ძებნის რეზულტატი:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა
სოფელ ვერტყვიჭალასთან გზის გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. „ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ელექტროსადგურების აშენებას გეგმავს
საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი უზბეკეთში მზის ორი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. მათი საერთო სიმძლავრე 1,4 გიგავატით იქნება. ამის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. მხარეებმა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს. ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, უზბეკეთი ელექტროენერგიას ობიექტებიდან შეისყიდის. შეთანხმების მიხედვით, ACWA 400 მეგავატიან სადგურს და იგივე სიმძლავრის პლატფორმას ტაშკენტის პროვინციაში ააშენებს. კერძოდ, საუბარია 1 გიგავატიან სადგურსა და 400 მეგავატიან საცავის სისტემაზე სამარყანდის რეგიონში, ასევე, 400 მეგავატიან საცავზე ბუხარის პროვინციაში. უზბეკეთს ბუნებრივი წარმოების შემცირების გამო, ბუნებრივი აირის დეფიციტი ემუქრება. ბოლო წლებში ქვეყანამ განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტზე არაერთ გარიგებას მოაწერა ხელი და ინვესტორები მოიზიდა. ცნობისათვის, ACWA Power-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.
კრემლის ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა
რუსული სახელმწიფო კონტროლირებადი მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ვერტმფრენით გაემგზავრა. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ამტკიცებს, რომ პუტინმა ქალაქის ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილა. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა მარიუპოლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაბომბეს. ქალაქი ოკუპირებულია 2022 წლის მაისიდან. 16 მარტს რუსეთის მიერ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე იერიშის ერთი წლისთავი შესრულდა, რომლის დროსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. Amnesty International-მა მას ომის აშკარა დანაშაული უწოდა. პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ხსენებული დანაშაულებისთვის და რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ ვერ შეძლო, სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლს ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“, - ეს ამონარიდია 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მიერ გავრცელებული ცნობებიდან, რომლებიც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემას ასახავს. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. 18 მარტს პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმშიც ჩავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
იუსტიციის მინისტრი: გერმანიაში ჩამოსვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ
გერმანიას მოუწევს ვლადიმერ პუტინის დაკავება, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა და თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებს სთხოვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა. „მე ველი, რომ ICC სწრაფად მიმართავს ინტერპოლს, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოებს და სთხოვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას“, - განაცხადა ბუშმანმა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. აშშ-ის არარსებობა ხსენებულ წესდებაში, სასამართლოს დაფინანსებას სხვებისთვის აძვირებს. იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდ კონტრიბუტორებს შორის არიან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი: განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბახმუტს ყოველდღიურად იცავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ქალაქ ბახმუტს რუსული თავდასხმისგან იცავენ. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბახმუტს ყოველდღიურად იცავს. ბრძოლები სწორედ იქ, დონბასის ამ მხარეებში - უგლედარში, ბახმუტში, მარიინკაში, ბილოჰორივკაში, ავდიივკაში, კამიანკაში - შესაძლებელს ხდის უსაფრთხოების დაბრუნებას უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, ყველა ერისთვის, რომლებიც აფასებენ თავისუფლებასა და თავის ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე მუშაობენ. კერძოდ, გერმანია, დანია, კანადა, საფრანგეთი და ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ, რომლებიც საბრძოლო მასალას, ტანკებსა და არტილერიას მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უფრო ადრე, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს თავმჯდომარეობს, რამშტაინის ფორმატში რეგულარული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 51 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ კიევს რუსეთთან კონფლიქტში, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას აპრილის ბოლოსთვის გეგმავს
შავი ზღვაში, საკარიას საბადოდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჩვენ მივყვებოდით გეგმას, მაგრამ მიწისძვრების გამო შეფერხება მოხდა. ჩვენ ვგეგმავთ მიწოდების დაწყებას აპრილის ბოლოს,” - განაცხადა დონმეზმა. საკარიას საბადო 2020 წელს აღმოაჩინეს. მისი რეზერვები დაახლოებით 400 მილიარდი კუბური მეტრს შეადგენს. მიწოდების დაწყების შემდეგ 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. შეგახსენებთ, გაზის ტრანსპორტირების დაწყების თარიღად თავდაპირველად მარტი სახელდებოდა.
თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს
თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. „გამომდინარე იქიდან, რომ ევროპამ გადაწყვიტა, აღარ შეიძინოს ნავთობი და გაზი რუსეთიდან, ამის კომპენსაციისთვის არსებობს შესაძლო ალტერნატივა. პირველი არის გაზი, რომელიც მოდის აზერბაიჯანიდან თურქეთამდე. ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ გამტარუნარიანობა“, - განაცხადა კალინმა. მისივე თქმით, მეორე ალტერნატივაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები. კალინის თქმით, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის (TANAP) პროექტი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია (SGC), მოკლევადიან პერიოდში შეიძლება, ალტერნატივად ჩაითვალოს. უფრო ადრე, ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ გაზის დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას.
გიორგი ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი. მისივე თქმით, „სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი“. „გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე გვქონდა საუბარი. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ. მან დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითვასაც უპასუხა. როგორც ცნობილია, სერგეენკო გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა. „დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში მონაწილეობდა, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტთან მიმართებით, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული. მე ვერ ვხედავ ამაში ისეთ თემას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს შეეხო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო
საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, „მისი სურვილია, პარლამენტის მანდატო დატოვოს, რადგან ფიქრობს, რომ საჯარო ან ნებისმიერ სამსახურში უფრო მეტად მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას“. ჩაჩიბაიას თქმით, ის პარტიის ერთგულ წევრად რჩება. ამასთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა. ჩაჩიბაის თქმით, მისი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, თუმცა მოსალოდნელია დამატებითი განხილვა. „საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოვჩნდი, იცით, რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილია, რომ პარლამენტიდან გამოვიდე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა. ის იმ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს ხმა არ მისცა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. "დღეს ვიყავი კლინიკა „ვივამედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომლებიც იმავე კლინიკაში გადიან მკურნალობას. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე. დღეს ვიყავი კლინიკა „ვივა მედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემაზე. ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა. თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომლებსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან. ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას. ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას", - წერს ლევან იოსელიანი Facebook-ზე.
უკრაინა: ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება
ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. უკრაინელმა დამცველებმა აღნიშნულ მიმართულებებზე მტრის 69 თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „კერძოდ, ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბახმუტის, ივანოვსკოეს, ბოგდანოვკას და გრიგოროვკას დასახლებების მიდამოები. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ნოვოსელოვსკოეს, კრემენნაიასა და ბელოგოროვკას დასახლებების მიდამოებში“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა: ოკუპანტებმა სუმის რეგიონში 7 დასახლებული პუნქტი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სუმის რეგიონში შვიდი დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ერთი სარაკეტო და შვიდი საავიაციო შეტევა განახორციელა, ასევე ცხრაჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პრემიერ-მინისტრი დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერი ახალ მინისტრს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.
პოლიციამ მაღაზიის ქურდობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ა.ჰ. ქურდობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრობის ბრუნვა 12.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან ექსპორტი 914.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.0 პროცენტით). „საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ - თებერვალში, 1 068.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (133.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (338.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (134.0 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (467.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (246.4 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 71.7 მლნ. აშშ დოლარით (7.8 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კოვზანაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად გადაეცა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წასვლას აპირებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები - დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია. ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, „მისი სურვილია, პარლამენტის მანდატო დატოვოს, რადგან ფიქრობს, რომ საჯარო ან ნებისმიერ სამსახურში უფრო მეტად მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას“.
შალვა პაპუაშვილი: გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება. ამ თემაზე შალვა პაპუაშვილს პარლამენტში მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამილახვარი გუნდში იყო მთავარი ადამიანი, რომელიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით იყო კომპეტენტური და არამხოლოდ გუნდში, არამედ, პარლამენტში განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე ადამიანია. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერი ახალ მინისტრს წარადგენს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.
გურჯაანში ავარიის შედეგად, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მიღებული დაზიანებებით კი 7 წლის ბავშვი და მეუღლე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში - პაპუაშვილი
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელის და სტრასბურგის კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სტრასბურგსა და ბრიუსელში სამი პარტიის შეხვედრებთან დაკავშირებით საუბრისას. "სამწუხაროდ, არის ერთი მომენტი და მე ამაზე ვთქვი კიდეც, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როცა ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელის და სტრასბურგის კორიდორებში. ეს არის პირდაპირ წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და მეორეს მხრივ, ამ დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით, თუ სხვა მხრივ, ეს რა თქმა უნდა, ძალნი იმედგამაცრუებელია. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა აძლევს დამატებით ენერგიას რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი, ამიტომ ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.