ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესახებ დასკვნები და პრიორიტეტები გამოაქვეყნა. დასკვნების თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი მცდელობები, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ძალის გამოყენებით, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ევროპულ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური წესრიგის დემოკრატიულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ უნდა გააძლიერონ ურთიერთობები როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებასაც ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს განახლებულ იმპულსს სძენს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნულია ტექსტში.
საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას განიხილავს - Politico
საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Politico წერს. Politico წერს, რომ დასავლელ მოკავშირეებზე ზეწოლა იზრდება, რათა კიევს საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ მას შემდეგ, რაც ტანკების გაგზავნაზე უკვე შეთანხმდნენ. „საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ამ კვირაში საუბრის დროს განიხილავენ კიევის თხოვნას“, განუცხადა გამოცემას სააგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ. 27 იანვარს, გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარიზს მოუწოდა, უკრაინას ფრანგულ თვითმფრინავებზე პილოტების მომზადებაში დაეხმარონ.
შალვა პაპუაშვილმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, საერთო ევროპულ დღის წესრიგზე ისაუბრეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ოლეგ სერებრიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს განსაკუთრებულ კავშირებს საქართველოსა და მოლდოვას შორის, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთო ევროპულ დღის წესრიგს, კერძოდ, ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები. „მოლდოვასა და საქართველოს ბევრი რამ აქვთ საერთო. ივნისიდან მოყოლებული ჩვენ, ასევე, ვიზიარებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პერიოდი, რომლის დროსაც მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს და გამოცდილება გავუზიაროთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ოლეგ სერებრიანის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულია, როგორც ისტორიული, ასევე, გეოპოლიტიკური პერსპექტივებიდან გამომდინარე. „ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, როგორებიცაა სეპარატიზმი და ოკუპირებული ტერიტორიები,“ – აღნიშნა შეხვედრის დროს ოლეგ სერებრიანმა.
საქსტატი: დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%–ით გაიზარდა
2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.
ნორვეგია უკრაინას ტანკებს რაც შეიძლება მალე მიაწვდის - თავდაცვის მინისტრი
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა AFP-ს განუცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას ტანკებს „რაც შეიძლება მალე“ გადასცემს. ტანკების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ კიდევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტამკების გაგზავნას აპირებენ. ნორვეგიას არსენალში სულ 36 ასეთი ტანკი ჰყავს. ნორვეგია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის, რომელმაც პირობა დადო, რომ უკრაინაში ტანკებს გაგზავნის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი პარტნიორებს შესაბამისი თხოვნით დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა. გერმანიამ, პოლონეთმა, ესპანეთმა, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ საჯაროდ დადეს პირობა, რომ უკრაინაში ტანკებს გაგზავნიან. უკრაინის ელჩმა საფრანგეთში, ვადიმ ომელჩენკომ ფრანგულ ტელეკომპანია BFM-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ჯერჯერობით სულ 321 ტანკის გაგზავნას დაჰპირდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება - არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ გამოქვეყნებულ, საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება. „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა. ერთი-ერთი პირობა საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებდა. 10 ოქტომბერს კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა და მოსაზრებების დაჩქარებული წესით მომზადება სთხოვა. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გაგზავნილი კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, მათივე შეფასებით, გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება; საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში 4 ამომრჩევლის მარკირების შემოღება; პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვრის განახევრება; ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზის შემცირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა; პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლების გაფართოება; შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენა. „გარდა ამისა, ზოგადად, მისასალმებელია საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები იყოს უფრო ცხადი და ყოვლისმომცველი და რაც შეიძლება ნაკლები საკითხი მიეკუთვნებოდეს ცესკოს დისკრეციას. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს. საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3DrQ0ZM
ევროკავშირი ბოსნიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ, რომ უარი თქვას რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა. ბალკანეთის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიენიჭა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიენების მისწრაფების ფარგლებში მოხდება ბოსნიის სანქციებისა და სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ბლოკთან. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ბოსნიაში ჩასული რუსების რაოდენობა ოქტომბერში 898-მდე გაიზარდა, როცა სექტემბერში მათი რიცხვი 299-ს შეადგენდა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და რუსებს ბოსნიაში 30 დღემდე შეუძლიათ დარჩენა. უფრო მეტიც, ქვეყანა ერთ-ერთია ევროპაში, სადაც არ არის აკრძალული ტურისტული ფრენები რუსეთიდან. რესპუბლიკა სერბსკას პარლამენტის სპიკერმა, ნენად სტევანდიჩმა განაცხადა, რომ მიუღებელია ერთეულზე ზეწოლა იმ თემებთან მიმართებიც, რომლებსაც არ ეთანხმება. „მე მაქვს რამდენიმე წერილი ევროკავშირის პარლამენტის კოლეგებისგან. მიუღებელია ზეწოლა იმ თემებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით. არანაირი პირობა არ შეუწყობს ხელს ამ პროცესის დაწყებას“, - განაცხადა სტევანდიჩმა მედიის ცნობით. 30 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან როლს აღიარებს.
ლევან ხაბეიშვილს დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს - თბილისის მერი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითო, რომელსაც ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა „დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო და დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ხაბეიშვილი ვინ არის? არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. თქვენ ნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება თავისი ფარული ჩანაწერებით, ერთმანეთის მიმართ თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ეს მათი საქმეა, არ მინდა, ჩავერიო მათ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და გამოკვეთილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, განავითარა თავდასხმები ქალაქ პავლოვკასა და ვუჰლედარზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, დასახლებები დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 50 კმ-ში მდებარეობს და რუსეთი მანამდე იყენებდა 155-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადას იმავე რაიონზე 2022 წლის ნოემბერში წარუმატებლად ესხმოდა თავს. „არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთი გააგრძელებს წარმატების მიღწევის მცდელობებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს ჰყავდეს საკმარისი დაუმორჩილებელი ჯარები ამ მხარეში ოპერაციულად მნიშვნელოვანი გარღვევის მისაღწევად", - განაცხადა ბრიტანულმა დაზვერვამ.
სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირდეს - მედია
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირება მოახდინოს, რადგან მას არ სურს ომში დამარცხებული მხარის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი. სტატიის თანახმად, ჩინეთი სიამოვნებით აწარმოებდა რუსეთთან ვაჭრობას ხელსაყრელი პირობებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია თანდათან კარგავს წვდომას დასავლეთის ბაზრებზე. ამავდროულად, პეკინი იქცა კრემლის იმპორტის უდიდეს წყაროდ, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისთვის, რომლებიც რუსეთს სჭირდება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის. „პეკინს შეუძლია, იგივე როლი შეასრულოს რუსეთისთვის, რასაც შეერთებული შტატები თამაშობს უკრაინისთვის. თუ ეს მოხდებოდა, რუსეთის გამარჯვების შანსები ექსპონენტურად გაიზრდებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.
არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ - კალაძე
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ისევ არ მიანიჭონ. „ცხადია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. 12-ვე პუნქტი შესრულებული იქნება. ამ პუნქტების ერთ-ერთი მიმართულება არის პოლარიზება, რაც ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება. შეუძლებელია. სხვა რეკომენდაციები, რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი. ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს, თუნდაც, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მისცეს და არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. რეალურად, ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით საქართველო გაცილებით წინ იყო, თუმცა არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე არ ვგულშემატკივრობ, ან უკრაინას, ან მოლდოვას. პირიქით, ვულოცავ ამ სტატუსს. უბრალოდ, საქართველო დაჩაგრეს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც. საქსტატი: დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%–ით გაიზარდა „აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა. უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი, რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ეუგენ კარა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ არ გადაუყვანიათ
„ვივამედის” გენერალურ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში „ჯერ არ გადაჰყავთ“. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ დღეს გაავრცელა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გართულდა და რეანიმაციაში გადაჰყავთ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ - ჩალაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. ამის შესახებ ჩალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში „ჯერ არ გადაჰყავთ“ "პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღვარზე, სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში" - განაცხადა ჩალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
უკრაინის პროკურატურამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღა - მედია
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედიასაშულება ავრცელებს. კერძოდ, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, უკრაინაში ალუმინის ჰიდროქსიდის უმსხვილეს მწარმოებელს 32 მილიონი UAH (უკრაინული გრივნა) ჩამოართვეს. თანხები სახელმწიფო საბაჟო სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე ირიცხებოდა. გამომძიებლების თქმით, 2000 წელს ეს უკრაინული საწარმო რუსი ოლიგარქის კუთვნილ ჰოლდინგს გადაეცა საკუთრებაში. რუსული ჰოლდინგი მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მასში შემავალი კომპანიების ჯგუფი აგრძელებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებების დაკმაყოფილებას და ასევე აწვდის საკუთარ საქონელს რაკეტების წარმოებისთვის.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
სექსმუშაკებში პოპულარული OnlyFans-ი რუსი მომხმარებლებისთვის დაიბლოკა
ონლაინ სერვისი OnlyFans-ი, რომელიც პოპულარულია სექსმუშაკებსა და ეროტული კონტენტის მწარმოებლებში, რუსი მომხმარებლებისთვის დაიბლოკა. ამის შესახებ Meduza წერს. როდესაც მომხმარებლებმა საიტის გახსნა რუსული IP მისამართიდან სცადეს, მონიტორზე გაჩნდა წარწერა 403, რაც შეცდომის შეტყობინებას ნიშნავს და მიუთითებს, რომ საიტზე წვდომა უარყოფილია. სხვა ქვეყნებში, OnlyFans საიტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. OnlyFans-ის წარმომადგენლებს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, OnlyFans სერვისის ადმინისტრაციამ რუსეთიდან და ბელორუსიდან მოდელებისთვის ანგარიშები გაყინა და ასევე ამ ქვეყნების მომხმარებლებს ახალი მოდელების გამოწერა აუკრძალა. ამასთან, შეეზღუდათ OnlyFans-ის ხელმოწერის განახლება და ფასიანი კონტენტის ყურება.
გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39%-ით (-1908 ფაქტი) შემცირდა. „აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მატება, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება. მონაცემები უკვე გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე: info.police.ge. აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები. ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის: დანაშაულის სტატისტიკა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები; ოჯახში ძალადობის სტატისტიკა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა; გაცემული მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაცია; სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებული ბევრი სხვა მონაცემი. ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა. პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის. გამოქვეყნების ახალი წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ის საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია უფრო დეტალურად გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ბრძანება შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად. ხაზგასასმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ჰაკერებმა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ელექტრონულ დაფებზე, უკრაინის ქალაქ ბუჩის მოვლენებზე ინფორმაცია განათავსეს
ჰაკერებმა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ელექტრონულ დაფებზე, უკრაინული ბუჩის მოვლენებზე ინფორმაცია განათავსეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ფონეტიკა“ წერს. შემთხვევა, როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, 29 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. რა ინფორმაცია გავრცელდა ეკრანებზე, არ ზუსტდება. ერმიტაჟის დაცვის თანამშრომლებმა გამორთეს ეკრანები მას შემდეგ, რაც ერმიტაჟზე ჰაკერული შეტევა აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, ჰაკერული შეტევა დისტანციურად განხორციელდა. ახლა საგამოძიებო კომიტეტი მომხდარის კვალიფიკაციას ადგენს. ბუჩა 2022 წლის გაზაფხულზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. რუსული ჯარების გაყვანისთანავე ბუჩაში ათობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მას შემდეგ ბუჩა ომის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.