ძებნის რეზულტატი:

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 7 031 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) განაცხადა, რომ 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამასთან, მონაცემები 15 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. "დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები", - ნათქვამია OHCHR-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები გააძლიერა - NYT

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები, გერმანიაში ამერიკულ ბაზასა და ოკლაჰომაში წვრთნებით გააძლიერა.  გერმანიაში სწავლება მიზნად ისახავს კომპლექსური სამხედრო ტაქტიკის შესწავლას, რომელსაც შეუძლია, გააუმჯობესოს უკრაინის არმიის შესაძლებლობა ახალი შეტევების წამოწყებისა და რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად. წვრთნას დაახლოებით 500 ჯარისკაცი გაივლის, რასაც სამხედროები უწოდებენ კომბინირებულ შეიარაღებას სამხრეთ გერმანიაში, იტყობინება თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი. იმავდროულად, 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი 16 იანვარს ჩავიდა ოკლაჰომაში მდებარე ფორტ სტელის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს იწყებენ. შეერთებულმა შტატებმა დეკემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის წინ გამოაცხადა, რომ Patriot-ებს მიაწოდებს უკრაინას. Patriot-ის სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელსაც კიევი დიდი ხანია, ითხოვს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის გამოყენების მიზნით წვრთნებს აშშ-ში, მომავალი კვირიდან გაივლიან დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას რეგულარული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. „დარწმუნებული ვარ, რომ ახალი დირექტორი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ავიაციის განვითარებაში,“ – განაცხადა რომელმაც წარუდგინა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომია „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“. ირაკლი ქარქაშაძე არის პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი, ასევე ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში. ბოლო დრომდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა. აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.  

ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. „მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, - განაცხადა არესტოვიჩმა. მისი განცხადების ირგვლივ გამოწვეული სკანდალის გამო არესტოვიჩმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ. მისივე განცხადებით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.  

უკრაინამ სლოვაკეთისგან თვითმავალი ჰაუბიცა მიიღო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სლოვაკური წარმოების მერვე თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 მათ განკარგულებაშია. „ეს არის რვა თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2-დან ბოლო, რომლის უკრაინისთვის მიწოდების ვალდებულება სლოვაკეთმა შარშან ივნისში დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აიღო“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. ინფორმაციისთვის, რვა ერთეული Zuzana 2-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების ხელშეკრულების შესრულების გარდა, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Konstrukta-Defens-ი უკრაინისთვის კიდევ 16 ერთეულ ამ ტიპის აღჭურვილობას დაამზადებს, რომელსაც დანია, გერმანია და ნორვეგია ერთობლივად დააფინანსებენ.  

გერმანია რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის

გერმანია რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის. ბერბოკი ამ მოწოდებით ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში გამოვიდა. „საჭიროა ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს“, - განაცხადა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ აგრესიისთვის რუსეთი პასუხს ვერ აგებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, რადგან ამ სასამართლოს მხოლოდ იმ საქმეების განხილვა შეუძლია, რომელთა მონაწილე ორივე მხარე სასამართლოს წევრია, ან საქმე სასამართლოსთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერაა გადაცემული. რუსეთი ICC-ის წევრი არ არის და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს. 

ლანდსბერგისი: ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ერთადერთი გზა არის დასავლელი მოკავშირეების მიერ მეტი იარაღის გაგზავნა რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ორშაბათს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „დასავლეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია ომის დასრულებაზე და არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი უფრო შესაფერისი იყოს ამ სიტუაციაში, რასაც მე სრულიად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, უკრაინელებისთვის საჭირო იარაღის გაგზავნა ზოგიერთი ქვეყნისთვის მთავარი დაბრკოლებაა“. კითხვას, უნდა გააკეთონ თუ არა გერმანელებმა მეტი უკრაინისთვის, ლანდსბერგისმა დადებითად უპასუხა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ქვეყანამ შეიძინა გერმანული წარმოების ტანკები. შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნიან. 16 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გამოაცხადა უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების პაკეტი რუსეთთან ომში მისი წარმატების დასაჩქარებლად.  

BBC: ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლიდან პირველად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციიას BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შეედარებით 850 ათასით ნაკლებია. ექსპერტების მტკიცებით, მოსახლეობის კლების ტენდენცია ჩინეთში მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება, რაც გასულ საუკუნეში ჯერ ე.წ. „ერთი ბავშვის პოლიტიკის“, შემდეგ კი ე.წ. „ორი ბავშვის პოლიტიკის“ შედეგია. ამასთან, რეკორდულად დაეცა შობადობის ინდექსი - 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე. ასევე, 2022 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვზე მაღალი იყო - პირველად 1976 წლიდან ჩინეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 7,37 გარდაცვალება ათას ადამიანზე (2021 წელს ეს მაჩვენებელ 7,18-ს შეადგენდა).  

უკრაინა: ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 116 950 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 116 950; ​ტანკი - 3 121; ჯავშანტექნიკა - 6 215; საარტილერიო სისტემა - 2 104; სარაკეტო სისტემა - 441; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220; თვითმფრინავები - 286; ვერტმფრენი - 276", - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირზე რუსეთისა და ბელორუსის დროშები აიკრძალა

უკრაინის ელჩის საჩივრის შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობის დროს რუსეთისა და ბელორუსის დროშების გამოყენება აიკრძალა. „მე მკაცრად ვგმობ რუსეთის დროშის საჯარო გამოფენას უკრაინელი ჩოგბურთელის კატერინა ბაინდლის თამაშის დროს ავსტრალიის ღია პირველობაზე“, - დაწერა ვასილ მიროშნიჩენკომ Twitter-ზე. საპასუხო განცხადებაში ავსტრალიურმა მხარემ აღნიშნა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელორუსის დროშები აკრძალულია. მათივე განმარტებით, მაყურებლებს თავდაპირველად უფლება ჰქონდათ, მელბურნის პარკის კომპლექსში დროშები იმ პირობით მიეტანათ, თუ ტურნირის შეფერხებას არ გამოიწვევდნენ.  

მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრება სურს - ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. დაცვის მხარემ შესაბამისი მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა. "სასამართლოს ვეტყვით, რომ განისაზღვროს თითოეული ექსპერტის დაკითხვის დრო. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამდენი მოწმე დაიკითხოს უფრო სწრაფად. სააკაშვილთან როდესაც გახლდით, ძალიან ცუდად იყო. არც მისი ფერი მომეწონა, იყო აღელვებული, მოსმენილი ჰქონდა ხალხის ძალის განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო. მას სურვილი აქვს, რომ პროცესს დაესწროს. პროცედურულად მიმართული გვაქვს, ვნახოთ, რამდენად გადაწყვეტს ამას პენიტენციური სამსახური", - თქვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

თურქეთში, სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები 8 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს - მედია

სომხეთის მოსაზღვრე ყარსის პროვინციაში თურქეთი რვა ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს ატარებს. იუწყება Gazetekars, თუმცა ინფორმაციაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ სწავლებაში. სამხედრო წვრთნების მონაწილეები ყარსში უკვე ჩავიდნენ. წვრთნები 2 თებერვლამდე გაიმართება. კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა არმენდ მეჰაჟმა განაცხადა, რომ ამ სამხედრო წვრთნების მიზანი სამხედრო ოპერაციის დროს თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაციის უზრუნველყოფა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.  

მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს - UNESCO

მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული.  "2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო", - განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეიმ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 - უკრაინაში, 9 - ჰაიტიზე.  

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა. „ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და მიმოვიხილავთ გასული წელს მომხდარ ინციდენტებს. ვისაუბრებთ ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, აგვისტოდან, ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე მუშაობდნენ ე.წ. გადასასვლელები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო. რაც შეეხება დაკავებულებს, გუშინ ღამით ევროკავშირის ცხელი ხაზით გაზიარდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. მოგვეწოდა მხოლოდ სახელი და გვარი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის ჩვენი შვიდი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ. მისივე თქმით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.    

KazMunayGas-ი და AbuDhabi Ports-ი კასპიისა და შავ ზღვაში ოფშორული პროექტებისთვის, ერთობლივ საწარმოს ქმნიან

KazMunayGas-მა და Abu Dhabi Ports Company-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო ფლოტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კასპიისა და შავი ზღვებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იტყობინება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრზე დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული პროექტებისთვის საზღვაო მომსახურებას უზრუნველყოფს. მხარეები ერთობლივ საწარმოში მონაწილეობას აპირებენ შვილობილი კომპანიების Kazmortransflot-ისა და International Maritime Investments Ltd-ის მეშვეობით. შეთანხმების თანახმად, მხარეები შექმნიან ფლოტს კასპიის ზღვაში ოფშორული პროექტების მხარდასაჭერად. ასევე ტანკერების ფლოტს, ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების გათვალისწინებით. კერძოდ, აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით. გარდა ამისა, JV მონაწილეები შეისწავლიან სავაჭრო ფლოტის შექმნის შესაძლებლობებს: საკონტეინერო ბორნების მშენებლობას ან შეძენას (ტრანზიტი ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიური მარშრუტით) და (მშრალი ტვირთის) გემებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გასწვრივ ზოგადი ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის მისაღებად. „ამ შეთანხმების ფარგლებში იქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც 2023 წლიდან აქტიურად ჩაერთვება ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ აბუ დაბის პორტების გამოცდილებას ოფშორული ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების პროექტების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მომსახურებაში“, - განაცხადა KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა.  

კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს გახდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“. 2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2001-2007 წლებში მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“  და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“. 2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი.  2009-2010 წლებში იყო საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი; 2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. 1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით.  2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.  

ოლექსი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ცნობებს უკრაინული მედიაც ადასტურებს. „დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპული შეცდომა - ნიშნავს გადადგომას", - წერს არესტოვიჩი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.  

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დავოსში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს საქართველოს მდიდარი რესურსებისა და დიდი პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კატარის საინვესტიციო საზოგადოება კატარის სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც შიდა და უცხოურ ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა აქტივების დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. 2021 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოებას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ.  

უკრაინა: დნიპროში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, გარდაცვლილებს შორის, მინიმუმ 4 ბავშვია

დნიპროში მაღალსართულიან შენობაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა,  ბორის ფილატოვმა გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ამასთან, დადასტურებულია, რომ გარდაცვლილებს შორის, მინიმუმ 4 ბავშვია. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს €105 მილიონის ანგარიშები გაუყინა

კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინოს პეტრიდისმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაყინა. იტყობინება CBS News-ი. კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია გასულ წელს კვიპროსში შეტანილი რუსული დეპოზიტების სავარაუდო 5,6 მილიარდი ევროდან. ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კვიპროსული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, „გაძლიერებული კონტროლის ქვეშ" იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროგაერთიანება უკვა სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს.