ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონები განსაზღვრეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა „დროებითი შეზღუდული საჰაერო სივრცის ზონების შექმნის შესახებ“ დადგენილება მიიღო. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება „სამხედრო ან ტერორისტული ხასიათის საფრთხისგან დაცვის მიზნით“ მიიღეს. დოკუმენტს ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა. საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები წესდება: „ადმინისტრაციული კონპექლების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“. მაგალითად აკძალული ზონა წესდება „რუსეთის საელჩოს“, „რუსეთის ელჩის რეზიდენციის“, „სახელმწიფო აგარაკების „ახალი ათონის“ „მიუსერის“ „ლდზაას“ თავზე. რეზოლუცია კრძალავს ამ ადგილებში საჰაერო სივრცის გამოყენებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს. გამონაკლისებს შორისაა ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ასევე აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორი რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element-ია, რომელიც შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, რადგან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ინფორმაცია 2006 წელს ამოიღო.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა
პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა. ინფორმაციას თბილისის აეროპორტი ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. China Southern Airlines-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა. საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ. „აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0058 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8847 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1403 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2677 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 იანვრიდან შევა ძალაში.
მედია: მოსკოვში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელიც პუტინს ემსახურება
მოსკოვთან, ვნუკოვოს აეროპორტში რუსული ვერტმფრენი MI8 ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენი სპაციალურ საავიაციო დანაყოფ „როსიას“ ეკუთვნის, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აგრესორი სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურება. „ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი, პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები", - წერს რუსული მედია. მედია წერს, რომ საუბარია 2013 წელს გამოშვებულ Mi-8MTV-1-ზე, რომელიც 22 მგზავრზეა გათვლილი.
ილია მეორე: ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის
ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის, - ამის შესახებ აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის. დღეს ბევრი დაიწერება და ბევრი ითქმის ამ ღვაწლის შესახებ; მე კი ეკლესიასთან დაკავშირებული მისი ურთიერთობის მრავალთაგან მხოლოდ ორ მოვლენას შეგახსენებთ: ბატონი ზაზა, რამდენიმე სხვა ცნობილ მეცნიერთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და ამ საქმის წარმატებით დასრულებაში. ფრიად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენგან მას მიეცა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მუშაობისა, რომელთა გამოცემაც ახლახან მოხდა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოს სივრცეში მოწყობილ არაერთ შეხვედრისა და ღონისძიებისა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზაზას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.
ამერიკის საელჩო: 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს რეფორმებისთვის, მათ შორის სასამართლო სისტემაში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს და აცხადებს, რომ პროფესიონალი, გამჭვირვალე, ეფექტიანი სასამართლო სისტემა არის ძლიერი დემოკრატიის საფუძველი. „შეერთებული შტატები ამაყობს ოცზე მეტი წლის თანამშრომლობით საქართველოს სასამართლო სისტემასთან ამ უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერების მხარდასაჭერად. დღეს საელჩოსა და USAID-ის წევრები შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ჩვენი თანამშრომლობის ისტორია, მიმდინარე და მომავალი პროგრამები. 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს რეფორმებისთვის, მათ შორის სასამართლო სისტემაში, რათა მიიღწეს მოქალაქეებისთვის ის, რაც მათ დიდი ხანია, თქვეს, რომ სურთ: უფრო წარმატებული, უფრო უსაფრთხო, ევროპული მომავალი. აშშ-ის მისია საქართველოში მზადაა თქვენ მხარდასაჭერად, - აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.
მკაცრად ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი მიუღებელია. „მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი აბსოლუტურად მიუღებელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.
რკინიგზის გადასასვლელზე დივერსიის ბრალდებით, 25 წლის კაცი დააკავეს რუსეთში, ბრიანსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, 25 წლის კაცი რკინიგზის გადასასვლელზე დივერსიის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილია, რომ დაკავებული ქალაქ სუროჟის მკვიდრია. სხვა დეტალები არ ვრცელდება ბრიანსკის რეგიონი ესაზღვრება უკრაინას, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა ომი გასული წლის თებერვალში დაიწყო.
თბილისში, ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ისანში, ყოფილი ტროლეიბუსების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ღია სივრცეში საბურავებს გაუჩნდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბელგია უკრაინას 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების უდიდეს პაკეტს გამოუყოფს
ბელგიის მთავრობამ უკრაინისთვის 92 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. „ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე უზრუნველყო (უკრაინა - რედ.) 146 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება. დღეს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნის შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ. თავდაცვის მინისტრის, ლუდივინ დედონდერის თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზე, ტყვიამფრქვევებზე, ყუმბარებზე, საბრძოლო მასალაზე, სატვირთო მანქანებსა და ჯავშანტექნიკაზე. მისივე თქმით, აღჭურვილობის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს საწყობებიდან იქნება გატანილი, ნაწილ კი, კერძო კომპანიებისგან შეიძენენ. ბელგიამ უკრაინას 69 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარება გაუწია. გარდა ამისა, დე კროომ აღნიშნა, რომ 58 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები უკვე გაყინულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს შეუჩერდა
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს შეუჩერდა, - ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება”,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს, რაც 266 ექიმს დაეკისრა. საბჭოს გადაწყვეტილებით 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, 6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა
ევროპის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები, რომელთა სამიზნეც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორები, მათ შორის ვაჭრობა, ფინანსები, ტექნოლოგიები და ორმაგი დანიშნულების საქონელია, ძალაში 31 ივლისამდე დარჩება. „რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. პრესსამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა რიგი „უპრეცედენტო და მძიმე სანქციების პაკეტი მიიღო“. ევროპულმა საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული სანქციები თავდაპირველად დაწესდა 2014 წელს, როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში, ხოლო სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წელს რუსეთის შემდგომი შეჭრის ფონზე. მანამდე 21 იანვარს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს ამზადებს.
რუსული ბანკების მოგება 2022 წელს თითქმის 12-ჯერ შემცირდა
2022 წლის შედეგების მიხედვით, რუსულმა ბანკებმა 203 მილიარდი რუბლის წმინდა მოგება დააფიქსირეს, ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიმოხილვაში. 2021 წლის რეკორდულ შედეგთან შედარებით, როდესაც ბანკების მოგებამ 2,4 ტრილიონი რუბლი შეადგინა, 2022 წელს მოგება 11,8-ჯერ შემცირდა, აღნიშნავს RBC. რუსულმა ბანკებმა, სულ მცირე შვიდი წლის განმავლობაში 2015 წლის შემდეგ (192 მილიარდი რუბლი) ყველაზე დაბალი წლიური წმინდა მოგება დააფიქსირეს. რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის ბოლოს საბანკო სექტორმა წლის პირველ ნახევარში მიღებული 1,5 ტრილიონი რუბლის ზარალი აანაზღაურა და მიიღო „მცირე მოგება“.
ყაზახეთში ემიგრანტებისთვის შესვლა გამკაცრდა
ყაზახეთში, 2023 წლის 27 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელის თანამადაც ემიგრანტებისთვის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის წესები მკაცრდება. ამიერიდან ყაზახეთში ჩასულ ემიგრანტები, ვიზის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღიდან ქვეყანაში დარჩენას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებენ. ამასთან, მათი ყოფნის ჯამური ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ყოფნის ვადაა 90 კალენდარული დღით განისაზღვრა, ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში. „აქამდე გასვლისა და შესვლის საკითხი არ იყო მოწესრიგებული და უცხოელებს შეეძლოთ 1-2 დღით გასვლა და ისევ ყაზახეთში დაბრუნება. ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამის გაკეთება მხოლოდ 180 დღის შემდეგ შეეძლებათ. ამავდროულად, დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, რომლებმაც მიიღეს დროებითი ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში ვიზით შემოვიდნენ“, - წერს მედია.
გლობალურმა ენერგოგიგანტებმა 2022 წელს სუპერმოგება მიიღეს - CNBC
მსოფლიოს ზოგიერთმა უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიებმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონე ფასების მერყეობის გამო სოლიდური მოგება მიიღეს. ამის შესახებ CNBC იუწყება. ნავთობის მსხვილი კომპანიები Exxon Mobil-ი, Chevron-ი, BP-ი, Shell-ი და TotalEnergies-ი აპირებენ გამოაცხადონ ერთობლივი მოგება, რომელმაც 2022 წელს ანალიტკოსების შეფასებით, ჯამში $190 მილიარდი შეადგინა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნავთობკომპანიები „ომის ჭარბი მოგების“ მიღებასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის გაზის ფასების შემცირებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. 2022 წლის ივნისში ბაიდენმა თქვა, რომ Exxon Mobil-ი „უფალზე მეტ ფულს" შოულობდა. Exxon Mobil-ის სპიკერმა ერინ მაკგრატმა განუცხადა CNBC-ს, რომ ენერგიის ფასების ზრდა „ძირითადად მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დისბალანსის შედეგია" . ამასთან, ეს არის კომპანიის ინვესტიციების შედეგი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდა. BP-ისა და Shell-ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე მთელი წლის შედეგების გასაჯაროებამდე, ხოლო Chevron-მა და TotalEnergies-მა არ უპასუხეს ჟურნალისტის მოთხოვნას.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ, მოსკოვმა ლატვიის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს, ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ლატვიამ, რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარასკევს, 27 იანვარს, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაჩია რუტკა სამინისტროში დაიბარეს. მასთან „მტკიცედ გააპროტესტეს" ლატვიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება რუსეთ-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ. ამ კვირის დასაწყისში რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის კიდევ ერთი დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო. ესტონეთის მიერ საელჩოს თანამშრომელთა შემცირების შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ტალინთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა 23 იანვარს რუსეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ესტონეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირების შესახებ დროებითი რწმუნებულისთვის და ესტონეთის ელჩს დაევალა 7 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის მოთხოვნაზე ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ, ამას „საპასუხო ღონისძიება" უწოდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გადაწყვიტა, დაეწია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ელჩის მოვალეობის შემსრულებლამდე. ეს გადაწყვეტილება 24 თებერვალს უნდა ამოქმედდეს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „არ დაელოდოს ელჩების მისიის დასრულების თარიღს, რომელიც რიგამ დაადგინა".
დანია ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს
დანიის ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი დანიის თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის იაკობ ელემან-იენსენის კომენტარზე დაყრდნობით წერს. მინისტრის თქმით, ინიციატივა დაკავშირებულია ქვეყნის სურვილთან, „მნიშვნელოვნად გაზარდოს შეიარაღებული ძალები“ და მისი მოთხოვნები NATO-ში გაწევრიანების ფარგლებში შეასრულოს. ამჟამად დანიაში, ჯარში ქალების გაწვევა ნებაყოფლობით შეუძლიათ, განსხვავებით კაცებისგან, რომლებისთვისაც გაწვევა 18 წლიდან სავალდებულოა. დანიის არმიაში მსახურობის ვადა ოთხი თვეა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი POS-ტერმინალების მწარმოებელი რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს
French Ingenico, მსოფლიოში, POS-ტერმინალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ფრანგული კომპანია Ingenico, რუსეთის ბაზრიდან გასვლას აპირებს. ამის შესახებ რუსული RBC საგადამხდელო ბაზრის მოთამაშე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათივე თქმით, ფრანგული Ingenico რუსეთის ბაზრის დატოვებას 1 მარტს გეგმავს, კონტრაქტები რუს თანამშრომლებთან 15 თებერვალს იწურება, კომპანია კი გეგმავს ტერმინალებს ტექნიკური მხარდაჭერა მარტის ბოლომდე გაუწიოს.
ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“. ზელენსკი რამშტაინის შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, შემდგომი შეხვედრები ისტორიაში შევა, როგორც F-16-ებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რამშტაინი „ვფიქრობ, ამის შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტია. გამანადგურებლები ბევრად უფრო რთული სისტემებია, ვიდრე საბრძოლო ტანკები და ფრენის სრულიად სხვა მანძილი და საცეცხლე სიმძლავრე აქვთ. ისეთ განზომილებებში შევიდოდით, რომლებსაც, ჩემი აზრით, ძალიან უნდა მოვერიდოთ,“ თქვა პისტორიუსმა გაზეთ Suddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ F-16 გამანადგურებლები უკრაინის შემდეგი დიდი სამიზნეა საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ისაუბრეს.