ძებნის რეზულტატი:
შვედეთი უნდა გახდეს NATO-ს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად - სტოლტენბერგი
„ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენს უახლეს წევრს. მინისტრმა ჰავისტომ დაიკავა ფინეთის ადგილი NATO-ს მოკავშირეებს შორის. მოკავშირეები ასევე თანხმდებიან, რომ შვედეთი უნდა გახდეს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალუდმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ განაცხადა. „მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებსუკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან. ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო.
ეროვნული ბანკის ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ადმინისტრაციის განცხადებით, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ჩინეთის ინტერესებში არ შედის - მაკრონი
ყოველი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხდება აგრესიის თანამონაწილე და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. ეს არ შედის ჩინეთის ინტერესებში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში საფრანგეთის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „კონფლიქტის დაწყებიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით მსხვერპლს და ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი, ვინც აგრესორს (რუსეთს - რედ.) დაეხმარება, საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე იქნება“, - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის ინტერესებში არ არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ჩინეთის ინტერესი არ არის ხანგრძლივი ომი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ იარაღის ნებისმიერი მიწოდება რუსეთის მხარდასაჭერად, დიდი შეცდომა იქნება, რამაც შეიძლება, გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება შეაფერხოს.
უცხოური მედია: ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა
ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, ცულით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს. დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
კვლევა: უკრაინელების 94% უარყოფითად აფასებს რუსეთს, ბელორუსი მეორე ადგილზეა
Razumkov ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ყველა რეგიონში უკრაინელების 94% უარყოფითად არის განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ. უარყოფით დამოკიდებულება ცენტრალური უკრაინის მცხოვრებლების 97%-მა და აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლების 90%-მა გამოთქვეს. მსგავსი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 95,5%, რომლებიც უკრაინულ ენას იყენებენ, როგორც ძირითად ენას და 88%-ს, ვინც ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობს. ბელორუსი მეორე ყველაზე არასასურველი ქვეყანაა, მათა მიმართ უკრაინელების 81% უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. შემდეგ მოდის ირანი - 73,5%, ჩინეთი - 60%, უნგრეთი - 46,5%. რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს პოლონეთის მიმართ - 94%, დიდი ბრიტანეთი - 91%, ლიეტუვა - 91%, ესტონეთი - 90%, ლატვია - 90%, კანადა - 90%. კვლევა 2023 წლის თებერვლიდან მარტამდე ჩატარდა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა.
AN-225 Mriya-ს განადგურების საქმე: სახელმწიფო საწარმოს ყოფილ დირექტორს დაუდევრობისთვის ბრალი წარედგინა
ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს ყოფილ დირექტორს, სერჰი ბიჩკოვს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი დაუდევრობისთვის, რამაც გამოიწვია მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის AN-225 Mriya-ს განადგურება. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) 5 აპრილს იტყობინება. გამოძიების თანახმად, მიუხედავად სახელმწიფო ხელისუფლების გაფრთხილებისა და სადაზღვევო დაფარვის შეწყვეტის შესახებ ცოდნისა, ბიჩკოვმა Mriya-ს თვითმფრინავის ევაკუაცია არ უზრუნველყო. „ბიჩკოვის სავარაუდო დაუდევრობამ გამოიწვია თვითმფრინავის დაწვა ჰოსტომელის აეროპორტზე რუსული საჰაერო თავდასხმის დროს რუსეთის ყოვლისმომცველი ომის პირველ დღეებში, მისმა ქმედებებმა უკრაინის სახელმწიფოს 227,8 მილიონი დოლარის ზიანი მიაყენა“, - აცხადებს SBU. ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი. უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გაანადგურა Antonov An-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების განმავლობაში თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.
აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აცხადებს. მისი განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ განცხადებაში საუბრობს. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
ლევან მურუსიძე: ცხოვრება გაგრძელდება - თუ აშშ-ში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ბაბუაჩემსაც არ უვლია და გადაუტანია
„არა უშავს, რა ვქნათ ახლა. ცხოვრება გაგრძელდება“, - ასე ეხმაურება მოსამართლე ლევან მურუსიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირების შესახებ. ლევან მურუსიძის განცხადებით, არაფერი არ ჩაუდენია ისეთი, რომ დასანქცირება ეკუთვნოდეს. „არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ახლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, ხომ? რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ახლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია... არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხომ? ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი... კაცად დავიბადე, არც ჩემი ღირსება... მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ახლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ „მთავარ არხთან“.
კელი დეგნანი: სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად
კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები სანქციები, რომლებიც გამოცხადდა 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში აშშ-ის ელჩმა ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზები განმარტა. კელი დეგნანის შეფასებით, ოთხმა მოსამართლემ მათი ქმედებებით უგულვებელყო სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ამერიკის ელჩის თქმით, სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. „დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. ყველა საქართველოს მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას
აშშ-ის საელჩო საქართველოში, ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. „მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს. ამასთან, ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. „სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - არჩილ თალაკვაძე
„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აღარ ჩაგრავს სასამართლოში (მოქალაქეს), როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს არის სერიოზული საკითხი, რომელსაც მმართველი გუნდი სერიოზულად მოეკიდება და ეს თემა საქილიკო არ არის. არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო ისევე როგორც სხვა ინსიტუტები ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება. არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ პერიოდში, როცა ხსენებული მოსამართლეები მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე თანაბრად იგებდა საქმეებს. ამ თემაზე თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი
სასამართლო დავა არ წყდება ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე - კელი დეგნანი
სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ქრთამის, დაშინების თუ ზეწოლის საფუძველზე. ლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. „დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული 4 პირის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას. 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე. ყველა საქართველოს მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ჯიმ რიში: დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი. „დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელია. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და გამჭვირვალე მომავალზე”, - წერს ჯიმ რიში. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე: ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“
„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება. ამ განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა. „კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი „გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიდო მდივნამდე. ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იღვიძებს და არ იძინებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, „რამდენიმე ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“. მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა - ბლინკენი
„ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირის მიმართ განისაზღვრა სანქცია მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რაც მათ შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას ართმევს. „ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”, - წერს ენტონი ბლინკენი. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
ამერიკის საელჩო ხშირად დასმული კითხვების ნუსხას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ვინ არიან სანქცირებული პირები? · მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. არის ეს სანქციები? · აღნიშნული ვიზასთან დაკავშირებული სანქციები გათვალისწინებულია 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავით, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს. აღნიშნული წესი სანქცირებულ პირებს (და მათი უშუალო ოჯახის წევრებს) უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას, იმ საფუძვლით, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში. რა არის სანქცირების შედეგები? · სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? · ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს. სანქცირებულ პირებს ამერიკაში შესვლა აეკრძალათ მუდმივად თუ გარკვეული დროით? · აღნიშნული სანქციები არ არის შეზღუდული კონკრეტული ვადით. 7031(c)-ე თავი შეიცავს წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა მისცეს პირს უფლება გაემგზავროს ამერიკაში, გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რა არის სანქცირებულ პირთა კორუფციის კონკრეტული მაგალითები? · სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. როდის მოიპოვა ამერიკამ აღნიშნული ინფორმაცია? · ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. გაუზიარებთ თქვენს მტკიცებულებებს საქართველოს პროკურატურას, რათა ხელი შეუწყოთ დევნის განხორციელებას? · ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ, აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დავუშვათ აღნიშნული პირების შემოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა. რატომ განხორციელდა სანქცირება ახლა? · როგორც ახლახან გამართულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, კორუფციასთან ბრძოლა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს სანქცირების უფლებამოსილებისა და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას საერთაშორისო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია დაგმო
გაეროში 5 აპრილს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით ქვეყნები და ევროკავშირი უპირობოდ გმობენ უკრაინიდან ბავშვების იძულებით, უკანონო დეპორტაციას და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, საკუთარი ქმედებები წარმოაჩინოს საერთაშორისო სამართლის და ბავშვთა უფლებების დაცვად, ფაქტები აშკარაა - რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა, დაკითხა და უკრაინიდან იძულებით წაიყვანა 19 500-ზე მეტი ბავშვი. მათი ნაწილი მშობლებს დააშორეს, ნაწილი კი, უკრაინის ბავშვთა სახლებიდან გაიტაცეს და რუსეთში გააშვილეს. გაეროს წევრი ქვეყნები უკრაინის მოვლენების გამომძიებელი, დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაცია არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ომის დანაშაულს უტოლდება. განცხადების ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ სწორედ ამის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და მისი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რამდენი დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს რუსეთმა, შეუძლებელია სიმართლის უარყოფა და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის აცილება. გაეროს წევრმა 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაგმო რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის პრივილეგიის ბოროტად გამოყენება ათასობით უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაციის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. რუსეთმა, რომელიც როტაციის წესით აპრილიდან გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, 5 აპრილს ჩაატარა არაფორმალური სხდომა, თემაზე „უკრაინის კრიზისი. კონფლიქტის ზონიდან ბავშვების ევაკუაცია“, რომელშიც ონლაინ მონაწილეობდა პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა. ჰააგის სასამართლოს ლვოვა-ბელოვას და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო.
ISW: რუსეთი ბახმუტში თერმობარულ იარაღს იყენებს
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გარდა, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები, მათ შორის 76-ე და 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიები უტევენ. ამერიკელი ექსპერტები საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების და სხვა მასალების ანალიზს ეყრდნობიან და აცხადებენ, რომ რუსი მედესანტეები ბახმუტზე შეტევისთვის იყენებენ თერმობარულ საარტილერიო სისტემებს TOS-1A. თერმობარულ იარაღს "ვაკუუმურ ბომბსაც“ უწოდებენ და მაღალი ტემპერატურის აფეთქებას იწვევს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, ბახმუტის რაიონში ამ ძალების გამოყენება რუსეთს გადამწყვეტ უპირატესობას არ მისცემს. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, 5 აპრილს, რუსეთის ძალებმა ბახმუტის რაიონში წინ წაიწიეს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებით. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა. „სიტუაცია ბახმუტში რთული რჩება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 5 აპრილს განაცხადა. რაც შეეხება სამხედროების ბახმუტიდან გაყვანის შესაძლებლობას, უკრაინის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ჩვენი სამხედროები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან შეხვედრის დროს. „და რა თქმა უნდა, თუ იქნება კიდევ უფრო ინტენსიური მოვლენები და საშიშროება, რომ პერსონალი დავკარგოთ...გენერლის მიერ მიიღება შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ ამაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. აქვე დაამატა, რომ უკრაინის მოკავშირეებისგან საბრძოლო მასალის მიწოდება გააძლიერებს თავდაცვას. იქ ყველაზე მეტი იარაღი და არტილერია გამოიყენება. იქ ძალიან, ძალიან რთული მდგომარეობაა. და ყოველდღიურად არის დეფიციტი. ჩვენ გვაქვს არტილერია, შემდეგ გვაქვს საკმარისი ჭურვები ჩვენს მხარეს, შემდეგ გვაქვს ნაკლები. ეს ხდება ყოველ ჯერზე. დღეს ჩვენ გვაქვს წარმატებები ბახმუტის ზოგიერთ რაიონში, წინ მივდივართ, ან არა და ისევ უკან ვიხევთ ჩვენს პოზიციებზე. თუმცა, ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ბახმუტს არ აკონტროლებს. ასეთი სიტუაციაა დღეს“. - განაცხადა ზელენსკიმ.
ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები მთლიანად დახურა
სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში, ბულგარეთმა რუსული გემებისთვის ყველა თავისი პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც ვრცელდება. აკრძალვა ძალაში 8 აპრილს შედის და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების ყველა გემზე გავრცელდება. ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშის მცურავ გემების შესვლაზე აკრძალვა გასული წლის 17 აპრილიდან დააწესა, რაც გათვალისწინებული იყო ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტით.