ძებნის რეზულტატი:

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

31 იანვარს ერთი დოლარი 2.6410 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.0017 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8813 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. გამყარდა თურქული ლირა, რომლის ღირებულებაც 0.1404 ლარს შეადგენს და ასევე გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2788 ლარი ეღირება.  

დანიის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის მიკოლაივში შეხვდა

ზელენსკი მიკოლაივს ეწვია, სადაც ვიზიტით ჩასულ დანიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მან ერთ-ერთ საავადმყოფოში მეტე ფრედერიკსენთან ერთად მოინახულა დაჭრილი უკრაინელი სამხედროები.  „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლონ არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იმყოფება მიკოლაივის რეგიონში, სადაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე შეხვედრა გამართა.  

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამოვლინების ფაქტები 2022 წელს 24%-მდე გაიზარდა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1427.60 კუბური მეტრი ხე-ტყის (2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე, თითქმის 24%-ით მეტია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. „ამასთან, 2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია. აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19769.09 კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.  

უკრაინა: ხერსონში, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ხერსონის საკრებულო საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს, რომ ხერსონში, 29 იანვარს, რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. უკრაინა: ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა სამი კი, დაშავდა "ქალაქზე გუშინდელი თავდასხმების შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია განახლდა: ცნობილი გახდა 10 ადამიანის შესახებ, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, 3 ადამიანი გარდაიცვალა", - ვკითხულობთ განცხადებაში. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

სან ანტონიოს ზოოპარკი ვიზიტორებს სთავაზობს, ტარაკნებს ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვან

სან ანტონიოს ზოოპარკი ვიზიტორებს ყოფილი შეყვარებულებისადმი ვალენტინობის მილოცვის უჩვეულო ფორმას სთავაზობს. მათ 10 დოლარად შეეძლებათ, ტარაკნებს ყოფილი შეყვარებულის ან პარტნიორის სახელი დაარქვან, ამის შემდეგ კი, ტარაკნები ცხოველებს აჭამონ. ადმინისტრაციის განმარტებით, ეს პირდაპირი გზავნილი იქნება ყოფილი შეყვარებულისადმი, რომ მის მიმართ ინტერესი დაკარგეს.   მათ, ვისაც არ უყვარს ტარაკნები, შეუძლიათ, აირჩიონ ბოსტნეული 5 დოლარად ან მღრღნელი 25 დოლარად.   მათ, ვისაც განსაკუთრებით ჯიუტი ყოფილი პარტნიორი ჰყავს, შეუძლიათ, $150 გადაიხადონ, რომელიც მოიცავს პერსონალიზებულ ვიდეო-შეტყობინებას მიმღებისთვის (ყოფილი შეყვარებულისთვის), რომელშიც ნაჩვენებია მათი ტარაკანი, მღრღნელი ან ბოსტნეული, რომლითაც ცხოველებს „გაუმასპინძლდნენ“.   „ჩვენი ყოველწლიური ღონისძიება ძალიან პოპულარულია. გასულ წელს 8000-ზე მეტი შემოწირულობა შემოვიდა 50-ვე შტატიდან და 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა ჩვენ გასული წლის რეკორდის მოხსნას ვაპირებთ“, - განუცხადა CNN-ს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა საილ პერესმა.    

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა იწყება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან. ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ნოვი ისკარიდან სერბეთის ნისამდე განთავსდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 1,8 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. პროექტი ევროკავშირის პრიორიტეტულ სიაშია და სპეციალიზებული ფონდი (Connecting Europe Facility, CEF) აფინანსებს.  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობის უმეტესი ნაწილი ენერგეტიკულ საკითხებს ეთმობა, ის მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. ასევე ვახორციელებთ ჩვენს ძალიან მასშტაბურ გეგმებს ტრანსპორტის სფეროში“,-  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივ თქმით, უნგრეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან უნგრეთში საქონლის რკინიგზით ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. „მხოლოდ გასულ წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 75%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანში არსებული თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - იქნება ეს ტანკერები, გემები, დიდი კომერციული საზღვაო პორტი, რკინიგზა - ყველა თანამედროვეა და აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.  

დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა - ილჰამ ალიევი

დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთს ინტერკონექტორებით, ხოლო უნგრეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთი იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის მომხმარებელი, არამედ აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა ევროპის სხვა ქვეყნებში. „რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მე მჯერა, რომ ეს საკითხი მსოფლიო დღის წესრიგის სათავეშია. აზერბაიჯანს, ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსები საშუალებას აძლევს იყოს ევროპის საიმედო პარტნიორი. ევროკომისიის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანს სწორედ სანდო პარტნიორს უწოდებს“, - დასძინა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია  რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ასევე წაიკითხეთ:  გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს  

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის ჭურვების წარმოებას იწყებენ

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებასა და მიწოდებაზე შეთანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „ერთობლივად ვაწარმოებთ რამდენიმე ათას 155 მმ-იანი ჭურვს“, - განაცხადა ლეკორნუმ. თავის მხრივ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა ქვეყნებს შორის შეთანხმებას უწოდა ავსტრალიის „მრავალმილიონდოლარიანი პროექტი“ და „ახალი თანამშრომლობა ავსტრალიისა და საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბრიტანეთი უკრაინას, Challenger 2-ის ტიპის ტანკებს ზაფხულამდე გადასცემს - უოლესი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბელ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში გადასცემს, ზაფხულამდეა მოსალოდნელი.  „[ტანკების] მიწოდება განხორციელდება ზაფხულის დასაწყისამდე ან მაისში. ალბათ აღდგომასთან ახლოს", - თქვა უოლესმა. ამავდროულად, მინისტრმა დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, ვერ ისაუბრებს თუ როდის დაიწყება უკრაინული სამხედრობის მომზადება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში აღდგომა წელს 9 აპრილს აღინიშნება. მანამდე ბრიტანეთში თქვეს, რომ უკრაინა მარტის ბოლოს შეძლებდა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკების მიღებას. 14 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემს Challenger 2-ის ტიპის ტანკებსა და ასევე დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს.   

პოლონეთი სამხედრო ხარჯებს ზრდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყანა თავდაცვის გაძლიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს დახარჯავს. „უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. ამიტომ, წელს ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მშპ-ის ოთხი პროცენტს დავხარჯავთ პოლონეთის არმიისთვის", - განუცხადა მატეუშ მორავეცკიმ ჟურნალისტებს. გასულ კვირას პოლონეთის პარლამენტმა მიიღო 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვისთვის 97,4 მილიარდ ზლოტს ითვალისწინებს (22,5 მილიარდი დოლარი), რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს შეადგენს. რა წყაროებიდან დაფინანსდება დამატებითი სამხედრო ხარჯები, მორავეცკიმ არ განმარტა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ ევროპის ბევრმა ქვეყანამ განაცხადა. სამხედრო ხარჯების მინიმალური დონე, რომელზეც NATO-ს ქვეყნები რვა წლის წინ შეთანხმდნენ მშპ-ს 2%-ია, მაგრამ ბლოკის ბევრი სახელმწიფო ამ სტანდარტს ჯერ კიდევ ვერ პასუხობს.   

ლიეტუვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის €5 მილიონს აგროვებს

ლიეტუვაში, უკრაინის მხარდასაჭერად ოთხი ინიციატივის კოალიცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარებისთვის €5 მილიონს აგროვებს.  ამის შესახებ შეკრების კოორდინატორმა ანდრიუს ტაპინასმა თავის Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, საუბარია ისრაელის წარმოების თანამედროვე რადარებზე და ლიეტუვაში ამისთვის 5 მილიონი ევროს შეგროვებას ელიან.  

ენტონი ბლინკენი ისრაელში სინაგოგაზე თავდასხმაზე: შურისძიება არ არის სათანადო პასუხი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად ოფიციალური ვიზიტით იერუსალიმში ჩავიდა.   იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა. „პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ჩვენ ამგვარ ქმედებას მკაცრად ვგმობთ და მასთან ერთად ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რომლის მიზანიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობაა. შურისძიება არ არის სათანადო პასუხი. ამას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება მსხვერპლად", - განუცხადა ბლინკენმა თელა-ვივში ჟურნალისტებს. Reuters-ის ინფორმაციით, 31 იავარს აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის შეხვედრაა დაგეგმილი. 28 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის გარეუბანში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.  

პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრიის კანცლერმა კი, ხაზგასმით დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ოკუპაციას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და აღინიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს მის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რაც ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს. ამასთან, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპის უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც. შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი დღეს თბილისში იმყოფებოდა. ორბელიანების სასახლეში ვიზიტამდე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.   

საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.   ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.   დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.              

ბრიუსელის მეტროში თავდასხმა მოხდა

ბრიუსელში, მეტროსადგურ „შუმანზე“ თავდასხმა მოხდა.  Euronews-ის ცნობით, დაშავებულია ქალი და ორი კაცი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.  ბრიუსელის მერის, ფილიპ კლოზის თქმით, თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდამსხმელი 30 წლისაა და სამართალდამცველებმა მისი ვინაობა უკვე დაადგინეს.  მომხდარის გამო მეტროსადგური მგზავრებისთვის დაკეტილი იყო. სადგური ევროკომისიის შენობის ქვეშ მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო ჯგუფები იმყოფებიან. Euronews-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ.   

მაკრონი უკრაინისთვის, მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. კიევის თხოვნის შემთხვევაში, ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს „პრინციპში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - თქვა მაკრონმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტესთან სატელეფონო საუბარი შემდეგ, კითხვის საპასუხოდ შესაძლებელია თუ არა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება. ამავდროულად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნებისმიერმა გადადგმულმა ნაბიჯმა ესკალაცია არ უნდა გამოიწვიოს“. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების (Leclerc) მიწოდებას არ გამორიცხავდა.  

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების თავდასხმა 14-მდე დასახლებასთან მოიგერიეს. უკრაინა: ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა სამი კი, დაშავდა "გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოესა და ბელოგოროვკას დასახლებებში და დონეცკის ოლქის იამპოლოვკას, სპორნოეს, კრასნაია გორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, კლეშეევკას, ივანოვსკოეს, ავდიივკას, ვოდიანეს, პერვომაისკოეს და უგლედარის დასახლებებთან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

აშშ-მ უკრაინას „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა

ბრედლის ტიპის 60-ზე მეტი საბრძოლო ქვეითთა მანქანა უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პენტაგონი იუწყება. გარდა იმ დიდი უსაფრთხოების დახმარების პაკეტისა, [იანვრის შუა რიცხვებში] თავდაცვის დეპარტამენტის მიერ რომელიც გამოცხადდა, მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა მსგავსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მათ შორის აღვნიშნავთ გერმანიისა და ნიდერლანდების წვლილს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს მიერ Challenger 2 ტიპის ტანკების მიწოდება“, - აღნიშნავს პენტაგონის წარმომადგენელი.   

რუსეთმა უკრაინასთან ომში 127 500 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 127 500;  საზენიტო საბრძოლო სისტემა - 221; თვითმფრინავები - 293; საარტილერიო სისტემა - 2 197, ვერტმფრენი - 284; ​ტანკი - 3 201", - ვკითხულობთ ინფრმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.