ძებნის რეზულტატი:
ელჩი დეგნანი: საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე. ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მისაღებია სრულად. კელი დეგნანის შეფასებით, საქართველო შეინიშნება მედიაგარემოს დავიწროება, რაც ქმნის მოსახლეობის არასათანადო ინფორმირების რისკებს, რაც მათი მხრიდან გამოიწვევს არაინფორმირებულ არჩევანს. „აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია გარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაცია ერთი და იმავე მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რის გამოც ისინი მიიღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“,- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.
ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანადაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი „რუსეთის სასტიკი შეჭრის მეორე წელია და ჩვენი ერთობა არ დაირღვევა. ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ზეწოლა პუტინზე ჩვენი ისტორიული სანქციებითა და ტარიფებით. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სწავლებით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, რომ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ალიანსები. მე არ მინახავს ეს მომხდარიყო ჩინეთთან, რუსეთთან ან სხვა ვინმესთან მსოფლიოში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს. „გასაგებია, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს ომი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ. ოლაფ შოლცის განცხადებით, ომის დასრულების ასეთი სცენარი აუცილებელია, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ძალით არ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები და შეცვალოს საზღვრები ევროპაში", - აცხადებს შოლცი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანიის საელჩო: გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საქართველოს დასახმარებლად
გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საქართველოს დასახმარებლად, - ამის შესახებ გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი „დატვირთული და ინტენსიური 24 საათის შემდეგ გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს დავემშვიდობეთ. მან საქართველო პოლიტიკური შეხვედრებიდან და ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა დატოვა. მეხსიერებაში დარჩება შეხვედრები აქტიურ ადამიანებთან, რომლებიც დიდი სულისკვეთებით იღვწიან ქვეყნის ევროპული მომავლისათვის. გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას ამ გზაზე საქართველოს დასახმარებლად. მადლობას ვუხდით ქალბატონ ბერბოკს საქართველოში ჩამოსვლისთვის და მოუთმენლად ველით მის შემდეგ ვიზიტს!“, - წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.
ელჩი დეგნანი: გადაწყვეტილების მიმღებნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ქუჩაში გამოვიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიღება ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტი: ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს „პრეზიდენტის ინტერვიუ არ მინახავს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რაც მე დავინახე ამ ქვეყანაში არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენ ეს, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დავინახეთ, როდესაც საქართველოს 100 ათასამდე მოქალაქე ქუჩაში საკუთარი გადაწყვეტილებისა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, საკუთარი არჩევანის მშვიდობიანად გამოსახატად გამოვიდა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ არსებობს. მოსახლეობა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებში გამოვიდა მშვიდობიანად იმის სათქმელად, რომ მათ სურდათ ევროპული მომავალი. ვფიქრობ, ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე”, - განაცხადა ელჩმა. ამასთან, კითხვაზე აქვს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არაფორმალური მმართველობის პირობებში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სტატუსი დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. „საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა საქართველო რეფორმებს, რომელიც ევროკავშირმა დასახა, როგორც გზამკვლევი საქართველოს ევროპისკენ სავალ გზაზე. ეს დამოკიდებულია ყველაზე, დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს არ არის ახალი რეფორმები, ეს ის არის, რაზეც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობდა და ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად კარგ პროგრესსაც მიაღწია. მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტია გასაკეთებელი. ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ განსახორციელებელი პროექტია, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის განსახორციელებელია, ყველა არჩეული ლიდერის, ვინც უნდა გაერთიანდეს და ინკლუზიურად იმუშაოს და შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმგვარად, რომ ამან ნამდვილად გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაინახონ, არის თუ არა საქართველო ერთგული დემოკრატიის მიმართ, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, რომ ასევე ერთგულია საქართველოს მოსახლეობა. ეს არის რისი დანახვაც მათ სურთ. და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მათ მოუსმენს, მოუსმენს საკუთარ ხალხს და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, - განაცხადა დეგნანმა.
დიღმის მასივში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სერჟანტებს აკადემიის იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს და სიტყვით მიმართვისას სერჟანტთა აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. ასევე, სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.
უკრაინა: რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მედიის ცნობით, უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი შეტევას ახორციელებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეესკის, მარინკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ თათია სამხარაძის მიმართ, შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ცნობისთვის, „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე, შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. „პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებს კი თათია სამხარაძე კარადაში დახვდათ“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილიც იმყოფებოდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ირაკლი კოვზანაძემ მანდატის დატოვების შესახებ პირველი განცხადება გაავრცელა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მანდატის დატოვების შესახებ პირველი განცხადება, პარლამენტის მიერ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გაავრცელა. პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა "ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო!მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი დინამიური და გამოწვევებით აღსავსე მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ჩემი ხელმძღვანელობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარტნიორ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. დაწესდა ადექვატური ზედამხედველობა ბიუჯეტურ პროცესზე და სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე. კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მიღებულია მნიშვნელოვანი კანონები, როგორც საბანკო და სადაზღვევო სისტემებში ჯანსაღი კორპორატიული მართვის დანერგვისა და გაძლიერების, ასევე ადექვატური საბანკო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.მიუხედავად უამრავი გამოწვევისა (გარე და შიდა შოკები, პანდემია, რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ინფლაციური პროცესები და სხვა) ქვეყანაში, დღეისათვის, შენარჩუნებულია მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, საბანკო სექტორის სიჯანსაღე და მაღალი ლიკვიდობა, ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება, ლარის კურსი სტაბილურია. სისტემური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების: სავალუტო ფონდის(IMF), მსოფლიო ბანკის(World Bank), ევრობანკის(EBRD), IFC, USAID, KFW და სხვა დონორების მუდმივი მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა მათ. საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ, ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს!", - წერს კოვზანაძე. შეგახსენებთ, ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდებოდა“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ასევე წაიკითხეთ: დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია
ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა
ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარმა განსაკუთრებით ვალენსიის რეგიონი დააზიანა, საიდანაც საფრთხის გამო 1 500-ზე მეტი ადგილობრივის თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო. ექსპერტების განმარტებით, წელიწადის ამ დროს ესპანეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ზედმეტად თბილი და უნალექო ზამთარი გახდა. ცეცხლის ჩაქრობას ქვეყანაში ამ დრომდე 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია 18 ვერტმფრენიც.
შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო კონტრიერიშს ჯერჯერობით ვერ ვიწყებთ - ზელენსკი
უკრაინა კონტრიერიშს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო ვერ იწყებს, - ამის შესახებ იაპონურ გამოცემა Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ველოდებით, როდის მოგვაწვდიან საბრძოლო მასალას ჩვენი პარტნიორები. ჯერჯერობით კონტრიერიშზე გადასვლა არ შეგვიძლია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ქვეყანა როდესაც ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია - ზურაბიშვილი
გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ნაციონალური მოძრაობა“ დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსულმა ოცნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსულ ოცნებას“ არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა. ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან, სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას, ყოველ მიზეზ გარეშე. ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! 7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში! შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ. ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას! გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პუტინის თქმით, რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა პირველი ივლისისთვის დასრულდება. “3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. პირველ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა პუტინი. ამასთან, ის ამტკიცებს, რომ იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება.პუტინმა ასევე თქვა, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.
ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონის სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის ოცეულის დონისსწავლება დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ექვეითმა ბატალიონმა დღის და ღამის პირობებში ოცეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება განახორციელა. წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩატარდა. პირველ ეტაპზე, ბატალიონმა 50 კილომეტრიანი ტაქტიკური მარში განახორციელა დათავმოყრის რაიონი დაიკავა. სწავლების შემდეგ ეტაპზე კი, ქვედანაყოფებმა განახორციელეს თავდაცვითი ოპერაციები საბრძოლო სროლებით, სადაც მოხდა პირდაპირი და არაპირდაპირიცეცხლის ინტეგრირება, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფების მხარდაჭერით. სამხედრო მოსამსახურეებმა დაშავებულის ევაკუაციაც განახორციელეს. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა დაკოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.
პუტინის განცხადებას პენტაგონში გამოეხმაურნენ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 25 მარტს განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ეს განცხადება პენტაგონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლმა გამოაცხადა, რომ ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. „ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც Reuters-მა გამოაქვეყნა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული რევანშიზმის დასამარცხებლად ყველაფერს ვაკეთებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამ კვირაში კიდევ უფრო გაძლიერდა და მტერი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოექცა. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან. შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მე-11 პაკეტი. ასევე არსებობს უსაფრთხოების პაკეტი და "ძლიერი შეთანხმებები" იაპონიასთან. ასევე, ეროვნული ბანკის ანგარიშებზე უკვე აისახა ევროკავშირის ტრანში, მილიარდ ნახევარი ევროს ოდენობით. ხორვატიის მთავრობამ დაამტკიცა დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. გარდა ამისა, საბერძნეთი შეუერთდა პარტნიორთა ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე. ისლანდიამ კი, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. „ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსული რევანშიზმი დამარცხდეს“, - აღიშნა ზელენსკიმ.
ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას განიხილავს
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა უკრაინაში 12 Mi-24 საბრძოლო შვეულმფრენის გადაცემის გადაწყვეტილებას 29 მარტს სხდომაზე განიხილავს, მას შემდეგ რაც გენერალური შტაბი წინადადების ანალიზს დაასრულებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ტელეკომპანია Alsat-ის გადაცემა 360 გრადუსთან ინტერვიუში განაცხადა. პეტროვსკამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე. 2022 წლის ივლისის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას T-72 ტიპის ტანკებს და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს.