ძებნის რეზულტატი:

WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს

Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამერიკული სანქციების შესრულება მოსთხოვა, რომელიც თებერვალში რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის დაწესდა. ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ სანქციების გამო ფრენები შეაჩერა სანქციების თანახმად, რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებს ამერიკული თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება შეუწყდათ. თურქეთის ხელისუფლებას ამერიკული სანქციების შესრულების შესახებ გზავნილი, აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ თეა როზემან კენდლერმა გადასცა, რომელიც თურქეთში დეკემბერში იმყოფებოდა. მისი თქმით, თურქულ კომპანიებს, რომლებიც ამ მომსახურებას ახორციელებენ, დაყადაღება და ჯარიმები ემუქრებათ. ოფიციალურად, სამინისტრომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა უცხოური საავიაციო კომპანიები, დაემორჩილონ აშშ-ის საექსპორტო კონტროლს რუსეთის, ბელორუსისა და ირანის თვითმფრინავებზე. თურქეთი, ევროპის კონტინენტზე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც „რუსული ავიახაზები“ ფრენებს განაგრძობენ. ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენთვის შემაშფოთებული იქნება, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება  

აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.  BBC-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული PMC „ვაგნერი“ საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფების სიაში ოფიციალურად შეიყვანა და მისი მთელი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. აშშ-ს მთავრობამ ასევე დაასახელა რამდენიმე ადამიანი და სტრუქტურა, რომელთაც PMC Wagner-თან კავშირების გამო სანქციები დაუწესდათ. ამერიკის ხელისუფლება ამ სტრუქტურას არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებშიც ადანაშაულებს.  „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია აშშ-ს ფინანსური დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.  

რატი ბრეგაძე: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები სანდო და უტყუარი არ არის

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უწყებამ სამხარაულის ბიუროდან დასკვნა 2023 წლის 26 იანვარს მიიღო. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციის საგანი. ჩვენ, როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული. კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. განსაკუთრებით მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დოაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, სასამართლოში გაგრძელდება შემდგომი მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ჯო ბაიდენი 24 თებერვალს შესაძლოა, ევროპას ეწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ევროპაში ვიზიტს განიხილავს. ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პოლონეთში ჩავა. პოლონეთი NATO-ს მთავარი მოკავშირეა, სადაც ამერიკელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებსაც ამზადებენ.  

ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2 ტიპის ტანკებს მარტის ბოლოს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექს ჩალკმა განაცხადა, რომ Challenger 2 ტიპის ტანკები უკრაინაში მარტის ბოლოს ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.   მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინელი სამხედროები ამ საბრძოლო მანქანების ექსპლუატაციისა და შენარჩუნების ინტენსიურ მომზადებას გაივლიან. როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინასთვის 14 თანამედროვე Challenger 2 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.  

ზელენსკი: ომი მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ძალები უკრაინას დატოვებენ

ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინას დატოვებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვას, დაეხმარება თუ არა პუტინთან პირისპირ შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას პუტინთან შეხვედრა არ აინტერესებს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.  „ჩემთვის ხალხი ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამიტომ არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ჩვენი ქვეყანა... რა თქმა უნდა, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი შეჩერდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი, პუტინი ჩემთვის არავინაა - ზელენსკი  

რუსეთის სარაკეტო შეტევა და იარაღის მიწოდება: ზელენსკი შტაბის სხდომას მართავს

უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა და სამომავლო სარაკეტო საფრთხეების საწინააღმდეგო ზომები განიხილეს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრის მონაწილეებმა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდების საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის დამცველების საზღვარგარეთ მომზადებას. „უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა ოპერატიული მიმართულებების მეთაურებისგან მოისმინეს მოხსენებები ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და დეტალურად განიხილეს ბახმუტის მიმართულებაზე არსებული ვითარება“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.    

აშშ-ის ახალი ელჩი მოსკოვში ჩავიდა

რუსეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი მოსკოვში ჩავიდა. ტრეისი, რომელიც მანამდე მისიის უფროსის მოადგილედ მსახურობდა მოსკოვში, ელჩად დეკემბერში დაამტკიცეს. მოსკოვში გამგზავრებამდე ტრეისი რუსეთის ელჩს შეხვდა. ნოემბრის ბოლოს სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ იზიარებს ვაშინგტონის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მხარს უჭერს ანტირუსულ სანქციებს.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო  ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.  BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი  - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.  

ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს - ზელენსკი

ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ კიდევ ერთ საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა. რუსეთის სარაკეტო შეტევა და იარაღის მიწოდება: ზელენსკი შტაბის სხდომას მართავს „ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას გავუძელით. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი დიპლომატიური მარათონის დაწყებიდან. ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას”, - აღნიშნა ზელენსკიმ. არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი, პუტინი ჩემთვის არავინაა - ზელენსკი გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ბრიტანელ ფსიქიატრს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვია სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრის კორნელიუს კატონის დაკითხვაა დაგეგმილი. ასევე იგეგმება კიდევ რამდენიმე ექსპერტის დაკითხვაც. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რუსული ექსპორტი ბრიტანეთში თითქმის ნულამდე დაეცა

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) გამოთვლებით, რუსული საქონლის იმპორტი დიდ ბრიტანეთში გასულ წელს 98%-ით შემცირდა და მხოლოდ 18 მილიონი ფუნტი შეადგინა. გაზეთ Times-ის ცნობით, BNS ვარაუდობს, რომ ბრიტანეთში რუსული ექსპორტის კოლაფსის მიზეზი არა მხოლოდ მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა, არამედ ის ფაქტიც, რომ მეწარმეები ნებაყოფლობით უარს ამბობენ რუსულ საქონელზე და შემცვლელებს ეძებენ.  

პოლონეთში, უკრაინის დასახმარებლად ენერგეტიკული ჰაბი შეიქმნა

ევროკომისიის წევრმა იანეზ ლენარჩიჩმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ვარშავის მახლობლად „ენერგეტიკული ჰაბი“ - ლოგისტიკური ცენტრი გახსნეს, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გენერატორები პირველ რიგში უკრაინაში გადაიგზავნება. ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰაბიდან გენერატორების მიწოდებას უკრაინაში ევროკავშირი სრულად დააფინანსებს. ჰაბში შეიქმნება გენერატორების რეზერვი, რომლებიც საჭიროებისამებრ გადაიგზავნება უკრაინაში. „რადგან რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგოობიექტების განადგურებას rescEU-ს მარაგი უკრაინისთვის ენერგეტიკული გადაუდებელი მომარაგების სასიცოცხლო წყარო გახდება“, - დაწერა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში უკვე 124 710 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი - დაახლოებით 124 710; ტანკი - 3 182, ჯავშანტექნიკა - 6 340; საარტილერიო სისტემა - 2 180; სარაკეტო სისტემა - 452; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 221; თვითმფრინავები - 292; ვერტმფრენი - 283. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებს პერსონალურ სანქციებს უწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს

3 თებერვლიდან იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებთან მიმართებით, დამატებით პერსონალურ სანქციებს აწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კერძოდ, ტოკიო რუსეთში საქონლის მიწოდებას 49 კომპანიას უკრძალავს. რუსეთის ბაზარზე შეწყდება ნახევარგამტარული აღჭურვილობისა და კომპონენტების, გაზის საძიებო მოწყობილობის, რობოტების, ელექტრო გენერატორების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასევე ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება. სანქციების ქვეშ მოხვდნენ თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია JSC Irkut Corp-ი და საზენიტო რაკეტების მწარმოებელი, მოსკოვის „ავანგარდის„ ქარხანა. გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა კიდევ სამი ორგანიზაციისა და 22 რუსეთის მოქალაქის აქტივები, ასევე 14 პირის ანგარიში, რომლებიც „უკრაინის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის“ ანექსიასთან არიან დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ იაპონია, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა, მიიჩნევს რომ რუსეთის ომი უკრაინაში, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის მოლაპარაკებებში დომინირებს.  

საქართველო პოლონეთთან ერთად ქართული დრონების წარმოებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს“ მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ. შპს „დელტა-ვებე“ საქართველოში დაფუძნდა „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Bloomberg: პუტინი უკრაინაში ახალ შეტევას ამზადებს, ომი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს და ამავდროულად აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან კონფლიქტისთვის ემზადება, - ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში. გამოცემა წერს, რომ პუტინი მოემზადა, რათა კონფლიქტი მრავალი წელი გაგრძელდეს. „კრემლს სურს აჩვენოს, რომ თვეების განმავლობაში უკან დახევის შემდეგ მის ძალებს ინიციატივის დაბრუნება შეუძლიათ. კრემლი ცდილობს კიევსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლით, შეთანხმდნენ ზავზე, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს“, - ასე აღწერეს ვითარება რუსმა ოფიციალურმა პირებმა და მათმა მრჩევლებმა Bloomberg-თან საუბარში. „პუტინიც კი ვერ უარყოფს რუსული არმიის სისუსტეებს, რომლის გაძლიერებასაც ათწლეულები სჭირდება. რუსულმა ჯარებმა უკრაინაში თავდაპირველი მიღწევების ნახევარზე მეტი დაკარგეს“, - წერს სააგენტო. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, მუდმივმა წარუმატებლობამ ფრონტზე, კრემლში ბევრი აიძულა, რომ უფრო რეალისტური ყოფილიყო თავის ამბიციებთან მიმართებით და ეღიარებინა, რომ ფრონტის ამჟამინდელი ხაზის შენარჩუნებაც კი მიღწევაა.  თუმცა, პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მზადაა, აანაზღაუროს დანაკარგები, რაც წარუმატებლობის მიუხედავად გამარჯვების საშუალებას მისცემს. კრემლთან დაახლოებული Bloomberg-ის წყაროების ვარაუდით, შეტევა შესაძლოა, თებერვალ-მარტში განახლდეს.  მათი კომენტარები ემთხვევა უკრაინისა და მისი მოკავშირეების შიშებს, რომ შეტევა შესაძლოა, დაიწყოს მანამ, ვიდრე კიევი აშშ-დან და ევროპიდან საბრძოლო ტანკებს მიიღებს. „პუტინის გადაწყვეტილება ომის მორიგი სასიკვდილო ესკალაციის მაუწყებელია. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოიგოს. მობილიზაციის ახალი რაუნდი ამ გაზაფხულზეა მოსალოდნელი“, - ამბობენ Bloomberg-ის წყაროები და მათი შეფასებით, რუსეთის  ეკონომიკა და საზოგადოება სულ უფრო მეტად ერგება ომის საჭიროებებს. „აშშ-სა და ევროპის სადაზვერვო სააგენტოებს აინტერესებთ, აქვს თუ არა რუსეთს რესურსი ახალი ძირითადი შეტევისთვის, რადგან უკრაინის მოკავშირეები პირველად ემზადებიან საბრძოლო ტანკების გაგზავნისთვის, რომლებიც უკრაინულ ძალებს რუსული ხაზების გარღვევაში დაეხმარებიან“, - ნათქვამია სტატიაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას - ღარიბაშვილი

დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრემიერი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. „დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება, და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რომ ნამდვილი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, მომავალი რეფორმები წარმართოს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლადაც. „ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც რეფორმების განხორციელებაზე გავლენას ახდენს. ამასთან, ემხრობა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს მომავალი რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად. ასამბლეა ითვალისწინებს მედიასთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. რეზოლუცია იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის შეშფოთებასა და გმობას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას“, - აღნიშნულია ტექსტში.  ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც სამართლიანად ისწრაფვის. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ფოკუსირდნენ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებზე.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა უსაფრთხოების განყოფილება გაარღვია და საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა. დიპლომატიური მისიის კიდევ ორი ​​თანამშრომელი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იმავდროულად, თეირანის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა სარდარ ჰოსეინ რაჰიმმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი დააკავეს. მისი ვინაობა არ გახმაურებულა. მისივე თქმით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეიჭრა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, მისი მოტივი „პირადი და ოჯახური პრობლემები" იყო.