ძებნის რეზულტატი:
აღმოსავლეთ უკრაინაში ჩინური წარმოების გადაკეთებული და იარაღით აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს - CNN
აღმოსავლეთ უკრაინაში ჩინური წარმოების გადაკეთებული და იარაღით აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ აღნიშნულია „სიენენის“ ექსკლუზიურ მასალაში. გამოცემის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი, „მუგინ-5“ კომერციული უპილოტო თვითმფრინავია, რომელიც დამზადებულია ჩინელი მწარმოებლის მიერ. აპარატი ცნობილი, როგორც „ალიბაბას უპილოტო თვითმფრინავები“, რადგან ჩინურ ვებგვერდებზე 15 000 დოლარად იყიდება. მათივე ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, რომლის ჩამოგდება მარტივად მოხერხდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას - პაპუაშვილი
რასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ, გადატვირთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორზე საუბრისას განაცხადა. „ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი უნდა გადალახონ, გადატვირთონ. რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს ამ სფეროში, რომელიც თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, მათი 99% დაკავებულია იმ სოციალური-საგანმანათლებლო საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სასამართლო რეფორმის, ასევე, დეოლიგარქიზაციის საკითხს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით ბოლომდე მივიყვანთ - პაპუაშვილი
არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ე.წ. დეპოლარიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული. „ზოგიერთ დეპუტატს თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. შევახსენებ ყველას, რომ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს, საერთოდ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, კენჭისყრებში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეფუჭებინათ აფუჭებდნენ, დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ეს გარკვეულწილად ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება. მიუხედავად ამისა, ხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული, ჩვენ მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა სტრატეგიას მივიღებთ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ამით მე-8-ე და მე-9-ე საკითხები დიდწილად შესრულდება და დარჩება ორი ძირითადი - სასამართლო რეფორმის და დეოლიგარქიზაციის, რომელსაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ასევე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამ საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ომის წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა
ომის ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის - 3 297 და უკრაინის - 78 მოქალაქეს. BM.GE-ის ცნობით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს. ამ მონაცემების თანახმად, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია - 3 297, ამჟამად განხილვაშია - 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2022 წელს, უარი - 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა - 14 მიმართვა, განხილვაშია - 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია - 1. 2023 წელს კი, პირველ ორ თვის მონაცემებით, განხილვაშია რუსეთის მოქალაქეების 421 მოთხოვნა, ხოლო უკრაინის მოქალაქეების 17 მოთხოვნა.
თავდაცვის ძალებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გუმისთის ბრძოლის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მეომრებმა საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა - Reuters
პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლონური მხარე აცხადებს, რომ ხსენებული პირები ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკვირდებოდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს, განაცხადა ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ბოლო დღეებში შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში“, - განაცხადა მარიუშ კამინსკიმ პრესკონფერენციაზე.
ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევშია
ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი კრიშიანის კარიშში ვიზიტით კიევს იმყოფება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება „გადამწყვეტია თავისუფალი ევროპისთვის". პრემიერ-მინისტრის თქმით, ლატვია დაეხმარება უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
ზელენსკი: ერთი წლის წინ, რუსეთმა შეგნებულად ჩამოაგდო ბომბი მარიუპოლის დრამატულ თეატრში, ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს
უკრაინული მედიის ცნობით, ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის ამ დღეს რუსმა დამპყრობლებმა ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის დრამატულ თეატრში, სადაც ასობით ადამიანი იმალებოდა, შენობის გარეთ კი ეწერა - „ბავშვები“. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს ყველაფერზე, რაც ჩაიდინა“. „ერთი წლის წინ, რუსეთმა შეგნებულად და სასტიკად ჩამოაგდო ძლიერი ბომბი მარიუპოლის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრში. შენობის გვერდით იყო წარწერა - "ბავშვები", რომლის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელი იყო. იქ ასობით ადამიანი იმალებოდა დაბომბვისგან", - განაცხადა ზელენსკიმ. „ეტაპობრივად ჩვენ მივდივართ იმისკენ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ სრულად აგოს პასუხი იმისთვის, რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც თავშესაფრად გამოიყენებოდა, რუსული ავიაციის მიერ 2022 წლის 16 მარტს დაინობმა. სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად.
ვანო მერაბიშვილი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს - "ნაციონალური მოძრაობა"
ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს, - ასე ეხმაურება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია „ენმ“ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის „ენმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს. კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად”.
ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტამდე მოლდოვას ეწვია და $12 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. ჯეიმს კლევერლიმ მოლდოვაში ვიზიტის დროს, ამ ქვეყნისთვის $12 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პაკეტი ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად გამოიყოფა. ამასთან, Sky news-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი პირობას დებს, რომ მოლდოვასა და საქართველოს რუსეთის ჩარევისგან დაცვაში დაეხმარებიან. ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვის პროდასავლური მთავრობა და მისი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ ის შეიძლება კონფლიქტში ჩაითრიონ. 2,5 მილიონიანი ერი ესაზღვრება უკრაინას და ჰყავს რუსი სამშვიდობოები განლაგებული დნესტრისპირეთის პრომოსკოვის სეპარატისტულ რეგიონში. ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა ლონდონი მოლდოვის სამხედრო მხარდაჭერას კლევერლიმ უპასუხა: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უკრაინელების დახმარება რუსეთისგან თავის დაცვაში”. ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინისკენ მიმართულმა რუსულმა რაკეტებმა შეაღწიეს მოლდოვის საჰაერო სივრცეში, ხოლო ხელისუფლება კრემლს ადანაშაულებს ანტისამთავრობო პროტესტის გაღვივებაში, რასაც კრემლი უარყოფს. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი თებერვალში ხელისუფლების დამხობის მიზნით გადატრიალების დაგეგმვაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5832 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5832 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7397 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7520 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
2024 წლის არჩევნების გარე ჩარევისგან დასაცავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად ახალი დაფინანსების შესახებ აცხადებს, რათა რუსეთის მავნე ჩარევის წინააღმდეგ რეგიონული მდგრადობა გაზარდოს. „2 ქვეყანაში ვიზიტისას (16-დან 17 მარტამდე) საგარეო საქმეთა მინისტრი გამოაცხადებს დამატებით, 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოლდოვაში ეკონომიკური, მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, მათ შორის ეერგეტიკის სექტორში, და ახალი დაფინანსების შესახებ საქართველოში, მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტამდე მოლდოვას ეწვია და $12 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა კლევერლი ასევე გაიმეორებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე. „ეს ორი ქვეყანა მოწყვლადია, რადგან ისინი განიცდიან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკის, აგრესიისა და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობებს. საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს დიდი ბრიტანეთის ურყევ ერთგულებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს £500 000 ფუნტს, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან. „ცოტა ქვეყანას ესმის უკეთ რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ ხსენებული ქვეყნების ხალხების დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი მათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ მოლდოვასა და საქართველოშ ვიზიტის წინ.
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში", სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ნებართვის ოფიციალური დოკუმენტი მას ჯერჯერობით არ უნახავს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების "ბულინგმა"
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოციალურ ქსელში ბულინგმა და დამუნათებამ. „მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით. შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს, ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის. მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, შექმნან მომავალი. ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოციალურ ქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპისა თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან. სინამდვილეში, სწორედ ისინი არიან პატრიოტები – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსსა და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე. დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო. მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც არ უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი „ბორჯღალოსნებიც“ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ, რომ ახალი ისტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი მხოლოდ ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობასა და შრომას მოაქვს", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზზიდენტმა.
პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმეს
პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააჯარიმა, მათ შორის „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ზურა მახარაძე, რომლებსაც 1000-1000 ლარის გადახდა მოუწევთ. ამ ინფორმაციას რამდენიმე ქართული მედიასაშუალება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო. მანამდე, პრორუსული ორიენტაციის, „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს
გერმანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი პარტია მოიცავს 155 მმ-იანი საარტილერიო ტყვიას, MLRS საბრძოლო მასალებს, თოფებს, გენერატორებს, კარვებს და სხვა დახმარებას. უახლეს პაკეტში გერმანიამ უკრაინას მიაწოდა 5000 საარტილერიო ტყვია (155მმ), საერთო ჯამში 23500-მდე და დაუზუსტებელი რაოდენობის 155მმ მაღალი სიზუსტის ჭურვები. ასევე მიწოდებულია MARS II ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების საბრძოლო მასალები (რაოდენობა უცნობია), 500 SFP9 პისტოლეტი, ორი ამწე სატვირთო მანქანაოთხი მობილური ანტენის ანძის სისტემა და 25 გენერატორი, რომელთა საერთო რაოდენობა 295-მდეა.
ჯეიმს კლევერლი საქართველოშია
16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. 2024 წლის არჩევნების გარე ჩარევისგან დასაცავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.
ვენდი შერმანი გერმანელ კოლეგას საქართველოს შესახებ ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს გერმანიის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, მდივნის მოადგილემ გერმანიას მადლობა გადაუხადა უკრაინისა და მოლდოვის ძლიერი მხარდაჭერისთვის. მათ ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი და გაიზიარეს შეშფოთება ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ. ხაზი გაუსვეს დეესკალაციისკენ საჭირო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებს. გავრცელებული ონფორმაციით, გოგონა სავარაუდოდ, გაგუდეს. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბოროტების სახელმწიფო პასუხს აგებს თითოეული დაღუპულის გამო - ზელენსკი
ბოროტების სახელმწიფო პასუხს აგებს თითოეული დაღუპულის გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა. "დადგება დღე, როცა ტრიბუნალი შეიქმნება ჩვენი ხალხისთვის სამართლიანობის დასამყარებლად. ტრიბუნალი, რომელიც ამ აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ. ჩვენ მოვახდენთ ყველა საჭირო პარტნიორის მობილიზებას. ეს უკვე კეთდება. ჩვენ ყოველდღიურად ვაახლოებთ სამართალს უკრაინისთვის. ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ. გენერალური პროკურორი და მისი აპარატი, უკრაინელი სამართალდამცავები, სპეცსამსახურები, მთავრობა, დიპლომატები, ჩემი სამსახური", - თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.