ძებნის რეზულტატი:

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ტუნისის გრან პრის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს. „29 წლის მოფარიკავემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძე გრან პრის (ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან) პირველი ქართველი გამარჯვებულია! ტუნისის გრან პრის ფინალში სანდრომ იტალიელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15-8 დაამარცხა!“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.  

ზელენსკი დნიპროში აფეთქებაზე: მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან

დნიპროში ნანგრევების დაშლა გრძელდება. მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  დნიპროში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა „მთელი დღის განმავლობაში ვეცნობოდი დნიპროდან მიღებულ ანგარიშებს. იქ კორპუსის ნანგრევებში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა სამსახური ადგილზეა. მინდა მადლო ვუთხრა ყველას, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 ადამიანის ბედი უცნობია. სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ, დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას  ნანგრევებიდან 10 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა. აქედან 7 ბავშვია.  ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის  მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავდა - 75. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.  

იენს სტოლტენბერგი: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები უნდა გადასცეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ცდილობს გერმანიის მთავრობა დაარწმუნოს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა „ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც ამ ომის მოსაგებად სჭირდება “, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოალიციის ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. თუმცა ამ ტანკების ნებისმიერი ადგილიდან მესამე ქვეყნებში გადატანზე ბერლინის თანხმობაა საჭირო. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა Handelsblatt წერს, რომ რასმუსენის თქმით, 20 იანვარს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას იარაღის მიწოდებით უჭერენ მხარს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. „მძიმე იარაღზე ბოლოდროინდელი ვალდებულებები მნიშვნელოვანია და უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში“, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ამ კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.  

უკრაინა: რუსეთის ძალები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავის რეგულარულ ოპერატიულ მოხსენებაში იტყობინება, რომ რუსეთის ძალები დონეცკის რეგიონის სრულად აღებას გეგმავენ. „რუსეთის ჯარები აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით და ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე. ნოვოპავლოვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე კი თავდაცვის ხაზს აძლიერებენ. ხერსონის მიმართულებით დაიბომბა 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ტერიტორია, კერძოდ, ხერსონი და მისი შემოგარენი. მტერს  მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. დონეცკის რაიონის სოფელ გორლოვკას საავადმყოფოებში საწოლების ნაკლებობის გამო, ფრონტის ხაზიდან ყველა დაჭრილი ევაკუირებული იქნება ჟდანოვკაში“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილჰამ ალიევი: თავისი პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ვახტანგ კიკაბიძე ეპოქის სიმბოლოდ იქცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა. ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი - ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი „დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ ამოტვიფრულია საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. თავისი მრავალმხრივი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით იგი ეპოქის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის რადა: ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით დაგვიჭირა მხარი და დაგმო რუსეთის შემოჭრა ვახტანგ კიკაბიძის მიერ შესრულებული როლები, დაწერილი სიმღერები თაობათა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვახტანგ კიკაბიძე ჩვენი დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, ხოლო მის პიროვნებას პატივს სცემდა და აღაფრთოვანებდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა  

ნეპალის პოხარას აეროპორტში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა.  ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე, 40 ადამიანი "ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან", - აცხადებს პოლიცია. ცნობისთვის, გუშინ პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა.  

დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, რომელმაც დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა, სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი ბავშვი, განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ვალენტინ რეზნიჩენკომ. თავდასხმის ადგილიდან 39 ადამიანი გაიყვანეს. სულ მცირე 75 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 ბავშვი. 16 იანვრის დილისთვის 35-მდე ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რუსული რაკეტა 14 იანვარს, ნაშუადღევს, დნიპროში, ცენტრალურ უკრაინაში ერთმილიონიანი ქალაქის საცხოვრებელ უბანს მოხვდა.  

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები შეტევაზე ერთდროულად ორი მიმართულებით ცდილობენ გადასვლას "რუსები ატარებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტსა და ავდეევკაში და ცდილობენ, გაიუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით", - აცხადებენ ისინი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში რუს დამპყრობლებთან ბრძოლები გრძელდება. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.~  

ISW: კრემლი, სავარაუდოდ, მომდევნო 6 თვეში „გადამწყვეტი მოქმედებისთვის“ ემზადება

კრემლი სავარაუდოდ აპირებს, გაატაროს გადამწყვეტი მოქმედება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში", რათა დაიბრუნოს უპირატესობა უკრაინაში წარუმატებლობისა და წარმატებული უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ, იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი თავის უახლეს განახლებაში. გასული წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა ვერ მიაღწია უკრაინაში უმთავრეს მიზნებს. რუსეთის ჯარებმა ვერ აიღეს კიევი შეჭრის პირველ დღეებში, ისევე როგორც მთელი ლუგანსკის და დონეცკის ოლქები. უკრაინულმა ძალებმა თებერვლის შემდეგ გაათავისუფლეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი, მათ შორის ხერსონი. რუსეთის კამპანია, რომელიც ზამთარში უკრაინელების დემორალიზების მცდელობაა, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა და მრავალი თვალსაზრისით უფრო მეტი მხარდაჭერა გამოიმუშავა უკრაინისთვის. კრემლის გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად გენერალი ვალერი გერასიმოვის დანიშვნაზე ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი ხელახლა ცდილობს ომში კონტროლს.  

დნიპროზე სარაკეტო იერშის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დნიპროზე სარაკეტო იერიშის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს რუსულად მიმართა, რომ მათი „ლაჩრული დუმილი“ იმით დასრულდება, რომ ერთ დღეს „ტერორისტები მათაც მიაკითხავენ“ და დამცველი აღარავინ ეყოლებათ. დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშისას დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა „მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და მათ ვინც რუსეთიდანაა, ასევე მათ, ვინც ერთი სიტყვაც კი არ თქვა ამ ტერორზე, რომლის შესახებაც ყველამ მშვენივრად იცის და ხედავს. თქვენი ლაჩრული დუმილი, ამ ფაქტის გადალახვის მცდელობა დასრულდება იმით, რომ ერთ დღეს ეს ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება საკმაოდ მგრძნობიარეა ლაჩრობასთან მიმართებით, ბოროტება ყოველთვის გვახსენებს მათ ვისაც ეშინია და ცდილობს ვაჭრობას. და როცა ისინი მოვლენ თქვენთან არავინ დაგიცავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი დნიპროში აფეთქებაზე: მაშველები თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, 14 იანვარს დაბომბეს.   

ბორელი: რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაუსჯელი არ დარჩება. „გუშინ უკრაინის ქალაქებზე კიდევ ერთი რუსული სარაკეტო თავდასხმა მოდა. რუსეთის არაადამიანური აგრესიის პირდაპირი სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ამ დანაშაულების დაუსჯელობა არ დარჩება“, - დაწერა მან Twitter-ზე. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.  

რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ

ბელორუსის მხარის განცხადებით, „წვრთნები, რომელსაც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დღეს იწყებს, თავდაცვითი ხასიათისაა“. მისივე მტკიცებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის. „სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - აღნიშნულია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში გასულ დღეს კიდევ 790 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 116 080; ტანკი - 3 118; ჯავშანტექნიკა - 6 204; საარტილერიო სისტემა - 2 099; სარაკეტო სისტემა - 438; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირანმა და რუსეთმა შესაძლოა, ერთობლივი კრიპტოვალუტა შექმნან

ირანის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთთან ერთად, სპარსეთის რეგიონის კრიპტოვალუტა ტოკენი შექმნას. კრიპტოვალუტა იქნება გადახდის საშუალება საგარეო სავაჭრო ანგარიშსწორებებში დოლარის, რუბლისა და ირანული რიალის ნაცვლად. ტოკენი ოქროთი იქნება უზრუნველყოფილი, კერძოდ საუბარია სტაბილკოინის შექმნაზე. რუსეთის კრიპტო-ინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრაჟნიკოვის თქმით, ირანთან ასეთი ტოკენის შექმნა მიზანშეწონილია, რადგან ის უფრო პროგრესული ქვეყანაა კრიპტო ინდუსტრიის კუთხით. ბრაჟნიკოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს ასტრახანის სპეციალური ეკონომიკური ზონა ირანიდან ტვირთების მიღებას დაიწყებს. იგეგმება ამ ბაზაზე ჟეტონის შექმნაც. ჟეტონზე მოლაპარაკება დაადასტურა დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის წევრმა ანტონ ტკაჩოვმა. მან აღნიშნა, რომ ეს თემა სახელმწიფო დონეზე განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში კრიპტოვალუტის გამოყენება დამტკიცდება. მისივე თქმით, ორი ქვეყნის მიერ ვაჭრობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას უპირატესობა აქვს SWIFT-თან შედარებით. 2022 წლის აგვისტოში ირანმა, საქონლის იმპორტზე კრიპტოვალუტაში პირველი შეკვეთა დაარეგისტრირა. საუბარი იყო 10 მილიონი დოლარის მიწოდებაზე. ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალირეზა პეიმანპაკმა განაცხადა, რომ ირანი კრიპტოვალუტის საგარეო ვაჭრობაში გამოყენებას ფართოდ გეგმავს. 2021 წელს, ანალიტიკურმა ფირმა Elliptic-მა განაცხადა, რომ ირანს უკავია კრიპტოვალუტის მაინინგის 4,5% მსოფლიოში, რაც ქვეყანას წელიწადში დაახლოებით $1 მილიარდ დოლარის სარგებელს აძლევს, რაც მას სანქციების გვერდის ავლით საშუალებას მისცემს.  

რეფერენტული ფასი, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. დღეიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. მედიკამენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.  

ხალხის ძალა: ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა

ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოება საქმის კურსში გვინდა ჩავაყენოთ ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე: მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ. მაგალითისთვის, მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება: Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში. ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს! მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე. როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა. აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება. შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი! მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან. აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას: გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით. ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“,- ნათქვამია განცხადებაში.  

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 253 ლარია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.6 ლარით შემცირდა და 253.5 ლარი შეადგინა. ამასთან, რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით შემცირდა და 224.5 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.    

იაპონიამ და ინდოეთმა საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

იაპონიისა და ინდოეთის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები, რომელიც 16 იანვარს დაიწყო, 26 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საჰაერო მანევრები ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიაკურის საავიაციო ბაზაზე მიმდინარეობს. იაპონიის საჰაერო ძალებიდან საჰაერო წვრთნებში F-2-ისა და F-15-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობენ. ინდოეთიდან - Su-30MKI-ის ტიპის გამანადგურებლები და საჰაერო ტანკერი Il-78-ი.   

ვახტანტ (ბუბა) კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

ვახტანტ (ბუბა) კიკაბიძეს ხუთშაბათს, 19 იანვარს ფილარმონიიდან გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდი დაკრძალავენ.ამასთან, სად გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ჯერ უცნობია.ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.  

აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა

აზერბაიჯანის რკინიგზამ CJSC (AR) 2022 წელს 18,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა. კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24,7%-ით მეტია. გადაზიდვებში ზრდა დაფიქსირდა ნავთობპროდუქტებზე, ქიმიური და მინერალური სასუქებზე, სამშენებლო მასალებსა და ქვანახშირზე. 2022 წელს სატრანზიტო მიმოსვლა 63%-ით გაიზარდა და 7,5 მილიონ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანის რკინიგზისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს წამყვანი პარტნიორი ტრანზიტული ტრანსპორტის სფეროში მთელ რეგიონში, ამ სფეროში გარდამტეხი მომენტი 2022 წელს დადგა. ამრიგად, 2021 წელთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვები რკინიგზით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 500 000 ტონიდან - 3,9 მლნ ტონამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ - 2 მლნ ტონიდან  2,9 მლნ ტონამდე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.