ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ზურაბიშვილი. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს
შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ვაღიარებთ საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად კოორდინაცია და თანამშრომლობა გაზარდონ კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, პირდაპირი დიალოგი საკვანძოა. ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის ჩართულობას პარტნიორებთან ერთად, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ორგანიზაციებთან ერთად ვაგრძელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და თურქეთის კერძო სექტორი საუბრობდნენ შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაზე. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად, ქვეყნებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, Europetime-თან განმარტა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რას მოიცავს ეს კოორდინაცია და რამდენად მნიშვნელოვანია დასავლური ინვესტიციები და მედიაცია როგორც მშიდობის განმტკიცების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანს და მის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს - ბენ ჰოჯესი „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებზე 2023 წელს სრულად იტყვის უარს. შესაძლოა, გამონაკლისი უნგრეთი აღმოჩნდეს
ამ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსების მოხმარებაზე უარს იტყვის გარდა უნგრეთისა, რომელიც შესაძლოა, „პოლიტიკური მიზეზების გამო“ გამონაკლისი აღმოჩნდეს. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ჩინეთზე და ეს უფრო მეტია, ვიდრე ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. ოქტომბრის დასაწყისში ბორელმა თქვა, რომ ევროპის ეკონომიკა რესტრუქტურიზაციის პროცესშია, რადგან ევროპული კეთილდღეობა აშენდა იაფფასიან რუსულ ენერგორესურსებზე. Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ევროკავშირი რუსეთში გაზის 40%-ს ყიდულობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8%-ზე ნაკლებია. 18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ სთხოვა ევროკავშირს, რომ მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციიდან გაზისა და ნავთობის მიწოდება შეენერჩუნებინა. მისი თქმით, უნგრეთს ენერგორესურსების მისაღებად ალტერნატიული წყარო არ აქვს. აგვისტოს ბოლოს უნგრეთმა „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება პირველი სექტემბრიდან დღეში დამატებით 5,8 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე. ოქტომბერში მხარეები შეთანხმდნენ „თურქეთის ნაკადის“ მეშვეობით მიწოდების გაზრდაზე.
მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი არ გამორიცხავს, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო „თანხმობას აქვს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. ჩვენ ან სწრაფად მივიღებთ ამ თანხმობას, ან თავად გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო „ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკრაინაში ომს და ადამიანების იძულებით გადაადგილებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და ამ მიზეზით, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 52%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მიერ 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის თანახმად, რუსეთი, თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 52%-ით $2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით არის გაზრდილი იმპორტი და $1.83 მილიარდია. ამასთან 6.8%-ით, $651 მილიონამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში. ამასთან საქსტატმა გაასაჯაროვა მონაცემები, თუ რა პროდუქციას ყიდის და ყიდულობს საქართველო რუსეთში. საქართველოს TOP 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში: ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%; ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%; მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%; სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%; მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%. საქართველოს TOP 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან: ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%; ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%; ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%; ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%; კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%. ამასთან, ცნობილია, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა. საქსტატის მონაცემებით 2021 წელს საქართველომ რუსეთში $135 მილიონის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $623 მილიონამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. $21 მილიონით, $112 მლნ-მდეა გაზრდილი რუსული გაზის იმპორტი.
მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის - ზელენსკი
მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო „მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს კიდევ ერთი ძლიერი, 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის. Stryker-ის ჯავშანმანქანები, კიდევ მერი Bradley-ს საბრძოლო მანქანები, Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვანი დახმარებაა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისთვის!”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: "ვაგნერი" ახლა უკრაინაში 50 000-მდე დაქირავებულ მებრძოლს ხელმძღვანელობს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი, "ვაგნერი" ახლა უკრაინაში 50 000-მდე დაქირავებულ მებრძოლს ხელმძღვანელობს. „ვაგნერი“ თითქმის დანამდვილებით, ამჟამად უკრაინაში 50 000-მდე მებრძოლს მეთაურობს და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების მთავარი კომპონენტი გახდა“, - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიხედვით, ქვეყანაში დაქირავებული სამხედრო კომპანიების საქმიანობა აკრძალულია, შესაბამისად "ვაგნერის ჯგუფი" არალეგალური უნდა იყოს. ამის გამო, ბრიტანულმა დაზვერვამ ჯერ არ იცის თუ როგორ გამოიყენებენ ოფიციალურად რეგისტრირებულ ორგანიზაციას "ვაგნერის" მებრძოლებთან საურთიერთოდ.
მონტენეგროს იონი-ადრიატიკის მილსადენი, შესაძლოა, ტრანსადრიატიკის გაზსადენს დაუკავშირდეს
მონტენეგრო ბარის პორტის გავლით, აზერბაიჯანულ გაზზე წვდომითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტის განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის წყაროების სტაბილურობასა და დივერსიფიკაციაში. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს მონტენეგროსა და მეზობელ ქვეყნებს, კასპიის რეგიონსა და დასავლეთ ევროპას შორის ხიდის როლი შეასრულონ. IAP-ის მარშრუტი ასევე გაივლის მონტენეგროს ტერიტორიაზე. შემოთავაზებული იონიურ-ადრიატიკის მილსადენი შესაძლია ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) დაუკავშურდეს, რათა გაზის ტრანსპორტირება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში განხორციელდეს. 516 კილომეტრიანი მილსადენი გაივლის ალბანეთს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და დასრულდება ხორვატიაში. მილსადენის გამტარუნარიანობა იქნება ხუთი მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. TAP-მა უკვე გააფორმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმები ამ პროექტის შემქმნელებთან, კერძოდ, [Plinacro (ხორვატია), BH-Gas (ბოსნია და ჰერცეგოვინა), GeoplinPlinovodi (სლოვენია),] ასევე მონტენეგროსა და ალბანეთის მთავრობებთან. შექმნილია TAP-ისა და IAP-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება კავშირის ტექნიკურ საკითხებზე შესათანხმებლად. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც 2027 წლისთვის ქვეყნიდან გაზის მიწოდების გაორმაგებას ითვალისწინებს.
პროკურატურა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა საგარეჯოს რაიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს საგარეჯოს რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. მწუხარებას გამოვთქვამთ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვის გამო. საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგებს. საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ქობულეთში სროლა იყო
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. როგორც ცნობილია, სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ელჩი პეტერ ფიშერი: 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, შესაძლებლობები ახლა თქვენს ხელშია
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ ფიშერთან. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. NATO-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას მხარს ვუჭერთ თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. ევროკავშირის წევრობა სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ ისინი სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, მოიტანს ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს ET: საქართველოსა და გერმანიას შორის დიალოგი 2018 წელს ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ჩამოყალიბებით გაღრმავდა, რომლის ფარგლებში იმართება სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის. გერმანიას სურს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს, პარალელურად, საფრანგეთის განცხადებით, უსაფრხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე რას გვეტყოდით უფრო მეტს? ელჩი ფიშერი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის. ET: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ალბათ, ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. დიახ, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ET: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე და საფრთხეების გათვალისწინებით, NATO-მ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა. როგორია გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით? ელჩი ფიშერი: ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.). ET: საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს 50-მდე შეთანხმება, რომლებიც ასევე მოიცავს ინვესტიციების ხელშეწყობას, რა არის ის სფეროები, სადაც გერმანია ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს? ელჩი ფიშერი: ყველა სფერო მნიშვნელოვანია, თუმცა ორ მიმართულებას გამოვყოფდი. ჩვენი შეთანხმების დიდი ნაწილი განვითარების სფეროში თანამშრომლობას ეხება, რის ფარგლებშიც გერმანია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების გარკვეული მიმართულებებით განვითარებას მხარს უჭერს. თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა პროფესიული სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება. განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, მდგრადი ურბანული განვითარება. თბილისსა და ბათუმში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებისთვის, თითქმის 50 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამა გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის სექტემბერში გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კულტურის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც აქ გერმანული ინსტიტუტების სტატუსს განსაზღვრავს და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას უწყობს ხელს. შედეგად, ქართველები სწავლობენ გერმანულს, შესაძლოა, ზოგიერთი გერმანელი სწავლობს ქართულს. ახალგაზრდები მიდიან და ჩამოდიან სასწავლებლად, ერთმანეთის კულტურის შესახებ ბევრს სწავლობენ. არამხოლოდ ბიზნესსაქმიანობა, თავდაცვა, არამედ კულტურაა ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების ფარგლებში. ეს მომზადების საუკეთესო გზაა ორივე ჩვენგანისთვის. თქვენ სწავლობთ ჩვენ შესახებ, გვიახლოვდებით და ჩვენ ჩვენი მხრივ, თქვენ შესახებ ვსწავლობთ ბევრს. ET: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის ტემპს როგორ აფასებთ? ელჩი ფიშერი: დადებითად ვაფასებ. მით უფრო, თუ შორი პერსპექტივიდან შეხედავთ, ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და 1992 წელს უცხო ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ბევრს მიაღწია. მოგეხსენებათ, გერმანია, პირველი იყო, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამ პერიოდში საქართველო ფუნდამენტურად შეიცვალა, ბევრი რეფორმა გატარდა, რამაც ხელი შეუწყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამრიგად, თუ საერთო სურათს განვიხილავთ, დიდ პროგრესს, მიმართულებას, ქართველების მისწრაფებას ვხედავ... არასდროს მინახავს ქართველი, რომელიც იტყოდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სურს. შეიძლება, არსებობებს ვინმე, თუმცა მე ჯერ არ შევხვედრივარ. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა. რა მოლოდინები აქვს გერმანიას? ელჩი ფიშერი: 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ. ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს.. ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით. ET: გერმანიის კანცლერმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. არ უხსენებია საქართველო, თუმცა მიუთითა მოლოდინზე, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო და სავიზო პოლიტიკას შეუერთდებიან. საქართველოს შემდგომ მიდგომებს როგორ აფასებთ ამ კუთხით? ელჩი ფიშერი: გერმანიის კანცლერმა გასულ წელს, მნიშვნელოვანი გამოსვლის დროს ისაუბრა საქათველოზე. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვიდან თბილისამდე უნდა ისმოდეს; რომ უნდა ვიყოთ ერთად და მომავლის გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. ეს მნიშვნელოვანი და სიმბოლური გზავნილი იყო. გასულ წელს, გერმანიის კანცლერი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ. ET: საქართველოში ამ კუთხით პრობლემას ხედავთ? ელჩი ფიშერი: მე ვიტყოდი, რომ დიდი გამოწვევას ვერ ვხედავ. საქართველო სანქციების თავიდან აცილების პრევენციისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ET: ალბათ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დიახ, რადგან რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ - ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს. ET: ევროკავშირი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ელჩი ფიშერი: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს. ET: ბოლო პერიოდში გააქტიურდა ანაკლიის პორტის საკითხი. ბევრი ითქვა სხვადასხვა ქვეყნის კომპანიის მხრიდან ინვესტირების პოტენციალზე. ამერიკულ ინვესტიციებთან ერთად, გერმანული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შესაძლებლობაზეც მიუთითეს. როგორ გესახებათ ეს პერსპექტივა და როგორ უყურებს გერმანია ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივას და მნიშვნელობას? ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს. ET: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ.
პაკისტანი და რუსეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ
პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმება პაკისტანში. დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ხვალ დასრულდება, ორ ქვეყანას შორის ოქმის ხელმოწერაა მოსალოდნელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დღეს ლაჰორში მინისტრი შულგინოვი მიიღო. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს აზრები „პაკისტანის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაზსადენის მშენებლობა იგეგმება სამხრეთ პაკისტანში ყარაჩისა და გვადარის პორტებში. დაგეგმილია LNG-ის მიმღები ტერმინალების დაკავშირება ქვეყნის ჩრდილოეთით კასურის რაიონში მდებარე ელექტროსადგურებთან. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 1,1 ათასი კმ იქნება. გამტარუნარიანობა 12.3 bcm მ წელიწადში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „პაკისტანის ნაკადის“ მშენებლობაზე 2015 წელს. მშენებლობა გადაიდო, მათ შორის რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. 2021 წლის მაისში ნიკოლაი შულგინოვმა და პაკისტანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში შაფკატ ალი ხანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცვლის შეთანხმებას გაზსადენის პროექტის განხორციელების შესახებ. მოგვიანებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს შორის 2022 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, კრემლმა უნდა წააგოს
დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო „კრემლმა უნდა წააგოს. თქვენ ხართ ძლიერი ქვეყნების ძლიერი ხალხი. მოგიწოდებთ, მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსულ ბოროტებას ნებისმიერი ძალა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კელი დეგნანი უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად და არა საჯაროდ
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემის საკითხი საქართველომ და უკრაინამ კონფიდენციალურად უნდა განიხოლონ. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა „ჩვენ განუწყვეტლივ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას, რომ განიხილონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კონფიდენციალურად და არა საჯაროდ“, - განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს. მისვე თქმით, ახლა ძალიან სენსიტიური დროა. თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია „რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ელჩმა. მანამდე, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
ფინეთი უკრაინას €400 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
ფინეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დააანონსა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან ჯამში ჰელსინკმა უკრაინას 590 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინას მძიმე არტილერიითა და საბრძოლო მასალით დაეხმარება, მაგრამ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები, რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, დახმარების პაკეტში არ შედის. „ფინეთის პოზიცია უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მანამდე თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ. მისი თქმით, გერმანული წარმოების ტექნიკის ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის ნებართვა.
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო Telegram-ის საკუთარ არხში ავრცელებს. აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო უკრაინული მედიები ავრცელებენ ცნობებს, რომ საჰაერო განგაში დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორიაზე ორი გამანადგურებლის, ასევე A-50U საზენიტო სადაზვერვო თვითმფრინავის აფრენასთან. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს
თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, - პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება. თუ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კალაძე "როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ სერიოზული პრობლემების გადალახვა. თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია. ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითხვის დასმა, ამ შემთხვევაში ვის მხარეს არის საქართველო, აბსოლუტურად უსაგნო და არასწორია", - განაცხადა სარჯველაძემ. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: როდესაც ხალხს კითხვები უჩნდება საქმეების შედეგების სანდოობაზე, ეს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მუშაობს
უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის საქმე რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გაჩნდა ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ქართველ ხალხს უჩნდება კითხვები საქმეების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთელი საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მუშაობს საქართველოსთან ერთად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს. მაგრამ ამის მსგავსი საქმეები, რომელიც წარმოშობს კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს მხოლოდ კანონის მიმართ ნდობას უთხრის ძირს“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გასულ წელს აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები შეჩერდა. 2020 წლის იანვარში დამძიმდა ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარკვეული პერიოდით ის უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ამასთან პროცესების შეჩერება დაემთხვა 2020 წლის ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებას.
პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოსა და რუსეთს შორის, ფრენების შესაძლო აღდგენას, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია! ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში. ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.