ძებნის რეზულტატი:

ნონა მამულაშვილი: არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა

არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა, - "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, ლევან ხაბეიშვილის გაიმარჯვებას ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა "ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა... ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე", - წერს ნონა მამულაშვილი. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს - შმიგალი

უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანების წინა მოლაპარაკებების გამართვას“, – განაცხადა შმიგალმა.  მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა სერიოზულად უდგება კორუფციის თემას. „სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ გაჩენილა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მის ამოძირკვას შევძლებთ“, – განაცხადა შმიგალმა.  

რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გამორიცხავს - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ხელისუფლება „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება. ISW: რუსეთის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება „რუსეთის ხელისუფლება ეძებს საშუალებას არმიის პირადი შემადგენლობა გაზარდოს, რათა უკრაინაში სამომავლოდ დაგეგმილი შეტევა განახორციელონ. ამასთან კრემლში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არ შეჩერებულა. თანაც 2023 წლის იანვარში რუსეთიდან ყირგიზეთში ორმაგი მოქალაქეობის მქონე შრომითი მიგრანტების გადასვლა შეაფერხეს და ამის მიზეზად მობილიზებულთა სიები დასახელდა“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. ვოლოდიმირ ზელენსკი: საეჭვოა, რომ რუსეთმა მობილიზაცია დაასრულა 2022 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.  შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.    

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია

ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და პარტიის დაშლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. „არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მთელი ეს პერიოდი არასდროს დაუძრავს კრინტი ჩემთან და პირველად ახლა მითხრა“, - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.   

"ნაციონალური მოძრაობის" ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის, "ნაციოანლური მოძრაობის" ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა მისი თქმით, კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია. „კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი. რეალურად, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში 4 კანდიდატი იქნა შერჩეული და ამ 50 ათასი ადამიანის, ამომრჩევლის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.   

იაპონია აცხადებს, რომ ჩინეთის გემები მის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ

ტოკიო წელს მეორეად აცხადებს, რომ ჩინეთის გემები მის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, სანაპირო დაცვამ იაპონური გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საპატრულო ხომალდები გაგზავნა. მან გააფრთხილა ჩინური მხარე, დაუყოვნებლივ დატოვონ იაპონიის ტერიტორიული წყლები. ტოკიოს მიერ კონტროლირებად სადავო კუნძულებზე, რომლებზეც ჩინეთი აცხადებს პრეტენზიცას, ტოკიო ამტკიცებს, რომ ისტორიისა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტოკიოს შეფასებით, ამ კუნძულებთან დაკავშირებით, სუვერენიტეტის საკითხი არ არის გადასაწყვეტი.  

ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთვარობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ქარსელაძემ ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორის გამოსავლენი ტენდერის გამოცხადების ვადები ვერ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ექნებოდა, თუმცა დასძინა, რომ სახელმწიფო თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის მზადაა. კითხვაზე - დაიწყებს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას, უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ამ პროექტების განხორციელება ინვესტორის მიერ წარდგენილ პროექტის მასტერგეგმაზე იქნება დამოკიდებული. „როცა [ანაკლიის პორტამდე] მისასვლელ გზასა და რკინიგზაზე ვსაუბრობთ, შესაბამისი პროექტი დამუშავებული გვაქვს და რა წუთშიც გამოვლინდება გამარჯვებული და ხელშეკრულების სახით შესაბამისი ვალდებულებები გაფორმდება, ჩვენ ამ პროექტის განსახირციელებლად მზად“.   აღნიშნული პროექტი წინაპირობების გათვალისწინებით იყო მომზადებული. შეიძლება მასში გარკვეული კორექტირება შევიდეს, არა იმდენად მარშრუტთან, არამედ ამ მარშრუტის დაბოლოებასთან მიმართებით. მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მასტერგეგმაზე, რომლითაც სამშენებლო ნაწილი ხორციელდება და ის ინფრასტრუქტურა, სადაც ეს გზა უნდა მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გამართლებულია არსებობდეს გამარჯვებული, რომელსაც ექნება ნათელი ხედვა თუ როგორ ეწყობა ინფრასტრუქტურულად აღნიშნული პორტი და შემდეგ სახელმწიფო თავის ვალდებულების ნაწილში გზის და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებს. მთავარია, ეს პროექტი გვაქვს და ეს იქნება იმ მოქმედებების ნაწილი, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი მოიცავს“, - განმარტა ქარსელაძემ.   სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.  

ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა

ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ქართველ ხალხს, - "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა "ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც იქნება დაკაშირებული სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა, შეგპირდე, არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა. ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.  შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

ევროპაში ტრანზიტის გაზრდის მიზნით, ტრანსადრეატიკული გაზსადენის გაფართოების პირველი ეტაპი იწყება

ტრანსადრეატიკული გაზსადენის გაფართოების პირველი ეტაპი იწყება. 2021 წელს ჩატარებული ბაზრის ტესტირების ფარგლებში სავალდებულო შეთავაზებების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია TAP-ის სიმძლავრის გაფართოება (წელიწადში 1,2 მილიარდი კუბური მეტრით) გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომლებიც ძალაში 2026 წლიდან შევა. TAP-ის საწყისი სიმძლავრე შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს და საბოლოოდ წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.  აღსანიშნავია, რომ TAP (ტრანსადრეატიკული გაზსადენი) ბუნებრივ აირის ტრანზოტს კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სექტორის გიგანტური შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში ახორციელებს. 878 კმ სიგრძის გაზსადენი ტრანსანატოლიურ მილსადენს (TANAP) თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოიში უკავშირდება, რომელიც კვეთს საბერძნეთს, ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვას იტალიაში დაშვებამდე. ექსპლუატაციის დაწყებიდან, 2020 წლის 31 დეკემბერს, ტრანსადრეატიკული მილსადენით 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიარა, საიდანაც თითქმის 16 მილიარდი კუბური მეტრი მხოლოდ იტალიაშია ტრანსპორტირებული. 2022 წელს იტალიამ TAP-ით 3 მილიარდი კუბური მეტრით მეტი გაზი მიიღო. ამრიგად, აზერბაიჯანი ბუნებრივ აირზე იტალიის მოთხოვნის 14%-ზე მეტს აკმაყოფილებს.   

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია

საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია. „დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კარი გავხსნათ მათთვისაც, ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია რაც შეგვეძლო ბოლო 10 წელიწადში მიგვეღო - ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღწეული, სადაც ნათლად დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას და პირადად ბატონ კანცლერს. ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

„ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა: ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. როგორც მათ განმარტეს, ენმ-ს რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

კარლ ნეჰამერი: საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. „როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებასა და ტურიზმზე, ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგოგენერაციაზე ენერგეტიკის მიმართულებაზე, საქართველო მართლაც საინტერესო პარტნიორია ავსტრიის ფირმებისთვის“, - აღნიშნა ნეჰამერმა.   

ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია

„ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია“, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც დიდი გამოწვევაა საქართველოს მთავრობისთვის. „საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას“.  ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს. „ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირი ამოსავალი პირობები უნდა არსებობს, არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებას მიაღწია ამ სამმა ქვეყანამ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), ავსტრია მზადაა, მხარში ამოგიდგეთ, ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, - განაცხადა კარ ნეჰამერმა.     

სტამბულში გაზის სამიტის იმართება

2023 წლის 14-15 თებერვალს სტამბული გაზის სამიტს (İstanbul Gas Summit) უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნები (ახლო აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან), რომლებიც „ლურჯ საწვავს“ აწარმოებენ. გაზის სამიტს ასევე დაესწრებიან „ლურჯი საწვავის“ მომხმარებლები ევროპიდან. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა თურქეთში საერთაშორისო „გაზის ჰაბის“ შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, დღეს თურქეთი, ბულგარეთთან ერთად, განიხილავს ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რუმინეთისა და მოლდოვისთვის გაზის მიწოდების საკითხს. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ხელმძღვანელი ომანში იმყოფება. „წელიწადში 1,4 მილიარდი გაზის შესყიდვისთვის, ჩვენ ომანთან 10-წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ვემზადებით“, - თქვა დონმეზმა.  

შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები). მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 პროცენტი იმერეთის რეგიონზე. „აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3 პროცენტით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 36.6 პროცენტი მოდის თბილისზე, 11.8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

საქართველო მიმზიდველია ინვესტიციებისთვის, ჩვენ მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას - ირაკლი ღარიბაშვილი

  ავსტრია-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო ორი წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. 2021 წელს ზრდა იყო 10,5%, 2022 წელს 10%. რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - განახადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით. „ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების სიმარტივით. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ

თბილისში ვიზიტისას, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი. ავსტრია, რგორც თქვენი პარტნიორი და მეგობრული ქვეყანა, საქართველოს მხარს დაუჭერს იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვისაუბრეთ თემაზე, რომელიც ერთ წელზე მეტია, ყველას გვაშფოეთებს - უკაინის ომზე, ადამიანები უაღრესად მძიმე გაჭირვებაში არიან, ომის სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანებიდ ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტეროტორიების ნაწილი ოკუპირებულია. რუსი სამხედროები დგანან თქვენს ტერიტორიებზე, რასაც ავტომატურად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად, სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ შემიძლია, ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მართლაც მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც, ყველაფერთან ერთად დიდი გამოწვევაა მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში. ეს საქართველოს მთავრობისთვის არის დიდი გამოწვევა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და გარანტია მოგცეთ, რომ ავსტრია დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს. „ავსტრია აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ“, - აღნიშნა ავსტრიია კანცლერმა.  მისივე თქმით, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური შეფასებები: „უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ავსტრიის კანცლერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. პრემიერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე. „ასეთი მასშტაბის კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება და ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი: კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის ურყევ მხარდაჭერას

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოში. ბატონი კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორი ქვეყნის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. დღესვე, პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა ურთიერთობა ავსტრიასა და საქართველოს შორის. „დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა  

ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის ელექტროკაბელი და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე

ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული - საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს „ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ბატონ კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს ეწვია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს ელჩი ავსტრიაში და ავსტრიის ელჩი საქართველოში დახვდნენ. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.