ძებნის რეზულტატი:

ვიდრე თავისუფალი მსოფლიო ფიქრობს, ტერორისტული სახელმწიფო კლავს - ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ფორუმზე

„ტირანია უსწრებს დემოკრატიას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას. „სანამ თავისუფალი სამყარო ფიქრობს, ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს მკვლელობებს. მსოფლიოს ეჭვი ეპარებოდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უყოყმანოდ დაიკავა ყირიმი. მსოფლიოს ეჭვი ეპარებოდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უდავოდ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. დღეს - და აღარასოდეს - მსოფლიოს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს. როდესაც ბოროტება დაბრუნდება, სამყაროს სჭირდება სიჩქარე და მონდომება. რუსეთი ახორციელებს ტერორის ექსპორტს და მსოფლიომ უნდა იმოქმედოს იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას აკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ იმ ტრაგედიაზეც ილაპარაკა, რომელიც კიევთან მოხდა.  „ათი საათის წინ კიევის მახლობლად ტრაგედია მოხდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი კოლეგები და ეკიპაჟი, როდესაც ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. დღეს თოთხმეტმა უკრაინულმა ოჯახმა დაკარგა ახლობლები და ომის დროს ბევრი კარგავს მათ ყოველდღე“, - განაცხადა ზელენსკიმ და ფორუმის მონაწილეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ დაღუპულთა ხსოვნას.  

ზელენსკი ბროვარის ტრაგედიაზე: აღარ არის უბედური შემთხვევები, ეს ყველაფერი ომის შედეგია

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით, უბედური შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდება, ეს ყველაფერი ამა თუ იმ გზით დაპყრობითი ომის შედეგია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა „მე მჯერა, რომ ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც დღეს მე და საზოგადოებას გვაქვს, ეს არ არის უბედური შემთხვევა - ეს არის ომი. ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე, მას აქვს რამდენიმე მიმართულება. აღარ არის უბედური შემთხვევები, ეს ყველაფერი არის ომის შედეგი, ყველაფერი რაც ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, სიკვდილის ყოველი ფაქტი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგია. გარდა ამისა, კითხვაზე, აწუხებს თუ არა მისი უსაფრთხოება, პრეზიდენტმა უბრალოდ უპასუხა, რომ არა. – „არ მაინტერესებს“, – განაცახდა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე  

გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი

გერმანიამ მოახერხა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაძლევა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცახდა. „გერმანიამ რამდენიმე თვეში რუსულ ენრგორესურსებზე ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებულება დაძლია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ახალ პარტნიორებთან", - თქვა შოლცმა. მისივე თქმით, „ამ ზამთრის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შევსებული გაზსაცავების, უმაღლესი ენერგოეფექტურობისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით“. კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში უკვე გაიხსნა ორი მობილური ტერმინალი თხევადი გაზის მისაღებად. უახლოეს თვეებში სავარაუდოდ ექსპლუატაციაში შევა კიდევ ორი ​​LNG მიმღები. „ოთხივეს მთლიანი სიმძლავრე 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.  

აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს - ილჰამ ალიევი

გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ მიწოდების გეოგრაფიას“, - განაცხადა ალიევმა.   

ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი პირველივე დღეებიდან აქტიურად შეუერთდა ინიციატივას „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც მოიცავს დიდ გეოგრაფიას.  გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.  მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ინვესტიციების განხორციელება დაიწყო.  „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა.   

TRACECA-ს აზერბაიჯანულ მონაკვეთზე ტვირთების გადაზიდვა 30%-ით გაიზარდა

გასული წლის იანვარ-ნოემბერში, ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 46 მლნ 968,5 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო ტვირთბრუნვამ - 11 მლრდ 590,9 მლნ ტონა/კმ. TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაზიდული ტვირთის მოცულობა 29.03%-ით და 33.6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე. 11 თვის განმავლობაში TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში, საავტომობილო ტრანსპორტით 25 მლნ 451,5 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54,2%, რკინიგზით 15 მლნ 388,9 ათასი ტონა ანუ 32,8%, ზღვით 6 მლნ 128,1 ათასი ტონა ანუ 13% გადაიზიდა. ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფანში გადაზიდული ტვირთის 26,8% ანუ 12 მილიონ 583,8 ათასი ტონა ტრანზიტულ ტვირთს შეადგენდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

საქართველო მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

სომხეთში, გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევ მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.  

CNN: აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს

შეერთებული შტატების ახალი დახმარება დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მოიცავს. CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს უფრო მეტ ჯავშანტექნიკას (Bradley Fighting Vehicles, Strykers) და ნაღმებისგან მდგრად ჩასაფრებაზე დაცულ მანქანებს, რომლებიც ცნობილია როგორც MRAP. ორი ტიპის ჯავშანტექნიკის გაგზავნა, უმძიმესი იარაღი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა უკრაინას, მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმისგან, რაც აშშ-მ უკრაინას დღემდე აიღო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ დახმარებას მომდევნო დღეებში მიაწდის. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატები ძალისხმევას არ იშურებს, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციები ჰქონდეს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობა გაჩნდება. ცნობისთვის, თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობაზე საუბრობს. შესაბამის კომენგტარს CNN ავრცელებს. „ვეჭვობ, რომ თქვენ კვლავ მოისმენთ შეერთებული შტატებისგან უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტების, დამატებითი იარაღისა და შესაძლებლობების შესახებ - შესაძლოა, ეს იყოს ამ კვირის ბოლოს“, - განუცხადა CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. კირბიმ არ დააკონკრეტა პაკეტის შინაარსი, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ კონცენტრირებულია „მცდელობაზე, რომ უკრაინას გადაეცეს ის, რაც მათ სჭირდებათ იმ ბრძოლაში, რომელშიც არიან“. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პაკეტების მოდულაციას ისე, რომ ისინი მოერგოს უკრაინას საჭიროებებს და თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ამას, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა კირბიმ. 6 იანვარს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების „ყველაზე დიდი“ ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის იყო „ბრედლის“ ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები.  

აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს. CNN: აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს "თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას. ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა", - განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ დახმარებას მომდევნო დღეებში მიაწდის. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატები ძალისხმევას არ იშურებს, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციები ჰქონდეს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობა გაჩნდება. ცნობისთვის, თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობაზე საუბრობს. შესაბამის კომენგტარს CNN ავრცელებს. „ვეჭვობ, რომ თქვენ კვლავ მოისმენთ შეერთებული შტატებისგან უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტების, დამატებითი იარაღისა და შესაძლებლობების შესახებ - შესაძლოა, ეს იყოს ამ კვირის ბოლოს“, - განუცხადა CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. კირბიმ არ დააკონკრეტა პაკეტის შინაარსი, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ კონცენტრირებულია „მცდელობაზე, რომ უკრაინას გადაეცეს ის, რაც მათ სჭირდებათ იმ ბრძოლაში, რომელშიც არიან“. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პაკეტების მოდულაციას ისე, რომ ისინი მოერგოს უკრაინას საჭიროებებს და თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ამას, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა კირბიმ. 6 იანვარს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების „ყველაზე დიდი“ ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის იყო „ბრედლის“ ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები.  

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინას სჭირდება სამხედრო ტექნიკა, რომლის გამოყენებაც შეუძლია და ეს ასევე მოიცავს მოწინავე სისტემებს. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ რამშტაინის ფორმატში (...) იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება „ხვრელების დახურვაზე (...) და შორს მიმავალ შედეგებზე მათთვის, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს აუვლის“.  

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება. ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება, მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.  

ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ევროპის ებრაელთა კონგრესი (EJC) გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც რუსები ებრაელებს შეადარა, ხოლო დასავლეთი ჰიტლერს. კონგრესის პრეზიდენტმა არიელ მუზიკანტმა ლავროვის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. „ეს არის ჰოლოკოსტის დამახინჯება მის ყველაზე საბაზისო დონეზე და ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ ლავროვს, ბოდიში მოიხადოს“.   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი რუსებს ადარებს ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების მიერ მოკლულ ებრაელებს, ხოლო დასავლეთს ადოლფ ჰიტლერს. რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი TASS-ის ცნობით, ლავროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპული ქვეყნების კოალიცია შექმნა „რუსეთის საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის“, როგორც ნაცისტების ლიდერს ჰიტლერს „სურდა „ებრაული საკითხის გადაჭრა“. ლავროვმა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ასევე შეადარა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს „რომელმაც პრაქტიკულად, მთელი ევროპის მობილიზება მოახდინა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ“. უფრო ადრე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს  

აშშ-ის შეფასებით, რუსეთი ბახმუტს და სოლედარს სრულად არ აკონტროლებს

რუსეთი სრულად არ აკონტროლებს ბახმუტს ან მეზობელ სოლედარს დონეცკის ოლქში, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა სპიკერმა ჯონ კირბიმ 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. რუსეთმა 13 იანვარს განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა სოლედარზე. კიევმა უარყო ეს განცხადება და აღნიშნა, რომ ბრძოლა გრძელდება. მოგვიანებით, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული ძალები, რომლებსაც კრემლის მიერ კონტროლირებადი ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები უჭერენ მხარს, სავარაუდოდ, სოლედარს 16 იანვრიდან აკონტროლებდნენ. კირბის თქმით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს დონბასის ამ რაიონში, განსაკუთრებით, სოლედარის მახლობლად, სადაც, აშშ-ის თქმით, ტერიტორიის კონტროლი კვლავ სადავოა. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ბოლო დღეებში ეტაპობრივ პროგრესს მიაღწიეს, ეს მათ ძვირად დაუჯდათ. მისი თქმით, ამ ძალისხმევას ძირითადად რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და მისი კერძო დაქირავებული ვაგნერ ჯგუფი ხელმძღვანელობენ რუსული არმიის მხარდაჭერით. ვარაუდობენ, რომ ვაგნერის ძალების წინსვლა სოლედარზე არის რუსეთის დაუნდობელი თავდასხმის მხარდამჭერი ოპერაცია ქალაქ ბახმუტზე, რადგან ის ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს.  

აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“ გაუგზავნოს - Bloomberg

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „სტრაიკერის“ ჯავშანტექნიკის გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. საუბარია ახალ პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კვირის ბოლომდე გამოუყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინისთვის აშშ-ის უახლოესი დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, არ მოიცავს ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს. „აბრამსის ტიპის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა“, - განუცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ჟურნალისტებს პენტაგონში, 18 იანვარს, იტყობინება Bloomberg. 18 იანვარს, ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა გერმანიას, დიდი ხნის დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს უკრაინას. როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს არ გაუგზავნის, თუ აშშ არ დათანხმდება თავისი M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნას უკრაინაში, იტყობინება Reuters, რომელიც ანონიმურ წყაროს ციტირებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გერმანიაში სავარაუდოდ, პარასკევს გამოცხადდება. 20 იანვარს, გერმანიაში ასევე დაგეგმილია თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. ეს ფორმატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა. მორიგ შეკრებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება. მანამდე, ასევე ცნობილია, რომ აშშ უკრაინისთვის 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს.  უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დღესაც გამოცხადდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "კუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 118 530; ტანკი - 3 136 ; ჯავშანტექნიკა - 6 235; საარტილერიო სისტემა - 2 122; სარაკეტო სისტემა - 442; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების იერიში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები სოლედართან და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 სხვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 25 საჰაერო იერიში მიიტანა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 85-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საპატრიარქო: ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან, თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებზე ვისაუბრეთ

საქართველოს საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო. "დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ ქვეყნის ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მზად იქნება. არდერნი მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს 7 თებერვალს დატოვებს. ის მოელის, რომ პარტია უახლოეს მომავალში აირჩევს ახალ თავმჯდომარეს რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს. „ეს გადაწყვეტილება მე მეკუთვნოდა. ქვეყნის ხელმძღვანელობა არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც ოდესმე შეიძლება, ვინმეს მიენიჭოს, მაგრამ ეს ასევე ყველაზე რთული რამ არის. შენ არ შეგიძლია და არ უნდა აკეთო საქმე, თუ არ გაქვს ცოტა რეზერვი დაუგეგმავი და მოულოდნელი გამოწვევებისთვის“, - აღნიშნა ჯასინდა არდენმა პრესკონფერენციაზე. არდერნი 2017 წელს 37 წლის ასაკში გახდა პრემიერ-მინსიტრი და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იყო. 2020 წელს კი, მეორე ვადით აირჩიეს.  

უკრაინაში ფართომასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში ფართომასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. Telegram-ის არხებში უკრანული გამოცემები წერენ, რომ ბელორუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველია. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "ბელორუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველია", - "ტელეგრამზე" უკრაინის შინაგან საქმეთა მინსიტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.