ძებნის რეზულტატი:

უკრაინელებმა რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით, რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „უწყების ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა მათზე 70-ზე მეტი შეტევა განახორციელა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ყვითელი ლენტი მოხსნეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

უკრაინა: გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 760 ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა უკვე 163 320 ჯარისკაცი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 760 ჯარისკაცი, 13 ერთეული ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 21.2 %-ით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით); მშენებლობა - 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით). „2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2022 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2022 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით - კლევერლი

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ჯეიმს კლევერლი საქართველოშია „ძლიერი და ერთიანი NATO გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც NATO-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში მისი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორის მოადგილე ჯასტინ ჯეიმს მაკენზი სმიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.  

ჯეიმს კლევერლი: მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი

თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. „ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის. „საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ. ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა. თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. „რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო“, - აღნიშნა კლევერლიმ.

ლევან იოსელიანი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე: სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს

შევისწავლით ამ უმძიმეს ფაქტს, - სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს. „სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები არიან. „ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს ხართ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები - ჯეიმს კლევერლი

„რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა“, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჯეიმს კლევერლი: მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი „ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.  

დაბა გომისმთაში სახელმწიფოს მიწების თაღლითურად დაუფლება - პროკურატურის ცნობით, 5 პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ხუთი ფაქტი გამოავლინეს. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 5 პირს წარედგინა. "პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 815 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 180 807 ლარის ზიანი მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.",- ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 63 პირის მიმართ და სახელმწიფოს 2 102 636 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.  

სლოვაკეთი უკრაინაში MIG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის

სლოვაკეთი უკრაინის მეორე მოკავშირეა, რომელმაც კიევისთვის MIG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გადაწყვიტა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებას მთავრობამ დაუჭირა მხარი. „დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდით. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერა ჰეგერმა Twitter-ზე. სლოვაკეთი შეუერთდა პოლონეთს, რომელმაც 16 მარტს გამოაცხადა თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. NATO-ს ეს ორივე წევრი ქვეყანა უკრაინის მეზობელია. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას, უახლოეს დღეებში გაუგზავნიან MIG-29 ტიპის გამანადგურებლებს. ამასთან, მედია 16 მარტს წერდა, რომ დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავდა. მაგალითად, დანია უკრაინისთვის საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე მსჯელობს.  

მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა

მოლდოვის პარლამენტმა ენის შესახებ კანონი მეორე და ბოლო მოსმენით მიიღო. ახლა ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში მოლდოვური ენა რუმინული გახდება. გადაწყვეტილებას პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ დაუჭირა მხარი, ოპოზიცია კი მას ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტს მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაა ხაზგასმული.  

22 მარტამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. „17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან - საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

დემარში - ასე აფასებს საქართველოს რაგბის კავშირი პეტიციას "დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი" და წერს, რომ წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო. "ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; – სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ. ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას. ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ. შეტევის ფრონტი ღია პროვოკაციით ამ ცოტა ხნის წინ ტვ-პირველმა დაიწყო – გამოგონილი ამბით, თითქოს იმ სასტუმროში სადაც საქართველოს ნაკრები იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ ისვენებდა, კავშირის ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ჩასულ რუს ოლიგარქს მასპინძლობდა, – მართალია, პროვოკაცია ჩავარდა, რადგან ვერტმფრენის მგზავრებმა თავად უარყვეს ეს აბსურდი და გაავრცელეს დამამტკიცებელი ფოტო-მასალაც, თუმცა ამან დისკრედიტაციის მიზანმიმართული პროცესი ვერ შეაჩერა – დაიწყო შეტევები ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრთა მიმართ, – სოციალურ ქსელებში მათი სისტემური დაბულინგების მცდელობა და მოწოდება დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გუშინ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა (იხ.) მოწოდებით – შეწყდეს თავდასხმები უფროს და უმცროს ბორჯღალოსნებზე, რომელთაც ორივეს წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და საქართველოსთვის ახალი დიდი გამარჯვებების მოპოვება მოეთხოვებათ, – ეს შიდა ბრძოლები კი მათთვის დამაზიანებელია. ამ განცხადებას გუშინვე მოჰყვა კიდევ ერთი დემარში, კერძოდ პეტიცია-ჯი-ზე რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას შეურახმყოფელი განცხადების გავრცელება, რუსეთისადმი პოლიტიკური კეთილგანწყობის დაბრალებით და რაგბისგან მისი ჩამოშორების მოთხოვნით. პეტიციის ინიციატორი ანონიმური “რაგბი საპორტერია”. რაგბის კავშირი დესტრუქციულ ძალებს განუმარტავს, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა. არანაირ “რაგბის გულშემატკივართა” პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც დარწმუნებული ვართ მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება. საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას.",- ნათქვამია განცხადებაში.  

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს დაჰპირდა ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას. ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომ გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა გაცვლითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, წლის განმავლობაში, შერჩეულ 5-6 ოჯახს აგზავნიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. მისი განმარტებით, გამგზავრებული ოჯახი სარგებლობდა პოლიტიკური სტატუსით, ბინადრობის და მუშაობის უფლებით. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10 450 აშშ დოლარს. დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოგმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება“.

საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN

რუსეთის უშიშროების სამსახურის, FSB-ის მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში ასახულია მოლდოვის დესტაბილიზაციის შესახევბ რამდენიმე დეტალური ვარიანტი, მათ შორის პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარა. CNN წერს, რომ როგორც ჩანს, დოკუმენტი შედგენილია მოლდოვის დასავლეთისკენ მიდრეკილების შესაჩერებლად, რაც მოიცავს NATO-ს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ევროკავშირში გაწევრიანებას. ის არაერთხელ მიუთითებს მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების პრევენციის მნიშვნელობაზე. CNN-მა მოიპოვა სრული დოკუმენტი, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს დაიწერა FSB-ის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორატმა. მისი სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“. გეგმა მოიცავს მოლდოვის რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების და სოციალური კონფლიქტის გაღვივებას, ასევე, დნესტრისპირეთის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად მოლდოვის ძალისხმევის დაბლოკვის მცდელობას, სადაც დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.  

აშშ-მ შავ ზღვაზე ახალი დრონი გაგზავნა - მედია

აშშ-მა შავ ზღვაზე ახალი დრონი RQ-4 Global Hawk გაგზავნა. უკრაინული მედიის ცნობით, Flightradar24-ის სერვისის მონაცემები ამას მოწმობს.  დრონი სიგონელის საავიაციო ბაზიდან იტალიის ქალაქ კატანიასთან აფრინდა. გარკვეული პერიოდი რუმინეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ახლა კი შავი ზღვის თავზე დაფრინავს. ახალი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის წყლებში მას შემდეგ შევიდა, რაც შეერთებულ შტატებს 14 მარტს რუსულ სუ-27 გამანადგურებელთან შეჯახების გამო, თვითმფრინავ MQ-9 Reaper-ის ჩაძირვა მოუწია.  

ჯეიმს კლევერლი: თბილისში მკაფიო მიზნით ვიმყოფები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას

16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. მან დღეს შეხვედრები გამართა ქართველ კოლეგასთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. განცხადებები ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ვიზიტის შესახებ კი თავად კლევერლიმ Twitter-ზე ცოტა ხნის წინ დაწერა. „დღეს თბილისში ვიმყოფები მკაფიო მიზნით. დავაფიქსირო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, მედეგობასა და დემოკრატიულ ნებას“, - წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი. როგორც ცნობილია, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, კლევერლი საოკუპაციო ხაზსაც უნდა ეწვიოს.  

მედია: ბელგია უკრაინას 240 სამხედრო სატვირთოს მიაწვდის

ბელგია უკრაინას Volvo-ს 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს, პირველი პარტია კი მომავალ კვირას გაიგზავნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ბელგიური გაზეთი De Standaard-ი. ამ სატვირთო მანქანის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათი შეკეთება და შენარჩუნება შედარებით მარტივია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს არ დასჭირდებათ დამატებითი ტრენინგი მათი გამოყენების ან ძირითადი რემონტის განსახორციელებლად. „ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანების მიწოდების გარდა, ბელგია გაგზავნის 100 ინსტრუქტორს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად“, - წერს De Standaard-ი.