ძებნის რეზულტატი:

შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა

შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი იმუშავებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტატისტიკის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რაუფ გულიევმა განაცხადა, რომ შუა დერეფნის ქვეყნების საბაჟო ორგანოებისთვის, ერთიანი სატრანზიტო პორტალი - www.mc-transit.net შეიქმნა. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით - გაეროს ოფიციალური პირი მისივე თქმით, სატრანზიტო ოპერაციების დროს პორტალზე მითითებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება შუა დერეფნის ყველა ქვეყნისთვის. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამჟამად ვებგვერდზე მუშაობა მიმდინარეობს და ის მალე ამოქმედდება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.

აზერბაიჯანმა და საქართველომ შესაძლოა, ერთობლივი საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტები შექმნან

აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების შექმნაზე მუშაობენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ სიტყვით გამოსვლისას ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მან საერთაშორისო დონორებს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელი გახადა ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შეცვლა სამხრეთისკენ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს. მჯერა, რომ საერთაშორისო დონორები ხელს შეუწყობენ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ერთად შევქმნათ“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

ზელენსკიმ სამი სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის, ოდესის და ხმელნიცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განკარგულებები სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სერჰი გაიდაი ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაქსიმ მარჩენკო ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სერჰი ჰამალი ხმელნიცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საგარეო: მინისტრმა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი. „ორივე მხრიდან ხაზი გაესვა 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ და, შედეგად, საქართველომ გადაინაცვლა გაფართოების პაკეტში. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას და ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას და პრაქტიკულად მოამზადებს ქვეყანას წევრობისთვის. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

დანია უკრაინას $140 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

დანიის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ დაახლოებით 140 მილიონი დოლარის პაკეტს გამოყოფს.  შესაბამისი განცხადება დანიის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. სამხედრო დახმარების პაკეტში შედის საბრძოლო მასალის მცირე იარაღი, მძიმე ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები.  

ალიევი თურქეთში ჩავიდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ანკარის ესენბოგის აეროპორტში, სადაც ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშები ფრიალებს, სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად საპატიო ყარაული მოეწყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ოფიციალური პირები დახვდნენ.  

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი: იმედი მაქვს, მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვს, მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული. „ზოგიერთი კომპრომისი მიღწეულ იქნა, მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული. ეს წინსვლა იქნება, რათა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დარწმუნდეს და საბოლოოდ შეთანხმდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან, ამის გადაწყვეტილებას ევროპული ინსტიტუტები არ იღებენ, ამას ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება სჭირდება”, - განაცხადა ზიბერტმა. დღესვე ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მოისმინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ინკლუზიურად მიღების მზაობა.  მისი თქმით, ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო რეაქციები ვენეციის კომისიის ორ შეფასებაზე, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა. ერთი - უფრო ფართო სასამართლო რეფორმაზე და მეორე - დეოლიგარქციზაციაზე. „რაც უმრავლესობისგან, „ქართული ოცნების” წარმომადგენლისგან მოვისმინეთ იყო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მზაობა და ამის ინკლუზიურ პროცესში გაკეთების მზაობა. ვფიქრობ, ეს თბილისში ჩვენი კონსულტაციების ძალიან გამამხნევებელი დასასრული იყო”, - განაცხადა კატარინა მატერნოვამ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი: იმედი მაქვს, მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ. მატერნოვას თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის და ამ ეტაპზე ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს. „ერთ-ერთი არგუმენტი, რომელი საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის ის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არამხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, - განაცხადა მატერნოვამ.  

კატერინა მატერნოვა: კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 პრიორიტეტის შესრულების გარეშე არ მოხდება, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მოისმინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ინკლუზიურად მიღების მზაობა.  მისი თქმით, ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო რეაქციები ვენეციის კომისიის ორ შეფასებაზე, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა. ერთი - უფრო ფართო სასამართლო რეფორმაზე და მეორე - დეოლიგარქციზაციაზე. „რაც უმრავლესობისგან, „ქართული ოცნების” წარმომადგენლისგან მოვისმინეთ იყო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მზაობა და ამის ინკლუზიურ პროცესში გაკეთების მზაობა. ვფიქრობ, ეს თბილისში ჩვენი კონსულტაციების ძალიან გამამხნევებელი დასასრული იყო”, - განაცხადა კატარინა მატერნოვამ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი: იმედი მაქვს, მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ. მატერნოვას თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის და ამ ეტაპზე ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს. „ერთ-ერთი არგუმენტი, რომელი საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის ის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არამხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, - განაცხადა მატერნოვამ.  

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ: ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზურაბიშვილი.  

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე

აზერბაიჯანი მუშაობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და ამაში მნიშვნელოვან რესურსებს დებს, განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით.  მისი თქმით, ASCO (Azerbaijan Caspian Shipping Company) და ბაქოს პორტი ყველაზე დიდი საზღვაო სტრუქტურებია კასპიის რეგიონში, ავიაკომპანია Silk Way კი, ყველაზე დიდი საჰაერო სატვირთო გადამზიდავი. „გასულ წელს ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის ზრდამ 75 პროცენტი შეადგინა (11 მლნ ტონამდე). ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე. BTK) ხუთ მილიონ ტონამდე და დაგეგმილია ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ნაბიევმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ერთი გემის გადმოტვირთის დრო 12-დან ოთხ საათამდე შემცირდა. „ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მზად არის პორტთან, საბაჟო და სხვა სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის. დღეისათვის ჩვენ უკვე დავამყარეთ მსგავსი თანამშრომლობა კოლეგებთან - საქართველოსა და ყაზახეთიდან, რამაც საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა საქონლის მიწოდების დრო", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ერთი კონტეინერის ჩინეთიდან საქართველოს გავლით აზერბაიჯანში გადატანის ღირებულება 5000 დოლარიდან 3200 დოლარამდე შემცირდა და ეს ღირებულება ფიქსირებული დარჩება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, აზერბაიჯანული მხარე Boston Consulting-თან ერთად მუშაობს საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციაზე“, - აღნიშნა ნაბიევმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნებში. TITR მიზნად ისახავს საქონლისა და კონტეინერების ტრანსპორტირების ყველა მონაწილის ურთიერთქმედების კოორდინაციას აზიიდან ევროპის მიმართულებით მარშრუტის გასწვრივ და საპირისპირო მიმართულებით.

ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა - პაპუაშვილი

საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში. ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს. „საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში. ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს. ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა“, - წერს პაპუაშვილი.  

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ფარგლებში, 2023 წლის 26 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში. აღსანიშნავია, რომ ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.  

მესტიაში, ერთ-ერთი სასტუმრო დაიწვა

მესტიაში, სასტუმრო „ფოსტა" დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია

Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ, ხოლო ბათუმის - მეორედ მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები. Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თეა ზაქარაძე Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედს შეხვდა. Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასე  

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ მთავრობის წევრებს მოუწოდებს, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მთავრობის ყველა წევრს მოუწოდა, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ იქამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ისრაელის მთავრობის ფორმირებიდან და პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ არჩევიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, თეთრ სახლში ჯერ არ მიუწვევიათ. ამასთან, ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ახალი მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მათ შორისაა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს.  

2022 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 3.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641.0 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2022 წელს ვიზიტორების 36.8 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.9 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 13.1 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ვიზიტების უმრავლესობა – 50.8 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში, ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9 პროცენტით და 182.4 ლარს უტოლდება.  

"მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. "2023 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა);• Risk of bribery (მექრთამეობის რისკი);• Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests. (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის).2022 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა", - აცხადებს მთავრობა.  

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ოლექსეი გერაშენკო Telegram-ის არხზე წერს.  გერაშენკო მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, განგაშია გამოცხადებული უკრაინის დედაქალაქ კიევშიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მინისტრის თქმით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს, ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მოლდოვამ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა. 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე, რუსული გაზი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა. „მოლდოვა ახლა ბუნებრივ აირს ძირითადად რუმინეთის გავლით იღებს“, - განაცხადა მინისტრმა. მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითა და მის საზღვრებში პრორუსი სეპარატისტების არსებობით დაზარალდა. პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმძღვანელობით, მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ადანაშაულებს. სეპარატისტულ რეგიონში 1500 რუსი სამხედროა განთავსებული. გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, გასულ წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] მოლდოვას 300 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო.  

დანილოვის თქმით, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ დამოუკიდებლად უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე. ამის შესახებ დანილოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. „ეს ქართველები უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის“, - განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან. „მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბოსოლუტურად დანგრეულია ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. ამასთან მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი. „მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - განაცხადა დანილოვმა.