ძებნის რეზულტატი:
ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ - სილაგავა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, ადგილობრივი ფერმერები კი ხორბალს ვერ აბარებენ. „ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. გასული წლის ვითარება მეორდება. მიზეზია რუსეთთან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე და არარსებული გადასახადი ფქვილზე. ეს იმის პირობებს ქმნის, რომ აგრესიულად შემოვიდეს ფქვილი და გაჩერდეს წისქვილკომბინატების მუშაობა. გასულ წელთან შედარებით, ამას წელს დაემატა ადგილობრივი ფერმერების პრობლემა. ადგილობრივ ფერმერებთან დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩაუბარებელი ხორბალი, რომელსაც წისქვილკომბინატი ვერ იბარებს. შესაბამისად, ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ფერმერებს პრობლემა აქვთ, ვერ იწყებენ ახალი მოსავლისთვის მზადებას. ვითხოვთ ფქვილზე მოსაკრებლის შემოღებას. ამ შემთხვევაში, გარანტიას ვიძლევით, რომ პურის ფასთან მიმართებაში, ფასი შენარჩუნებული იქნება. მეორე-გარანტიას ვიძლევით, რომ ის აუთვისებელი ხორბალი, რომელიც ფერმერებთან არის დაგროვილი, რეალიზებული იქნება წისქვილკომბინატების მიერ. მესამე-გარანტიას ვიძლევი, რომ საქართველოში იქნება ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს სილაგავა მედიაცენტრ „მთავარში“.
ნედ პრაისმა პრესსპიკერის რანგში ბოლო ბრიფინგი ჩაატარა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ამ რანგში ბოლო ბრიფინგი ჩაატარა. ამის შესახებ ნედ პრაისი Twitter-ზე წერს. „მადლობა ჩემს კოლეგებს გუნდური მუშაობისთვის და ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ რთულ და აუცილებელ შეკითხვებს. მადლობელი ვარ, რომ მქონდა ეს შესაძლებლობა“, - წერს ნედ პრაისი. ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს. კონკრეტული პოზიცია და მისი შემცვლელის ვინაობაც მოგვიანებით გასაჯაროვდება. ცნობილია, რომ ნედ პრაისი უშუალოდ სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას.
ელჩი: სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნიდერლანდების მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება
ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ საელჩო სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერას განაგრძობს. ელჩი ამ მიზნით, ახალ ინსტიტუტთან ხელმოწერის შესახებ იუწყება. „ჩვენი საელჩოს მტკიცე მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისადმი საქართველოში, გრძელდება, რადგან ისინი უზარმაზარ აქტივს წარმოადგენენ ქვეყნისთვის და ასევე, რეფორმების პროცესში, ყველას საკეთილდღეოდ. მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერე თანამშრომლობის შეთანხმებას კამრან აფანდიევთან ახალ ინსტიტუტიდან, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებთან მუშაობს“, - წერს ელჩი Twitter-ზე.
პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა
პრორუსული ორიენტაციის, „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მანამდე, აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა წამოაყენეს: „ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი"; 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ; „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი მტკიცებით, „გადატრიალებას აორგანიზებდნენ". შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც სანქცია წესდება ოფიციალური სიმბოლოების შებღალვისთვის, 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. „ევროკავშირის, NATO-ს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით“. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით ან - ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ბადრი ჯაფარიძე. ამ ინიციატივას 6 ივლისს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა უძღოდა წინ. იმჟამინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ 7 ივლისს, პარლამენტთან დროშა თავად აღმართა. ასევე გაეცანით პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
შსს: მოხდება სამართალდამრღვევების იდენტიფიცირება და დაჯარიმება
პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შესაბამის განცხადებას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - წერია განცხადებაში. პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუბნდება თავის ადგილას
პარლამენტის თავმჯდმომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუბნდება თავის ადგილას. ამის შესახებ პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა. მისი შეფასებით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს და ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თავად ხომ არ აპირებს დროშის აღმართვას, როგორც ეს თავის დროზე, ყოფილმა სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ლოზუნგების მოყვარული დეპუტატების მოწოდება არასერიოზულია და როცა პარლამენტის ფანჯრები იმსხვრეოდა, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ. „მთავარია, დროშა მათ (ოპოზიციონერების) გულებში ფრიალებდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია - შარლ მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილს დაუდასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გზის ერთგულია. შარლ მიშელის თქმით, ის ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, - წერს შარლ მიშელი.
ედუარდ სააკაშვილი მსჯავრდებულ პრეზიდენტზე: მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს
მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, ედუარდ საკაშვილმა განაცხადა. ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტსა და დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: "როდესაც მან ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარა, ქვეყნიდან წავიდა და რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა, ის ცხოვრობდა უკრაინაში, ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობდა საქართველოში დაბრუნებაზე. ჩვენ ყველანი ამის წინააღმდეგი ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, რა გამოვიდოდა აქედან. ვიცოდით, რომ მას დააპატიმრებდნენ, თუმცა ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ - რომ ის ახლა სიცოცხლისთვის იბრძოლებდა", - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმ მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელსაც შვედეთი იჩენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და ემხრობა ევროკავშირის გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკას. ასევე, შვედეთის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია დემოკრატიული მშენებლობის კუთხით. მინისტრმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად და აღინიშნა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შვედეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტის წევრებს გაუზიარა საქართველოს ხელისუფლების ხედვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და მიესალმნენ ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების ინტენსიურ დინამიკას, რაც გამოიხატა როგორც შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტით, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარმატებული ვიზიტით შვედეთის სამეფოში გასულ წელს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოების გლობალური გარემო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ვაჭრობა, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.
ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს - პაპუაშვილი
მგონი, ყველაზე სწორად და გასაგებად პოზიცია ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ტოლობას სვამენ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „შესაბამისად, ვინც პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ნურც ჩვენგან ელოდება პატივისცემას. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პარტნიორები მფარველობდნენ მაშინ, როცა სასჯელმისჯილი იყო საქართველოში და მაშინაც, როცა თავისუფალი იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდნენ, ხელს აფარებდნენ და ამის შედეგი იყო, რომ საბოლოო ჯამში, სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად, თუ თავისი ზრახვებით შემოიპარა. სააკაშვილი წაახალისეს და ახლა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ მის გათავისუფლებას და გადაყვანას მოგვიწოდებდნენ, მოსახლეობის წინაშე უფრო მორიდებული უნდა იყვნენ, რადგან მათ შორის მათი წახალისებულია მიხეილ სააკაშვილის გეგმები. სააკაშვილს დეპუტატის სცემისთვის სასჯელი ჰქონდა და მას ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, კაფეში თუ ოფისში, ესაუბრებოდნენ უკრაინის მოქალაქეს საქართველოსა და მის მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პარლამენტთან ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აღმართეს
სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღმართეს. პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა მანამდე, „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5851 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5851 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5898 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა. "რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7697 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7641 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი
სომხეთი არ ტოვებს CSTO-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გენერალური მდივნის პოზიციაზე. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა 2022 წელს განუცხადა მას, რომ ორგანიზაციაში არსებობს შეშფოთება, რომ სომხეთმა შეიძლება, დატოვოს ორგანიზაცია. ფაშინიანმა თქვა, რომ მას ეს კომენტარები შეუსაბამოდ მიიჩნია და მდივანს გადასცა სომხეთში არსებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თავად CSTO შეიძლება, გავიდეს სომხეთიდან. ერევანმა უარი თქვა 2023 წელს დაგეგმილ CSTO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე. როგორც მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში სომხეთის ხელისუფლება წვრთნების ჩატარებას „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს. ახლახან კი სომხეთმა დათმო CSTO-ს გენერალური მდივნის მოადგილის კვოტა. „ჩვენ გავუგზავნეთ შესაბამისი წინადადება CSTO-ს“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული 1,3 მლნ ლარის შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 224 453 აშშ დოლარი, 11 885 ევრო, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 79 500 რუსული რუბლი, 4 200 თურქული ლირა და 723 300 (ლირა) ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოავლინეს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 304 230.79 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 36 000 ლარით დაჯარიმდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%-ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორია - იოსელიანი
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს. პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა „მინდა, გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული. რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი. პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს
რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ
14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან დასკვნის თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ პოლიტიკური მანდატის გარეშე პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ განხორციელების, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგია; ასევე, მედიაზე გავლენა ან ფლობა; გადამწყვეტი თუ არა, მონოპოლიური გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა, ენერგეტიკა, სამთო საკითხები, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ძალიან კომპლექსური საკითხია. ვენეციის კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება ასევე იყო ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. „მას შემდეგ, საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაფუძნებული უკრაინის კანონმდებლობაზე. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური მიდგომა“. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიზნად ისახავს მრავალ სფეროს, როგორიცაა, მედიასთან, ანტიმონოპოლიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, გადასახადებთან, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. კომისია პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილების არა მთავრობაზე, არამედ, სხვა ორგანოებზე გადაცემას უწევდა რეკომენდაციას. ცნობისთვის, 14 მარტს, ამ დასკვნის გასაჯაროებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი; და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იმავე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა - კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები; მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომლებზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა
ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ დასკვაში აცხადებს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. კომისია აცხადებს, რომ მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ასევე გასათვალისწინებელია მათი თანხმობის გარეშე მოსამართლეთა მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. ამასთან, დარჩეს ადგილი მოსამართლეთა კომენტარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - წერია დასკვნაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენენ სერიოზულობას და რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარებიან, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან 14 მარტს გააკეთა. „დარჩენილი გვექნება ორი საკითხი, დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის საკითხი. ამ პროექტებზე მუშაობას უახლოეს დროში დავასრულებთ და, შესაბამისად, საქართველო შეძლებს, სრულად შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „არის ერთი საკითხი. იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას სჭირდება, სულ მცირე, 90 ხმა. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე და იმედი მაქვს, ნაცვლად ლოზუნგებით საუბრისა, ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სერიოზულობას და ამ რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო
ლიეტუვის სეიმმა 14 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულს ჯგუს, „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს. უკრაინული მედიის ცნობით, Baltic News Service-ი იტყობინება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვაგნერი არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვის სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებას. რეზოლუციას მხარი პარლამენტის 117-მა წევრმა დაუჭირა. „2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები და კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებულები აქტიურად მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. აგრესორის მიერ ჩადენილი იყო მძიმე სისტემური დანაშაული - უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და წამება, საცხოვრებელი შენობების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, რაც ტერორიზმს უტოლდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი: მე ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ესაა სურათი, რაც ჩემს გონებაში რჩება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კარგი სანახავი არ არის, მაგრამ განცალკევებული ინციდენტია. „ბოლო ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში პირადად მე ბევრი ვიდეო ვნახე, როდესაც ევროპულ დროშებს ისეთ მომენტებში იქნევდნენ, რომლებიც დიდი გამბედაობას მოითხოვდა. ვნახე ქალი, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ იქნევდა დროშას, ამიტომ ესაა სურათი, რომელიც ჩემს გონებაში რჩება”, - განაცხადა ზიბერტმა მედიასთან. პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა. მოგვიანებით, დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ აღმართეს.
მიხაელ ზიბერტი: ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონულ ამბასადორიალზე მედიასთან განაცხადა, რომ ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა და 12 რეკომენდაციაა მთავარი. „ყველაფერი ჯერ კიდევ შეიძლება რომ მოხდეს. დეკემბერი ან თუნდაც ოქტომბერი, როდესაც პაკეტს წარადგენს ევროკომისია, ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენთვის ბურთი ჯერ კიდევ საქართველოს მოედანზეა. თქვენ 12 რეკომენდაციაზე ისაუბრეთ და სწორედ ესაა მთავარი. სამართლებრივი პროცესების, ქაღალდზე ნორმების გადატანის საკითხია, მაგრამ ასევე დიდწილად მნიშვნელოვანია იმპლემენტაცია და ის, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა ამას, იგი ინკლუზიური უნდა იყოს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ”, - განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.