ძებნის რეზულტატი:

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქართული კინოსა და მუსიკის ვარსკვლავს  დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება ფილარმონიიდან 3 საათზე იქნება. დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ აზერბაიჯანული, სომხური და უკრაინული დელეგაციები, მათ შორს ომში მყოფი ქვეყნის კულტურის მინისტრიც. ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.  ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.  

თუ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის თქმით, ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს. „თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო. საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის ურთიერთოება აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით, დიდწილად რუსეთთან მიმართებით ტურიზმისა და ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“, - განაცხადა ლავროვმა.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში გაემგზავრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება. მისი თქმით, უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „მათ (უკრაინელებს) სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.  18 იანვარს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკების და სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებას.  

ევროპარლამენტმა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ევროპარლამენტის წევრებმა ოთხშაბათს უმრავლესობით დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC, ირანის არმიის ელიტური ნაწილები) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს. ინიციატივას მხარი 589-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგი იყო, 31-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის დამტკიცების საფუძვლად მოყვანილია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტული საქმიანობა, დემონსტრაციების ჩახშობა და რუსეთისთვის დრონების მიწოდება.  

შვედეთი უკრაინას 50-მდე ჯავშანმანქანასა და თვითმავალ ჰაუბიცა Archer-ს გადასცემს

შვედეთის მთავრობა უკრაინას უახლეს საარტილერიო შეიარაღებასა და ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  საუბარია 50 ერთეულ CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანისა და თვითმავალი 155 მმ-იანი Archer -ის ჰაუბიცების გადაცემაზე. „ამ პაკეტის მოსალოდნელი ეფექტი და ჩვენი მიზანია უკრაინის უკეთ შეიარაღება სახმელეთო ბრძოლისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ Archer-ის თვითმავალი იარაღი კარგი დამატება იქნება იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინას მანამდე გადაეცა.  

რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. სასამართლომ, კერძოდ, დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, თუმცა მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა დაედგინათ, (გონივრული ეჭვის მიღმა) რომ თ.მ. გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში. გარდა ამისა, სასამართლომ უარყო მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ მე-3 მუხლით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი აკრძალვა). სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ განმცხადებელს არამატერიალური ზიანისთვის 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად წარადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცენტრი პრესკონფერენციას მართავს. მანამდე კი, შეფასება საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა. „სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო. სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა. ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, - აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანის საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”, - აღნიშნულია პრემიერის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა. „2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილი ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.   

უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს

კიევის ოლქის ბროვარის რაიონში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს ამიას შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია. ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი    

ზელენსკი დავოსის ფორუმზე: მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია

19 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე ონლაინ გამოსვლისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულებით დარწმუნებული არ არის, პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია და ის იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. „მე არ მესმის, ვის უნდა ველაპარაკო და რაზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ქრომაკზე ჩნდება, ნამდვილად ის არის“, - უპასუხა ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვას. „სრულებით დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია ან რომ ის იღებს გადაწყვეტილებს, ან ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს, ადამიანთა რომელი ჯგუფი, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს ერთს დაჰპირდე, მეორე დღეს კი, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მე არ მესმის, ვისთან [უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება]. ჩვენ ახლა თქვენთან ვურთიერთობთ - თქვენ ზუსტად იცით, ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი, თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს „ვინმე“ და მერე შემოგვთავაზოს „რაღაც“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ქრომაკი, რომელსზეც ზელენსკი მიუთითებს, ვიზუალური ეფექტების ტექნიკაა, რომელიც ვიდეოს გარშემო ფონის შესაცვლელად გამოიყენება. ზოგიერთი თვლის, რომ პუტინი ამ ტექნიკას იყენებდა თავისი სატელევიზიო გამოსვლების დროს, რათა ეჩვენებინა, რომ ის სტუმრობს ადგილებს და რეალურად უსაფრთხოდ რჩება. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური გზით თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.   

შარლ მიშელი კიევშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევშია. უკრაინაში ფართომასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა „დავბრუნდი უკან, კიევში, რათა თანამშრომლობის ყველა მიმართულება განვიხილო. დაე, 2023 გამარჯვებისა და მშვიდობის მომტანი წელი ყოფილიყოს", - წერს მიშელი Twitter-ზე.  შარლ მიშელის კიევში ჩასვლამდე, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.  Telegram-ის არხებში უკრანული გამოცემები წერენ, რომ ბელორუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველია. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო ესწრება. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა „პატივი მაქვს, წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა: ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს. ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტან კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია წერილში.  

გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში ფიცის დადების შემდეგ ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრად გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა. "გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის არმიისთვის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან 19 იანვარს გამართავს.  

კახა კალაძე: „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პროექტის მხოლოდ გეგმარებითი დავალებაა წარმოდგენილი. „საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი. თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის -„ქართუ ფონდის“ გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორიას, ის განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, - განაცხადა კალაძემ.  

ესტონეთი უკრაინას რეკორდული მოცულობის, 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

ესტონეთი უკრაინას დისტანციურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღ, ასევე, 113 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას მიაწვდის, იტყობინება ესტონეთის მთავრობა. პაკეტში შედის ათობით 155-მმ და 122-მმ-იანი ჰაუბიცები, ათასობით ჭურვი და სატვირთო მანქანა, ასზე მეტი Carl Gustaf-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მისთვის საჭირო ათასზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალა. „ეს იქნება ესტონეთის მიერ დღემდე გამოყოფილი დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთლიან სამხედრო დახმარებას 370 მილიონ ევრომდე  გაზრდის, რაც მისი მშპ-ის 1%-ზე მეტია“, - აცხადებს ესტონეთის მთავრობა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის თქმით, უკრაინამ პირდაპირ მოითხოვა ამ იარაღის მიწოდება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას. „უკრაინის დახმარებით, ჩვენ ვიცავთ ყველა ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებას, მათ შორის ესტონეთს", - განაცხადა კაია კალასმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით

საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილმა და Adani Group-ის თავმჯდომარემ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან. საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

Bloomberg: რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის გზა იპოვა

რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების „ხვრელი“ იპოვა - სინგაპურში რუსულ ნედლეულს ურევენ სხვა მარკის ნავთობს და იქიდან რეექსპორტი მთელს მსოფლიოში ხდება. რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია ამის შესახებ Bloomberg წერს.  სააგენტო განმარტავს, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ არ აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტები ვერ განახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთის ფედერაციის საწარმოებთან. „ქვეყანაში ნავთობის შესანახ ავზებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. იმის გამო, რომ მომგებიანია რუსეთიდან იაფი ნედლეულის შერევა სხვა წყაროებიდან შესყიდულ ნავთობთან და განზავების დახმარებით შესაძლებელია საქონლის წარმოშობის დამალვა“, - წერსგამოცემა. გადამზიდავი კომპანია Vortexa Ltd-ის მონაცემებით, სინგაპურის ტერმინალებმა 2022 წლის დეკემბერში ორჯერ მეტი ნავთობი შეისყიდეს ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. სინგაპურმა 2,6 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო, რაც 40-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.  რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის. გამოცემა წერს, რომ რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა. WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს. რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე.    

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ფორუმზე: ყირიმი ჩვენი მიწაა, მოგვეცით თქვენი იარაღი და დავიბრუნებთ, რაც ჩვენია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გასათავისუფლებლად. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ვიდეოჩართვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენი მიზანია ჩვენი ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია. ყირიმი არის ჩვენი მიწა, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი ზღვა და ჩვენი მთები. მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დაგიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ევროპარლამენტმა რუსეთისა და ბელორუსის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის შესახებ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნას. რეზოლუცია მიღებულია 472 ხმით, 19 წინააღმდეგ წავიდა და 33-მა თავი შეიკავა. „რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, წარმოადგენს გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ძალებმა განახორციელეს განურჩეველი თავდასხმები საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მოკლეს ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და განახორციელეს ტერორისტული აქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრიბუნალის შექმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტიტუციურ სისტემაში არსებულ დიდ ხარვეზს შეავსებს. მან მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქვეყნებს, იმუშაონ მჭიდრო თანამშრომლობით უკრაინასთან, რათა მოიძიონ და შექმნან პოლიტიკური მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ფორუმებში, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არამხოლოდ ვლადიმერ პუტინის და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ქმედებები. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპარლამენტს მტკიცედ სჯერა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პუტინი და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა შეიძლება, უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის დაისაჯონ. რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ამ ტრიბუნალის შექმნა ასევე იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტისა და რუსეთის მოკავშირეებისთვის, რომ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციისთვის დასავლეთთან ჩვეულ ფორმატში დაბრუნება შეუძლებელია. 

ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჯილისი დაითხოვა და პარლამენტის  ვადამდელი არჩევნები 2023 წლის 19 მარტს დანიშნა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. „გამოვთქვამ იმედს, რომ დეპუტატების განახლებული შემადგენლობა გააგრძელებს მუშაობას იმავე ფორმატში და ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველ მოდერნიზაციას. მაჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 19 მარტს გაიმართება. ყველა დონის დეპუტატების არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, „მაჯლისისა და მასლიხატების ვადამდელი არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკითაა ნაკარნახევი, რომელსაც მოქალაქეები ეროვნულ რეფერენდუმზე მხარს უჭერენ“. თოყაევის განცხადება ორი თვის წინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თოყაევის ძალაუფლება განმტკიცდა. კენჭისყრას წინ უსწრებდა უპრეცედენტო ანტისამთავრობო, ძალადობრივი გამოსვლები 2022 წლის იანვარში, როცა სისხლიც დაიღვარა. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა წარსულში ყაზახეთის ერთპიროვნული მმართველის, თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის პოზიციების შესუსტება. 11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა.  ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს  საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს