ძებნის რეზულტატი:

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაჩალიკაშვილის საქმეზე: ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო

მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე „მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხა ყველა შესაბამისი პირი, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა. ამ ნაწილში დადებითადაა შეფასებული, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, მაგალითად, ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ადგილის მთლიანობის საკითხზე და ამბობს, რომ როდესაც სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა, მაშინ აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა და ამის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო შეიქნა ოთახში არსებული ცალკეული ნივთების, მათ შორის, ხელყუმბარის, ადგილის შეცვლა. აქვე ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციებში პირის გადარჩენის ინტერესი, პირველადი დახმარების აღმოჩენის ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოძიების ადგილის მთლიანობის შენარჩუნება. ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მთლიანობაში ყველა პირი გამოიკითხა, ვინც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, თვითონ სპეცრაზმელები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და ცალკეული პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ცალკეული ხარვეზების გამო, რაც მან გამოძიების საწყის ეტაპზე დაინახა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო პროცედურული დარღვევა და ამ დარღვევისთვის სახელმწიფოს მოუწევს მატერიალური კომპენსაციის გადახდა მომჩივნებისთვის“, - განმარტა ბექა ძამაშვილმა.  

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთში, საკარიას გაზის საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა შავ ზღვაში საკარიას საბადოზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა  გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი ამოტუმბება. თუმცა, სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. გაზსაზომი სადგური დაახლოებით ერთ წელიწადში აშენდა და საცდელი სამუშაოებისთვის მზადაა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა განვიხილეთ

ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა განვიხილეთ, - ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

აშშ-ში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც კრიპტობირჟის მეშვეობით, $700 მილიონის „გათეთრებაშია“ ეჭვმიტანილი

აშშ-ში, მაიამიში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი დამფუძნებელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, რომელიც კრიპტოვალუტის მეშვეობით, $700 მილიონის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  ამის შესახებ Bloomberg აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. ლეგკოდიმოვს, რომელსაც შეერთებულ შტატებში ასევე „განდალფს“ უწოდებენ, ბრალი ედება კრიპტოვალუტის ბირჟის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, რომელიც სავარაუდოდ $700 მილიონს შეადგენს.  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „გენდალფი“ სამშაბათს მაიამში დააკავეს. სააგენტოს ცნობით, ჰონგ კონგში დაფუძნებული ბირჟა Bitzlato იყო „კრიტიკული ფინანსური რესურსი“ რუსეთის Hydra darknet ბაზრისთვის, როგორც ყველაზე დიდი და სტაბილური პლატფორმა, რომელიც არალეგალური საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობს.  

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელოვანი მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით დაასაფლავეს. სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგ ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ბუბა კიკაბიძე 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.  

საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტიანად არის გამოძიებული - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტიანად არის გამოძიებული, - ასე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე „აღმოაჩინეს ძალიან ბევრი უხეში დარღვევა, არაეფექტური გამოძიება, რაც პირდაპირ ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. იქ არის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აღვნიშნოთ. რაც დავინახე და რასაც ვხედავ, საქმე ხელმეორედ უნდა დაუბრუნდეს გამოძიებას, ეს მინისტრთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და საბოლოოდ პასუხები უნდა მივიღოთ. საქმე გასაჩივრდება ხელმეორედ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაჩალიკაშვილის საქმეზე: ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო „სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო. სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა. ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, - აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.  

უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანა - ღარიბაშვილი

უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა განვიხილეთ „უკრაინაში მიმდინარე ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა. ამიტომ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი ქიმიური, აი ასე ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალ დაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2.3 მლრდ დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით

საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა.  ანაკლიის პორტი ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ესაუბრება.  „ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. ამ კონსორციუმის 51% იქნება საქართვლოს მთავრობის მფლობელობაში, 49%-ზე კი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა  

ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: ეს პროექტი, საქართველოს შესაძლებლობების გაზრდის მიზნით უნდა განხორციელდეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ გეგმავს საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას.  „ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 % კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას, მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით. „პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით   

ღარიბაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ამ აბიციურ პროექტს 4 ქვეყანა განახორციელებს და ინვესტიციებს ჩადებს

შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს „ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. ბუქარესტში ვიყავით სექტემბერში, სადაც ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციებს ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.

მზად უნდა ვიყოთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზრდება. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის - ირაკლი ღარიბაშვილი

„მზად უნდა ვიყოთ, რომ ტყვირთბრუნვა გაიზრდება [შუა დერეფანში], ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა. „მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, მაქსიმუმ 10-15 დღეში შემოვა საქართველოში, როცა ზღვით ტვირთების გადაზიდვას 45 დღე სჭირდება. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი დერეფანია. ყველა ეს ქვეყანა მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.   მისვე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. „ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია. აქვე მინდა, ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.  შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

ალიევმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა შუა დერეფნის უპირატესობებზე

„შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში“, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან, საქართველოსთან და თურქეთთან. ასევე, აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიასთან. „ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ დიდი კაპიტალი დავაბანდეთ ინფრასტრუქტურაში ბოლო წლებში. ასევე უნდა ითქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზად არის აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გვქონდეს. 15 მილიონ ტონას შეადგენს ჩვენი პორტების შესაძლებლობა, ამას გავაფართოებთ და ბიუჯეტში უკვე გავწერეთ თანხები. 25 მილიონი ტონა იქნება სამიზნე და გვინდა, რომ უფრო მეტი საქონელი გავატაროთ, რადგან როგორც თქვენ ბრძანეთ, ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტებით აღარ ხდება“, - აღნიშნა ალიევმა. „დიდი ტვირთი წამოვიდ ჩვენსკენ და ეს მხოლოდ დასაწყისია“. მისივე თქმით, ხსენებულ დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს. „ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში. იმისთვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშოთ და ტარიფების პოლიტიკაც გვქონდეს შეჯერებული. ეს არამარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ, კომერციულადაც უნდა იყოს მიმზიდველი. შეხვედრას რომ ვიწყებდით, ზუსტად ისე დავსხედით, როგორც მიდის ჩვენი მილსადენი, ჩემგან, საიდანაც გადავა, ჩემი გეგმა იწყება აზერბაიჯანიდან, ამიტომ, ჩემგან ვიწყებ ათვლას - საქართველო, თურქეთი და მერე ევროპა, ზუსტად ასე, ჩვენ პირიქით მიმართულებაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

ალიევი დავოსში: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად

კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა.  „ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონშიო, მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ, იმიტომ რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და უარი თქვა ამაზე სომხეთმა. დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი“, - განაცხადა ალიევმა.  

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. „რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, - განაცხადა პრემიერმა.  

ჰანი დავოსის პანელურ დისკუსიაზე: ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს აღებული სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი და ერთგულნი ვართ ამის უფრო მეტად, ვიდრე ადრე

სამხრეთ კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – ამის შესახებ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ოჰანეს ჰანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“. იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ შუა დერეფანს ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ საუბარი გვაქვს ხშირად დერეფანზე და არა გვირაბზე, ცნებებს, სახელდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შუა დერეფანს აქვს დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის ზოგადად მთელ რეგიონში. თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა ასპექტი, რაც ამ ტრანზტს მოჰყვება. ევროკავშირისთვის ეს არ არის მხოლოდ გარანტირებული მიწოდების ჯაჭვი, ეს არის ბევრი სხვა ასპექტი და საკითხი. ჩვენ ვხედავთ ამაში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც ჩვენს სამეზობლოში. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, სადაც სამი ქვეყანაა, ამ პანელზე ორი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ნებისმიერი ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს მიზანმიმართული მეტი სტაბილურობისკენ და ეს ინიციატივა სწორედ ასეთია. მეტი მონაწილეები, მეტი მოსარგებლეები, ჩინეთიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული იქნებიან ამ პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი წვლილს შეიტანს სტაბილურობაში და, ჩვენი გადმოსახედიდან, მრავალეროვნულობაში. სტრატეგიული პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დერეფანია. დებატები დეფერანთან დაკავშირებით არა მარტო მიწოდების ჯაჭვზეა, არამედ საკითხების უფრო ფართო სპექტრია“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა. იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროპისთვის აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. „ეს პარტნიორობა არის ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ინსტრუმენტების, რომელიც შეიძლება, იქნას გამოყენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი საინვესტიციო ბანკები, გარანტირებული სქემები არსებობს, განსხვავებული საკონტრაქტო ურთიერთობები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადასაწყვეტია, მათი პრეროგატივაა, რა პირობებს შეარჩევენ. მაგალითად, საქართველოსთან გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, აზერბაიჯანთან არ გვაქვს ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა, მაგრამ ამას პატივს ვცემთ. რაც შეეხება საბაჟო ადმინისტრირებას, ამაზე შეიძლება, მომავალში ვისაუბროთ. ეს რეგიონი სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება იყოს ევროპისთვის ძალიან საინტერესო, ასეთი მიმართულებით თუ წარიმართება და განვითარდება საქმე და მოვლენები, არა მარტო ომის გამო, ომამდეც, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენე, ეს რეგიონი იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით - Limak Holding -ის თავმჯდომარე

ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, - ამის შესახებ კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარემ ებრუ ოზდემირმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა. ალიევმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა შუა დერეფნის უპირატესობებზე მისი თქმით, თუ აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გაკეთდა, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება. „ჩვენ ვართ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანია. ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ამ დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, მაგრამ საოპერაციო კუთხით, როცა აშენდება ეს დერეფანი, კერძო სექტორი დააკვირდება შესაძლებლობებს და ვნახავთ რა გამოიკვეთება. მზად უნდა ვიყოთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზრდება. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის - ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენ აეროპორტები ავაშენეთ, როცა შეიქნა ამის აუცილებლობა და მოთხოვნილება. როგორც კი საჭიროება გამოიკვეთება, ლოგისტიკური ცენტრიც იქნება, სასაწყობე მეურნეობებიც. ეს ყველაფერი იქნება კერძო სექტორის ჩართულობით. ეს რეგიონი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული მიმწოდებელი. ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. თურქეთის მოსახლეობა 90 მილიონია. ჩვენი მშპ ბევრ წილად გაიზრდება და კერძო სექტორისთვის შეიქმნება შესაძლებლობები და ამას აშკარად ვხედავთ. მე არ წარმოვადგენ მთავრობას, მაგრამ ვხედავ, რომ თურქეთს სწამს ამ პროექტის და ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ეს ყველა მხარისთვის მომგებიანია. ეს თანამშრომლობა სახეზეა. ეს კარგი მეგობრობა, ეს კარგი ურთიერთობა ჩვენს რეგიონში ძალიან კარგ მაგალითს შექმნის მსოფლიოსთვის. თუ შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავაშენებთ ამ ინფრასტრუქტურას, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის - ბუნებრივი აირის მილსადენის შემთხვევაში გავაკეთეთ, რეკორდულად სწრაფად აშენდა. ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც, ძალიან ეფექტიანად აშენდა და ძალიან კარგად მუშაობს. ამ დერეფანსაც იგივე შეეხება“, - განაცხადა ებრუ ოზდემირმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში დაეხმარება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი განწირულია წარუმატებლობისთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმაროს. შარლ მიშელი კიევშია ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ეს უფრო მეტია ვიდრე ომი, ეს არის სისტემატური განადგურების სტრატეგია, რათა გაიძულოთ დამორჩილება, გაიძულოთ, თქვენი ქვეყანა გახდეს ვასალური სახელმწიფო. ეს ომი განწირულია მარცხისთვის. უკრაინა დარჩება მტკიცე, მამაცი და სამართლიანად ამაყი“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირს „გადაწყვეტილია აქვს, დაგეხმაროთ ბრძოლის ველზე გამარჯვებაში". „როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა 24 თებერვალს, მან მითხრა: „შარლ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, გვჭირდება საბრძოლო მასალა. სამი დღის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად გადავწყვიტეთ - პირველად ევროკავშირის ისტორიაში, ლეტალური იარაღი მიგვეწოდებინა მესამე ქვეყანისთვის“, - განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა.  ამასთან, მიშელმა განაცახდა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის.  „რუსეთის წინააღმდეგ მივიღეთ მკაცრი სანქციების ცხრა პაკეტი და ეს ჯერ არ დასრულებულა“, - განაცახდა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კიევში დღეს ჩავიდა.   

ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად კოორდინაცია და თანამშრომლობა გაზარდონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად. ამასთან, ერთობლივ განცხადებაში ბლინკენი და ჩავუშოღლუ ხაზს უსვამენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ და ადასტურებენ, რომ ომის შეწყვეტის გზების ძიებას მხარს უჭერენ. მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-თურქეთის თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის თურქეთის F-16 ფლოტის მოდერნიზაცია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ თურქეთს მადლობას უხდის როლისთვის, რომელსაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებაში ასრულებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობა ისეთი ტემპით, რომელიც მსოფლიოში ხორბალზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განიხილეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე NATO-ს კოორდინაციისა და სოლიდარობის განმტკიცების გზები და კოლექტიური თავდაცვის და NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს.

ბრიტანეთი უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტას გადასცემს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, უკრაინას Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტა გადასცეს. აამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა განაცხადა, იტყობინება Reuters. ესტონეთში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უოლესმა განაცხადა, რომ 2023 იქნება წელი, როდესაც მსოფლიო ვლადიმერ პუტინს აჩვენებს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და რომ პარტნიორები ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებენ. „ჩვენ ვაპირებთ კიდევ 600 Brimstone-ის ტიპის რაკეტა გავუგზავნოთ უკრაინას, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის ბრძოლის ველზე დომინირებაში დასახმარებლად“, - განაცხადა უოლესმა. „თუ პრეზიდენტი პუტინი ზრუნავს იმაზე, რომ წელს მოგვბეზრდება უკრაინის მხარდაჭერა (რედ.), ის ცდება. ჩვენ დავგეგმავთ წელს, მომავალ წელს, კიდევ მომდევნო წელს და მის შემდეგაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასევე უგზავნის Challenger 2-ის ტიპის ტანკს.  

უკრაინა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის უკრაინა - შარლ მიშელი

უკრაინა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის უკრაინა. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ეს დაპირება, რაც შეიძლება სწრაფად იქცეს რეალობად. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში დაეხმარება. მიშელმა განაცხადა, რომ მისი თქმით, ევროკავშირმა სამხედრო დახმარების სახით უკრაინისთვის ამ დრომდე 11 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო. „უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და ყველაზე მეტად, თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.