ძებნის რეზულტატი:

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.  

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში “ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანინონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ. დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.  

პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს შესახებ ევრკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს გამოეხმაურა. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში   „ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით  საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა“, - ნათქვამია ჰერჩინსკის განცხადებაში.   

გერმანია აპირებს, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებიც გაუგზავნოს

გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკების გარდა Leopard 1-ებსაც გადასცემს. იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს.  გამოცემის ცნობით, ეს ტანკები ქარხნების საცავებიდან იქნება გამოყოფილი და, უკრაინაში, შეკეთების შემდეგ, შესაძლოა უკრაინას ნებისმიერ დროს გადასცენ. ამასთან, როგორც მედია წერს, გერმანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს ათობით Leopard 1-ის შეკეთება სურთ და უკრაინას მიყიდიან, თუ კიევისგან ამისი სურვილი იქნება. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს ასევე მედია წერს, რომ გერმანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ კატართან, რათა კიევისთვის გადასაცემად გამოესყიდათ Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემები, რომლებიც დოჰამ ბერლინისგან მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის დასაცავად შეიძინა. საუბარია Gepard-ის 15 ერთეულზე.  

რუსეთმა უკრაინასთან ომში დაახლოებით 129 870 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 129 870; ​ტანკი - 3 215; ჯავშანტექნიკა - 6 388; საარტილერიო სისტემა - 2 215; სარაკეტო სისტემა - 460; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 222; თვითმფრინავები - 294", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ანგარიში ტექნიკურია და დოკუმენტში 32 სექტორული მიმართულებებიდან, 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება

ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში   „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა მისივე თქმით, ანგარიში ტექნიკურია და დოკუმენტში 32 სექტორული მიმართულებებიდან, 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება.  ამასთან, დარჩიაშვილის განცხადებით, როგორ წესი, ჯერ ხდება შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნება, შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა „ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ევროკომისიას მოუწია ფორსმაჟორულ მდგომარეობაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული“. ილია დარჩიაშვილის თქმით, წარმატებით სრულდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიც, „რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის. არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა". ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ღარიბაშვილი    

საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში   როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა „დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია. გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ღარიბაშვილი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.  

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე შეთანხმება შედგა

აშშ და საქართველო ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ერთობლივი განცხადება ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების თაობაზე ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად აძლიერებენ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას. 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს - იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელიც 30 წელს ითვლის, მათ შორის, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით. სამართალდაცვითი თანამშრომლობის წყალობით, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა, რაც არის შემდეგი ნაბიჯი ურთიერთობის განვითარებისთვის. ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6%-ით, პური 1.3%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 2.5%-ით გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: -  ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6% -  ხილი და ყურძენი 2.6% -  რძე, ყველი და კვერცხი 2.5% -  პური და პურპროდუქტები 1.3% ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: - შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2.0% - ზეთი და ცხიმი 1.9% ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა:  ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.5 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: - ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი 5.3% - ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება 4.3% ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.6 პროცენტი) ჯგუფებზე.  

საქართველო TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

საქართველო TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  2023 წლის 10 თებერვალს თბილისში სამთავრობათაშორისო კომისიის (IGC) TRACECA-ს მეთექვსმეტე ყოველწლიური სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც IGC TRACECA-ს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს საქართველო ბულგარეთის რესპუბლიკისგან მიიღებს. ბულგარეთის რესპუბლიკა IGC TRACECA-ს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან თავმჯდომარეობს. „აღსანიშნავია, რომ მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და TRACECA-ს პროგრამის შექმნის 30 წლის იუბილესა და „ევროპის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების შესახებ“ (კავკასია-აზიის დერეფანის ხელშეკრულების) ხელმოწერის 25 წლისთავს ეძეღვნება. შეხვედრას დაესწრებიან MLA მხარეების მთავრობების ოფიციალური წარმომადგენლები, IGC TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს (PS) მუდმივი წარმომადგენლები (ეროვნული მდივნები) MLA-ში მონაწილე ქვეყნებში, დამკვირვებლები სამთავრობათაშორისო კომისიაში.  ლიეტუვა და საბერძნეთი, თურქმენეთის წარმომადგენლები, როგორც TRACECA პროგრამის მონაწილე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და TRACECA-ს პარტნიორები. შეხვედრის დღის წესრიგის ფარგლებში დაგეგმილია მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარებასთან, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობასთან, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებასთან და TRACECA დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა. დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია შემდგომი ინსტიტუციური განვითარების საკითხების განხილვა. დისკუსიების დროს IGC სხდომა გეგმავს დაამტკიცოს დოკუმენტები, კერძოდ, საზღვრის გადაკვეთის საკითხებზე ცხელი ხაზის კონცეფცია, საავტომობილო გამშვები პუნქტების შეფასების მეთოდოლოგია ახალ გამოცემაში და მეთოდოლოგია TRACECA დერეფნის მარშრუტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გენერირების მეთოდოლოგიას. რომლებიც შექმნილია საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გასაადვილებლად და TRACECA დერეფნის გასწვრივ საქონლის მოცულობის გაანგარიშების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ განსახილველ დოკუმენტებს შორისაა TRACECA-ს ფონდის, ბიზნეს საბჭოს, დიგიტალიზაციის სამუშაო ჯგუფის შექმნა, ასევე პროფესიონალი მძღოლების უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დერეფნის გასწვრივ და კასპიის ზღვაზე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გემის კონცეფცია და სხვა საკითხები. TRACECA-ს ქვეყნები განიხილავენ საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის TRACECA-ს სანებართვო სისტემის ფუნქციონირების შედეგებს 2021 წელს, MLA მხარეების მიერ IGC-ის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თურქმენეთის MLA-ში შეერთების საკითხი. ამჟამად, MLA მხარეების უმეტესობა დათანხმდა გაწევრიანებას. IGC-ის შედეგებზე დაყრდნობით, დაგეგმილია საბოლოო დოკუმენტების - თბილისისა და ერთობლივი დეკლარაციის მიღება მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების შესახებ TRACECA დერეფნის გასწვრივ და IGC-ის შეხვედრის საბოლოო რეზოლუციები“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.   

შსს-მ პოლიციელისა და ორი მოქალაქის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი – 2003 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს. დ.დ.-მ ასევე დაჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – 1985 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა. ბრალდებულმა მიმალვა შეძლო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სამივე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ დ.დ., ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავა. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 118-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთში სამომხმარებლო ფასები იზრდება

სამომხმარებლო ფასების ზრდამ რუსეთში 2022 წლის ბოლოს 11,9% შეადგინა. რუსული მედიის ცნობით, სურსათზე ფასები საშუალოდ 10,3%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად რძე და რძის პროდუქტები გაძვირდა, სადაც ფასების ზრდამ - 15,2%-ი შეადგინა. ამასთან, რძის მწარმოებელთა ეროვნული კავშირის მონაცემებით, 2022 წელს რძის წარმოების ღირებულება წინა წელთან შედარებით 7-8%-ით გაიზარდა. როგორც რუსული მედია წერს, ამ ფონზე მეწარმეებმა, რძის შეფუთვისას, პროდუქტის წონის მითითებისას მანიპულირება დაიწყეს. სადაც მოცულობის ნაცვლად კილოგრამს უთითებენ.  Prodazhi.rf სერვისის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ გზით მწარმოებლები ცდილობენ დაფარონ პაკეტში საქონლის მოცულობის შემცირება რძის გადამამუშავებელი ქარხნების ძირითადი ნედლეულის ფასის ზრდის ფონზე. მისი მაღალი სიმკვრივის გამო, კილოგრამი რძე დაახლოებით 970 მილილიტრს იკავებს.  

ჯუანშერ ბურჭულაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ტრანსფორმაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საქართველოსთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაც. საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში. შერაზ გასრი, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დიეგო კოლასი შეცვალა, 2017 წლიდან გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში, პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა; 2015-2017 წლებში ფრანგი დიპლომატი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში დიპლომატიური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.  

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე. მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას - ხაჭაპურიძე „საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება. ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქცია მოიხსნება, თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. „ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.  შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აფასებს - ზურაბიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში   პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკურ ანგარიშზე აღნიშნავს, რომ ეს პოზიტიური შეფასება მისასალმებელია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“,- წერს ზურაბიშვილი. ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ღარიბაშვილი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.  

ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე - ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მანამდე, ევროკომისიამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად. სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.  

აშშ რუს ოლიგარქს 5,4 მილიონ დოლარს ჩამოართმევს

აშშ-ის პროკურატურამ შესაძლოა 5,4 მილიონი დოლარი ჩამოართვას სანქცირებული რუს ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევს და თანხები უკრაინის აღდგენის მიზნით გამოიყენლოს, იტყობინება Reuters. მალოფეევს 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსი მარიონეტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 2022 წლის 21 აპრილს გამოაცხადა, რომლის სამიზნეც იყო 40-ზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სანქცირებულ რუს ბიზნესმენ, კონსტანტინე მალოფეევთან.  

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გასაღები, მხოლოდ ძალიან ცუდად ყოფნაშია - ნადირაძე

"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მესამე პრეზეიდენტის თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ცუდად ყოფნაშია.  "მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებებში, მან იპოვოს თავისუფლკების გასაღები. ეს მისი უფლებაა. ყველა ადამიანისტვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება. ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერს. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს...ჩვენ არ გვაინგტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაცინეტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მირება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი",- თქვა ნინო ნადირაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სამხრეთის გაზის დერეფანმა, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაამტკიცა - რუმინეთის პრეზიდენტი

სამხრეთის გაზის დერეფანმა (SGC) მისი ექსპლუატაციიდან გასული ორი წლის განმავლობაში, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოდ დაამტკიცა. სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას - ილჰამ ალიევი ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს. „ეს დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ამ დროს, როდესაც რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მკვეთრად შეცვალა გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ამ ფონზე ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა გადადეგეს გადამწყვეტი ნაბიჯები გაზის არასანდო წყაროებზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შესამცირებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა. მისივე თქმით, ევროპის ენერგეტიკულ კითხვებზე პასუხები მოითხოვს სოლიდარობას, რეგიონულ თანამშრომლობასა და წყაროებისა და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას. „ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსახიერებულია პროექტებში, როგორიცაა სამხრეთ გაზის დერეფანი. 2022 წელს ჩვენ ყველანი ვდგებით უპრეცედენტო ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე: გაზის დეფიციტი ან ხელმისაწვდომი გაზის მიწოდების ნაკლებობა, ფასების მერყეობა, ბაზრის ტურბულენტობა. ამ გამოწვევებმა მოითხოვა ყოვლისმომცველი პოლიტიკა და მარეგულირებელი ცვლილებები. სამხრეთის გაზის დერეფნით მიწოდებული აზერბაიჯანული გაზი რეგიონის მრავალი სახელმწიფოსთვის დაზღვევის საშუალება გახდა“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.