ძებნის რეზულტატი:
NATO და იაპონია კავშირებს აძლიერებენ
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტოკიოში შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას. CNN-ის ცნობით, მხარეებმა პირობა დადებს, რომ კავშირებს გააძლიერებენ. ამასთან, როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, ორი ლიდერი ერთობლივ განცხადებაზეც შეთანხმდა. გენერალურმა მდივანმა და პრემიერ მინისტრმა კიშიდამ განიხილეს მზარდი გამოწვევები, მათ შორის ჩინეთის ქმედებები და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პროვოკაციები. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ, ეს არის გამოწვევა საერთაშორისო წესრიგისთვის. უკრაინისადმი იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საუბრისას, გენერალური მდივანი მიესალმა იაპონიის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც მის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისთვის. ასევე მიესალმა იაპონიის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ასევე გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს და თავდაცვის ხარჯების გაზრდას. „თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უხეში ძალის გამოყენებით. ეს სახიფათოა. პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს და სწავლობს გაკვეთილებს, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა. იაპონიამ უკრაინას არალეტალური დახმარება გაუწია დრონების, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, ჩაფხუტების, კარვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სახით. თუმცა, თავდაცვის პოლიტიკის მითითებების თანახმად, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს იარაღის ექსპორტს, ტოკიოს კიევისთვის იარაღი არ მიუწოდებია.
ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შსს-მ, 2022 წელს ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცა
2022 წელს საქართველოში, ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე შსს-მ ყველაზე მეტი - 8042 შემაკავებელი ორდერი გასცა. აქედან ყველაზე მეტი 3938 - თბილისში გაიცა, მეორეა კახეთი - 881, ხოლო მესმეა ქვემო ქართლი - 853. ამასთან, შსს-ს სტატისტიკით ჯამში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 10 873 შემაკავებელი ორდერი გაიცა. აქედან ფიზიკურ ძალადობისთვის - 2284, ეკონომიკურ ძალადობისთვის - 169, სექსუალური ძალადობისთვის - 49, იძულებისთვის 75 და უგულებელყოფისთვის - 54. ყველაძე ნაკლები შემაკავებელი ორდერი ოჯახურ ძალადობაზე, 2022 წელს შსს-მ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გასცა.
პირველ თებერვალს ერთი დოლარი 2.6518 ლარი ეღირება
პირველ თებერვალს ერთი დოლარი ლარი 2.6518 ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6410 ლარი იყო. ევრო ხვალ 2.8711 ლარი იქნება, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2673 ლარი. გამყარდა ევრო. მისი კურსი 2.8813 ლარს შეადგენს. ევრო დღეს 2.8745 ლარი ღირდა.
ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა დეკანოიძის თქმით, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
გაუგებარია ვინ სად მიდის, ან რატომ მიდის - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გაუგებარია მისი კოლეგები თანამდებობას რატომ ტოვებენ. ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა "მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალა ერთობაშია და მათ შორის, მეც ამ პოზიციაზე ვარ. საერთოდ გაუგებარია ვინ სად მიდის, რატომ მიდის, მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე", - განაცხადა ხაბეიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.
მევლუთ ჩავუშოღლუ: შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სომხეთიც შეუერთდება
თურქეთი თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ამ თანამშრომლობას სომხეთიც შეუერთდება: „ამგვარად, შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება“. ამასთან, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია“ საკმაოდ გავლენიანი სტრუქტურაა და „ბევრ ქვეყანას სურს გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი“. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ასევე წაიკითხეთ: EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე
უკრაინა პირველ ეტაპზე მოკავშირეებისგან 120-140 ტანკს მიიღებს - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა პირველ ეტაპზე მოკავშირეებისგან 120-140 ტანკს მიიღებს. „შემიძლია, აღვნიშნო, რომ პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 120-დან 140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს“, – განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
თურქეთი აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს
თურქეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა მისი თქმით, თურქეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ალიანსის დონეზე ამაღლდება. „ამჟამად ვმუშაობთ შესაბამის დოკუმენტზე. ჩვენი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროს და უსაფრთხოებას მოიცავს“. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ენერგეტიკის სფეროში ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას უნგრეთში და სხვა ქვეყნებში. კონტაქტები აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით გრძელდება". დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა - ილჰამ ალიევი
ოლიგარქ აბრამოვიჩს, „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული $2,8 მილიარდის უკრაინისთვის გადარიცხვა სურს - მედია
ბიზნესმენი და რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი გეგმავს უკრაინას 2,3 მილიარდი ფუნტი (2,8 მილიარდი დოლარი) გადასცეს, რომელიც მან ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვით მიიღო. ცნობილია, რომ გასული წლის გაზაფხულზე აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ამ თანხას უკრაინაში დაზარალებულთა სასარგებლოდ შექმნილ ფონდში გადარიცხავდა. მაგრამ ფულის გადარიცხვისთვის საჭიროა ევროკავშირის ნებართვის მიღება, რადგან რუსი ოლიგარქი იქ სანქციების ქვეშ იმყოფება. წყაროების თქმით, თანხა, რომელიც ომის მსხვერპლთათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქველმოქმედო შემოწირულებაა ისტორიაში, შესაძლოა, ფონდის მთავრობასა და აბრამოვიჩს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ჯერ კიდევ უსახელო ფონდში გადაირიცხოს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს Unicef-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დეტალები უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი რუსეთიდან მოლაპარაკების დელეგაციის წევრი იყო და 2022 წლის გაზაფხულზე რამდენჯერმე ეწვია კიევს. მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში და მისი ვიზიტი დედაქალაქში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად დაადასტურა.
2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა - მიზეზები
2022 წელს საქართველომ 14,8 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებშია ნათქვამი. გასულ წელს საქართველოში 14,2 მილიარდი კილოვატსათი იყო გამომუშავებული, 12,7%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურებზე - 10,8 მლრდ კილოვატ/საათზე, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 3,4 მილიარდი კილოვატსათი, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა - 87,49 მლნ კილოვატ/საათმა. წარმოებაზე მოხმარების გადაჭარბების გამო საქართველო იძულებული გახდა ელექტროენერგია მეზობლებისაგან ეყიდა. იმპორტმა 1,5 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი შეადგინა. 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 1,3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო აზერბაიჯანიდან 129,5 მილიონი კილოვატ/საათი, ნათქვამია ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებლ ინფორმაციაში. ხოლო ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 971,02 მლნ კილოვატ/საათი შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტების აზრით, 2030 წლისთვის ქვეყანას შესაძლოა ენერგოდეფიციტი შეექმნას, ვინაიდან იმ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ მოიხმარა 14,3 მილიარდი კილოვატსათი ელექტროენერგია, რაც 13%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და გამოიმუშავა 12,6 მილიარდი კილოვატსათი.
საფრანგეთი პირობას დებს, რომ უკრაინაში დამატებით, CAESAR-ის ტიპის 12 თვითმავალ ჰაუბიცას გაგზავნის
საფრანგეთი უკრაინას დამატებით, CAESAR-ის ტიპის 12 თვითმავალ ჰაუბიცას გაუგზავნის, ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლეკორნუმ აღნიშნა, რომ 150 ფრანგი ჯარისკაცი ამ ზაფხულს პოლონეთში 2000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უკრაინისთვის მსუბუქი ტანკებითა და ბასტიონის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელია
ევროკავშირის საბჭომ ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დანიშნა. მომავალი ელჩი ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს. კარაბალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შტაბ-ბინა თბილისშია, სამი საველე ოფისი კი გორში, მცხეთასა და ზუგდიდში მდებარეობს. ბერძენი დიპლომატი მარეკ შჩიგელს ჩაანაცვლებს.
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს
პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა პირობა დადეს, რომ უკრაინას პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სხვა სახის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ რეგიონის ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი. დოკუმენტს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მოაწერეს ხელი. „ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების დიდ მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში. ტექტში ასევე ნათქვამია, რომ საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, ქვეყნებს პოტენციური საფრთხეებისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ და, შესაბამისად, მოწადინებულნი არიან, გააძლიერონ უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყნების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.
რა საკითხები განიხილა ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში შეხვედრებს მართავს. ამერიკელი დიპლომატი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს. „ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ისრაელის ძლიერი ურთიერთობა და ჩვენი ერთგულება ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე, დასავლეთ სანაპიროზე“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გამართა მოლაპარაკება ისრაელის თავდაცვის მინისტრთან. „იოავ გალანტთან შეხვედრისას განვიხილეთ აშშ-ის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანის საფრთხე და უსაფრთხოების ვითარება დასავლეთ სანაპიროზე“, - აღნიშნა ბლინკენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ამერიკელმა დიპლომატმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. „მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრთან მუშაობას იმ ინტერესებისა და ღირებულებების მხარდასაჭერად, რომლებსაც ჩვენი ერები დიდი ხანია, იზიარებენ“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი. პირველ თებერვალს გავრცელებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც ისრაელში ბლინკენის შეხვედრას ასახავს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბლინკენი ნეთანიაჰუს წინამორბედს შეხვდა. „ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს შევხვდი. ხაზი გავუსვი აშშ-ისრაელის მტკიცე ურთიერთობებს, ჩვენს ერთგულებას ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისა და შემდგომი რეგიონალური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენასევე განვიხილეთ დასავლეთ სანაპიროზე სიტუაციის დეესკალაციის გადაუდებელი აუცილებლობა“, - წერია Twitter-ზე ბლინკენის სახელით განთავსებულ ინფორმაციაში.
უკრაინის საგარეო უწყებამ უნგრეთის ელჩს „ორბანის ანტიუკრაინული რიტორიკის გამო“ მკაცრი პროტესტი გამოუცხადა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი 27 იანვარს გამოიძახა და მკაცრი პროტესტი დააფიქსირა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. უნგრელ დიპლომატს ხაზგასმით განემარტა, რომ ანტიუკრაინული რიტორიკა, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ხანია ისმის, აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის უნგრეთთან კონსტრუქციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გასავითარებლად. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ორბანის დამამცირებელი კომენტარების გამო დაიბარა. ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინა ავღანეთს შეადარა და „არავის ტერიტორია“ უწოდა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილში გაიმართება
ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ თანათავმჯდომარეების განცხადებაში წერია. მიზეზში დროისა და დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემაა მითითებული. ამასთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, თანათავმჯდომარეები ყველა მხარესთან კონსულტაციებისა და ჩართულობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის თაობაზე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. „ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს. ჩვენი ამოსავალია ის, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟირებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს. 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად“, - ნათქვამია არძინბას განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით. ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი ატარება 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
ირანის ხელისუფლებამ რესტორანი დახურა მას შემდეგ, რაც მის გახსნაზე ქალმა იმღერა - მედია
ირანის ხელისუფლებამ რესტორანი ქალაქ მაჰშაჰრში, გახსნის ცერემონიაზე ქალი მომღერლის გამოსვლის შემდეგ დახურა. საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, რომელიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC) არის დაკავშირებული, პოლიციის უფროსის, ფარშად ქაზემის სიტყვებს ციტირებს, რომ "გამოძიება დაიწყო“. ირანის ისლამური კანონებით ქალების მიერ საჯაროდ სიმღერა აკრძალულია. „პოლიციელებმა საკითხის გამოძიების შემდეგ რესტორანი დახურეს, აღძრულია საქმე", - აღნიშნა კაზემმა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არაერთი ცნობა გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ თანამშრომელთა მიერ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესების დაუცველობის გამო, პოლიციამ გარკვეული ზომები მიიიღო რესტორნებში, კაფეებში და ზოგ შემთხვევაში, აფთიაქებშიც კი.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა - კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განსახილველად შეიკრიბა. მესამე სხდომა ადმინისტრაციის უფროსის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქ. თბილისში, სატვირთო მანქანაში, ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების, ჯამში 241 639 ლარის ღირებულების 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Reuters-ი: აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს პირველად გადასცემს
Reuters-ი აშშ-ის ხელმძღვანელობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში უკრაინაში 150 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტების გადატანას აპირებს. Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის სახმელეთო მცირე დიამეტრის (GLSDB) ზუსტ მართვად რაკეტებს. სხვა საკითხებთან ერთად, HIMARS-ის დანადგარებიდან, მრავალი ათეული კილომეტრის მანძილზე შესაძლებელია მოძრავ სამიზნეებზე დარტყმა. აქამდე რაკეტების დიაპაზონი, რომელსაც ამერიკელები და სხვა მოკავშირეები აწვდიდნენ უკრაინის არმიას, 80 კილომეტრზე ცოტა მეტს შეადგენდა. ამ რაკეტებს ასევე აქვთ HIMARS-ზე ინსტალაციის ფუნქცია. უკრაინა უკვე დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS რაკეტებს 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, რომლებიც შესაძლოა, HIMARS-ის დანადგარებიდან გაისროლონ. „ამ დრომდე დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ ასეთი იარაღის გადაცემაზე - არაოფიციალურად, იმის გამო, რომ უკრაინელები დაიწყებენ დარტყმას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რამაც შესაძლოა ომის უკონტროლო ესკალაცი გაოიწვიოს“,- წერს გამოცემა. Reuters-ის ცნობით, ახალი 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი ამ კვირაში გამოცხადდება.