ძებნის რეზულტატი:

ილია II: 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, საუბარია 9 აპრილის თარიღსა და ბზობის დღესასწაულზე. ილია II-ს სიტყვებით, 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა „9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, - იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ... ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე. ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.  

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა. ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.  

პრეზიდენტი: II მსოფლიო ომის მემორიალი უნდა გადაკეთდეს, ყველა მებრძოლი და ადამიანი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა „ღირსეული იქნება“ , როცა უცხოელ სტუმრებს ამ მემორიალთან მიიყვანენ და აუხსნიან საქართველოს ისტორიას. „მინდა გაგიზიაროთ, ერთი ჩემი არა ახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია მივწერე, თბილისის მერს და სხვებს, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი. სხვათა შორის, უფრო ღირსეული, როცა უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიის“, - განაცხადა საქართველოს ზურაბიშვილმა.  

31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა, ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  „დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეცაა, შემთხვევითი არ იყო დამთხვევაც - 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა... იმ საოცარი თანამოქალაქეების დღე, ტანკებს, ტყვიებს რომ ეგებებოდნენ შეძახილით - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტიც მათზე დგას ზუსტად, მათ ეძღვნებათ, ქვეყნის თავისუფლებას შეწირულ ადამიანებს, ჩვენთვის ცნობილ თუ უცნობ გმირებს, იქნება ეს ისტორიის უფრო შორეული წარსულიდან თუ 9 აპრილის დღიდან, ანწუხელიძეს, სოფრომაძეს, და სხვათა და სხვათა... ყველას, ვინც ჩვენს თავისუფლებას თავი შესწირა...ჩვენი უკეთესი მომავლისთვის თავი გადადო. მთელი ჩვენი ისტორიაც სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სწორედ ეს გამოგვარჩევდა და გადაგვარჩენდა კიდეც ... რადგან ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა. 9 აპრილი, რეფერენდუმი, შემდეგ დამოუკიდებლობის აქტის მიღება, ამ ყველაფრის მთავარი მუხტი და განწყობა კი იყო ჩვენი ქართველი ხალხის ერთიანობა, ეროვნული თანხმობა ჩვენს საერთო მომავალზე. ჩვენი საერთო მომავალი კი ცივილიზებულ სამყაროშია, სადაც ქვეყნები და ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის თავისუფლებას, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს, სადაც დაცულია და ხელშეუხებელია ადამიანის უფლებები. P.s. მე ყოველთვის მეამაყებოდა, რომ მამა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერია...მისი არჩევანი, სწორ მხარეს დგომის და ყოფნის უალტერნატივობა, მისი პრინციპები ,ჩემთვის ძალიან ძვირფასია, საამაყო და საპასუხისმგებლოც ამავდროულად. #მადლობა თავისუფლებისთვის #წინ ევროპისკენ  

რომის პაპი: დაე, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს

„დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა... დაე, პატიმრები დაბრუნდნენ სახლებში და მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს“, - რომის პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა. პაპმა ფრანცისკემ მოწყვლადი ადამიანებისთვისაც ილოცა.  შიმშილის, ნარკომანიის, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის ყველა სხვა ფორმის მსხვერპლთათვის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დაე, უფალმა ნუგეში მისცეს ლტოლვილებს, დეპორტირებულებს, პოლიტპატიმრებსა და მიგრანტებს რომის პაპმა დახმარება ითხოვა ჰაიტისთვისაც, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ილოცა ტუნისისთვის, ისევე როგორც, საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლთა ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ბურკინა ფასოში, მალიში, მოზამბიკსა და ნიგერიაში. ახსენა სირია, ილოცა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დიალოგის განახლებისთვის; ლიბანის დახმარებისთვის, რომელიც სტაბილურობისა და ერთიანობის აღსადგენად იბრძვის. მან სააღდგომო გზავნილში მიანმარიც ახსენა. ყურადღება გაამახვილა ნიკარაგუასა და ერიტრეაში ქრისტიანების მდგომარეობაზეც. „დაე, უფალმა მხარი დაუჭიროს მშვიდობისა და შერიგების ძალისხმევებს ეთიოპიაში, სამხრეთ სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“  

ნანა მახარაძე: ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს

ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. „ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თქვენ, დამსწრე საზოგაოდებას. გიყურებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგის მთრევი ქალბატონები, ამისთვის უდიდესი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ვეროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ნანა მახარაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.  

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტთან აქციას - „ერთად ევროპაში“ მართავს

„ერთად ევროპაში“, - ხსენებული სლოგანით პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს. დღევანდელი აქციის შინაარსი ევროპისკენ საქართველოს სვლას და 12 პრიოროტეტის შესრულებას ეხება. აქციაზე არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეკრებილებს მიმართავენ პოლიტიკოსები. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება. „9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ადამიანი, ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ჰყავდეთ ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და ამასობაში, ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება. ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მეტიც, მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება ზეპარტიული, ეროვნული დღე 9 აპრილი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ურყევად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ერთმანეთი არ უნდა დავტოვოთ მარტო", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. აქციას რუსთაველის მეტროდან მსვლელობით შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.  

ლატვია ბელორუსის საზღვარზე ახალ 64-კილომეტრიან ღობეს ააშენებს

ლატვია ბელორუსთან საზღვრის გასწვრივ 64 კილომეტრიანი გალავნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Delfi იტყობინება. ლატვიამ ბელორუსთან ღობის აშენების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, რათა თავი დაეცვა არალეგალური მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთისგან. „ჩვენ უკვე ვხედავთ შესრულებული სამუშაოს რეალურ შედეგებს, რაც საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ მშენებლობა შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ლატვიურმა მხარემ. გასული წლის აგვისტოში ლიეტუვამ ბელორუსის საზღვარზე 552 კილომეტრის საერთო სიგრძის ღობის მშენებლობა დაასრულა. ანალოგიური სამუშაო პოლონეთმა 6 თვის წინ შეასრულა.  

უკრაინა: ოკუპანტების 58 შეტევა მოვიგერიეთ

ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავრიივკასა და მარინკას მიმართულებები. გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით მოწინააღმდეგის 58 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ანგარიშშია. “ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვენის მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს - უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართება. მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი ამასთან, ღარიბაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

კონკურენციის სააგენტომ სწრაფი კვების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას. „ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, ექვსი თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის ხუთ საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ რეალიზაციის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.  

მოლდოვა აზერბაიჯანის დახმარებით გაზმომარაგების დივერსიფიკაციას აპირებს

კიშინიოვი დაინტერესებულია აზერბაიჯანელი ინვესტორების მოზიდვით და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციით ბაქოს დახმარებით, - აცხადებს მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ. ამასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებებიც გამართა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში განათავსა. პოპესკუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს ბაქოში შეხვდა. „მე ხაზი გავუსვი მოლდოვის ინტერესს, რაც შეიძლება მეტი აზერბაიჯანელი ინვესტორი მოიზიდოს რესპუბლიკაში ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციაში", - განაცხადა პოპესკუმ. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ასევე გამოაცხადა კიშინიოვის ღიაობა ბაქოსთან თანამშრომლობის განვითარებისთვის ენერგეტიკის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებში.   

ირანი „წესების დამრღვევი“ ქალების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში კამერებს აყენებს

ირანის ხელისუფლება ჩაცმულობის კოდექსის მოწინააღმდეგე ქალების რაოდენობის ზრდის შეკავების მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში კამერებს ამონტაჟებს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალების იდენტიფიცირების შემდეგ, დამრღვევები შედეგების შესახებ გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ. ირანის ხელისუფლების მიზანია, გამოავლინოს და დასაჯოს ქალები თავსაბურავის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრება ემუქრებათ წესების დარღვევის გამო, ქალები კვლავ ფართოდ სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, მაღაზიებსა და ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ქალები პოლიციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მაჰსა ამინი, რომელიც 13 სექტემბერს ირანის ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად, ირანის მოსახლეობა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა.  

2023 წლის პირველი მზის დაბნელება

მზის ჰიბრიდული დაბნელება 2023 წლის 20 აპრილს მოხდება. მზის დაბნელება გრძელდება 3 საათი 19 წუთი 40 წამი. დაბნელება შეინიშნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში, წყნარ ოკეანეში, ინდოეთის ოკეანეში და ანტარქტიდაზე. 2023 წლის მეორე მზის დაბნელება 14 ოქტომბერს მოხდება. მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის. ამ დროს, მთვარე მზის სინათლეს თანდათან ბლოკავს.  

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას, - მოსამართლე, ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული. არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად. ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, - წერს შენგელია. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ჯანდაცვის სამინისტრო: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა. „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. შეხვედრაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ, ამჟამინდელ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს. პრეზენტაციაზე, კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია - „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას',- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, საუბარი იყო კლინიკაში არსებულ გამოწვევებზეც, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. „ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე კლინიკური და ფინანსური გამოწვევები დასახელდა. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია. პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ. ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.  

CNN: პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია. უცხოური მედია: აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე. პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად. მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ. „თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა საბრინა სინგმა. შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. დოკუმენტების ნაწილი დეტალურად აღწერს აშშ-სა და NATO-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებულ თემებს.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

თბილისში, 9 აპრილს განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს. „პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით. „მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც „შერჩეული გადაწყვეტის ეფექტიანობაზე მიუთითებს“.