ძებნის რეზულტატი:
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, პარტნიორ ქვეყნებთან საზღვრის კვეთისას ერთი გაჩერების პრინციპი უნდა დაინერგოს - ფინანსთა მინისტრი
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ერთობლივი გამშვები პუნქტისა და ობიექტების ერთობლივი მართვის პროექტებზე ისაუბრა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოში ყველა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე, დანერგილია ერთი გაჩერების პრინციპი, მაგრამ ცხადია, მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ცალკეულ ქვეყანაში არსებული მოდერნიზებული ფორმალობები, არამედ მთლიანად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, მოქნილობა და წინასწარ განსაზღვრა. ამისთვის საჭიროა საზღვრის კვეთის ერთი გაჩერების პრინციპის დანერგვა პარტნიორი ქვეყნების საზღვრებზე. ესენია - აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კავკასია უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონია, სადაც შესაძლებელია ერთობლივი გამშვები პუნქტების ან პუნქტის ერთობლივი მართვის პრინციპების საუკეთესო პრაქტიკა შეიქმნას და შემდეგ წარმატებით განხორციელდეს სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი განმარტებით, საქართველოს საბაჟო უკვე ცვლის წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს არამარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, არამედ უკრაინასთან და უზბეკეთთან. შესაბამისად, მისი თქმით, დღის წესრიგში დგას სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების უფრო ეფექტიანად გამოყენების ამოცანა, როგორც რისკის მართვის, ისე მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.
NATO-ს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიზნით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს
14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს. ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2 და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 26-27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. „მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. 29-31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 29 იანვრამდე ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4 გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შალვა ხაჭაპურიძე: „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედის“ მიმართ მისი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია. „ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია. ორი-სამი დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ მოწყობილობები, რომლებიც ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კადრების მოსაპოვებლად წარვუდგინეთ, მათ სისტემას არ ერგება. კონკრეტულად მითითებული არ იყო, თუ რა სისტემისა და მოდელის მოწყობილობები სჭირდებათ. ახლა მოვედი, რომ ეს ყველაფერი დავაზუსტო, რადგან გარდა იმისა, რომ პენიტენციური სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაცვის მხარეს ხელი გვეშლება მტკიცებულებების მოპოვებაში, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
FBI-ს ყოფილ მაღალჩინოსანს აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში სდებს ბრალს
აშშ-ის ხელისუფლებამ რუს სანქცირებულ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკასთან უკანონო თანამშრომლობის ბრალდებით, FBI–ს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, 54 წლის ჩარლზ მაკგონიგალი დააკავა. FBI-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ჩარლზ მაკგონიგალს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დარღვევის - სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო, ბრალი წაუყენეს. გამოძიების განცხადებით, FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსანი კონკურენტი რუსი ოლიგარქის მიმართ გამოძიების ჩატარების სანაცვლოდ, დერიპასკასგან ფულს იღებდა. „უწყება გააგრძელებს მატ სამართლებრივ დევნას, ვინც არღვევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელიც დაწესდა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხოდ“, - განაცხადეს გამოძიების ფედერალურ ბიუროში. მაკგონიგალი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა, ძლიერი ბრძოლები გრძელდება თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ - გაიდაი
200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა, ძლიერი ბრძოლები გრძელდება თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. "ძლიერი ბრძოლები გრძელდება თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ. გარკვეული მიმართულებით წარმატებას მივაღწიეთ. რუსებს დამატებით რაზმები შემოჰყავთ. შესაძლებელია კონტრშეტევას აძლიერებენ. ჩვენმა ბიჭებმა კრიმინოესა და რუბიჟნოეში რუსების პოზიციები დაბომბეს. 200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა. ოკუპანტებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სპეციალური საშვები შემოიღეს და მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ასევე გვაქვს ინფორმაცია რომ მოქალაქეებისთვის საწამებელი იზოლატორები გახსნეს. რეპრესიები გაძლიერდა. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა", - განაცხადა გაიდაიმ. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა
სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ამავე თემაზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი აბსურდი დაადასტურაა - ხაზარაძე
"ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი აბსურდი დაადასტურაა. სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა „ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. კითხეთ ნებისმიერ იურისტის, ან პირველი კურსის სტუდენტს - ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამ არსად წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები", - განაცხადა ხაზარაძემ. სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესაში ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ოდესაში იმყოფება. კულებას თქმით, უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად, გადამწყვეტია. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოდესაში, კატრინ კოლონა. გმადლობთ მამაცი სტუმრობისთვის. მოუთმენლად ველი საფრანგეთის როლის განხილვას საერთაშორისო სატანკო კოალიციაში, გრეინისა და მშვიდობის ფორმულაზე. უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა ურყევია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და ოდესაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ენერგოობიექტი მწყობრიდან გამოვიდა.
სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას - ილჰამ ალიევი
სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას. სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება - თურქული კვლევითი ცენტრი ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარს განაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი. სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს - აშშ-ის წარმომადგენელი მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს. ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ფართო შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სხვა სფეროებშიც. სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
თურქეთი უკრაინისთვის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდებას გეგმავს
თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს. მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ. უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ. ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 12 მასიური თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების პირობებში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა წარმოების სიმძლავრეების აღსადგენად შეუძლებელია. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 10 ოქტომბრიდან უტევს, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა. Ukrenergo-ს ინფორმაციით, დღემდე უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ სლოვაკეთიდან ხორციელდება.
ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის სახელწიფო მდივან ჯეიმს კლევერლის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში და აღნიშნეს უორდროპის ფორმატის მნიშვნელობა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. „განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი თემები, აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და განვიხილეთ თანამშრომლობის კიდევ უფრო დაახლოების გზები“, - წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
სააპელაციო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა „2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე ჩიქობავას და გიორგი მიქავას, ასევე მსჯავრდებულ ა. წ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - კახაბერ წერეთლის, მსჯავრდებულების - მ.ხ-ს, ბ. ჯ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზვიად კორძაძის, ეკატერინე ეგუტიას და მამუკა ჭაბაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი და მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით და თაღლითობაში დახმარება). სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა დანიშნული სასჯელის მოხდისგან", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Politico: NATO-ს წევრები კიევისთვის გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავენ
უკრაინისთვის გერმანული წარმოების, ასევე აშშ-დან საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ, NATO კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს. გამოცემის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საბრძოლო თვითმფრინავებზე მოლაპარაკებების მამოძრავებელი ძალაა. Politico-ს თანახმად, კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი უფრო სადავო იქნება, ვიდრე დასავლური ტანკების მიწოდება. ამავდროულად, Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში წყაროებმა განაცხადეს, რომ მათი მთავრობები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეუძლებლად აღარ მიიჩნევენ, თუმცა ესკალაციის რისკი რჩება. ვაშინგტონში ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოკავშირეებმა უკვე გადალახეს რამდენიმე წითელი ხაზი, რომელიც პოტენციურად კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს აჩენდა. გამოცემის წყაროს თქმით, ასე იყო HIMARS-ების შემთხვევაში, მოგვიანებით კი - ტანკების გამო. ჯერჯერობით მხოლოდ ნიდერლანდმა გამოთქვა უკრაინისთვის თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებისთვის მზადყოფნა. გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰიოქსტრამ პარლამენტს განუცხადა, რომ მისი კაბინეტი განიხილავს გამანადგურებლების მიწოდებას, თუ კიევი ასეთის სურვილს გამოთქვამს.
ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6451 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.004 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1406 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2786 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 იანვრიდან შევა ძალაში.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პროგრამებში გარედან შეღწევა შეუძლებელია - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ორი დღის წინ, შეკვეთილი სტატიის ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი მხრიდან მართული მედიასაშუალებებისგან მორიგი „ფეიკნიუსების“ გავრცელება მოჰყვა, თითქოს ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელორუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი სხვადასხვა ექსპერტიზისათვის იყენებს რამდენიმე სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის დაქტილოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემას – „დაქტო-2000“-ს, ჰაბიტოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემა – POLYFACE-სა და ბალისტიკურ საიდენტიფიკაციო სისტემა – ARSENAL-ს. პროგრამული უზრუნველყოფები სამინისტრომ შეიძინა სხვადასხვა დროს, კერძოდ: · დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა „დაქტო-2000“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წელს შეიძინა. აღნიშნული სისტემის ხარისხი და ღირებულება უპირატესი იყო სხვა მსგავსი ტიპის სისტემებთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს არსებულ საერთაშორისო მოთხოვნებს. პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყველა ანალოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის ინტერპოლსა და FBI-ში არსებულ მონაცემთა ბაზებთან. ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა (ყველა ოლქი) და სხვა ქვეყნები. · ჰაბიტოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა POLYFACE სამინისტრომ შეიძინა 2013 წელს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია თურქულმა მხარემ სპეციალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის შექმნა ქართულ ენაზე, რომლის ზუსტი ანალოგი სხვა ქვეყნებში არ ფუნქციონირებს. პროგრამა ახორციელებს სხვადასხვა ფოტოზე ასახული პიროვნების იდენტიფიცირებას. · ბალისტიკური საიდენტიფიკაციო სისტემა ARSENAL-ი სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია ტყვიებისა და მასრების იდენტიფიცირებისათვის, რომელსაც იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: პოლონეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, ტაილანდი და სხვ. პროგრამული უზრუნველყოფის სამივე სისტემას შეხება არ აქვს რაიმე სახის გარე ქსელთან, ინტეგრირებულია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქსელში, მკაცრად არის გაწერილი მომხმარებელთა დაშვება და ექსპერტების მიერ პროგრამების გამოყენება ხდება სპეციალურად მათთვის მინიჭებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. აღნიშნულ სისტემაში გარედან შეღწევა შეუძლებელია რაიმე გზით, მათ შორის მწარმოებლის მხრიდან. თითოეული პროგრამა დაინსტალირებულია სერვერზე, რომელიც არ არის დაკავშირებული გარე ქსელთან და მხოლოდ შიდა ქსელშია, რაც შესაბამისად გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებასთან. პროგრამები სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის მაგალითია დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება როგორც FBI-სთან, ასევე, ინტერპოლთან ინფორმაციის მიმოცვლა და შედარება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა შეძლო და მიიღო ლაბორატორიების აკრედიტაცია, საერთაშორისო ISO-17025 სტანდარტის შესაბამისად, რაც ხაზს უსვამს მათ მაღალ ხარისხს, სანდოობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ქართული საგამოძიებო-საექსპერტო უწყებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
თელავის სოფელ ართანის ტყეში, ხანძარი ლიკვიდირებულია
თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ხანძარის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობს
აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი არ არის მხოლოდ მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა. ამ პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანი ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში მოახდნოს ახალი ომის პროვოცირება. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 26 იანვარს სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ძალისხმევაში, რათა წინ წავიწიოთ სამშვიდობო დღის წესრიგი და არ გადავუხვიოთ ამ გზას პროვოკაციის გამო“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“ მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, სომხებისა და დიასპორული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტებს. ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ობიექტურად და მიუკერძოებლად რეაგირებენ სიტუაციაზე, ეყრდნობიან ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ლაჩინის დერეფანი საერთოდ არ არის დაკეტილი, რომ მთიანი ყარაბაღისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. „ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა ამ წინააღმდეგობის დე იურე გადასაჭრელად არის საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში. ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე ყველა სირთულის გაცნობიერებით სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდება 16 პირს წარედგინა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მრავალეპიზოდიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულს და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა, მოპოვებული ასობით მილიონი აშშ დოლარისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი უკანონო წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, მათ დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების გამოყენებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს, ფიქტიური დანიშნულებებით მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციები განახორციელეს და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხები ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში დააბანდეს. ასევე,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ მიერ კონტროლირებადი უცხოური საბანკო ანგარიშებიდან, საქართველოში გახსნილ ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოახდინეს და კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის მრავალჯერადი ბუნდოვანი და ფიქტიური ტრანზაქციები განახორციელეს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხით ამავე პერიოდში დაახლოებით 11 000 000 ლარად, შეიძინა ქობულეთში მდებარე ჯამში 21 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასე არსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულებმა 111 000 000 აშშ დოლარის და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი და 1 760 000 ევრო, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი 21 ათასი კვ.მ. საინვესტიციო მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. საგამოძიებო ორგანოს აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციაში, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით. ფიზიკურ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 13 იურიდიულ პირს, ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ინტენსიურ გამოძიებას დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
უკრაინა: დღეს სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა ალექსანდრ ხორუნჟიმ განაცხადა, რომ 26 იანვარს ქვეყანაში რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების მორიგი მასიური თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 დაშავდა. კიევის გოლოსეევსკის რაიონში რუსული რაკეტის ნაწილი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი მისივე თქმით, ეს ბოლო ინფორმაციაა ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.