ძებნის რეზულტატი:

მარნეულში გაუჩინარებული 15 წლის გოგო იპოვეს - შსს

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში გაუჩინარებული 15 წლის გოგო, რომელიც 3 დღის წინ იძულებით დანიშნეს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს მოზარდი გოგოს მამა. როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის საგამრთლის კოდექსის 126-ე და 150-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.  მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

რუმინეთი აზერბაიჯანისგან გაზის დამატებით მოცულობებს მიიღებს

დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა (SOCAR) და რუმინეთის კომპანოამ (Romgaz) აზერბაიჯანიდან რუმინეთში გაზის მიწოდებაზე ხეელშეკრულება გააფორმეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო დამატებითი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში. ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიები - რომგაზი და სოკარი ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ შეთანხმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ჩვენს ქვეყანაში დამატებითი გაზი შემოვა. ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ორივე პროექტი - სამხრეთის გაზის დერეფანი და წყალქვეშა კაბელი, რომელიც განხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის - ხელშესახებ წვლილს შეიტანს ევროკავშირში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ბატონ პრეზიდენტ ალიევთან“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.   

CIA-ს დირექტორის შეფასებით, მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება. CIA-ს დირექტორის შეფასებით, პუტინს სჯერა, რომ უკრაინის განადგურება შეუძლია მაშინ, როდესაც ევროპას პოლიტიკური დაღლილობა სძლევს და შეერთებული შტატებიც დაკარგავს კოორდინირებულად მოქმედების უნარს. „გასაღები როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე უახლოეს ექვს თვეში გვექნება“, - ციტირებს CNN ულიამ ბერნსის სიტყვებს.  

ბიზნესთან ერთად სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისთვის, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს - ხუციშვილი

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი. „2022 წელი მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის კუთხით, იყო საკმაოდ წარმატებული. ამ წელს, მთავრობის ვალი დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს და ჩამოსცდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, შევამცირეთ და დავასტაბილურეთ ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაცია, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმება უფრო და უფრო იკრებს ძალას და მეტად ხელშესახები ხდება. „აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია გასულ წელს თურქეთთან დადებული დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულება, რითაც შესაძლებელი გახდა თურქული შუალედური პროდუქტის გამოყენებით საქართველოში წარმოებულ საბოლოო პროდუქტზეც გავრცელდეს DCFTA-ის რეჟიმი“, - განაცხადა ხუციშვილმა. მინისტრის თქმით, საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომის ბაზრის თავისუფლება, მინიმალური საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ინვესტიციების, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობაზე. „საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროექტების ეფექტურობას განსაზღვრავს. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია, რომელიც ბიუჯეტიდან ხორციელდება, წინასწარ გადის შესაბამის შეფასებას და მხოლოდ ამის შემდგომ აისახება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე, ჩვენ ავიღეთ ზღვარი 20 მლნ ლარის ოდენობით და ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება და ამ ზღვარს აღემატება, გადის შესაბამის ეკონომიკურ დასაბუთებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი იმპლემენტაცია. ბუნებრივია, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს და რომელზედაც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, იმ კრიტერიუმების შესაბამისად არის შერჩეული, სადაც ქვეყანა უნდა ახორციელებდეს ინვესტიციებს. მაგალითად, ჩვენ ვაშენებთ ჩქაროსნულ მაგისტრალს, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს სატვირთო გადაზიდვებსა და ტრანზიტის პოტენციალის ათვისებას; ვაკეთებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რათა ტურისტებისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ესა თუ ის საკურორტო ადგილი, იქ წახალისდეს კერძო ინვესტიციებიც. რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შავი ზღვის კაბელის პროექტს, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობას, მეორე მხრივ, ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რათა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და უკეთ გამოვიყენოთ სატრანზიტო დერეფანი, ასევე, არის ენერგეტიკის სფერო, სადაც იგეგმება წახალისების ახალი სქემის შემოტანა, რომელიც შეთანხმებულია ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან ერთად, სახელმწიფოც იქნება აქტიურ როლში იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტირებას.  

აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  „შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. ამერიკის საელჩომ 2022 წლის 22 სექტემბერს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამასთან დაკავშირებით, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმა განმარტა, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა. „26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა. პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.   

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოს დავეხმარებით, გააძლიეროს თავისი გამძლეობა და შესაძლებლობები

„NATO-ს სამხედრო კომიტეტმა განიხილა სამხედრო თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დღევანდელი უსაფრთხოების სიტუაციის განხილვა საქართველოსა და საქართველოს გარშემო, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის განვითარება, საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში, და საზღვაო უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში. შეხვედრაზე, ადმირალ ბაუერმა ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას, „NATO და საქართველო თითქმის 30 წელია, პარტნიორები არიან, და ამ დროის განმავლობაში დამყარდა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, რამაც გაამყარა და გააუმჯობესა ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ბაუერმა. ბაუერი ასევე მიესალმა საქართველოს განზრახვას, გაზარდოს მისი მონაწილეობა NATO-ს რეაგირების ძალებში. ამასთან, ალიანსის ცნობით, NATO-ს სამხედრო წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. "რუსეთისგან მომდინარე მუდმივი საფრთხე, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს პარტნიორებს, NATO-სთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, მადრიდის სამიტზე, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, გააძლიერონ თავიანთი გამძლეობა და შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად“, - განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.  

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იტყობინება თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu. მევლუთ ჩავუშოღლუ: შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სომხეთიც შეუერთდება მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, იყენებს სამმხრივ და ოთხმხრივ მექანიზმებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან. „როცა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ვცდილობთ გავხსნათ ამიერკავკასიის, კასპიის და შუა დერეფნები. თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ მხრივ ცენტრალური ადგილი უკავია. იმედი მაქვს, რომ სომხეთი შემოგვიერთდება მომავალში, როცა ამ პროექტს განვახორციელებთ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ასევე წაიკითხეთ: EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე  

ვილნიუსში საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

ლიეტუვის, დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა აუშრინე არმონაიტემ, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეების რანგში, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს. ოქმში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, და ის წარმატებით დასრულდა. „საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო, ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგი ხშირად თანხვედრაშია. მის ეფექტიანად შესრულებაში ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. კომისიის სხდომაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტელეკომუნიკაციები. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს და ლიეტუვას გაწერილი დღის წესრიგი აქვთ. კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ ყველა მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ლიეტუვას ხელშეწყობა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განვითარების პროგრამებში ლიეტუველი ექსპერტების ჩართულობასა და ამ ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც მას ევროპულ ინტეგრაციაში დაეხმარა. „დარწმუნებული ვარ, რომ კომისია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ორი ქვეყნის ბიზნესებისთვისაც, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას გაააქტიურებს. საქართველოს ბაზარზე ლიეტუვიდან შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია, როგორიცაა „გირტეკა“ – ლოგისტიკური გიგანტი და დარგის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კომპანია. „გირტეკა“ საქართველოში დაიწყებს მუშაობას და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. ამ კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას. მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ 2023 წლიდან სხვა ლიეტუვური, წარმატებული ინოვაციური კომპანიებიც შემოვლენ საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ვიცე-პრემიერის ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრთან.  

ქართველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია - კელი დეგნანი

„თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება“, - ამერიკის ელჩმა ამის შესახებ ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე განაცხადა. „ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე როგორ ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება“,  - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დეგნანი ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე.  ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს  

არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს - კალაძე

ძალიან მარტივად არის საქმე, არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს, დამთავრდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ეს არის იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო თვეებია, ვუყურებთ. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, სააკაშვილს ციხეში არალმობიერად ეპყრობიან, არ აქვს ხელმისაწვდომობა, არადა, ადამიანს ყველაფერი აქვს. ის რადიკალურად განსხვავებულია სხვა პატიმრებთან შედარებით, ციხეშიც არაა, კლინიკაში იმყოფება. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან და ამას მოგვიწოდებენ. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, ჩვენს კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ფინეთი შეუერთდა ჯგუფს, რომელიც რუსეთის ლიდერებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს

ფინეთი შეუერთდა ძირითად ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ Ukrinform-ი ფინეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „2023 წლის 2 თებერვალს ფინეთი შეუერთდა ძირითად ჯგუფს, რომელიც შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის“, - ნათქვამია პრესრელიზში. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ფინეთს სურს, დაეხმაროს უკრაინას აგრესიის დანაშაულის ჩამდენთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების ყველაზე ეფექტიანი გზების პოვნაში". აღსანიშნავია, რომ ფინეთისა და უკრაინის გარდა, ჯგუფს 19 სახელმწიფო და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური შეუერთდნენ.  

Bloomberg: გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ, სტოკჰოლმი უკრაინას სავარაუდოდ, რაკეტებს და გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამშვებებს მიაწვდის, იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით. გერმანიამ შვედეთს სთხოვა, IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან თავსებადი გამშვები მოწყობილობები უზრუნველყოს. Bloomberg-ის ცნობით, სამი დამატებითი IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის უკრაინას. ამ ტიპის დახმარება კიევმა ბერლინისგან 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.  

ლიეტუველებმა უკრაინისთვის საჰაერო სარადარო სისტემების შესაძენად, ერთ საათში ერთი მილიონი ევრო შეაგროვეს

ლიეტუველებმა შემოწირულობდნენ ერთ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში უკრაინისთვის მრავალფუნქციური ტაქტიკური რადარების შესაძენად, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კამპანია 30 იანვარს დაიწყო და მას შემდეგ 5 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა უკრაინის ტაქტიკური რადარებით მომარაგებისთვის. ვარაუდობენ, რომ შემოწირულობების მთლიანი რაოდენობა გაორმაგდება 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის.  

რა ეღირება 1 აშშ დოლარი 4 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6441 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6474 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულება 2.8913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0174 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 თებერვალს შევა.  

ზელენსკი: ბახმუტს არავინ დათმობს, ვიბრძოლებთ სანამ შეგვიძლია

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა მალე მიიღებს შორი დისტანციის იარაღს, უკრაინის თავდაცვის ძალები არამარტო არ დაშორდებიან ბახმუტს, არამედ დაიწყებენ რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებული აღმოსავლეთ რეგიონების ტერიტორიის დეოკუპაციას. „ბახმუტს არავინ დათმობს, ვიბრძოლებთ რამდენიც შეგვიძლია. ბახმუტს ჩვენს ციხე-სიმაგრედ მივიჩნევთ... თუ შორ დისტანციაზე მოქმედების იარაღის მოწოდება დაჩქარდება, ბახმუტს არათუ არ მოვშორდებით, არამედ დაიწყება დონბასის დეოკუპაცია, რომელიც 2014 წლიდან არის ოკუპირებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.  ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, რომელიც უკრაინას რუსეთთან ომში ეხმარება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

შარლ მიშელი: კრემლი ვერ შეგვაშინებს, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და მიუხედავად კრემლის მუქარისა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ მან კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „ეს სამიტს აქვს ორ მკაფიო გზავნილი: პირველი - თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის - ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერც მომავალში შეგვაშინებს. იმიტომ რომ ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია“, - თქვა შარლ მიშელმა. „მეორე გზავნილია - უკრაინის მომავალი ევროკავშირში. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია“, - დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.  

დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში მოდის ცნობილი დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პაკო რაბანის Instagram-ის გვერდზე გავრცელდა. „ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენს დიზაინერს და დამფუძნებელს, პაკო რაბანის, რომელიც დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ფიგურებს შორის, მისი მემკვიდრეობა შთაგონების მუდმივ წყაროდ დარჩება. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ მან ჩვენი ავანგარდული მემკვიდრეობა ჩამოაყალიბა და უსაზღვრო შესაძლებლობები დაადგინა".  

ბრიტანული ბრენდი Paul Smith-ი რუსეთს ტოვებს

ბრიტანულმა ძვირადღირებულმა ბრენდმა Paul Smith-მა რუსეთიდან გასვლა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია კვლავ ყიდის თავის პროდუქტებს რუსეთში ფრანჩაიზის პარტნიორის მეშვეობით. ბრენდმა აღიარა, რომ "შეცდომა" დაუშვა. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. გაზეთი აღნიშნავს, რომ  Paul Smith-მა რუსეთიდან გასვლის შესახებ თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოაცხადა, მაშ შემდეგ რაც დასავლური ბრენდების უმეტესობამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ვაჭრობა შეწყვიტა.  რუსეთის ბაზარზე აღარ ვაჭრობს Louis Vuitton-ი, Chanel-ი და Burberry-ი. ამ ბრენდება ბუტიკები დახურეს და რუს პარტნიორებთან ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გაწყვიტეს.  

Bloomberg: აეროსტატის ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადაიდო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი პეკინში მას შემდეგ გადადოს, რაც აღმოაჩინა ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, მონტანას ბირთვული ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. ბლინკენი, პეკინში შეხვედრებს მომავალი კვირის დასაწყისში გეგმავდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ეს ჩინეთში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო.  გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ს საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.  

ხაბეიშვილმა ჩალაძე „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელად დანიშნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი" შექმნა და ხელმძღვანელად გიორგი ჩალაძე დანიშნა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.  გიორგი ჩალაძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მუშაობის მთავარი სტილი იქნება. „ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.