ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრე - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ზელენსკიმ ყველას მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ - ალასანია „ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება, ეს პერსპექტივა შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს იმ შემთხვევაში, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ცხადია, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებისას არის. „ქართული ოცნება“უბრალოდ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი არ შეასრულოს და მეტიც, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ყველაფერს აკეთებს რუსული ოცნება და მმართველი პარტია", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის კიევში ექსტრადირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“ მწვავე პროტესტი გამოთქვა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი „სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სააკაშვილზე, უარს ეუბნებიან მას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე და მიზანმიმართულად უქმნიან მის სიცოცხლეს საფრთხეს. უკრაინის მოქალაქესთან მიმართებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვაზე“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - ვოლოდიმირ ზელენსკი ამასთან დაკავშირებით, კიევმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბულინგი“ სააკაშვილთან მიმართებით და გადასცეს ის უკრაინას. „არ ეთამაშოთ ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სიცოცხლე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო საფრთხე ემუქრება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ფარულად 2021 წლის 29 სექტემბერს ჩამოვიდა. სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად საპატიო სტუმრების დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. თურქეთი ფართომასშტაბიან, ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.  

რუსეთმა, მიკროჩიპების დეფიციტის გამო ბიომეტრული პასპორტების გაცემა შეაჩრა

რუსეთი აჩერებს ბიომეტრული პასპორტების გაცემას, ტექნიკური პრობლემების გამო, სავარაუდოდ 2023 წლის მარტამდე შეაჩრერებს. ინფორმაციას  უსაფრთხოების დოკუმენტების მწარმოებელი კომპანია Gosznak-ი ავრცელებს. „ვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება, მიწვევის საფუძველზე, ძველი სტილის პასპორტის შეკვეთა მოუწევს“, - აცხადებენ კომპანიაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიება პირველ რიგში რეგიონების მოსახლეობას შეეხება. Gosznak-ი განმარტავს, რომ მიკროჩიპების ერთადერთი მწარმოებელი, რომლითაც ბიომეტრიული დოკუმენტები მიეწოდება, კომპანია Mikron-ია, რომელიც ვერ  უმკლავდება წარმოების მოცულობას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა იმპორტირებული პროდუქციაზე წვდომა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო დაკარგა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგივე პრობლემები შეექმნათ საბანკო ბარათების მწარმოებლებს. რუსეთის ხელისუფლება ჩინელ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს გასული წლის გაზაფხულიდან აწარმოებს, მაგრამ, როგორც რუსული მედია წერდა, პრობლემის სწრაფ გადაწყვეტას არ უნდა ველოდეთ, რადგან უცხოელ ექსპორტიორებს სერტიფიცირების პროცესის გავლა და მიწოდების ჯაჭვის შექმნა სჭირდებათ.  

ევროკავშირი უკრაინას რეფორმების მხარდასაჭერად დამატებით, 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 400 მილიონი ევროს (440 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.  მისივე თქმით, ვიდრე ქვეყანას ფინანსური პრობლემები ექნება, კიევს ევროკავშირი მის პროგრამებში ფინანსური კონტრიბუციის შეჩერებას შესთავაზებს.  თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გაწეულმა დახმარებამ 50 მილიარდ ევროს მიაღწია. 15 ევროკომისრისგან შემდგარი დელეგაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით კიევში ხუთშაბათს, 2 თებერვალს ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ვიზიტი არის უკრაინისადმი კომისიის მხარდაჭერის ძლიერი გამოხატულება რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე. „ეს ასევე არის უკრაინასთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში. პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. 3 თებერვალს უკრაინა ევროკავშირ-უკრაინის 24-ე სამიტს უმასპინძლებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაცოას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება. აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით გაგრძელდება ყველა ის ძირითადი პროგრამა/პროექტი რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებდა, ესენია: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები. 2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს. დაგეგმილია 10,000-ზე მეტი სესხის გაცემა, რომელიც 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის ზრდის მიზანია, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის წლის განმავლობაში, უწყვეტად იყოს მეტი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. 2013 წლიდან 80 ათასამდე 5 მლრდ ლარის სესხია გაცემული. ამასთან, 2023 წელს გაგრძელდება ბოლო წლების ტენდენცია, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას. პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. 2023 წელს, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის 25 მლნ ლარამდე ზრდის შედეგად, გაგრძელდება მეტი ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მზარდი დინამიკა. დაგეგმილია 60-მდე ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ პროგრამების ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამამუშავებელი 217 საწარმოს შექმნა თანადაფინანსდა 106 მლნ ლარით, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება. გაგრძელდება მრავალწლოვანი ბაღების გაშენების თანადაფინანსება. პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურის გაშენება, იზრდება იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის შესაძლებლობები. ეწყობა სეტყვის საწინააღმდეგო და სარწყავი სისტემები. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ახალი ბაღები 20 ათასზე მეტ ჰექტარზე გაშენდა. 2023 წელს, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს და დაგეგმილია 3,500-დან 4000 ჰა-მდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღის გაშენება. 2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომელიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილოება მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი ბენეფიტები, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70- 80%-ის ფარგლებში. „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის", ჯამურად, 17 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ პრემიერის ინიციატივით, სახელმწიფომ 2022 წელს 50 მლნ ლარი გამოყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 4800-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (გამწევი, მისაბმელი, მოსავლის ამღები და კომბაინი)შეძენა. 2023 წელს, პირველად განხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. დღევანდელი მონაცემით, თხილის კადასტრში რეგისტრირებულია 68 ათასზე მეტი ბენეფიციარის 30 000 ჰექტრამდე თხილის ბაღი. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს, 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე აშშ-ის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 103,368,263 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო, რაც 28%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე; 2023 წელს USAID-ი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტინგული ღონისძიებების მხარდაჭერას აშშ-ის, გერმანიის, სამხრეთ კორეის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე გეგმავს. 2023 წლის ბოლოსთვის ჰიდრომელიორირებული მიწის ფართობი - 200 000 ჰექტარს მიაღწევს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი დაიხარჯება. საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, 2023 წლიდან იგეგმება მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება: ზემო სამგორის 19000 ჰა ფართობის სარწყავი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რაზეც 90 მლნ ევრო დაიხარჯება. (ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); ევროკავშირი (EU) ; სახელმწიფო თანამონაწილეობა ) ასევე, მსოფლიო ბანკის 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ახალი პროექტით - GRAIL (Georgian Resilient Agriculture, Irrigation and land), 26000 ჰა ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება; პროექტი მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 2023 წელს დაიწყება USAID-ის ხუთწლიანი 23,75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „ძლიერი სოფლის პროგრამის" განხორციელება, რომელიც დაეხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის" 9 მილიონიანი საგრანტო პროგრამა დამატებით მინიმუმ 10,6 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორებისგან. წარმატებით გრძელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის IV ფაზის განხორციელება (55 მილიონი ევრო - 2021-2025), რაც საქართველოს დამატებით დახმარებას უწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადავლენ უვნებლობის თანამედროვე HACCP-ის სტანდარტზე. 2023 წლის ივნისიდან, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადავლენ უვნებლობის თანამედროვე HACCP-ის სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესების დაცვას და ბიზესსექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 900 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ფართობი 246 ათასზე მეტი ჰექტრით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. 2023 წელს, 20 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და არსებულის განახლება/რეაბილიტაციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16.25 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოხმარდება ახალი დაცული ტერიტორიების (მათ შორის, რაჭის, შიდა ქართლისა და კვერეთის დაცული ტერიტორიების) ჩამოყალიბებას, ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ნაგებობების მშენებლობას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ეკოტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. 2023 წელს გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გაძლიერდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები. ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, დაგეგმილია ცენტრალური და რეგიონული სტრუქტურის ოპტიმიზაცია. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ელექტრონული სისტემების დანერგვა, რათა უფრო ეფექტურად განხორციელდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. გრძელდებატყისინვენტარიზაციისპროცესი. 2023 წელს, ინვენტარიზაციადაგეგმილია, ჯამში, 215 ათასჰასატყეოფართობზე. 2023 წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება, ჯამში, 1 500 ჰა-ზე მეტ ფართობზე. მერქნულრესურსზეხელმისაწვდომობისგამარტივებისადასატყეომეურნეობისგანვითარებისმიზნით, 2023 წელს, ჯამში, საქართველოსმასშტაბით, 60-მდე „საქმიანიეზო" იფუნქციონირებს. გაგრძელდებათანამედროვეავტომატურიმეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიურიდაგეოლოგიურისადგურებისინსტალაციამთელიქვეყნისმასშტაბით. 2023 წელს, დაგეგმილია 137 ახალი სადგურის მონტაჟი. აღნიშნული სადგურებით უზრუნველყოფილი იქნება ზუსტი, ოპერატიული, დროული ინფორმაციით, საჭიროა დაკვირვების ქსელის გაფართოება, რომელიც დაფარავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. ფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. არსებულ სადგურებს დაემატება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 ავტომატური სადგური.  

