ძებნის რეზულტატი:
ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსებმა, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორია უნდა დატოვონ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს დაასრულებს, უნდა დაავალდებულოს მოსკოვი, საქართველოს ოკუპაციაც შეწყვიტოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, რუსეთის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უკან დახევის გარეშე დასრულდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. „რუსეთმა უკვე თითქმის წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, თუ დასავლეთი არ მოითხოვს რუსეთის მიერ ჯარების სრულ გაყვანას, მაშინ „ის კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - როგორც 2008 და 2014 წლებში". 2008 წელს რუსეთის ჯარებმა საქართველოს ერთი მეხუთედი დაიკავეს და ამ ტერიტორიაზე ორი არაღიარებული სახელმწიფო გამოაცხადეს - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
უკრაინა ფრანგულ MG-200-ის ტიპის რადარებს მიიღებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ThalesGroup-თან უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის MG-200 სარადარო სისტემების მიწოდების შესახებ. „ეს აღჭურვილობა დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ მტრის დრონები და რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენი ცა დაცული იქნება რუსეთის სასიკვდილო თავდასხმებისგან“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. MG-200 არის საშუალო დისტანციის რადარი, რომელსაც შეუძლია მტრის თვითმფრინავის აღმოჩენა 250 კმ მანძილზე. ის ასევე უზრუნველყოფს რაკეტებისგან დაცვას და შეუძლია საარტილერიო თავდასხმების შესახებ გაფრთხილება.
თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თურქეთის ქალაქ სარიკამიშში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს ჰულუსი აკარს, ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი ამ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის მიწვევით თურქეთში ვიზიტით ჩავიდა.
პისტორიუსი: გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდები“
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შეკვეთა, რათა უკრაინაში ამ ტექნიკის გაგზავნის შედეგად გაჩენილი დეფიციტი შეივსოს. გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევუკვეთოთ ახალი ტანკები არა ერთ წელიწადში, არამედ დაუყოვნებლივ“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ავგუსტდორფში სატანკო ბატალიონში ვიზიტის დროს, საიდანაც უკრაინაში 14 „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის გაგზავნა გადაწყდა. „ საიდან მოვა ფული? გულწრფელად გეტყვით, ეს არ მაინტერესებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტანკები სწრაფად მივიღოთ." „პისტორიუსმა საკმაოდ ამომწურავად უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის მოითხოვოს გერმანიის არმიის მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ფონდის 100 მილიარდი ევროს გაზრდა“, - წერს BBC. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს
მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის მსოფლიო ლიდერებს მიმართა. „ახლა ნელ-ნელა კლავენ უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში, ევროპაში ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა ადამიანის დე-ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ, სირცხვილია. მისი სიცოცხლის საფრთხის გათავალისწინებით, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილი! უკრაინამ შესთავაზა გამოსავალი. მე მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „რკინის გუმბათის“ გაგზავნის საკითხს განიხილავს - უკრაინული მედია
ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რკინის გუმბათის სისტემის გაგზავნის საკითხს განიხილავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. შესაბამის შეკითხვას მან დადებითი პასუხი გასცა. მან ასევე დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ტერიტორიიდან უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი გადაიტანა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასევე ეხმარება უკრაინას ირანში იარაღის წარმოების აკრძალვით. „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ისრაელი გარკვეულწილად მოქმედებს ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის წარმოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
კრამატორსკის დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა
კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა. რუსეთის ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ სექტორს ისკანდერ-K რაკეტით დაუმიზნეს. დაზიანდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. სავარაუდოთ, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაიჭრა. ხალხი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში მთავარ მრჩევლად ბლინკენმა ლუის ბონო დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა. ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე. „ბონოს მდიდარი მრავალმხრივი და ორმხრივი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს ოფისებში ვენაში, ასევე, საქმეების დროებით რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად წმიდა საყდარში. ლუის ბონო მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ და სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებში. იყო ინსტრუქტორი ვესტ პოინტსა და არმიის კოლეჯში. მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ეხება“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ფილიპ რიკერმა თანამდებობა 5 იანვარს დატოვა.
რუსეთმა, უკრაინის ომის წლისთავზე, შესაძლოა, ახალი შეტევა დაიწყოს - რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების ერთ წლისთავზე ახალ შეტევის დაწყებას აპირებს. დანილოვის თქმით, ომის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთი უკრაინაში მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება "ორი მიმართულებით იქნება კონცენტრირებული: ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსები სიმბოლიკაში ცხოვრობენ, 24 თებერვალს შეიძლება, რაღაც სცადონ... ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს მტერს. მათ ოფიციალურად გამოაცხადეს 300 000 ჯარისკაცი მობილიზებული, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ჯარებს საზღვრებზე, ჩვენ ვაფასებთ, რომ ეს ბევრად მეტია", - განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
რეზნიკოვის თქმით, მოსკოვმა 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა პოტენციური შეტევისთვის
ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მოსკოვმა 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა პოტენციური შეტევისთვის. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ მთავარ შეტევას ამზადებს და ის შეიძლება 24 თებერვალს, მოსკოვის შეჭრის წლისთავზე დაიწყოს. მისივე თქმით, უკრაინელი მეთაურები შეეცდებიან „ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას და კონტრშეტევისთვის მომზადებას“. „მჯერა, რომ 2023 წელი შესაძლოა, გამარჯვების წელი იყოს. უკრაინის ძალები „ვერ დაკარგავენ ინიციატივას“, რომელსაც ბოლო თვეებში მიაღწიეს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. უფრო ადრე, 24 თებერვლისთვის მოსალოდნელი ახალი შეტევის შესახებ უკრაინის დაზვერვამ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა. ამით ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკიზე სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსული ტერორიზმი უნდა შეჩერდეს მოიერიშე თვითმფრინავებითა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით. კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა. რუსეთის ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ სექტორს ისკანდერ-K რაკეტით დაუმიზნეს. დაზიანდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. სავარაუდოთ, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაიჭრა. ხალხი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესტონეთის ქალაქ ტირვაში უკრაინის პრეზიდენტის ქვიშის ქანდაკება დადგეს
ესტონეთში ზელენსკის ძეგლი გამოჩნდა. გამოსახულება როგორც თავისუფლების ქანდაკება, ქვიშისგან დაამზადეს. სკულპტურა ქალაქ ტირვაში გამოჩნდა. პროექტის ავტორი ლატვიელი მოქანდაკე აგნეზე რუძიტე კირილოვაა. ზელენსკის ქანდაკებას 72 ტონა ქვიშა დასჭირდა. მასზე უკრაინელი ლტოლვილები მუშაობდნენ.
რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში
უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 129 030 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. უკრაინულა ძალებმა მტრის 3211 ტანკი, 6382 ჯავშანტექნიკა, 2212 საარტილერიო სისტემა, 458 MLRS, 222 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5064 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა და 200 სპეცტექნიკა გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა რუსეთის თავდასხმებს 14 დასახლებულ პუნქტთან იგერიებს
უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმის მცდელობები ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების 14 დასახლების რაიონებში მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბოლო განახლებაში იტყობინება. „გასული დღის განმავლობაში მტერმა განხორციელდა ექვსი სარაკეტო დარტყმა, რომელთაგან ოთხი დაარტყა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დონეცკის რეგიონში სლოვიანსკში, კრამატორსკში და დრუჟკოვკაში, ასევე ოთხი საჰაერო დარტყმა. მათ ასევე 73-ჯერ გაისროლეს სარაკეტო გამშვები სისტემების გამოყენებით. მტრის დარტყმის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა “, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანახმად, მტერი აქტიურად ატარებს სადაზვერვო ოპერაციებს, ემზადება გარკვეული მიმართულებით შეტევისთვის. მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, ისინი განაგრძობენ შეტევითი მოქმედებების მცდელობებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და ნოვოპავლივკის მიმართულებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მტერი ცდილობს, შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს, შანსები აქვს - ვოლოდიმირ ზელენსკი
მტკიცედ გავიარეთ მთელი ეს დრო, მტერი ცდილობს შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს, შანსები აქვს, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული მიმართვისას გაააკეთა. „ჩვენ მტკიცედ გავიარეთ მთელი ეს დრო, თებერვლიდან თებერვლამდე. მტერი ცდილობს, ახლა მაინც მოიპოვოს რაღაც, რომ შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს, რუსეთს აქვს რაღაც შანსები. ასეთ ვითარებაში ჩვენ ყველას განსაკუთრებულად გაერთიანება, განსაკუთრებით ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირება და, შედეგად, განსაკუთრებული გამძლეობა გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ასე დავრჩებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
დემოკრატიის ინდექსი: რუსეთი დიქტატურის ბევრ მახასიათებელს იძენს
დემოკრატიის ინდექსის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის რეიტინგმა 2022 წელს ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, რაც უკრაინაში მის შეჭრასა და რუსეთში შემდგომ რეპრესიებს მოჰყვა. რუსეთმა 10-დან 2,28 ქულა დააგროვა და ანგარიშში წარმოდგენილი 165 სახელმწიფოდან 146-ე ადგილი დაიკავა. „ქვეყანა „დიდი ხნის განმავლობაშ, დემოკრატიისგან მოშორებით ტრაექტორიაზე იმყოფებოდა და ახლა დიქტატურის ბევრ მახასიათებელს იძენს“, - ნათქვამია ანგარიშში. რუსეთის ახლო მოკავშირე ბელორუსს 1,99 ქულა აქვს და 165-დან 153-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით შვიდი პუნქტით ცვლილებას წარმოადგენს. მოხსენების ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედზე მეტი ცხოვრობს ავტორიტარული რეჟიმების ქვეშ (36,9%), მათგან უმეტესობა კი, ჩინეთსა და რუსეთშია.
გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს. მათივე ცნობით, დანაშაულის ყველაზე მეტი - 15 862 შემთხვევა (გაიხსნა 8477) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 4106 (გაიხსნა 3586) და მუქარის 3699 (გაიხსნა 3280) ფაქტი. "რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა - გაიხსნა 21. გარდა ამისა, დაფიქსირდა 2417 სატრანსპორტო დანაშაული. რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: გაუპატიურება - 176, გაიხსნა 123; ნარკოტიკული დანაშაული - 5471, გაიხსნა 5170; სამოხელეო დანაშაული - 577, გაიხსნა 162; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 68, გაიხსნა 46. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 56343 დანაშაულიდან 49.82% გახსნეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიცია: ბახმუტში ჯერ კიდევ 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სულ მცირე 5,990 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 200 ბავშვი, კვლავ ცხოვრობს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ. რუსული რეგულარული ძალები, კრემლის მიერ კონტროლირებად „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად, თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ბახმუტის დაკავებას. რუსეთი ხუთ თვეზე მეტია, განუწყვეტლივ უტევს ბახმუტს, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაიპყროს. ბახმუტის აღება რუსეთს საშუალებას მისცემს, შეაფერხოს უკრაინის მიწოდების ხაზები ამ ტერიტორიაზე და გახსნას მთავარი გზა, რომელიც მიდის უკრაინის ორ მთავარ ქალაქ კრამატორსკსა და სლოვიანსკში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა - შსს
გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123 (69.89%) გახსნეს. გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა - შსს "შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 578 ფაქტი დარეგისტრირდა, საიდანაც 402 გახსნეს (69.55%). აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება. რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, 2021 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 530 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 265 (50%) გაიხსნა. მათ შორის იყო გაუპატიურების 170 შემთხვევა, რომელთაგან სამართალდამცველებმა 97 (57.06%) გახსნეს. ინფორმაციისთვის, გასულ წელს საქართველოში სულ 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია - NDI
NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს. კვლევის ავტორების შეფასებით, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა (აგვისტოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი 75%-ს შეადგენდა), რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მსგავსი ტენდენციაა NATO-სთან მიმართებითაც - მოსახლეობის უმრავლესობა (73 პროცენტი) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს. ამავე კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს - სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან. ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51 პროცენტი) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს. მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. მეტიც, „ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. „NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ,” - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი. პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის მზარდი დისტანცია ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ნდობის აღსადგენად პოლიტიკოსებმა და არჩეული თანამდებობის პირებმა აქცენტი ხალხის საჭიროებებზე უნდა გააკეთონ და არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საგულისხმოა, რომ ახალი კვლევა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზე მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რო მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სწყურიათ“, - განაცხადა ალან გილამმა. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდი 3-20 დეკემბერს მოიცავს. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).