  რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ მისივე თქმით, დღეს ბელორუსში დაახლოებით 11000 სამხედრო იმყოფება.  ამასთან, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები განაგრძობენ ბელორუსთან საზღვრის გაძლიერებას. უკრაინელი და დასავლეთის სამხედრო ექსპერტების აზრით, ბელორუსში მყოფი რუსი სამხედროების ჯგუფი სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის არ ემზადებიან.   

უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ სოლედარს რუსეთის ძალები არ აკონტროლებენ

„მტერის ძირითადი შეტევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, განსაკუთრებით სოლედარის რაიონში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული შენაერთები განაგრძობენ ქალაქის დაცვას", - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის პრესატაშემ სერჰი ჩერევატმა უკრაინული არხების ტელემარათონის ეთერში განაცხადა. უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები „სოლედარის სტატუსი რუსული არ არის. ჩვენი ქვედანაყოფები იბრძვიან, მუდმივ ზარალს აყენებენ მტერს და ყოველდღე ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს ქალაქი მტერს არ ნებდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერმა წარმოუდგენელი ფასი გადაიხადოს“, - ციტირებს ჩერევატს სააგენტო „უკრინფორმი“. მანამდე რუსულმა მილიტარისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ვაგნერის PMC“-ის დაქირავებულებმა აიღეს სადგური და სოფელი სოლი, სოლედარის დასავლეთ გარეუბანში. შეტყობინებას ახლავს ფოტო და ვიდეო სადგურის შენობის ფონზე, მაგრამ ამ ინფორმაციის სხვა სანდო დადასტურება არ არსებობს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დამაჯერებლად აკონტროლებენ რუსები ამ ტერიტორიას.  სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 13 ქვეყანას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ვეყრდნობით რა ჩვენს ვალდებულებებს, პირველ #SummitForDemocracy-ზე, დღეს ჩვენ დავუშვით ინიციატივა #WithoutJustCause, რომელიც მიმართულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, გაათავისუფლონ ისინი, ვინც თავისი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააპატიმრეს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.  სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ „პოლიტპატიმრების“ ჩამონათვალში მოხვდნენ: რანია ალ-აბასი (სირია), ეკპარ ასათი (ჩინეთი), ემირლენდრის ბენიტესი (ვენესუელა), მაიკელ „ოსორბო“ კასტილიო (კუბა), მოჰამედ ელ-ბაქერი (ეგვიპტე), ხოსე დანიელ ფერერი (კუბა), გო შერაბ გიატსო (ჩინეთი), მარია კალესნიკავა (ბელარუსი), ვლადიმირ კარა-მურზა (რუსეთი), კიმ კუკ-გი (ჩრდილოეთ კორეა), იჰარ ლოსიკი (ბელორუსი), ელჩინ მამადი (აზერბაიჯანი), მანსურ მინგელოვი (თურქმენეთი), ნარგეს მოჰამადი (ირანი), ფამ დოან ტრანგი (ვიეტნამი),  ბუზურგმეჰრ იოროვი (ტაჯიკეთი).  

ბენ უოლესი: რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უოლესმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ნება“ და „გენერლებისა და მეთაური ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა“. მისივე თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა უნდა „დააჩქარონ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა, რათა ეკონომიკურად და სამხედრო გზით შევინარჩუნოთ ზეწოლა“ ვლადიმირ პუტინზე. დიდი ბრიტანეთი პირველი დასავლური სახელმწიფო გახდება, რომელიც უკრაინას ძირითად საბრძოლო ტანკებს გადასცემს.   

უკრაინის დაზვერვის ცნობით, პუტინმა გერასიმოვს დონბასის აღებისთვის ახალი ვადა მარტამდე მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასის აღებისთვის კიდევ ერთხელ დააწესა ახალი ვადა.  ასევე უსაფრთხოების გარკვეული  ფორმირებისთვის. ბრძანება მან უკრაინაში რუსული ჯარების ჯგუფის ახალ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს მისცა, - ამის შესახებ ტელეკომპანია FREEDOM-ის ეთერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაშისტების პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ეს არის დონბასი და შემდეგი ტერმინები... ომის ახალი ლიდერის მიზანი დონბასის ხელში ჩაგდება და უსაფრთხოების გარკვეული ზონის მარტისთვის ფორმირებაა, როცა კიევს „3 დღეში იღებენ", თუმცა ზოგადად, ახალი მიზნები და ახალი ამოცანები. ამჯერადაც არაფერი გამოვა", - თქვა იუსოვმა. მისივე თქმით, პუტინს არ შეუცვლია გლობალური მიზანი - უკრაინელების, როგორც ცალკეული ხალხისა და ერის განადგურება და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურება.  

საფეხბურთო კლუბი „შახტარი“ ფეხბურთელის ტრანსფერიდან მიღებულ $25 მილიონს მარიუპოლის მცველებს გადასცემს

უკრაინული საფეხბურთო კლუბის, „შახტარის“ მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის ინგლისური „ჩელსისთვის“ მიყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეოთხედს, $25 მილიონს მარიუპოლის მცველებსა და მათ ოჯახებს გადასცემს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ „ჩელსიმ" 22 წლის უკრაინელი ფეხბურთელი $100 მილიონად იყიდა. მისი კონტრაქტი 8 წლიანია. ცნობისთვის, 15 იანვარს მუდრიკი, სტემფორდ ბრიჯზე მოედანზე გავიდა, რათა უკრაინის დროშით გულშემატკივრებს მისალმებოდა.  

მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დნიპროში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს

14 იანვარს უკრაინაში, ქალაქ დნიპეროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში, უკრაინსკის ბულვარზე აღმართულ ლესია უკრაინკას ძეგლთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს. ძეგლის კვარცხლბეკზე დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ფოტოც იყო განთავსებული. სპონტანური მემორიალის სურათები გამოჩნდა დამოუკიდებელი რუსული მედიის ტელეგრამის არხებზე, მათ შორის „ხოლოდზე“. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი. ლესია უკრაინკას ძეგლი 2006 წელს გაიხსნა უკრაინსკის ბულვარზე, რომელიც აკავშირებს სასტუმრო უკრაინასა და კიევსკის სადგურის მოედანს მოსკოვში.  

Independent: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა

უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობას 12-ჯერ გადაურჩა, - ამის შესახებ დოკუმენტალისტი მწერალი, კრის უიპლი, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით საკუთარ წიგნში წერს. „რუსეთის ინტერვენციამდე უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური დასაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის აფრთხილებდა, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა“, - ამის შესახებ გამოცემა Indepentent კრის უიპლიზე დაყრდნობით წერს. ამასთან, უიპლის ინფორმაციით, ბაიდენმა ბერნსს დაავალა, რომ ზელენსკისთვის რუსეთის შეთქმულებების ზუსტი დეტალები მიეწოდებინა. უიპლის ცნობით, ამ ინფორმაციამ ზელენსკი „გამოაფხიზლა“. ავტორის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობებიდან ორის აღკვეთა სწორედ ბერნსის მიერ უკრაინული მხარისთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.   

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, მათ შორის: ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებასთან, დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპორნოეს, კრასნოპოლოვკას, სოლის, სოლედარის, ბელოგოროვკას, ბახმუტის, სევერნოიე, კამენკას, ვოდიანოეს, ნეველსკოეს, მარინკასა და პობედა დასახლებებთან“, - აცხადებენ გენშტაბში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.