ძებნის რეზულტატი:
ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები
„რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია, არღვევს, რუსეთი ცდილობს, საქართველოს წაართვას იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ელჩმა ასევე უპასუხა ჟურალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად. „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. ცნობისათვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კრემლის კონტროლირებად მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს საქართველოში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებასა და შესაძლებლობებს, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში“, - განაცხადა გავრილოვმა. მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას. უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის, მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6594 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6695 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0101 ლარი შეადგინა.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8983 ლარს შეადგენდა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1414 ლარს შეადგენსდღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 იანვრიდან შევა ძალაში.
აშშ-ის მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს - აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია „აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.
კიევის თხოვნის შემთხვევაში, ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს
ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტი უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხს განიხილავს, თუ ამას კიევის მთავრობა მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. მინისტრის განმარტებით, ნიდერლანდები აგზავნის მხოლოდ იმ დახმარებას, რომელსაც უკრაინა ითხოვს. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მომავალ თვეებში დიდ შეტევას განახორციელებს. კიევს ამჟამად ძირითადად მძიმე იარაღი სჭირდება. ქვეყანა დიდი ხანია, თანამედროვე საბრძოლო ტანკებს ითხოვს. პოლონეთს და ფინეთს გერმანული Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნა სურთ, მაგრამ ნებართვა გერმანიიდან სჭირდებათ. გერმანიის მთავრობის სპიკერმა 19 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლი,ა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები ბერლინის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. Sky News-ის ცნობით, ზელენსკიმ თავისი გამოსვლა, F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თხოვნით დაასრულა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამშტაინის ფორმატში მერვე შეხვედრა გაიმართა.
ილია მეორე: ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია „ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, დავით ნასრაძე,ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი,ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმარში. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.
ზელენსკი რამშტაინის შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, შემდგომი შეხვედრები ისტორიაში შევა, როგორც F-16-ებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რამშტაინი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააჩქარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოჩართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქამდე მიწოდებული იარაღისთვის ყველა მოკავშირის მადლიერია, მაგრამ ომი შეფერხების საშუალებას არ იძლევა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მსოფლიოში ისეთი წესრიგის არსებობა სურს, სადაც ერების განადგურება შეიძლება და ამაზე მოსკოვში ღიად საუბრობენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა არ დაუშვან მსოფლიოში ისეთი წესრიგების არსებობა, როდესაც სიძულვილი ბატონობს. „ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ თქვენი შემდგომი შეხვედრები ისტორიაში შევა როგორც „F-16-ებისა და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების რამშტაინი“. თქვენს ძალებშია ისეთი არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის გარანტია, რომლებიც ტერორს გატეხენ, - განაცხადა ზელენსკიმ. Sky News-ის ცნობით, ზელენსკიმ თავისი გამოსვლა, F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თხოვნით დაასრულა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამშტაინის ფორმატში მერვე შეხვედრა გაიმართა.
საგარეჯოში მომხდარი საზარელი მკვლელობის მიზეზს გამოძიება დაადგენს - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია „მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფად მიწოდების მიზნით, ისრაელსა და სამხრეთ კორეაში თავის მარაგებს იყენებს
უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების მიზნით, შეერთებული შტატები ისრაელსა და სამხრეთ კორეაში თავის მარაგებს იყენებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ ისრაელში თავისი მარაგებიდან აგზავნის საბრძოლო მასალას - NYT მისივე განმარტებით, ეს გარემოება თავად აშშ-ის თავდაცვის შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს. შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს. გაზეთმა New York Times-მა 18 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შეიერაღებაზე, რომელიც განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ამ არსენალის გამოყენება საგანგებო ვითარებაში ისრაელსაც შეუძლია.
გერმანია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის.
რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს
„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
დნიპროზე სარაკეტო დარტყმებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, უკრაინაში 7 პირი დააკავეს
ქალაქზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით უკრაინაში, ქალაქ დნიპროში შვიდი ადამიანი დააკავეს. გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფის წევრები ნებაყოფლობით დათანხმდნენ პრორუსული რადიკალური გაერთიანებას, რომ დნიპროს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ რუსეთის არმიას ინფორმაციას მიაწოდებდნენ. გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი რუსებს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის მომზადებისთვის საჭირო კოორდინატებს აწვდიდა. თავდასხმის შემდეგ ჯაშუშები მიდიოდნენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, რათა რუსეთის არმიისთვის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია გადაეცათ და მოეხდინათ მათი კორექტირება. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა დგინდება, დაკავშირებული იყვნენ თუ არა დაკავებულები დნიპროზე 14 იანვარს მოხდარ თავდასხმებთან. ამას გარდა, რუსეთის ჯაშუშები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიის ქვედანაყოფებისა და უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ადგილისა და გადაადგილების შესახებ. ჯგუფს პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „რუსული გათავისუფლების მოძრაობის“ (სერბი,) მეთაური კურირებდა. ამ გაერთიანების იდეოლოგიური მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობა. პოლიციამ გაჩხრიკა დაკავებულების რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამოიღო დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, რომლებშიც, არსებული ცნობით, მიკვლეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი საბუთები. დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ღალატში, რომელიც საომარი მდგომარეობის დროსაა ჩადენილი. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.
სტოლტენბერგი: ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას წინსვლის საშუალებას მისცემს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა, უკრაინისთვის იარაღის ახალი პაკეტის მიწოდების საკითხს მნიშვნელოვანს უწოდებს. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს გენერალური მდივნის სიტყვებს Spiegel-ი ციტირებს. „ის, რომ უკრაინა მიიღებს ასობით ახალ ჯავშანტექნიკას, ქვეითების საბრძოლო მანქანებს, ასევე ტანკებს, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისცემს საშუალებას უკრაინელებს დაიცვან თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან, არამედ განახორციელონ საკუთარი შეტევები ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - დასძინა სტოლტენბერგმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან კითხვაზე, ზიანს აყენებს თუ არა გერმანია ევროპის ერთიანობას იმით, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას ჯერ არ ეთანხმება, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე „კონსულტაციები გაგრძელდება“. მან გაიხსენა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მხარდაჭერის ფორმები მუდმივად იცვლებოდა. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მოკავშირე, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას. „არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახლა Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი. გერმანია მართლაც ლიდერია უკრაინის მხარდაჭერით ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა
არარატ მირზოიანი: თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში განვიხილავთ
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თქმით, სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად „ჩვენ განვიხილავთ თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების ფორმატში. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ იდეა ვრცელდება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი სომხურმა მხარემ ასეთი შეხვედრისთვის მხადყოფნა გამოთქვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია შეთანხმება თუნდაც უბრალო ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც სიძულვილის ენისა და მტრობის აღმოფხვრის შესახებ ვალდებულებას გამოხატავს“, - აღნიშნა მირზოიანმა. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეხვედრების უმაღლეს დონეზე გამართვას თბილისში სთავაზობდა, მაგრამ ერევანი ამისთვის მზად არ აღმოოჩნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი და დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.
გერმანიაში, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიზნით, თხევადი გაზის მესამე მცურავი ტერმინალი გაიხსნა
გერმანიაში ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის ფარგლებში კიდევ ერთი მცურავი LNG ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ექსპლუატაციაში შევა. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა LNG ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე 7,5 მილიარდი კუბური მეტრია, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე სრულად იქნება გამოყენებული. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, პირველი თხევადი გაზით დატვირთული (LNG) ტანკერი (არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან) ბრუნსბიუტელში 2023 წლის იანვრის ბოლოს შემოვა და ტერმინალში ჩაიტვირთება. გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება
კიევში ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ
კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის თანახმადაც კიევის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ. „ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭირა. მსახიობმა უარი განაცხადა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამო. მას შემდეგ ბუბა კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა. მან მხარი დაუჭირა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციაში. 2019 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის პატივსაცემად ჩავიდა. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, - ნათქვამია პეტიციაში. სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.
უკრაინა, ამერიკული ტექნოლოგიით ორ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
უკრაინაში, ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ორი ახალი ბლოკი ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „ამერიკული კომპანია Westinghouse-ის მიერ უკრაინაში AP1000®️ რეაქტორების მშენებლობა რუსეთთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია. დღეს მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ დავიწყებთ ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას ახალი ტიპის რეაქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში პირველად აშენდება“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ. მისივე თქმით, ამ გზით უკრაინაში საბჭოთა ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული წარმოების შექმნის ერა დასრულდა. KhNPP-ზე ორი ენერგეტიკული ბლოკის მშენებლობის დასრულებისა და გაშვების სავარაუდო ვადა 2030-2032 წლებია, თუმცა ვადებზე შესაძლოა, საომარი მოქმედებების მიმდინარეობამ იქონიოს გავლენა. ერთი ელექტროსადგური დაახლოებით $5 მილიარდი დაჯდება. ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტა, რომ Westinghouse AP1000®️ რეაქტორი III+ თაობის რეაქტორია, რომელსაც საბჭოთა VVER-1000-თან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს (ამჟამად უკრაინაში ფუნქციონირებს 13 ასეთი ელექტროსადგური), განსაკუთრებით უსაფრთხოების, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით.
იტალიელი სამართალდამცველები რუს ოლიგარქ დიმიტრი მაზეპინსა და მის იახტას ეძებენ
იტალიელმა სამართალდამცველებმა რუსი ოლიგარქი დიმიტრი მაზეპინი ძებნილთა სიაში შეიყვანეს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი ოლიგარქის იახტა სარდინიის პორტიდან 2022 წლის ზაფხულში გაუჩინარდა. იტალიელმა პროკურორებმა გააანალიზეს უძრავი ქონების მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსმა ოლიგარქმა ტოსკანის საკურორტო ქალაქ ფორტე დეი მარმიში, ახლახან ზღვისპირა ვილა იქირავა. ასევე სამართალდამცველები ცდილობენ იპოვონ მისი 22 მეტრიანი სუპერიახტა Aldabra, რომელიც ბოლოს ლიგურიის რივიერაზე მდებარე სავონას პორტში დაფიქსირდა. სავარაუდოდ იახტა რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ტუნისში გადაიყვანეს. რუსი ოლიგარქის იახტა, სანქციების გამო კონფისკაციას ექვემდებარებოდა. დიმიტრი მაზეპინი სანქცირებულთა სიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხვდა. მედიის ცნობით, იტალიში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა რუსმა ოლიგარქმა ქვეყანაში გაყინული აქტივებით მოახერხა ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილება. იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავად მაზეპინი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მაზეპინი, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელი და ფორმულა 1-ის ყოფილი მძღოლის, ნიკიტა მაზეპინის მამაა. მისი კაპიტალი ახლა $800 მილიონს აღემატება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ღვედის გარეშე მგზავრობის გამო დააჯარიმეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამზე" პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო უსაფრთხოების ღვედის გარეშე. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე, როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.
„გაათავისუფლე ლეოპარდები" - უკრაინელებმა და მათმა თანამოაზრეებმა ბუნდესტაგთან დემონსტრაცია მოაწყვეს
მას შემდეგ, რაც რამშტაინის შეხვედრაზე, მხარეები უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, ბუნდესტაგის შენობასთან გერმანიაში უკრაინელი ახალგაზრდებისა და მათი თანამოაზრეების საპროტესტო დემონსტრაცია საზოგადოება Vitsche-ის ორგანიზებით გაიმართა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს უკრაინელი ახალგაზრდები და მათი თანამოაზრეები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებენ, რომ „ლეოპარდის“ ტანკები გაათავისუფლონ. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაუგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.