ძებნის რეზულტატი:
იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა
იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად 59 და 20 წლის ორ კაცს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი განეიტრალებულია, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. სააგენტო N12-ის ცნობით, თავდამსხმელი 13 წლის მუჰამედ ალიათია. ასევე წაიკითხეთ: იერუსალიმში, მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე შეთანხმდნენ - უკრაინის ელჩი
საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება. „დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე“, - განაცხადა მან. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
მთავრობის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს.„პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს.აღინიშნა, რომ კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%- ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს“, - წერია გავრცელებულ პრესრელიზში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. 2023-01-19 18:17:00 ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ - ზურაბიშვილი
შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა „შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
ISW: პუტინი ახალ მასშტაბურ შეტევას ამზადებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავარ შეტევას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, 2023 წლის თებერვალში ან მარტში დაიწყოს, ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ მოხსენებაში. კრემლის წყაროებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ტოლერანტობა მძიმე სამხედრო დანაკარგების მიმართ, მას საშუალებას მისცემს წარუმატებლობის მიუხედავად გრძელვადიან პერსპექტივაში ომი მოიგოს. ISW-ის პროგნოზების მიხედვით, კრემლი სავარაუდოდ, ლუგანსკის რეგიონში ძირითადი სტრატეგიული ოპერაციებისთვის ემზადება. რუსეთის ბოლოდროინდელი შეზღუდული სახმელეთო თავდასხმები ზაპოროჟიეში შესაძლოა, მიმართული იყოს უკრაინული ძალების გადაადგილებისა და ლუგანსკის რეგიონში შეტევისთვის, - აცხადებენ ISW ექსპერტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
რუსეთმა და თურქეთმა გაზის ჰაბის უსაფრთხოების საკითხების განხილვა დაიწყეს
რუსეთი და თურქეთი ექსპერტების დონეზე გაზის ჰაბის უსაფრთხოების დელიკატურ საკითხებს განიხილლავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა. „ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის ინიციატივა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ. ამჟამად ექსპერტების დონეზე განიხილება ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა ასპექტი. კმაყოფილი ვარ თურქი პარტნიორების ენთუზიაზმით, მათი კონსტრუქციული მიდგომით და მჭიდრო ერთობლივი მუშაობისთვის“, - განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა. სირომოლოტოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოსკოვი და ანკარა შეძლებენ „წარმატებით მოაგვარონ ყველა წარმოშობილი საკითხი, მათ შორის არსებული და მომავალი ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა". რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკას რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ უწოდა. „ანკარას განწყობა ამ სფეროში კავშირების შემდგომი ხარისხობრივი გაღრმავების შესახებ განპირობებულია ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ გაზსადენების მშენებლობაში და რუსეთის, როგორც ლურჯი საწვავის მიმწოდებლის საიმედოობით“, - განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ანკარა გაზის ჰაბის ექსპლუატაციის დაწყებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.
ოლაფ შოლცი: გერმანია ეხმარება კიევს, რათა ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთთან მიართებით ბერლინის პოლიტიკურ კურსსა და უკრაინის ომზე ისაუბრა. გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის შოლცმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, არამედ მისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც ითვალისწნებს. ხელისუფლების პრიორიტეტად, შოლცის თქმით, გერმანიის უსაფრთხოება რჩება. უკრაინელი სამხედროები გერმანიაში ჩავიდნენ, სადაც Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მართვას შეისწავლიან „ჩვენი მიზანი ნათელია, რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრების გაფართოება არ უნდა შეძლოს“, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანელებს სურთ „მშვიდობა ევროპაში და რომ ომი მათ საზღვარს არ მიუახლოვდეს". კანცლერის თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სამ პრინციპს - უკრაინის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა; კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება, რათა ესკალაცია არ გადაიზარდოს რუსეთისა და NATO-ს ომში; ყველა მოქმედების მჭიდრო კოორდინაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. შოლცის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან გერმანიის მთავრობა იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის საერთაშორისო დონეზეა შეთანხმებული. შოლცის თქმით, უკრაინაში „საშინელი, სასტიკი და უაზრო ომი" რუსეთის პრეზიდენტმა გამოიწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობის და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს - პროკურატურა
ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ბათუმში, 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, 1 პირი დააკავეს - შსს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 26 იანვარს, ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგს განაგრძობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის „რუსეთთან დიალოგს განაგრძობს“. ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ცნობით, ელისეის სასახლეში გამართულ მიღებაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში სასტიკი ბრძოლების თემაზე კომენტარი გააკეთა. „სხვა დროს გარკვეული ადამიანები მაკრიტიკებენ მოსკოვთან დიალოგის გამო. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ განვაგრძობ რუსეთთან საუბარს“, - განაცხადა მაკრონმა. ამავდროულად, ემანუელ მაკრონი [ჩინეთის] „იმპერიალისტური ომის" წინააღმდეგ გამოვიდა. „როგორ დავიცვათ თავისუფალი და სტაბილური მსოფლიო წესრიგი, თუ უგულებელვყოფთ იმპერიალისტურ ომს?“ - განაცხადა პოლიტიკოსმა და ყველა ქვეყანას „პასუხისმგებლიანი მიდგომისაკენ“ მოუწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მუშა გადავარდა
სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გაიმარჯვა. ყოფილი პრემიერი და გადამდგარი გენერალი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიამ ხმების საბოლოო დათვლის დროს განაცხადა. „ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად პიტერ პაველი აირჩიეს“, - აღნიშნა სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა. უახლოეს მომავალში პრაღაში ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის პრესკონფერენციაა მოსალოდნელი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პაველის გამარჯვება დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა მიიღეს. ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა.
ცნობილია 5 ქვეყანა, სადაც რუსეთიდან 2022 წელს ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა
რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფიზიკური პირების ფულადი გზავნილები 2022 წელს რამდენჯერმე გაიზარდა, ამას ყაზახეთში, საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და ყირგიზეთში გადარიცხვების სტატისტიკაც ადასტურებს, რომელიც RBC-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს. გამოცემის ცნობით, ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300-600%-ით გაიზარდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გადარიცხვების სტატისტიკის ანალიზი ბანკებისა და Zolotaya Korona-ს, Unistream-ისა და Contact-ის სისტემების მონაცემებს ითვალისწინებს. ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიხედვით: მხოლოდ ფულადი გზავნილების სისტემებით რუსეთიდან ყაზახეთში გაიგზავნა დაახლოებით 775 მილიონი აშშ დოლარი, რაც 579%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს რეკორდია სულ მცირე 2014 წლიდან, როდესაც ყაზახეთში ამ მიმართულებით სტატისტიის წარმოება დაიწყო. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სისტემებით საქართველოში 2 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 403%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს არის ყველაზე მაღალი მოცულობა 2012 წლის შემდეგ. უზბეკეთში ერთი წლის განმავლობაში 14,5 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 160%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2022 წლის 11 თვის შედეგების მიხედვით, სომხეთში 3,1 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე 306%-ით მეტია. ეს რეკორდული მაჩვენებელია 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ასეთი სტატისტიკა აღირიცხება. 2022 წლის 11 თვეში ყირგიზეთში 2,6 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე. ეს 2005 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს. ფულად გადარიცხვებზე ასევე შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზღვარგარეთ საქონლის შეძენამ, რომელიც რუსეთში სანქციების გამო მიუწვდომელია.
ეკონომიკის სამინისიტრო ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად, კვლევას ჩაატარებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად, კვლევას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „კვლევის მიზანია მაღალი ხარისხის სამგზავრო და სატვირთო-სარკინიგზო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო კვლევის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმის მომზადება, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელების ჭრილში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. ამასთან ცნობილია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს. ასევე წაიკითხეთ: რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში“, საპარტნიორო ფონდიდან კომპანიის გასვლის შემდეგ დაიწყება
შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი
სტოკჰოლმში ყურანის დაწვაზე თურქეთის რეაქციის მიუხედავად შვედეთი იმედოვნებს, რომ 2023 წლის ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სტოკჰოლმში 25 მუსლიმური ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ [თურქეთთან] შექმნილი ვითარების გამო პროცესი დორებით შეჩერებულია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანება 2023 წლის ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დამტკიცდება. ბილსტრომის თქმით, შვედეთი ძალიან ახლოს არის თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის სამმხრივი შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებასთან. „ბოლო კვირას განვითარებულმა მოვლენებმა დროებით შეაჩერა ეს პროცესი, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ მემორანდიუმის შესრულების გარეშე ჩვენ ვერ შევასრულებთ სამუშაოს ნაწილს, ამიტომ ხელისუფლება იჩენს ძალისხმევას, რომ საკითხი დაიძრას“, - თქვა მინისტრმა. შემდგომში მინისტრის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ბილსტრომი არ გულისხმობდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია
ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ 199,91 ქულით 30 სპორტსმენს შორის პირველი ადგილი დაიკავა. „კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული მოვლენა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ზამთრის სახეობების ისტორიაში. ქართველ მოციგურავეთა წარმატებების საგანძურს ყველაზე ძვირფასი, ევროპის ოქროს მედალი შეემატა და ეს ყველაფერი ისევ პირველად...ჩვენი საქართველოსათვის...ფინეთის "ესპო მეტრო არენას" ყინულის დარბაზში ქართული დროშის ფონზე, ქართული ეროვნული ჰიმნის ქვეშ თვალცრემლიანი ანასტასია გუბანოვას გვერდით, მისი ფედერაცია, ერთგული ქართველი გულშემატკივარი და დარბაზში მის მხარდასაჭერად მოსული ქართული დიასპორა კიდევ დიდხანს იამაყებს ამ გამარჯვებით“, - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე მოცეკვავე წყვილებს შორის იასპარეზებენ გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს სახელით ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.
ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს
სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 იანვარს ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულფატაჰ ალ-სისისთან ერთობლივი გამოსვლისას მედიასთან განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობს „წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეები ჩვენს რეგიონში შესაძლოა, გაიზარდოს. აზერბაიჯანმა ბოლო მოუღო სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით თითქმის 30 წლიანი ოკუპაციას, აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და თავად შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუციის მოთხოვნა“, - განაცხადა ალიევმა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს მისივე თქმით, ყარაბაღის ომით დასრულდა ოკუპაცია და აღდგა სამართლიანობა. „ახლა ჩვენ ვაშენებთ და გათავისუფლებულ მიწებზე და ყველა ნანგრევების დანახვისას კიდევ ერთხელ ვხვდებით, თუ რა უბედურებისგან ვიხსენით აზერბაიჯანი და ვქმნითრეგიონი“, - აღნიშნა ალიევმა. 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
კარენ დონფრიდი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები, აშშ-ის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხია
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა განაცახდა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე მხარე ყურადღებას იჩენს ამ პროცესის მიმართ. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა შესაძლო გზით, იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობის მისაღწევად რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში", - განაცხადა დონფრიდმა. მისივე თქმით, ეს მოიცავს მრავალი კომპლექსური საკითხის განხილვას, მათ შორის საზღვრის დემარკაციასა და ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენას. 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
Reuters: თურქეთმა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებმა შესაძლოა, სანქციების შეუსრულებლობის გამო აშშ-ის ბაზარზე წვდომა დაკარგონ
აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ბრაიან ნელსონი, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირაში ვიზიტისას, ამ ქვეყნების ოფიციალურ პირებს გააფრთხილებს, რომ სანქციების შეუსრულებლობის გამო შესაძლოა, აშშ-ის ბაზარზე წვდომა დაკარგონ. WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე (ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში) ბრაიან ნელსონი, 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ეწვევა ომანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს, სადაც შეხვდება ოფიციალურ პირებს, ასევე ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რათა დაუდასტუროს, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას განაგრძობს“, - აცხადებენ სააგენტოში. რეგიონში ყოფნისას ნელსონი განიხილავს აშშ-ს ხაზინის ძალისხმევას, დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, გვერდი აუააროს სანქციებსა და ექსპორტის კონტროლს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის, ირანის რეგიონში დესტაბილიზაციისა და უკანონო ფინანსური რისკების გამო, რომლებიც ძირს უთხრის ეკონომიკურ ზრდასა და უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან, აშშ-ის ხაზინის მაღალჩინოსანი სანქციების განსახილველად თურქეთსაც ეწვევა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილებების სერიის შემდეგ, რუსეთზე აშშ-ის შეზღუდვების განხორციელების მიზნით, ვაშინგტონმა ანკარაზე ზეწოლა გააძლიერა.
კალიფორნიაში სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. სამართალდამცველების თქმით, სროლა შაბათს ღამით ბევერლი კრესტში მოხდა. შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. უწყების ცნობით, მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კალიფორნიაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სომხეთში შესაძლოა, ქალები სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაიწვიონ
სომხეთის მთავრობა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობით საფუძველზე, ქალებისთვის სამხედრო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 იანვარს, არმიის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „რეფორმა უახლოეს მომავალში განხორციელდება. სომხეთში ახალი ინსტიტუტი - ქალების ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური შეიქმნება“. იანვრის დასაწყისში, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარგსიანმა სამხედრო სამსახურში ქალების მოზიდვის მიზნით, კანონპროექტის შემუშავებაზე ისაუბრა. როგორც სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მიზეზი თავდაცვის საკითხებთან მიმართებით, ქალების აქტიურობა გახდა. ახლა სომხეთში, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა კაცი ვალდებულია სამხედრო სამსახური გაიაროს. სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი წელია.