ძებნის რეზულტატი:

ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს - NDI

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს და აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს.   „ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ“, -აცხადებს NDI საქართველოს დირექტორი ალან გილამი. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდია 3-20 დეკემბერი. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).  

A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება - ხმალაძე

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის მუდმივ ნებართვას. „ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც იყო ერთწლიანი, გახდება მუდმივი, უვადო. დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა ბაზარზე - ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანებართვო ბაზარზე შემოვლენ იურიდიული პირებიც", - განაცხადა ხმალაძემ.  

წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს - NDI

NDI-ის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. არსებობს თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს. კვლევის ავტორების ამ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: დიახ - 31% (აგვისტოში 39); 61% - არა (აგვისტოში - 56%). კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიცური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ამ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: არცერთი პარტია 39%, „ქართული ოცნება“ - 25%; უარი პასუხზე - 10%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%; არ ვიცი - 7%; სხვა პარტიები - 13%. „მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. შენიშვნა – კითხვა დაისვა თვით -ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს ‘შემდეგი’ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს“, - აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდია 3-20 დეკემბერი. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულადაა თვითდაზიანების რეჟიმში. "ხელისუფლება ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ხაზს არ გავუსვამ, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანია ის, რომ საკუთარი PR კამპანიით, უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს, კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი. პატიმარს ნუ ატყუებენ, პირიქით დაეხმარონ, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან, ნორმალურად იკვებოს", -აღნიშნა კალაძემ. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კელი დეგნანი სააკაშილზე: ვითარება სერიოზულია

ამერიკის შეერთებული შტატები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  „ვითარება სერიოზულია. ჩემი ქვეყნის მთავრობა და სხვა ქვეყნის მთავრობები სიტუაციას ახლოდან აკვირდებიან. ეს შეშფოთების საგანია. მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, რაც სჭირდება და ამისთვის საჭიროა დიაგნოზის ცოდნა და საჭირო დახმარების განსაზღვრა“, - აღნიშნა ელჩმა.  

ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, რუსეთთან დაახლოება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის

„რუსეთთან დაახლოება ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ექსკლუზივი „ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან დაახლოებით არ არის დაინტერესებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე. თავს ესხმის სკოლებსა და საავადმყოფოებს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უკრაინელების სუვერენიტეტსა და იდენტობას. ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა საქართველოში. ამდენად, რუსეთთან დაახლოება ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში არ შედის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

A კატეგორიის ნებართვა ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა ფასიან აქტივად გადაიქცევა და ტაქსის მძღოლებს მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება როგორც ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი 2023 წლის პირველ აპრილს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე ერთხელ მაინც ფლობდა ან 2023 წლის 20 მარტამდე აიღებს ასეთ ნებართვას. ამასთან, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. მისი საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. ერთ ფიზიკურ პირზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცემა.

საქართველოში, ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს - NDI

NDI-ის თანახმად, საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად, ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. კითხვაზე რა არის ის სამი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობთ, გამოკითხულთა 34%-დან (ვინც განაცხადა რომ ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობს) ოთხი მიზეზი დაასახელა. გამოკითხულთა 39%, საქართველოში თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს. 35% ამის მიზეზად ინფლაციას ასახელებს, 34% უმუშევრობას და სამუშაო ადგილების ნაკლებობას, ხოლო 33% - კრიმინალს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად - სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, უმცირესობათა დასახლებებში ამის მიზეზად სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებენ. NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

პროკურატურა: სოფელ კარბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარეს და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე, საქართველოში კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - NDI

NDI-ის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოკითხულთა 35% - ინფლაციას, 38% - სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს 30%, ტერიტორიული მთლიანობას -25%, ხოლო 24% პენსიებს ასახელებს. დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება. NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.  აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს. ნიკო კვარაცხელია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.  

საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - NDI

NDI-ის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. ურბანული დასახლებების მცხოვრებთა უმრავლესობა დასაქმებულია. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით. ვეძებ სამსახურს მაგრამ ვერ ვიპოვე, ამბობს გამოკითხულთა 49%, შესაფერისი ანაზღაურებით სამსახურს გამოკითხულთა 20% ვერ პოულობს, 16% სამსახურს არ ეძებს,   NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. ასევე წაკითხეთ:  საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა  

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას

NDI-ის კვლევის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, ეს მაჩვენებელი გაზრდილია მარტთან შედარებით, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს 66% უჭერდა. სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში - 74%; ქალებსა (72%) და ოპოზიციის მხარდამჭერებში (79%). ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთ ან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

როგორ აფასებს მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას, რა შეიცვალა - NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, ხუთპროცენტიანი ზრდაა. მეტიც, „ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. უფრო კონკრეტულად კვლევაში ასახულ ციფრებს რაც შეეხება, წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. გამოკითხულთა 51% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 39% კი უარყოფითად. გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა. მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფებშია გაზრდილი. მთავრობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა ოპოზიციის მხარდამჭერებში. ამასთან, 31% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ივლისსა და მარტში ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენდა. საქართველო სწორია მიმართულებით ვითარდება - მიიჩნევს 37%; ივლისსა და მარტში ეს მაჩვენებელი 23% და 28%-ს შეადგენდა. 26%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება. ამავე კვლევაში ვკითხულობთ,რომ უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტით გაიზარდა. პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოკითხულთა 14% აფასებს კარგად, 45% საშუალოდ, 32% კი ცუდად. პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 31% აფასებს კარგად, 36% საშუალოდ, 27% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 12% აფასებს კარგად, 50% საშუალოდ, 31% კი ცუდად. ამასთან, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8 -10 პროცენტით შემცირდა. წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს - NDI პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში. ასევეა პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების შემთხვევაშიც. პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ. ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას. ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდი 3-20 დეკემბერს მოიცავს. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 18%-ს საკვებზე ფული არ ჰყოფნის. შეკითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: ფული არ გვყოფნის საკვებზე - 18%; ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე - 35%; ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები - 36%; საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა - 7%; საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება - 2% არ ვიცი/უარი პასუხზე - 2% ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა. NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

15 ევროკომისრისგან შემდგარი დელეგაცია ლაიენის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა

15 ევროკომისრისგან შემდგარი დელეგაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით კიევში ხუთშაბათს, 2 თებერვალს ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ვიზიტი არის უკრაინისადმი კომისიის მხარდაჭერის ძლიერი გამოხატულება რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე. „ეს ასევე არის უკრაინასთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში. პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. 3 თებერვალს უკრაინა ევროკავშირ-უკრაინის 24-ე სამიტს უმასპინძლებს.  

"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და NATO-ს 7 ქვეყანას - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და ნატოს 7 ქვეყანას. ამის შესახებ პაპუაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა. "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია.საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშორის წევრ 3 და NATO-ს წევრ 7 ქვეყანას", - წერს პაპუაშვილი.  

ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრია ქვეყნიდან ოთხ რუს დიპლომატს საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის გამო აძევებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოთხი დიპლომატიდან ორი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და უბრძანეს, დაეტოვებინათ ქვეყანა არაუგვიანეს 8 თებერვლისა, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მისიაში გაეროში, ვენაში მუშაობს. „რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ მოიქცა. ამიტომ ისინი გამოცხადდნენ არასასურველ პირებად (personae non gratae) დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად", - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გაეროში რუსეთის მისიაში მომუშავე ორი ადამიანის ქმედებები შეუსაბამო იყო მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებასთან გაეროსა და ავსტრიას შორის. სამინისტროს სპიკერმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა შეუსაბამო ქმედებებში.    

ბრიტანულ-ნიდერლანდური Shell-ი, 2023 წლიდან რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობკომპანია Shell-მა რუსული მილსადენის გაზისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად გასული წლის ბოლომდე ყველა კონტრაქტი დასრულა. Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამის შესახებ კომპანიის მიერ მედიაში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის 22 დეკემბერს Shell-მა ხელი მოაწერა დოკუმენტებს Gazprom Neft-თან Salym Petroleum Development Limited Liability Company-ში მისი 50%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. ტრანზაქციის დასრულება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ განონმდებლობაზე", - აცხადებენ კომპანიაში.  

ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ზელენსკიმ ყველას მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ - ალასანია

ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - ვოლოდიმირ ზელენსკი "ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ. არ ვიცი, აქ რა ილუზია აქვთ, სათითაოდ მიწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართული. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია. იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად, სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს. ვფიქრობ, ყველას მოეკითხება“, - აღნიშნავს ალასანია. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.