ძებნის რეზულტატი:
Jerusalem Post-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში, სამხედრო ქარხანაზე თავდასხმა მნიშვნელოვანი წარმატება იყო
Jerusalem Post-ი დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ირანის მხრიდან საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისა, 29 იანვარს ირანში სამხედრო ქარხანაზე თავდასხმა „ფენომენალური წარმატება“ იყო. Jerusalem Post-ის მოხსენების თანახმად, ადგილზე ოთხი აფეთქებს ხმა გაისმა და მიყენებული ზიანი „სახურავის მცირე დაზიანებას“, რასაც თეირანი ამტკიცებდა, ბევრად სცილდება. გამოცემა წერს, რომ გასულ წლებში მოსადმა (ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ) ირანის ბირთვულ ობიექტებზე არაერთი მსგავსი წარმატებული თავდასხმა განახორციელა. ისრაელს 29 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ირანში, ისპაანში ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საბრძოლო მასალის წარმოების ცენტრში ძლიერი აფეთქება 29 იანვარს, გამთენიისას მოხდა. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ აფეთქება უპილოტო თვითმფრინავის „წარუმატებელი“ თავდასხმის შედეგია.
ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკიმ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხი კოლეგა ვიზიტით მიიწვია. „მოხარული ვიქნები, მჭიდროდ ვითანამშრომლო უკრაინისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ხალხების საკეთილდღეოდ და ერთიანი ევროპის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უფრო ადრე, მედია წერდა, რომ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.
ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებულია
ილია სულამანიძემ საქართველოს ნაკრებს წლის პირველი მედალი მოუტანა. მან პორტუგალიის გრან პრი მოიგო. შესაბამის ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სპორტსმენმა 100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა.
ზელენსკი: საჭირო იარაღის მოწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება ახლა უმნიშვნელოვანესია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება უნდა დაჩქარდეს. „ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საჭირო დახმარების მოწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. რუსეთს ომის გაჭიანურების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ამდენად, დრო ჩვენს იარაღად უნდა ვაქციოთ. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთის არმია ხერსონს მთელი დღეა, სასტიკად ბომბავს - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სხვადასხვა სოციალური და სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის საავადმყოფო, ფოსტა და ავტოსადგური. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაშავებულის და სამი დაღუპულის შესახებ.
ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში - ბენ ჰოჯესი
ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში, - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Insider-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი შეფასებით, უკრაინა „არასდროს იქნება უსაფრთხო, დაცული და ვერ შეძლებს თავისი ეკონომიკის აღდგენას, ვიდრე რუსეთი ყირიმს შეინარჩუნებს“. ჰოჯესის თქმით, მომდევნო რამდენიმე თვე ცხადყოფს, რომ უკრაინა შექმნის პირობებს ყირიმის საბოლოო გათავისუფლებისთვის. ჰოჯესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიზნისთვის უკრაინას დასჭირდება შორი დისტანციის მაღალი სიზუსტის თავდასხმის იარაღი, როგორიცაა, ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
რუსეთის მიერ ხერსონის პორტის დაბომბვისას, უცხოური გემის ეკიპაჟმა ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა - მედია
უცხოური გემის ეკიპაჟმა, რომელიც რუსეთის მიერ ხერსონის პორტის ბოლო დაბომბვისას დაზიანდა, დნეპერში ნავთობის გაჟონვა დააფიქსირა. შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „მტრის დაბომბვის შედეგად უცხოური კომპანიების კუთვნილი ორი ხომალდი დაზიანდა. შედეგად, ნავთობპროდუქტებმა დნეპერში გაჟონა. ახლა გემის ეკიპაჟმა გაჟონვის ლოკალიზება მოახერხა“, - ნათქვამია ანგარიშში. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ჭურვმა ერთ-ერთ ხომალდს კორპუსი და საწვავის შესანახი ადგილი გაუნადგურა. შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, 2023 წლის 24 იანვარს რუსეთის ძალებმა ხერსონის პორტს ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა თურქეთის „ტუზლა“ და კიდევ ერთი გადამზიდავი, რომლის სახელიც არ იყო ნახსენები.
ზელენსკი: უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდება უნდა დავაჩქაროთ
აუცილებელია უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებისა დაჩქარება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთს ომის გაჭიანურების, უკრაინის ძალების ამოწურვის იმედი აქვს. „ამდენად, დრო ჩვენს იარაღად უნდა ვაქციოთ. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება ახლა უმნიშვნელოვანესია. ზელენსკი: საჭირო იარაღის მოწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი „ამ კვირაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თავდაცვის შედეგები აშშ-სთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, კანადასთან, ბელგიასთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. შემდეგი კვირა არანაკლებ ძლიერი უნდა გავხადოთ ჩვენი თავდაცვისთვის. დღეს ასევე ვესაუბრე ჩეხეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტს. მე მოვიწვიე ბატონი პრეზიდენტი უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, ერთად ჩვენ შევძლებთ, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ევროპული პასუხი რუსეთის ტერორისტულ საფრთხეზე“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
რეზნიკოვი: HIMARS-ის მსგავსად, თანამედროვე ტანკებმა შეიძლება, ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალონ
უკრაინა თავის მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისთვის, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიიღოს, რათა რუსული საწყობები და სამეთაურო ცენტრები გაანადგუროს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CBC-თან ინტერვიუში გააკეთა. რეზნიკოვის თქმით, კანადისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიწოდებულმა თანამედროვე ტანკებმა, ისევე როგორც HIMARS-ის ტიპის სისტემებმა გასულ ზაფხულს, შეიძლება, ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალონ. მისივე შეფასებით, მოგვიანებით, მოიერიშე თვითმფრინავები შეცვლიან ომში „თამაშის წესებს“. რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ეს წელი უკრაინის გამარჯვების წელი იქნება. „ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მაგრამ დავინახავთ, რამდენად მალე მოხდება ეს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა: ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა
რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა სამი კი, დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვიავრცელებს. „მტრის დარტყმა ხარკოვის კიევსკის რაიონში მდებარე 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე S-300 რაკეტით განხორციელდა. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, მოხუცი ქალი გარდაიცვალა“, - წერს სინეგუბოვი. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
„ხალხის ძალა“: საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას
საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში. „მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს. უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის. აგენტად კურთხევისას, ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ნებისმიერი აგენტი დაღდასმულია მონის ფსიქოლოგიით, რომლისთვისაც რამდენიმე მთავარი ელემენტია დამახასიათებელი: მონისთვის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ბატონი. შესაბამისად, მისთვის მოტივაციის ერთადერთი წყარო პატრონის კეთილგანწყობის მოპოვების შანსია. ისეთი მაღალი მატერიები, როგორიც ღმერთი და სამშობლოა, აგენტისთვის ნულოვანი დატვირთვის მატარებელია; მონა აღტაცებულია პატრონით და მისგან კეთილგანწყობის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტს დიდ წყალობად იღებს; აგენტი როგორც სიკეთის, ისე საფრთხის ერთადერთ წყაროდ პატრონს აღიქვამს, რომლის მიმართ შიში ვერცერთ მომაკვდინებელ სტიქიასთან ახლოსაც ვერ მივა; მონას არასოდეს ტოვებს განცდა, რომ მისი მდგომარეობა და ბედისწერა ცვლილებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მონა პატრონის ნებისმიერ დავალებას იოლად იღებს და ასრულებს, თუნდაც პატრონი მისგან მასზე ათჯერ ძლიერ გლადიატორთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ითხოვდეს. ამ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს. საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. "ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო „არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“,- განაცხადა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
ბათუმში, ხანძარი იყო, ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა
ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო. ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინი სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ამის შესახებ BBC წერს. ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას „მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა". „ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, მან გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებასა და რუსეთის საზღვართან NATO-ს ჯარების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევდა. ამასთან, BBC-ი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები გადმოცემულია დოკუმენტურ ფილმში, „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც დღეს ეთერში მოგვიანებით გავა.
თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთზე ადრე დაუჭიროს მხარი - ერდოღანი
თურქეთმა შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ერთდროულად განაცხადეს. NATO-მ ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ თურქეთი რამდენიმე თვეა ბლოკავს შვედეთის შესვლას ალიანსში და ქვეყნის ხელისუფლებას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებისთის თავშესაფარის მიცემაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ანკარამ ოფიციალურად შეაჩერა მოლაპარაკებები შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმმა უარი თქვა თურქეთისთვის რამდენიმე ადამიანის ექსტრადირებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ქურთ ბოევიკებთან კავშირში. ამ ვითარებასთან დაკავშირებით ერდოღანმა განაცხადა, რომ „თუ საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია სრულიად განსხვავებული პასუხი გავცეთ ფინეთთან დაკავშირებით და როცა ფინეთზე განსხვავებულ პასუხს გავცემთ, შვედეთი შოკირებული იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი იგივე შეცდომას არ დაუშვებს“. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
Washington Post: ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლომდე მიიღებს
„აბრამსის“ ტიპის ტანკები უკრაინას შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ფარგლებში 2023 წლის ბოლოს ან უკვე 2024 წელს გადაეცენა, წერს The Washington Post. იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს გამოცემის თანახმად, კიევი მიიღებს M1A2 მთავარი საბრძოლო ტანკის თანამედროვე მოდიფიკაციას, მაგრამ ამ ტექნიკას აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან არ ამოირებენ, არამედ General Dynamics-ისგან შეისყიდიან, რომლებიც სპეციალური დავალების საფუძველზე, ურანის საიდუმლო ჯავშნის გარეშე დამზადდება. 25 იანვარს დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას ემხრობიან, კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადეს. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გაგზავნის. ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია უკრაინისთვის 112 ერთეული გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის გადაცემაზე. მოსალოდნელია, რომ „ლეოპარდის“ ტიპისტანკები უკრაინაში ორ-სამ თვეში გამოჩნდებიან. უკრაინის ელჩი საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკო აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ოფიციალურად დაადასტურეს შეთანხმება უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე. მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ფრონტზე წარმატებული კონტრშეტევისთვის 300 დასავლური ტანკი დასჭირდებოდათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა როგორც კირთაძე აცხადებს, პარტიაში რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას მიშას სიცოცხლის გადასარჩენად და ავტოკრატიული რეჟიმის შესაცვლელად. უბრალოდ ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, ვინც მხარს უჭერდა ლევან ვარშალომიძეს. ვულოცავ ხაბეიშვილს გამარჯვებას და არ ვფიქრობ, რაიმე დაპირისპირება იქნება პარტიაში. ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანი და მონოლითური „ნაციონალური მოძრაობა“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
სლოვენიაში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს
სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ლუბლიანაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. ჯაშუშობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ეჭვმიტანილს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არაოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა (მათგან ერთს არგენტინის მოქალაქეობა აქვს) ყალბი პირადობის ქვეშ მუშაობდა და ლუბლიანას რაიონში ნაქირავებ ოფისში დააკავეს. ლუბლიანას რაიონულმა სახელმწიფო პროკურატურამ სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით წინასწარი საქმის წარმოება დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ეს ორი აგენტი დასაქმებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში, GRU-ში და მუშაობდნენ „მძინარე აგენტის" პროგრამით. ამ აგენტების უმეტესობას აქვთ ყალბი დოკუმენტები და მესამე ქვეყნების მოქალაქეობა, ხშირად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან და მათი უმეტესობა GRU-ს სამხედრო დაზვერვის ქვეშ მუშაობს.
არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს - მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა „დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ - ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება", - განაცხადა მელიამ. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
რუსულ „ავტოვაზში“ საღებავის დეფიციტია. Lada-ს მხოლოდ სამ ფერში გამოუშვებენ
რუსეთის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელ AvtoVAZ-ს საღებავების დეფიციტი აქვს. ამის შესახებ რუსული მედია ავტომწარმოებლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. Lada-ს დილერების თქმით, ამჟამად მანქანების შეკვეთა მხოლოდ თეთრ, შავ და მუქ მწვანე ფერებშია შესაძლებელი. სხვა ფერის მანქანები ხელმისაწვდომი მარტამდე არ იქნება. ბაზარზე არსებული გამოცემის კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ შეზღუდული ფერის სქემა დარჩება სულ მცირე, 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე დარჩება. მისი თქმით, Lada-ს მწარმოებელი ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ აწვდის. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ მომწოდებლებთან, რათა მოხდეს საღებავის რეგულარული მიწოდება. ამ საკითხის მოგვარებას უახლოეს კვირებში ველოდებით, ”- თქვა ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე საავტომობილო ინდუსტრიისთვის, საღებავებისა და ლაქების მთავარი მომწოდებლები უცხოური კომპანიები იყვნენ. ომის დაწყების შემდეგ, სანქციების გამო შეზღუდულია საღებავების, ლაქებისა და სხვა კომპონენტების წარმნოებისთვის მიწოდება. რუსული საწარმოები ამ დროისთვის საავტომობილო ინდუსტრიის საჭიროებებს საღებავებთან მიმართებით ვერ აკმაყოფილებენ. მედია წერს, რომ რუსეთიდან უცხოელი მწარმოებლების წასვლის ფონზე, Lada 2022 წელს ავტომობილების ბაზრის უდავო ლიდერი გახდა. ევროპული ბიზნესის ასოციაციის მონაცემებით, AvtoVAZ-მა წელიწადში 188 645 მანქანა გაყიდა, რაც 46%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. ბაზრის წილი 27.4% იყო.