ძებნის რეზულტატი:
არ ვართ წინააღმდეგი, თუ სააკაშვილი, ან მისი ოჯახი წარმოადგენს სასურველ უცხოელ ექიმთა სიას - ბრეგაძე
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. პოლონელი ექიმები ჩემი ბოლო შანსია - მიხეილ სააკაშვილი „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ისე მისი ოჯახის წევრებს, და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივა მედში“, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ შემდგომ ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ შემდგომ მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, კერძოდ, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი შეიჭრა უკრაინაში იმ მიზნით, რომ ნაკლები NATO ყოფილიყო ევროპაში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროპაში უფრო მეტი NATO იქნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს ალიანსში გაწევრიანებაზე და უკვე მიწვეულნი არიან კიდეც NATO-ს სრულუფლებიან წევრებად. „როდესაც ფინეთი შეუერთდება NATO-ს, ალიანსის საზღვარი რუსეთთან 1300 კილომეტრით გაიზრდება. ბევრმა მოკავშირემ უსაფრთხოების გარანტიები მისცა ფინეთსაც და შვედეთსაც. ასე რომ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ NATO-ს რეაგირების გარეშე რაიმე საფრთხე იყოს ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
პეკინს და მოსკოვს სი ძინპინის ვიზიტისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ - BBC
სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პეკინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადებები შეისწავლა BBC-ის სტატიის თანხმად, რუსეთში სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება უკიდურესად სენსიტიურ დროს, როდესაც კრემლი ცდილობს, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს ჩინეთისგან მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. თუმცა, თუ ვიმსჯელებთ იმ წერილობითი განცხადებებიდან, რომლებიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა პუტინმა, მათი ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებით გამოაქვეყნეს, არსებობს გარკვეული განსხვავებები, თუ რისი მიღწევა სურთ პეკინს და მოსკოვს, - წერს ბრიტანული მედია. „პუტინს, რა თქმა უნდა სურს, აჩვენოს, რომ პეკინი მისი შეჭრის სრული მხარდამჭერია, თუმცა, პეკინს ორი მიზანი აქვს. უპირველეს ყოვლისა, კრემლთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ჩინეთის მიზეზები უკრაინის ომს სცილდება. უპირველეს ყოვლისა, ორივე ქვეყანა იზიარებს საზღვარს 4300 კმ-ით, რაც დაახლოებით ევროპის სიგანის ექვივალენტურია - ამდენად, პეკინს სურს ამ ურთიერთობის სტაბილიზაცია. მეორეც, სი ძინპინმა ირანისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მიზნით შუამავლის როლის შესრულებით, ახლახან მოიპოვა უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება. მას შესაძლოა, სურდეს გამოიყენოს ეს იმპულსი რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის შესაძლებლობის მოსაძებნად“, - წერს BBC. რა თქვა სი ძინპინმა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას. „დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა. მისი ვიზიტის პარალელურად მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს. მანვე დასავლეთი გააკრიტიკა ასეთი ეჭვების არსებობის გამო. პუტინი ამბობს, რომ ის განიხილავს ჩინეთის წინადადებებს უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კრემლში გადაღებული ვიდეოკადრები, რომლის თანახმად, პუტინი თავის ჩინელ კოლეგას ესაუბრება: „ძვირფასო მეგობარო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“. „მე ვიცი, რომ თქვენ პირადად და ყველა ჩვენი ჩინელი მეგობარი... სამართლიანად და დაბალანსებულად უყურებთ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს“, - განაგრძობს პუტინი. „ჩინეთმა ბოლო წლებში კოლოსალური ნახტომი განიცახდა მისი განვითარების კუთხით. ეს იწვევს ნამდვილ ინტერესს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ცოტა შურსაც კი ვგრძნობთ“, - აღნიშნა პუტინმა. თავის მხრივ, სი ძინპინი ამბობს: ჩვენ უნდა გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა“. აქვე, მან რუსეთის ლიდერი შეაქო „ძლიერი ლიდერობისთვის“, რომელმაც მისი თქმით, რუსეთს აყვავების საშუალებას მისცა. დიდი ბრიტანეთი და უკრაინა მოუწოდებენ პეკინს, დაასრულოს ომი გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის მთავრობებმა მოუწოდეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი რუსეთში, მეზობელ უკრაინაში ომის დასასრულებლად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სი ძინპინის მოგზაურობას ახლოდან აკვირდებიან. ანალოგიურად, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს ბერკეტები და მოუწოდოს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
სი ძინპინი მოსკოვში: დარწმუნებული ვარ, რუსეთი პუტინს 2024 წელს ხელახლა აირჩევს
ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას. „თქვენი ძლიერი ხელმძღვანელობის შედეგად, რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კარგ საქმეში“, - განაცხადა სი ძინპინმა. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კეთილ საქმეში“. სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. პეკინს და მოსკოვს სი ძინპინის ვიზიტისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ - BBC „დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა.
ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის სამხედრო დანაშაულებსა და სისასტიკეს უკრაინაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკე, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, არსებობს სარწმუნო ცნობები უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული წამების, გაუპატიურების, განურჩეველი თავდასხმების და სიკვიდლით დასჯის შესახებ. ამასთან, რუსეთის მთავრობა ეწეოდა უკრაინიდან რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით დეპორტაციას, ხშირად მკაცრი და შეურაცხმყოფელი „ფილტრაციის“ პროცესის შემდეგ, და იყო უამრავი ცნობა უკრაინიდან ბავშვების იძულებით დეპორტაციისა და შვილად აყვანის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსი სამართალდამცველები „წამებას, მათ შორის ძილის უფლების წართმევას, სასჯელის ფორმად იყენებდნენ დაკავებული ოპოზიციისა და უფლებადამცველების, ჟურნალისტების და მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსების მიმართ“. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა წინ.
აშშ უკრაინას დამატებით, $350 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას გამოუყოფს
აშშ-ის სახელმიწოფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას უკრაინას დამატებით, 350 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარებას გამოუყოფს. ბლინკენის თქმით, ეს სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ისთვის და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც უკრაინა იყენებს თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალის ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის, HARM რაკეტებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის, და სხვა აღჭურვილობისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მხოლოდ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღეს. „ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეერთებულმა შტატებმა 32 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი სულ უფრო მარგინალიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე მზარდი უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე. ამასთან, წლის განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერები თავს დაესხნენ სახალხო დამცველს და აცხადებდნენ, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი სახალხო დამცველის უფლებამოსილება დეკემბრის დასაწყისში დასრულდა და წლის ბოლომდე ახალი სახალხო დამცველი არ შეირჩა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ შერჩევის პროცესს და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობდა ინსტიტუტის დასუსტებას ხარვეზებით მიმდინარე პროცესით. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში მოქმედებდნენ მთავრობის შეზღუდვის გარეშე, იძიებდნენ და აქვეყნებდნენ თავიანთ დასკვნებს ადამიანის უფლებათა საქმეებზე. აქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები გარკვეულწილად რეაგირებდნენ მათ შეხედულებებზე, თუმცა, სხვა შემთხვევებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. მაგალითად, მმართველმა პარტიამ 18 აგვისტოს უარი თქვა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვაზე საპარლამენტო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთის საპასუხოდ შეიქმნა, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხოლო 13 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამორიცხა „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაწილეობა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში. „ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის წევრებმა ასევე დაადანაშაულეს შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქცევაში“, - წერია ანგარიშში. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ქვეთავში ვკითხულობთ: „კონსტიტუცია და კანონი ზოგადად ითვალისწინებს შეკრების თავისუფლებას. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება კანონის დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მოთხოვნის შესახებ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა 5 დღით აცნობონ ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო სივრცეში შეკრების მიზნით, რაც გამორიცხავს სპონტანურ დემონსტრაციებს. სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა, არაეფექტურად მართავდა ან ვერ იცავდა შეკრების თავისუფლებას. სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას აქციების მართვისა და დაშლისას. წლის განმავლობაში გაგრძელდა შეშფოთება 2021 წლის ივლისის პრაიდის ღონისძიების დროს ულტრამემარჯვენე კონტრდემონსტრანტების მიერ ჩადენილ ძალადობაზე არასაკმარისი პასუხისმგებლობის შესახებ. წლის ბოლოსთვის სულ 31 პირი იყო გასამართლებული, თუმცა ხელისუფლებას არ დაუდგენია არცერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობის ორგანიზებაზე ან წაქეზებაში“. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. „მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია“, - წერია ანგარიშში. მისივე თანახმად, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე. ყოველწლიურ ანგარიშშია პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. „სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა ხელისუფლებას, შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომელთაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს. 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა, გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას”. „4 მაისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია “. 6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი კვლავ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულად” შეაფასა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს”. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებამდე სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთის გამო. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს. „ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ”, - წერია ანგარიშში. პოლიტპატიმრები და დაკავებულები - ამ ქვეთავში წერია: დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება და ოპოზიციური ტელეარხის, მთავარი არხის ხელმძღვანელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. „მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან“, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავ, რომ ხსენებული ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.
სალომე ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი მიუღებელს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან ახალგზრდებთან დაკავშირებით გააკეთა. „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს. ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე“, - წერს პრეზიდენტი. შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა,, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“. „ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რუსულ კანონად, შემდეგ მოსკოვიდან ინსპირირებულად, პრორუსებად მოიხსენიებდნენ. ზიზღის კამპანია მიმდინარეობს ბოლო პერიოდში, რაც ფაშიზმის თანამედროვე სახეა. სეგრეგაცია ხდება სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველიცაა ამ ზიზღის კამპანიის ფლაგმანში. მისი მოწოდებაა პირდაპირი სეგრეგაციისკენ, რომ ადამიანები საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან გაირიყონ. როგორც ვერბალური გზით, ისე სხვადასხვა სახის მედია საშუალებით პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახზე, არასრულწლოვან შვილებზე ზეწოლა და ძალადობა ხდება. ვნახეთ ერთკვირიანი კასკადი გესლისა, რომელიც ამ ჯგუფების მხრიდან მოედინებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გაწაფულია ამაში, რომ ეს გესლი ანთხიოს, რათა პოლიტიკური დისკუსია იყოს სავსე შხამითა და სიძულვილით. მცდელობა იყო ადამიანების ემოციურად განადგურებისა. ამ გარემოში რთული იყო გადაწყვეტილების მიღება და სიმყარე. შეუძლებელია აღიწეროს ის სიმწვავე და წნეხი, რაც მაშინ კოორდინირებულად ვრცელდებოდა. კოორდინირებული პროპაგანდისტული კამპანია იყო პირველი - თავად ტერმინის გამოგონებით - რუსული კანონი, რაც ტყუილია. ქართველ ხალხს ტყუილი დააჯერეს, აღაშფოთეს ხალხი. მეორე იყო აგრესიული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. "მოლოტოვის კოქტეილი" აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრია, რომ პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია. ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბლინკენი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტზე: ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში, აჩვენებს ჩინეთის განზრახვას ერთგვარად დიპლომატიურად გადაფაროს რუსეთის მიერ „უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე“, იმის ნაცვლად, რომ ეს სისასტიკე დაგმოს. სი ძინპინი რუსეთში მიემგზავრება მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რაც ბლინკენის შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას, კრემლი გახადოს ანგარიშვალდებული უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის. თუმცა, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის სამშვიდობო წინადადების „ელემენტები“ შეესაბამება იმ ძალისხმევას, რომელსაც აშშ დაუჭერს მხარს. „ჩინეთის წინადადება მოიცავს ელემენტებს, რომლებსაც ჩვენ დიდი ხანია, ვუჭერთ მხარს, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და, მართლაც, პირველი ელემენტი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მოითხოვს“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე თქმით, ნებისმიერი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „რომელიც არ მოიცავს რუსული ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, ფაქტობრივად ხელს შეუწყობს რუსეთს, რადგან ის „მისცემს საშუალებას პრეზიდენტ პუტინს, დაისვენოს და განაახლოს თავისი ძალები, შემდეგ კი განაახლოს ომი. რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელ დროს“.
საქართველოს და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სერბეთის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რაც განმტკიცებულია ევროკავშირის წევრობის საერთო მისწრაფებებით, აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მტკიცე ერთობლივი მხარდაჭერით. პარლამენტების თავმჯდომარეები მიესალმნენ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი კავშირების გააქტიურებას მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების, მათ შორის, შესაბამისი პარლამენტების სპიკერების, მეგობრობის ჯგუფების და სექტორული კომიტეტების ურთიერთგაცვლით, რაც გათვალისწინებულია ორ პარლამენტს შორის 2019 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით. მოლაპარაკებების დღის წესრიგი აგრეთვე მოიცავდა სერბეთისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებს. მხარეებმა დაადასტურეს ევროკავშირში წევრობისადმი მტკიცე ერთგულება და ერთობლივი მხარდაჭერა, ასევე, ინტენსიურად თანამშრომლობის და ტრადიციულად გაზიარებული ევროპული ღირებულებების წახალისების მზადყოფნა, ორი ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ. პარლამენტების თავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტი საქართველოს პარლამენტს გაუზიარებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საკუთარ ღირებულ გამოცდილებას. სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე მხარეებმა გამოხატეს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და საერთო ინტერესის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინვესტიციბის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად
თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს - Reuters
თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თურქეთმა რუსეთში, დასავლეთის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეაჩერა, უკრაინაში ერთწლიანი ომისა და ანკარაზე აშშ-სა და ევროპის ზეწოლის გაძლიერების შემდეგ“, - წერს სააგენტო. „თურქეთის მთავრობამ კომპანიებს აკრძალული უცხოური საქონლის სია გადასცა და დაავალა, არ გადაეტანა ისინი რუსეთში პირველი მარტიდან“, - განაცხადა სტამბოლის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. მისივე ინფორმაციით, ხსენებულ სიაში არსებული ნებისმიერი საქონელი დაბლოკილია რუსეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან მოდის ის. ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ანკარამ ევროკომისიას სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ პირველი მარტიდან საქონელი რუსეთში ტრანზიტით არ განხორციელდება, თუ ისინი შეესაბამება ევროკავშირის, აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის სანქციებს და ექსპორტის კონტროლს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს რეკორდული სანქციები, გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესეს.
ბერბოკი რუსეთს, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში ადანაშაულებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა რუსეთი, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, El Pais-ი იუწყება. „ეს არის რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იმ საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის, რომლებიც ევროპულ გზას მიჰყვებიან“, - უპასუხა ბერბოკმა კითხვას, იზიარებს თუ არა შიშს, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ. ბერბოკის თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოლდოვასა და საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთის მცდელობები ძლიერდება. „ჩვენ ხსენებულ ქვეყნებთან ერთად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ მათ სურვილს, თავად გადაწყვიტონ, იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად“, - აღნიშნა ბერბოკმა.
ევროპის 18 ქვეყანა შეთანხმდა, ერთობლივად შეისყიდონ საბრძოლო მასალა უკრაინისთვის
ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) განცხადებით, ევროკავშირის ჩვიდმეტი წევრი ქვეყანა და ნორვეგია შეთანხმდნენ, ერთობლივად შეისყიდონ საბრძოლო მასალა „უკრაინის დასახმარებლად და ეროვნული მარაგების შესავსებად“. ხსენებულ ქვეყანათა რიგებში არიან: ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და ნორვეგია. „პროექტი გზას უხსნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიას, გააგრძელონ გზა: ორწლიანი, სწრაფი პროცედურა 155 მმ-იანი საარტილერიო ტყვიის და შვიდწლიანი პროექტი მრავალი ტიპის საბრძოლო მასალის შესაძენად“, - განაცხადა ევროპის თავდაცვის სააგენტომ. EDA-მ ასევე განაცხადა, რომ ეს პროექტი მკვეთრ გზავნილს უგზავნის ინდუსტრიას და უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას აძლიერებს. მისივე თანახმად, უფრო მეტმა ქვეყანამ გამოთქვა განზრახვა, შეუერთდეს ინიციატივას. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 20 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, საერთო ჯამში, 302 906 ლარის ღირებულების 44 396 მ2 ფართობის 10 მიწის ნაკვეთი მოტყუებით დაირეგისტრირეს. „გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის დღეს, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს - ამილახვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ამილახვარი აღნიშნავს, 2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – რაც გულისხმობს, რომ თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება. „21 მარტს ტრადიციულად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, რომელიც 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. 2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – რაც გულისხმობს, რომ თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჩართულობით არის შესაძლებელი. სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მნიშვნელობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის შესაძლებლობა“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.
ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, თქვენი საქმიანობა საკვანძოა ევროპული მომავლის მშენებლობისთვის - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. „ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში. ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი. მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
უკრაინა: დროებით ოკუპირებული ყირიმში აფეთქებები იყო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე, ქალაქ ჯანკოიში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია რუსული ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ. თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენი რაკეტაა განადგურებული ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, ანექსირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატებით, ბოლო თვეებში არაერთი დარტყმა განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმებთან კავშირს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
„ფორმულას" დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. ცნობისთვის, 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. თუმცა, კეზერაშვილის ადვოკატების თქმით, აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც წვრთნების ჩატარებას ადასტურებს - ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები. დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო იმ მიზნით, რომ პრობლემები შეექმნას ტელეკომპანია “ფორმულას”, რომლის დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილია.
დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - ღარიბაშვილი
დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს. „მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითი დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა პრემიერმა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს - ღარიბაშვილი
ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, იმ ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელს მსოფლიოში ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი. „ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. აი, თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. ფარას ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.