ძებნის რეზულტატი:

კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს“. ამ სიტყვებით ის რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. „საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის აღდგენის მომხრეა. მან ეს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების საპასუხოდ, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს. ჩვენ, ასევე, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებას. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში გაწევრების შესახებ“.  ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით მისი ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში. მისივე განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან, არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიც შედის. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

ლიეტუვის უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი ათეულობით L-70 საზენიტო იარაღს, ორ Mi-8 ტიპის ვერტმფრენს და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა 19 იანვარს განაცხადა. ანუშაუსკასის თქმით, პაკეტის ჯამური ღირებულება 125 მილიონ ევროს შეადგენს. ლიეტუვა იყო ერთ-ერთი იმ ცხრა ევროპულ ქვეყანას შორის, რომელმაც ხელი მოაწერა ტალინის დაპირებას, რომლითაც ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, გააძლიერონ უკრაინა შეტევითი პოტენციალი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული უკრაინის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად.  

ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი

ცხრა ევროპულმა ქვეყანამ „ტალინის დაპირებაზე“ ხელმოწერით აიღო ვალდებულება, უკრაინას მიაწოდოს დახმარება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდება ცხრა ევროპულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცნობილია როგორც ტალინის დაპირება და რომლითაც ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად. განცხადების ავტორების თქმით, საჭირო საბრძოლო სიმძლავრის ახალი დონე მიიღწევა მხოლოდ ძირითადი საბრძოლო სატანკო ესკადრილიების კომბინაციით, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ქვეშ, საარტილერიო დივიზიონის ჯგუფებთან ერთად მოქმედებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ლოგისტიკურ და სამეთაურო პუნქტებზე დამიზნების საშუალებას იძლევა. 19 იანვარს, ესტონეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას წარმოადგენდნენ თავდაცვის მინისტრები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენლები დანიიდან, ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან. ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ასევე, ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. თავის მხრივ, ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის. პოლონეთი უკრაინას S-60 საზენიტო იარაღს, 70000 საბრძოლო მასალას მიაწვდის. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 42 ქვეითი საბრძოლო მანქანა, საწვრთნელ პაკეტებთან ერთად ორი მექანიზებული ბატალიონისთვის. გარდა ამისა, პოლონეთი აგრძელებს (155 მმ KRAB) ჰაუბიცების და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას.  დანია - 19 ფრანგული წარმოების „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცა. ნიდერლანდები მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს. „აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg. 18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.  უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დღესაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.

ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვევა - მედია

ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევს მისი უკრაინელი კოლეგის დიმიტრო კულებას მიწვევით ეწვევა, იტყობინება The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაცია კულებასა და კოენს შორის 19 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. კოენი გახდება ისრაელის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეწვია. „ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში, მე და ელი კოენმა განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები. მინისტრმა კოენმა დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა ისრაელის გეგმები ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების სხვა სფეროებში გაძლიერების შესახებ“. კოენი ასევე დაგვპირდა ორ თვეში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას“, - განაცხადა კულებამ.  თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა წარუმატებლად ცდილობდა, დაერწმუნებინა ისრაელი, ნეიტრალიტეტზე ეთქვა უარი.  

რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან

უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, სულ უფრო მეტი ქვეყანა პასუხობს. 19 იანვარს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ქვეყნის უდიდეს სამხედრო ბაზაზე (TAPA), გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის, ასევე, დანიის, ნიდერლანდების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების პირობა დადეს. ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. აქვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს. 19 იანვარს ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას, ვერტმფრენებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ასევე, ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. თავის მხრივ, ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის. პოლონეთი უკრაინას S-60 საზენიტო იარაღს, 70000 საბრძოლო მასალას მიაწვდის. პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა 42 ქვეითი საბრძოლო მანქანა, საწვრთნელ პაკეტებთან ერთად ორი მექანიზებული ბატალიონისთვის. გარდა ამისა, პოლონეთი აგრძელებს (155 მმ KRAB) ჰაუბიცების და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას.  დანიის ანგარიშზე იქნება 19 ფრანგული წარმოების „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცა. ნიდერლანდები მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადებს. ერთობლივ განცხადებაში გამოცხადებული პაკეტები მოიცავს: დიდი ბრიტანეთი - 600 ბრიმსტონის რაკეტა დანია - 19 ფრანგული წარმოების კეისრის თვითმავალი ჰაუბიცა ესტონეთი - ჰაუბიცები, საბრძოლო მასალები, დამხმარე მანქანები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები ლატვია - Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი ვერტმფრენი და დრონები ლიეტუვა - საზენიტო იარაღი და ორი ვერტმფრენი პოლონეთი - S-60 საზენიტო იარაღი 70,000 ცალი საბრძოლო მასალა ჩეხეთი - ჯავშანმანქანები (APCs) და ჰაუბიცები შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს. „აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg. 18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.  უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 19 იანვარსაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.

დროა, შეწყვიტოთ პუტინზე კანკალი და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ - პოდოლიაკი

ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები ომის სათანადოდ დასრულებისთვის, საკვანძოა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „ჭეშმარიტი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას. არანაირი ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები ომის სათანადოდ დასრულებისთვის, საკვანძოა. დროა, შეწყვიტოთ პუტინზე კანკალი და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.  

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის დამარცხების შემთხვევაშიც საფრთხედ დარჩება

რუსეთი NATO-ს საფრთხედ დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ძალები უკრაინაში დამარცხდებიან, ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა. „როგორც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსებს დიდი ალბათობით ექნებათ მსგავსი ამბიციები... ამიტომ საფრთხე არ ქრება“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა.  მისივე თქმით, NATO-ს დრო დასჭირდება იმის შესაფასებლად, რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთს ძალების აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის. „ისინი დასკვნებს გამოიტანენ  და შეეცდებიან იმის გაუმჯობესებას, რაც ჰქონდათ. ასე რომ, ეს სავარაუდოდ, სამომავლოდ გავლენას მოახდენს ჩვენს გეგმებზე“, - განაცხადა ბაუერმა.  

საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაჭრილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კრიტიკული. ამის შესახებ „მთავარ არხთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა განაცხადა.  „ცეცხლსასროლი ჭრილობით კლინიკაში შემოყვანილია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, ოთხს გაეწია სამედიცინო დახმარება და ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უტარდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის", - ამბობს ექიმი.     

საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  „გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.  

რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ

საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა სამხედროა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო ამის შესახებ საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულადაც დაგვიდასტურეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს. მანამდე მუშაობდა, ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც დაგვიდასტურეს", - თქვა გომელაურმა. ექიმი: საგარეჯოში დაჭრილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კრიტიკული მისივე ცნობით, როდესაც თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო, სახლში მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.  შს მინისტრის განხცადებით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, რა თქმა უნდა... მან კიდევ რამდენჯერმე ისროლა", - აღნიშნა გომელაურმა. მისივე თქმით, როდესაც პოლიცია ბინაში შევიდა, თავდამსხმელი დაღუპული დახვდა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.  

იოჰანეს ჰანი: ირაკლი ღარიბაშვილთან ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ

კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანი „ტვიტერზე წერს. რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ეკვროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად,“- აღნიშნულია „ტვიტში“. ამასთან, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა. „2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებმა ომში კიდევ 770 სამხედრო დაკარგეს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთმა დამატებით 770 სამხედრო დაკარგა. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 119 300; ​ტანკი - 3 139 ; ჯავშანტექნიკა - 6 241; საარტილერიო სისტემა - 2 129; სარაკეტო სისტემა - 442; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220; თვითმფრინავები - 287; ვერტმფრენი - 277", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

WP: ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი გასაიდუმლოებული ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

აშშ-ის დაზვერვის ხემძღვანელი (CIA) უილიამ ბერნსი, გასული კვირის ბოლოს ფარულად გაემგზავრა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის ჩინოვნიკებთან შესახვედრად, იტყობინება The Washington Post-ი.  გამოცემა ვიზიტის შესახებ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ ბერნსმა ზელენსკის ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო გეგმების შესახებ. აშშ-ის დაზვერვა ყურადღებით აკვირდება რუსეთის მზადებას უკრაინაში დიდი ახალი შეტევისთვის, რომელიც შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში დაიწყოს. მანამდე ბერნსი კიევში გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იმყოფებოდა.  

შსს საგარეჯოში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ პოლიციელზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.  

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 6 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან 6 პირი დააკავეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის დეკემბერში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 6 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 18 052 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის განმავლობაში ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 326 საქმეზე, დანაშაულში მხილებულ იქნა 308 პირი, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, უკრაინელ ტყვეებთან წითელი ჯვრის თანამშრომლები დაუშვას

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელი ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო და მოსკოვს მოუწოდებს, რომ მათთან წითელი ჯვრის თანამშრომლები დაუშვას. „ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის შეიარაღებული ძალების, ასევე რუსული გასამხედროებული ჯგუფის „ვაგნერის“ მხრიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედებები და უკრაინელ სამხედრო ტყვეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად მოეპყრონ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქსტატი: 2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 31.8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია ჩინეთი, რუსეთი და ბულგარეთი. „2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 592.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 66.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა და 3 704.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (694.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (536.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (419.9 მლნ. აშშ დოლარი)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნურსულთან ნაზარბაევი ჰოსპიტალიზირებულია

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, 82 წლის ნაზარბაევი კარდიოლოგიური გამოკვლევისთვის ასტანას ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ნაზარბაევის ჰოსპიტალიზაცია მისმა წარმომადგენელმა აიდოს უკიბაიმ დაადასტურა. „ნურსულთან ნაზარბაევმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პირველი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა სპიკერმა. ნურსულთან ნაზარბაევი დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი იყო. ის ამ თანამდებობას 1991 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. მანამდე, ნაზარბაევი იყო ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ყაზახეთის სსრ პრეზიდენტი. პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ ნაზარბაევმა მნიშვნელოვანი გავლენა შეინარჩუნა ყაზახეთში. თუმცა, 2022 წლის იანვარში საპროტესტო აქციების შემდეგ, მას ჩამოართვეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის სტატუსი.  11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა.  ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს  საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს  

საქსტატი: 2022 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატი: 2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – 736.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორეზეა აზერბაიჯანი – 672.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს – 651.6 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 370.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 835.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 126.0 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები – 459.8 მლნ. აშშ დოლარით.  

აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო.  რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან სამხედრო დახმარების პაკეტში შედის Stryker-ის ჯავშანტექნიკა და „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანები. მიმდინარე პაკეტში შედის 90 ერთეული „სტრაიკერის“ ჯავშანტრანსპორტიორი და 59 ერთეული „ბრედლის“ ქვეითი საბრძოლო მანქანა. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალები HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის და NASAMS SAM-ებისთვის, HARM-ის რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, სხვა საბრძოლო მასალები, 8 Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და 350 HMMWV მანქანა. ასევე უკრაინა მიიღებს Claymore-ის პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას. სამხედრო დახმარების ეს პაკეტი, რომელიც გერმანიაში საერთაშორისო კოალიციის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა, უკრაინის დამატებითი დახმარების განსახილველად, სიდიდით მეორეა შეერთებული შტატების მიერ დღემდე გაწეული სამხედრო დახმარების ფონზე. ყველაზე მოცულობითი იყო $3 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის იანვრის დასაწყისში გამოცხადდა.