უკრაინამ ჩაძირა ხუთი რუსული მსუბუქი ხომალდი, რომლითაც სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები გადაჰყავდათ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში გაანადგურეს სულ მცირე ხუთი რუსული მსუბუქი ხომალდი, რომლითაც სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები გადაჰყავდათ. რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. ხომალდები დნეპრის დელტაში კუნძულების მახლობლად გადაადგილდებოდნენ.  ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა  საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამხედროებმა 18 რუსული ხომალდი და სხვა გემები გაანადგურეს.   

მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას - ხაჭაპურიძე

ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შესაბამის შუამდგომლობას ის ხვალინდელ პროცესზე დააყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მინისტრი ბრეგაძე თავის ბრიფინგებზე აკეთებს განცხადებებს, რომელიც კითხვებს ბადებს და საჭიროა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა: "გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი" ამბობს ხაჭაპურიძე, რომელმაც ვივა მედის კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა და შესაბამისი იურიდიული კონსულტაციები ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტთანაც გაიარა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რუსეთის ძალებმა კრამატორსკზე ახალი იერიში განახორციელეს

დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ კრამატორსკზე ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. კრამატორსკის დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა მისი თქმით, ორმა რაკეტამ „დააზიანა 13 ორსართულიანი შენობა, 3 ოთხსართულიანი შენობა, საბავშვო კლინიკა და სკოლა, ავტოფარეხები და მანქანები“. მანამდე, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსი დააზიანეს. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, იტყობინება დონეცკის ოლქის პოლიცია.  

ვუჩიჩის თქმით, სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს

სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი არმიის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. „დღეს სერბეთის არმია 15-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ადრე. სხვა საქმეა შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ისე, რომ არავინ მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ სერბეთში და არასოდეს იქნება მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა პარლამენტის საგანგებო სესიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ვუჩიჩმა უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ვინაიდან სერბეთს „ჰყავს არმია, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა“.  

კასპის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, გარეული ცხოველი 72 წლის კაცს თავს დაესხა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სავარაუდოდ, გარეული ცხოველი 72 წლის ავთანდილ ბეინიშვილს თავს დაესხა. ერთი ვერსიით კაცს სავარაუდოდ მგლის ხროვა დაესხა თავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მტაცებლის მხრიდან სოფელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და მგლებს სხვა დროს, შინაური ცხოველებიც შეუჭამიათ.   შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები უკვე დასრულებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.  

ევროკავშირი უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიებისთვის €25 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამას დაიწყებს

ევროკავშირი უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიებისთვის 25 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ეს უკრაინის აღდგენის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც შესაძლებელს გახდის ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას რუსი ტერორისტებისგან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა დენის შმიგალმა. მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა სასწავლო მისიის გაფართოებას ელის.  

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის პირველი დეკემბრის მოთხოვნის შესაბამისად, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე 10-11 მარტს უნდა წარადგინონ დასამტკიცებლად. ამის შესახებ Europetime-ს ევროპის საბჭოდან აცნობეს. ეს მოსაზრება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში მომზადდება. ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გადაგზავნა ევროკავშირის რეკომენდაცია იყო. ამისკენ მოუწოდებდა მთავრობას ამერიკის ელჩიც. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - აცხადებდა კელი დეგნანი პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.

ევროპა უკრაინის გვერდით დადგება გამარჯვებამდე - ევროკომისიის დელეგაცია კიევში

2 თებერვალს, უკრაინაში ჩასვლისთანავე, ევროკომისიის დელეგაციამ შეხვედრა გამართა უკრაინის მთავრობასთან - სამიტამდე ერთი დღით ადრე, რომელსაც კიევი სამ თებერვალს უმასპინძლებს. ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით, 500 მილიონ ევროს (542 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანშს გადასცემს, დამატებით, 45 მილიონ ევროს (49 მილიონი აშშ დოლარი) გაიღებს უკრაინული ჯარების წვრთნისთვის. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ეწვია, ასეე განაცხადა, რომ ევროკავშირი 30,000-მდე გააორმაგებს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებსაც წელს წვრთნები ჩაუტარდებათ. „ევროპა პირველივე დღიდან ერთიანი იყო და კვლავ დარჩება თქვენთან ერთად გამარჯვებისა და აღდგენისთვის", - განაცხადა ბორელმა. ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მეოთხედ ეწვია კიევს თებერვლის შეჭრის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, 24 თებერვლამდე - სრულმასშტაბიანი ომის პირველ წლისთავზე იყოს მზად. მისი თქმით, სანქციების მე-10 პაკეტის სამიზნეა რუსეთის ნავთობპროდუქტები და ეს ზომები დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციით მიიღება. „ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით ისე, როგორც არასდროს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კიევში ჩასვლისას.  

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია

გომბორი-შუა მთის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში. ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

უკრაინამ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინამ ევროკავშირთან ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ, 4,2 მილიარდი ევროს ბიუჯეტით“, - განაცხადა შმიგალმა. მისივე თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს უკრაინული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის განვითარებას.

რა ეღირება დოლარი 3 თებერვალს

3 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6474 ლარი ეღირება, ევროს ფასი 2.9087 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულება კი, 3.2605 ლარი იქნება. 2 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.6552 ლარი იყო. ევრო – 2.8912 ლარი ღირდა, ფუნტი კი - 3.2720 ლარი. ახალი კურსი ხვალ, 3 თებერვალს შევა ძალაში.  

ევროკავშირმა უკრაინისთვის $546 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო

ევროკავშირ-უკრაინის ისტორიული სამიტის წინ, ევროკავშირმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ევროპა უკრაინის გვერდით დადგება გამარჯვებამდე - ევროკომისიის დელეგაცია კიევში ევროკავშირი დამატებით, 45 მილიონ ევროს (49 მილიონი აშშ დოლარი) გაიღებს უკრაინული ჯარების წვრთნისთვის. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად ეწვია, ასეე განაცხადა, რომ ევროკავშირი 30,000-მდე გააორმაგებს უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებსაც წელს წვრთნები ჩაუტარდებათ. „უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა სამხედრო ტექნიკა, რომელიც საჭიროა თავისი ტერიტორიისა და ხალხის დასაცავად რუსეთის აგრესიული ომისგან”, - განაცხადა ბორელმა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული დახმარება 3,6 მილიარდ ევროს (3,9 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. 3 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში ევროკავშირი-უკრაინის სამიტია დაგეგმილი.    

თურქეთმა ცხრა დასავლური ქვეყნის ელჩები გამოიძახა - Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთმა დასავლეთის ცხრა ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ელჩები დაიბარა, რათა გაეკრიტიკებინა მათი გადაწყვეტილებები, დროებით დახურონ დიპლომატიური მისიები და გამოსცენ უსაფრთხოების გაფრთხილებები. ეს ფაქტი ევროპაში ყურანის დაწვის ინციდენტებს მოჰყვა. ევროპულმა ქვეყნებმა დაგმეს ხსენებული ინციდენტები, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის წესების გამო, მათი აღკვეთა არ შეუძლიათ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, ანკარაში ასევე გამოიძახეს ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბრიტანეთის ელჩები. გასულ კვირას, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და შეერთებული შტატები იყვნენ მათ შორის, რომლებმაც თავისი მოქალაქეები თურქეთში თავდასხმების გაზრდილი რისკის შესახებ გააფრთხილეს. გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც ამ კვირაში უსაფრთხოების მიზეზების გამო დროებით დახურეს დიპლომატიური მისიები თურქეთში.  „ასეთი აქტივობები მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ დღის წესრიგს ემსახურება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ Reuters-ს. აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ მისი ელჩი, ჯეფრი ფლეიკი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო.   

საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები, აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები აერთიანებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომლებიც ამ კონტექსტში შესასრულებელი პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად. სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა. შემდეგი ნაბიჯები დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებით, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ანგარიშები გვთავაზობენ ღირებულ მითითებებს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ კანონთა კრებულის (acquis) სხვადასხვა თავთან დაკავშირებით. ევროკომისია გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს სამ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შემდგომ დაახლოებაში, რომელიც ევროკავშირის მთელ კანონთა კრებულს (EU acquis) მოიცავს. კომისია წარადგენს ანგარიშს სამი ქვეყნის წინსვლის შესახებ მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმების კუთხით, როგორც შემდეგი „გაფართოების პაკეტის“ ნაწილს, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება. ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით განვითარებულ მოვლენებს და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით. მოლდოვის რესპუბლიკის ასოცირების განხორციელების შესახებ ბოლო ანგარიში 7 თებერვალს, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს დაწყებამდე გამოქვეყნდება. მსგავსი ანგარიშები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი ასოცირების საბჭოების წინ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.   Europetime 57-გვერდიანი დოკუმენტიდან, საქართველოსთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას გთავაზობთ. ლეგალური და არალეგალური მიგრაცია ინსტიტუციური მოწყობა და სამართლებრივი მოწესრიგება უცხოელების შესახებ კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. მიგრანტების უფლებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაუცველი მიგრანტებისთვის, საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში უნდა იყოს. საქართველო ევროპის მიგრაციის ქსელს დამკვირვებლის სტატუსით 2021 წელს შეუერთდა. საქართველოს ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულებები (მოქმედი 2011 წლიდან) აქვს. ცალკე ხელშეკრულებები აქვს დანიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, ისლანდიასთან, მონტენეგროსთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და უკრაინასთან. 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია 2020 წელს არის მიღებული და მოიცავს მიგრაციის მართვის გაუმჯობესებას, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას, თავშესაფრის გაუმჯობესებულ სისტემას და უცხოელთა ინტეგრაციას. 2021 წელს საზღვარი არალეგალურად 285-მა ადამიანმა გადაკვეთა. ამ კუთხით კონტრაბანდის სფეროში საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს. ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია დადებითად ფასდება, როგორც ეს 2022 წლის ნოემბერში რეადმისიის გაერთიანებული კომიტეტის ბოლო სხდომაზე გამოჩნდა. საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული დაბრუნების ბრძანებები 2020 წელს 12 120-დან, 2021 წელს 10 660-მდე შემცირდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2021 წელს მცირედით შემცირებულია. თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობა ძირითადად ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება, საჭიროა შემდგომი თანხვედრა, კერძოდ, უფლებების ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების საკითხებში. საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ძალიახმევა გაიღო. 2021 წლის იანვარში საქართველომ  გამგზავრების წინასწარი შემოწმებები შეიტანა კანონში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლას არეგულირებს. ახალი დებულებები ადგენს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირში მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლის პირობებს ასახავს, როგორც ეს გათვალისწინებულია შენგენის საზღვრების კოდექსით. 2021 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვაზე განაცხადები 2020 წელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, COVID19-ის გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების დასრულების გამო.  სავიზო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ძირითადად შეესაბამება, მაგრამ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს, სრულად არ შეესაბამება მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ ვიზა ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისთვის. ვიზებისა და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების მახასიათებლები ევროკავშირის სტანდარტებს ძირითადად შეესაბამება.  საქართველოს არ აქვს ხელშეკრულებები მესამე ქვეყნებთან, რომ მისი სახელით ვიზები გასცეს. თუმცა, ვიზების გაცემასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება, მესამე ქვეყანას შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დაევალოს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დანერგვა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, გლობალურად დამაკმაყოფილებელია. მთლიანობაში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას აგრძელებს და კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლადაც მიიღო ზომები. ქვეყანამ საზღვრის კონტროლისა და არალეგალური მიგრაციის უარყოფითი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაატარა.  სასაზღვრო კონტროლის კანონმდებლობა ევროკავშირის/შენგენის კანონმდებლობას ნაწილობრივ შეესაბამება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) 2022-2026 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არის მიღებული. განხორციელებისა და აღსრულების შესაძლებლობები, საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით შეიძლება, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. სასაზღვრო შემოწმება მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სასაზღვრო შემოწმების ხარისხის გასაუმჯობესებლად, დამატებითი ტექნიკური და ადამიანური რესურსებია საჭირო. გაყალბების გამოვლენის ექსპერტიზა დამაკმაყოფილებელია. გამოვლენილია ყალბი დოკუმენტების მცირე რაოდენობა. არ არსებობს ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის წაკითხვის სისტემა. მეზობელ ქვეყნებთან ადგილობრივი სასაზღვრო მოძრაობის შეთანხმებების იმპლემენტაცია დამაკმაყოფილებელია. სასაზღვრო შემოწმება არაეფექტიანია ცეცხლსასროლი იარაღის ტრეფიკინგის გამოსავლენად. სასაზღვრო მეთვალყურეობის სისტემები დამონტაჟებულია სახმელეთო საზღვრის სექტორებზე, რომლებიც განლაგებულია ყველაზე მაღალი რისკის ზონებში, მათ შორისაა ფიქსირებული და მობილური ვიდეოთვალთვალის სისტემები, თერმოგრაფიული მოწყობილობები, რადარები და ა.შ. საქართველოს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონპროექტის განსახორციელებლად გარკვეული დონეზე მზადაა. ქვეყანას ასევე აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად შეესაბამება კანონმდებლობას. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. შედეგად, მისი განხორციელების საკითხი ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია. საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირის კანონმდებლობა საბჭოს გადაწყვეტილებებისგან, პოლიტიკური დეკლარაციებისგან, ერთობლივი ქმედებებისგან, საერთო პოზიციებისა და შეთანხმებებისგან შედგება. აპლიკანტ ქვეყნებს კი, მოეთხოვებათ, რომ ევროკავშირის განცხადებებს თანდათანობით შეუერთდნენ და გამოიყენონ შემაკავებელი ზომები, როცა და სადაც საჭირო იქნება. ასოცირების შეთანხმებაზე განმცხადებლის რანგში, საქართველოს ჰქონდა 43-61% შესაბამისობის მაჩვენებელი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) დეკლარაციებთან და შემზღუდავ ზომებთან. დეკლარაციებთან გათანაბრების მაჩვენებელი ბოლო დროს შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სანქციების კანონმდებლობა, რომელიც ხელმძღვანელობს სხვა შემაკავებელი ზომების განხორციელებას, გარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზომებისა, საქართველოს ადმინისტრაციას, ევროკავშირის სანქციების განხორციელება ამ სანქციებთან შესაბამისობის შემთხვევაში შეუძლია. საქართველო არ არის მიერთებული რუსეთის, ბელორუსის, მიანმარის მიმართ სანქციებთან და არც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმით მიღებულ გადაწყვეტილებებთან.ევროკავშირი და საქართველო ჩართულნი არიან პოლიტიკურ დიალოგში CFSP-ის (საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკა) შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს ფარგლებში. გარდა ამისა, 2017 წლიდან იმართება ყოველწლიური მაღალი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგი, რათა ხელი შეუწყოს ეტაპობრივ კონვერგენციას. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვა ქართული ინსტიტუტების (მათ შორის თავდაცვის სამინისტროს) გარე საქმიანობას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წინაშე. საქართველომ იარაღით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. „საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კონვერგენციის გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ასევე შემაკავებელი ზომების გამოყენებისას, როცა და სადაც ეს საჭიროა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ელექტრო ქსელი ანგარიშის თანახმად, საქართველო პირდაპირ არ არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ელექტრო ქსელი სინქრონიზებულია აზერბაიჯანისა და რუსეთის ელექტრო ქსელებთან. სეზონიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი ხდება მისი მეზობლებიდან, მათ შორის თურქეთიდან. ქვეყანა ატარებს მნიშვნელოვან გაზსა და ნავთობსადენებს სამხრეთ დერეფნისთვის. ის დამოკიდებულია გაზის იმპორტზე აზერბაიჯანიდან (ძირითადად) და რუსეთიდან (ზღვრულად). საქართველოს არ აქვს საკმარისი გაზის ინფრასტრუქტურა (სასაზღვრო ურთიერთკავშირები ტექნიკურ ლიმიტს უახლოვდება, არ არის გაზის საცავი). განახლებადი ენერგიის სფერო -  საქართველომ განახლებადი ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა მიიღოს, რათა განახლებადი ენერგიის დირექტივა შესრულდეს. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის ჩამოთვლილია ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებში.  „EaP-ის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს უწყობს სატრანსპორტო ქსელების განვითარებას, შავი ზღვის საბორნე/მიმწოდებლის სერვისების განვითარებით და ინვესტიციებით პორტის ენერგოეფექტიანობაში. კიდევ ერთი მსხვილი სარკინიგზო პროექტია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომელიც 2007 წელს დაიწყო და 85%-ით არის დასრულებული. ის უზრუნველყოფს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის და 1 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობას, ყოველწლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის პერსპექტივით და გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი და ევროპა-ჩინეთის სატვირთო გადაზიდვის მთავარი მარშრუტი“,  - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა შეესაბამებოდეს ტრანსევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო პრინციპების დებულებას (TEN-E რეგულაცია). TEN-E-ს რეგულაციის მიღება პოტენციურად დააჩქარებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უშუალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას.