ძებნის რეზულტატი:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ნატო გოგელიას ბრალდებულმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წაართვა და დაუზიანა მობილური ტელეფონი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ იქნა დაწყებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5800 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5800 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5832 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7397 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ჯეიმს კლევერლი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები - ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ბრიტანელ სტუმარს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.ჯეიმს კლევერლი ესტუმრა სოფელ ოძისის საშუალო სკოლასაც, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესს შეიძლება, რიგგარეშე არჩევნების გარეშე მივაღწიოთ - სააკაშვილი
ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესს შეიძლება, მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანაა. „ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. ვინაიდან, არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას”, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა - მედია
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონში, სოფელ პერევალნესთან, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სანაპირო თავდაცვის ბრიგადაა განთავსებული, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრიანული მედია იუწყება. სხვა დეტალებზე მედია არ წერს. ინფორმაციისთვის, 7 მარტს, სევასტოპოლის მახლობლად, ბელბეკის საჰაერო ბაზასთან აფეთქება მოხდა.
ჯეიმს კლევერლი: ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია
როგორ აფასებს უკრაინისთვის საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებას და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა იყოს თუ არა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების არგუმენტი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში უფრო შორს ვერ წავლენ. ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოდან გამგზავრებამდე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. „ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. „მე ვისაუბრე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გადადგა - ის მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილებს. მე მესმის ის ზეწოლა, რომელსაც საქართველოსა და ქართველებზე მოსკოვი ახორციელებს, რომელიც ცდილობს უფრო მეტად დაამძიმოს ვითარება ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ხედავს რუსული ჯარების წარმომადგენლობას მის ტერიტორიაზე და რომელიც ხედავს რუსეთის ჩარევას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად და, რა თქმა უნდა, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება, ყველა ქვეყანას ამის გაკეთება არ შეუძლია. ჯეიმს კლევერლი: მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი ჩვენ ვიკვლევთ, რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია და ხელისუფლებაც აღიარებს ამას, რომ პრინციპები, როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს კონვენცია იყოს დაცული, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა მის ტერიტორიებში შემოჭრა, სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ქართველების დასაცავად და ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად უფრო ფართო რეგიონში“,- განაცხადა კლევერლიმ.
ჯეიმს კლევერლი: გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან
ვიცით, რომ არის კიბერთავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა, აქედან გამომდინარე, გვსურს მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის დასაძლევადაც ოფიციალურმა ლონდონმა საქართველოს ფინანსური დახმარება გამოუყო. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში და ამ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში. „ახლახან დავბრუნდი ადგილიდან, სადაც მოვინახულე საზოგადოება, რომელიც ორად არის გაყოფილი. რუსული ჯარი ხეობის ერთ მხარესაა, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლი,ა დავინახოთ რუსული ჯარის ფიზიკური წარმომადგენლობა აქ, საქართველოში. იმგვარ კონფლიქტს, რა თქმა უნდა, აღარ ვხედავთ, როგორც ეს წინა წლებში იყო, თუმცა საქართველო არის ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე. ჩვენ ვიცით, რომ არის კიბერ თავდასხმები და გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ვიცით, რომ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს გვსურს, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ვგეგმავთ დავეხმაროთ მას კიბერ თავდასხმებისგან თავდაცვაში და ასევე ვაპირებთ, გავაგრძელოთ, დავეხმაროთ მას ევროპასთან, ევროკავშირთან და NATO-სთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების გზაზე“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პირველმა დიპლომატმა. „მე განვიხილე მედია თავისუფლების მნიშვნელობა, აღვნიშნე, რომ ეს თავდაჯერებული ხელისუფლების ნიშანია და ეს არის მაღალფუნქციური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ თქვენ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური ლანდშაფტი, თავისუფალი, სამართლიანი და ღია საზოგადოება, რომ მედია თავისუფლება მნიშვნელოვანია. ეს არის ის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ. სწორი არ იქნება ჩემი მხრივ კონკრეტული პირების საქმეებზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ დამოუკიდებელი სასამართლო, გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესი არის ის, რასაც ყველა სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს და საქართველომაც უნდა დაუჭიროს ამას მხარი. გაერთიანებულ სამეფოს სურს ნახოს ძლიერი, ღია, სამართლიანი დემოკრატია საქართველოში, რომელიც სულ უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება მის მეგობრებთან ევროპის მასშტაბით. ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო გზები, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, რათა ხელი შეუწყოს ინტეგრაციას ევროკავშირში, NATO-ში და გააგრძელოს მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსთან“, - განაცხადა კლევერლიმ IPN-ის ცნობით.
ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესრელიზში წერია, რომ წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა. „წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც ზიანი მიაყენა უკრაინელ ბავშვებს”, - ვკითხულობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცნობაში. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
ჯეიმს კლევერლი: გვსურს, დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს NATO-ს წევრი, სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის სურვილის მხარდამჭერი. კლევერლის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი, მას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესები, თავისუფალი მედია გარემო და სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. „როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ვიზიტით ჩამოვიდა გვიან 1980-იან წლებში, სწორედ ეს იყო, რასაც მან ხელი შეუწყო და გაერთიანებული სამეფო ამ სვლას ათწლეულების განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სვლა გაგრძელდეს, გვსურს, დავინახოთ ნამდვილად მაღალფუნქციური დემოკრატია საქართველოში. გვსურს, დავინახოთ, რომ საქართველო აგრძელებს გზას, რათა გახდეს სრულად ინტეგრირებული ევროპული ქვეყანა და NATO-ს წევრი, ჩვენ ამის მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენ განვიხილეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს. ამისთვის სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა საჭირო, ასევე ღია მედია ლანდშაფტის ქონა, სივრცის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კონკურენტუნარიანი, თუმცა თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური დებატების წარმოება. ყველა ეს პროცესი სარგებელს მოუტანს საქართველოს და სარგებელს მოუტანს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, საჯაროდ გამოხატულ მისწრაფების მიღწევაში, განაგრძონ ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. „მე მოვისმინე საუბრები პირდაპირ სამხედრო საფრთხეებთან დაკავშირებით. მე განვიხილე ჩემს ქართველ კოლეგასთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან" დამოკიდებულება და ხელისუფლება ურყევად აცხადებს, რომ ამის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით სურს. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამას. უკანასკნელი რამ, რაც შეიძლება, გვინდოდეს, არის კონფლიქტის ხილვა საქართველოში, ამიტომ ვაგრძელებთ მისი მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ IPN-ის ცნობით.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. კლევერლიმ საქართველო უკვე დატოვა. ამ შეხვედრის შესახებ კი სოციალურ ქსელში, ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო. „საინტერესო შეხვედრა შედგა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახთან დაახლოებისკენ“, - აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას შვედეთისგან დამოუკიდებლად მოახდენს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას. ფინეთის პრეზდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი იწყებს ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. მისივე თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.
უკრაინის გენერალური პროკურორი: ახლა, მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინს ხელს ჩამოართმევენ
უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის განცხადებით, პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია. მისივე შეფასებით, მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალურია. „ახლა, თუ პუტინი დატოვებს რუსეთს, მას დააპატიმრებენ ან გადასცემენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. ახლა, მსოფლიო ლიდერები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან. ეს არის კიდევ ერთი ნათელი სიგნალი, რომ პუტინის რეჟიმი კრიმინალურია", - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი. ანდრის კოსტინის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი დეპორტაციის 16,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოძიებული. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა „ჩვენ ვშიშობთ, რომ რეალური რიცხვები შეიძლება, უფრო მაღალი იყოს. რუსეთი ფაქტობრივად ანადგურებს ჩვენს მომავალს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ და საზარელი დანაშაულისთვის ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს", - აცხადებს უკრაინის გენპროკურორი.
რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხსენებული დანაშაულებისთვის და რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ ვერ შეძლო, სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლს ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“, - ეს ამონარიდია 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მიერ გავრცელებული ცნობებიდან, რომლებიც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემას ასახავს. Europetime-მა საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით მოამზადა მასალა იმის შესახებ, თუ რატომ წარმოიშვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოსთვის; რა სახის საქმეებს აწარმოებს სასამართლო; რომელია ის ქვეყნები, სადაც ომის განმავლობაში და დაკავების ორდერის გაცემამდე პუტინს უმოგზაურია და რომელ ქვეყანას შეეძლო მისი დაპატიმრება; ასევე, ვინ არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სასამართლომ ბრალი წაუყენა. რას აკეთებს ჰააგის სასამართლო ICC „უკანასკნელი ინსტანციის სასამართლოდ“ მიიჩნევა, სადაც 18 მოსამართლე ცხრაწლიანი ვადით მსახურობს. ის განიხილავს ოთხი სახის დანაშაულს: გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, აგრესიის დანაშაულები და ომის დანაშაულები. გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოსთვის წარმოიშვა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს, ჰააგაში მდებარეობს - შეიქმნა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ცნობილია, როგორც რომის სტატუტი. რომის სტატუტი რატიფიცირებულია 123 სახელმწიფოს მიერ. რუსეთის ფედერაცია არ არის ICC-ის წევრი სახელმწიფო. მან 2016 წელს გაიწვია 16 წლით ადრე სტატუტზე გაკეთებული ხელმოწერა. რომის სტატუტი 1998 წლის 17 ივლისს დიპლომატიურ კონფერენციაზე გაეროს 123 ქვეყანამ მიიღო. საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია 2003 წლის 5 სექტემბერს მოახდინა. შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი წერს, რომ ქართველი მოსამართლე, გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც 2021 წლიდან არის ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე, შესაძლოა, მონაწილე გახდეს პუტინის გასამართლების საქმის არსებითი განხილვისა. რა სახის საქმეებს აწარმოებს სასამართლო და რა მაგალითები არსებობს? სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2019 წლის 6 მაისს დაადგინა, რომ იორდანიამ ვერ შეასრულა თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები (არ დააპატიმრა, რედ.) იმ დროს, როდესაც 2017 წელს, სუდანის მაშინდელი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, იორდანიაში ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ Human Rights Watch-ი აცხადებდა. ICC-ის სააპელაციო პალატამ განაცხადა, რომ მოქმედ სახელმწიფოს მეთაურს არ იცავს იმუნიტეტი სავარაუდო მძიმე დანაშაულისგან მაშინაც კი, როდესაც ლიდერი არის ქვეყნიდან, რომელიც არ შეერთებია ICC-ს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ომარ ალ ბაშირის დაკავების ორდერი 2010 წელს გასცა. მას დარფურში შიდაეთნიკური კონფლიქტის დროს გენოციდში სდებდნენ ბრალს. განახლება: ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფზე ასევე გაიცა დაკავების ორდერი 2011 წლის ივნისში. ლიბიაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. დაკავების ორდერის გაცემიდან რამდენიმე თვეში მუამარ კადაფი მოკლეს. ასევე არის პრეცედენტი, როდესაც სასამართლომ პირველი განაჩენი, 2012 წლის მარტში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მილიციის ლიდერის, თომას ლუბანგას წინააღმდეგ გამოიტანა. მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია კოტ-დ'ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო, რომელსაც 2011 წელს ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებში, დევნასა და „სხვა არაადამიანურ ქმედებებში“. 2019 წლის 15 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა. ამასთან, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდება კენიის პრეზიდენტს უჰურუ კენიატასაც წაუყენეს. კერძოდ, მას 2007-08 წლებში არჩევნების შემდგომ ეთნიკურ ძალადობასთან დაკავშირებით (რომლის დროსაც დაიღუპა 1200 ადამიანი), 2011 წელს წაუყენეს ბრალი და 2014 წლის დეკემბერში მოუხსნეს. ინფორმაციისთვის, კაცობრიობის წინაშე არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი ისე გარდაიცვალა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. მილოჩევიში 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. პუტინის შესაძლო დაპატიმრება თავად ICC ვერ დააპატიმრებს ვლადიმერ პუტინს - ეს იმ ქვეყნების გადასაწყვეტია, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან შეთანხმებას, სახელწოდებით - რომის სტატუტი. სასამართლო პროცესებს დაუსწრებლად არ ატარებს, ამიტომ პუტინი ან რუსეთმა უნდა გადასცეს (რაც არ არის მოსალოდნელი), ან რუსეთის ფარგლებს გარეთ დააკავონ. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო. ქვეყნები, სადაც პუტინს ბოლო პერიოდში უმოგზაურია ორდერის გამოცემადე პუტინი შემდეგ ქვეყნებს სტუმრობდა: ივნისი: ტაჯიკეთი, თურქმენეთი ივლისი: ირანი სექტემბერი: უზბეკეთი ოქტომბერი: ყაზახეთი ნოემბერი: სომხეთი დეკემბერი: ყირგიზეთი, ბელორუსი მათგან მხოლოდ ტაჯიკეთია რომის წესდების მხარე მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადგილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა, ირანის გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრული ან ასოცირებული წევრი და პოსტსაბჭოთა ჯგუფია, რომელზეც რუსეთს აქვს გავლენა. რატომ არ არის აშშ რომის სტატუსის მონაწილე მოლაპარაკებების დროს აშშ ამტკიცებდა, რომ მისი ჯარისკაცები შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ან არასერიოზული დევნის საგანი გახდნენ. პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საბოლოოდ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, მაგრამ დოკუმენტის რატიფიცირება კონგრესს არ მოუხდენია. ბუშის ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს სუვერენიტეტის ნებისმიერ შელახვას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. აშშ-ს არარსებობა წესდებაში, სასამართლოს დაფინანსებას სხვებისთვის აძვირებს. იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდ კონტრიბუტორებს შორის არიან. მომზადებულია CNN-ის და BBC-ის მიხედვით
ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე: ისტორიული გადაწყვეტილება, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად არიან ეჭვმიტანილნი სამხედრო დანაშაულში: „უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადასახლებაში რუსეთის ტერიტორიაზე“. „ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, ეს ყველაფერი აშკარად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება, რაც ამ სახელმწიფოს პირველი მაღალი თაბამდებობის პირით იწყება. მადლობას ვუხდი კარიმ ხანის პროკურატურას და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ყველას, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. მადლობელი ვართ პრინციპისთვის და მზადყოფნისთვის, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ელმავალმშენებელი ქარხანა გაიყიდა
„ელმავალმშენებლის“ შეძენის სურვილი 3 სუბიექტმა დააფიქსირა, ობიექტი აღსრულების ეროვნული ბიურის მიერ, აუქციონზე 19 524 410.00 ლარად გაიყიდა, თუმცა მყიდველის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი. მანამდე, მისი 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია „ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. ცნობისთვის, კომპანიის 12%-იან წილს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.
მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და 18 მარტიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო“, განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობით, სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაო. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. „რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, - აცხადებენ მერიაში.
მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. დღეიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას და მათ იზოლირებას გულისხმობს. „მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.
დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯოზეფ ბორელი პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე: ეს მხოლოდ დასაწყისია
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერია გაცემა, საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბორელის თქმით, დაკავების ორდერის გაცემა „მხოლოდ დასაწყისია“. „ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა