ძებნის რეზულტატი:

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ, გადაადგილების კუთხით ძალიან დიდი პრობლემები იქნება - კალაძე

 წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, წინასწარ ვამბობთ ამას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის. წინასწარ ვამბობთ ამას, რადგან სხვანაირად შეუძლებელია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით. როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობის თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.  

ლვოვში ძეგლი დაუდგეს 12 წლის ბიჭს, რომელიც მარტოხელა მამისთვის ფილტვის გადანერგვის ოპერაციას რამდენიმე საათი ელოდებოდა

ლვოვის წმინდა პანტელეიმონის საავადმყოფოს ეზოში დადგეს 12 წლის ბიჭის სკულპტურა, რომელიც გადმოსცემს რწმენისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ ქცეული ტიმოფეის ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს საოპერაციო დარბაზს 12 წლის ბიჭი მამის ოპერაციის დროს და სჯერა სასწაულის. ეს არის 12 წლის ტიმოფეი ჩერნიშოვის ძეგლი, რომლის მამამ რამდენიმე თვის წინ, ხსენებულ კლინიკაში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. „ჩვენი გუნდი ორ თვეზე მეტ ხანს მუშაობდა ამ კომპოზიციის შესაქმნელად. ტიმოფეის ბევრი ველაპარაკეთ, რათა გადმოგვეტანა ის ემოციები, რაც განიცადა. ჩვენთვის ეს ძალიან განსაკუთრებული პროექტია: ბავშვი უყურებს საოპერაციო დარბაზს და ყველა, ვინც აქ გადის, შთაგონებულია მისი რწმენითა და იმედით“, - თქვა ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის მონუმენტური და დეკორატიული ქანდაკების განყოფილების დოცენტმა,  ალექსანდრე ჰონჩარუკმა. ძეგლის გახსნაზე ტიმოფი ჩერნიშოვი მამასთან ერთად მივიდა, რომელიც მას მარტო ზრდის. სანამ მამა საოპერაციოში იყო, ბავშვი, იმედითა და რწმენით იდგა საოპერაციო ოთახის კარის ქვეშ, დერეფანში.  უკრაინის ისტორიაში მეორე ასეთი ოპერაცია მშობიარობის შემდგომი დონორისგან ჩატარდა. დონორის ორგანო მიიღო მარტოხელა მამამ, რომელსაც ფილტვები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის დროს დაუზიანდა. პირველად უკრაინელმა ექიმებმა ოპერაცია უცხოელი კოლეგების დახმარების გარეშე ჩაატარეს.  

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. „აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

46 ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

46 ოპოზიციონერი დეპუტატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.  ოპოზიციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.  „აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითიც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ მოიწვიოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2023 წლის 11 აპრილს, შემდეგი დღის წესრიგით: საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები”, – აღნიშნულია მიმართვაში. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. „გვაქვს საკადრო ცვლილებები. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანი, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში

აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებს მხარდაჭერა გამუცხადა. მისი თქმით, ასევე დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა „ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. „ჩემი მთავარი გზავნილი - მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან გავლენა მოსამართლეებზე, მით უმეტეს სუვერენული ქვეყნის სასამართლოსა და მოსამართლეებზე“, - განაცხადა ღარიბავილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.  

ქალაქის ცენტრში ახალი, თანამედროვე, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია - ჩხაიძე

ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება მართლაც სერიოზული ნაბიჯია და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია, – განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. ჯანდაცვის სამინისტრო: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ. „ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.  

პრემიერი აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე: არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო აბსოლუტურად სამაგალითოა მთელ ევროკავშირში. მისივე თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეები სამართალს პოულობენ ქვეყანაში, რადგან სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართა რაოდენობამ იკლო. „მე ვამაყობ სასაამართლოთი, მოსამართლეებით, რომლებიც იცავენ ეროვნულ პოლიტიკასა და სუვერენუტეტს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და პირობა დადო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაერს გააკეთებს. შეკითხვას, იგეგმება თუ არა კიდევ ერთი შეხვედრა მოსამართლეებთან, პრემიერი პასუხობს: „მაქსიმალურად ვერიდებით ზედმეტ კონტაქტსაც კი, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სასამართლოს, მაქსიმალურად გვაქვს შემცირებული კონტაქტები, შეხვედრები და ასე შემდეგ. თუ სურვილი იქნება და კონკრეტულ საქმეს შეეხება, მზად ვარ, გავიზიარო მათი წუხილები და დავგეგმოთ, რა შემდგომი ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ ერთად“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მისთვისაც სიურპრიზი იყო და არასდროს მოუსმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ მიუღებელია და დაუშვებელია, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ან ნებისმიერი განცხადება, ქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ჩვენი საერთო სურვილია, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ძლიერი სასამართლო გვქონდეს. „არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს...შესაბამისად, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია“. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა, გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხ გაუცემელი კითხვა არ დარჩება. ამის მჯერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას "შეცდომა" უწოდა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი "ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი. მე ვთვლი, რომ დადგა ის მომენტი, როცა ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება არის ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება... სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ხმამაღლა მინდა ვთქვა, არც ერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ... მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათ და თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი..." - თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ", - განაცხადა ქადაგიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

„ყველა ინსტიტუტთან თუ უმაღლესი თანამდებობის პირთან მაქვს კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობაც, საუბარიც, კომინიკაციაც“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტთან კომუნიკაციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჩემს ადმინისტრაციას აქვს ყოველდღიური თუ არა, ძალიან ხშირი კომუნიკაცია და ყველა საკითხზე, რომელიც ეხება ამ ორი დამოუკიდებელი შტოს კომუნიკაციას, არის კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 24 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს.  

დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში - ქადაგიძე

დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას მივესალმები - მურუსიძე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მიესალმება მოსამართლე ირაკლი შენგელიას პოზიციას, რომელიც აპირებს, 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია. ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვასა და შუა დერეფნის განვითარებაზე, 4 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს რუმინეთში გამართული ფორუმის მონაწილეებმა. „დერეფანი კასპიის ზღვა - შავი ზღვა და პორტი კონსტანცა - გზა ევროპისკენ" ფარგლებში მოწყობილს შეხვედრას საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ორგანიზატორები კონსტანცის პორტის ბიზნეს ასოციაცია და რუმინეთში ყაზახეთის საელჩო იყვნენ. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ეს იყო ერთგვარი პლატფორმა ბიზნესის, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს და საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებისთვის, რათა განეხილათ ყველაზე აქტუალური საკითხები მარშრუტის განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით. მედია წერს, რომ სხვა საკითხებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე, საბაჟო პროცედურების გამარტივება, რომ შესაბამისად, საქონლის ტრანზიტი გამარტივდეს. 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - აზარაშვილი

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტრო: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი „ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება. რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ“,- აღნიშნავს მინისტრი.  

Microsoft-ი გეგმავს, გახსნას რეგიონული ჰაბი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს

Microsoft-ი ყაზახეთში რეგიონული ჰაბის გაფართოებას გეგმავს, რომელიც ასევე დაფარავს აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთსა და პაკისტანს. ხსენებული საკითხი ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრ ბაღდატ მუსინსა და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის ორმხრივი შეხვედრის დროს განიხილეს. ბაღდატ მუსინის თქმით, პრეზიდენტმა თოყაევმა  ლოკალური ჰაბის გაფართოების საკითხი ნიუ-იორკში მისი ვიზიტის დროს, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან განიხილა. „ეს საშუალებას მისცემს ყაზახეთს, გახდეს ტექნოლოგიებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების მიზიდულობის ცენტრი რეგიონის მასშტაბით. ამრიგად, როგორც Microsoft-ის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი, ჰაბი შეძლებს, გახდეს მამოძრავებელი ძალა განვითარებისთვის. ჰაბი შეძლებს, გახდეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების მამოძრავებელი ძალა, წარმოებისა და ექსპორტის სტიმულირებით“, - აღნიშნა მუსინმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით.  

მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს - ღარიბაშვილი

მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი, და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

თოყაევი: ყაზახეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ვაჭრობის მოცულობა $1 მილიარდამდე გაზარდონ

ილჰამ ალიევი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.  თოყაევის თქმით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გასაზრდელად, სერიოზული პოტენციალი აქვთ. „სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შედეგია. დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი სრულად არის განვითარებული, ჩვენ შევძლებთ ამ მაჩვენებლის 1 მილიარდ დოლარამდე აყვანას. ამისათვის ჩვენ გვაქვს სერიოზული რეზერვები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, IT, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და სხვა“, - განაცხადა თოყაევმა. მისივე თქმით, ყაზახეთი ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს აზერბაიჯანთან სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გასავითარებლად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ძალიან სერიოზულ სამუშაოზე, რათა განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთქმედება და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის. არსებობს მხოლოდ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილი“, - განაცხადა თოყაევმა.    

მასკმა უარი თქვა, წაეშალა მედვედევის პოსტი, რომ „უკრაინა გაქრება"

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა უარი თქვა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშების შეზღუდვაზე და ასევე, წაეშალა რუსეთის ექს-პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პოსტი, რომ „უკრაინა გაქრება". მილიარდერმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა. Twitter-ის მომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ ილონ მასკი უგულვებელყოფს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან რუს პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, გამოაქვეყნონ პოსტები სოციალურ ქსელებში და გაავრცელონ პროპაგანდა. ილონ მასკი წერს, რომ „ყველა სიახლე გარკვეულწილად პროპაგანდაა“ და მომხმარებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, დახურონ თუ არა წვდომა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშებზე. მისივე თანახმად, Twitter-ი არ დააწინაურებს არც შეზღუდავს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს „მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვა პლატფორმები აკეთებენ“. გასული წლის ოქტომბერში, Twitter-ის შეძენისას, მასკმა განაცხადა, რომ სურს, სოციალურ ქსელში სიტყვის დიდი თავისუფლება უზრუნველყოს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გასული წლის წლის აპრილში, Twitter-მა განაცხადა, რომ არ გაუკეთებს რეკლამას და არ გაავრცელებს სამთავრობო ანგარიშებს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტებში სახელმწიფოებს შორის" და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შეეხება კერძოდ იმ ანგარიშებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Twitter-მა შეზღუდვები რუსული და ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალებების, მათ შორის RT-ს მიმართ გააუქმა.  

ბუიარ ოსმანი: მოუთმენლად ველი 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი საქართველოს ეწვია, - ამის შესახებ ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე დაწერა. „სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს თბილისიდან ვიწყებ. მოუთმენლად ველით 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ეროვნულ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეუთო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კოლეგებთან, უსაფრთხოების სამივე განზომილებაში და 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებაში“, - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე. ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ოსმანი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე

მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, „მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს“. „მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ინფორმაცია მივიღე. ის მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან და საბჭოს წევრებისგან. ეს დახურული შეხვედრა იყო და ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. იცით, რომ ხელისუფლება სასამართლოსთან ზედმეტ კონტაქტსაც კი ვერიდებით, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოსამართლეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. კონტაქტები მაქსიმალურად შემცირებული გვაქვს. თუ კონკრეტული საქმისთვის აუცილებელი იქნება, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის მზად ვარ, რომ მოსამართლეებისგან ინფორმაცია მოვისმინო, მათი წუხილები გავიზიარო და ამის შემდეგ, ჩვენ ერთად დაგვეგმოთ, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის მოგვარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.