ძებნის რეზულტატი:

უკრაინა: ოკუპანტების 52 შეტევა მოვიგერიეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინა: ოკუპანტებმა 179 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს „მტერი გრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებებით, მტრის 52 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

აშშ და ფილიპინები ყველაზე მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებს იწყებენ - BBC

აშშ და ფილიპინები ატარებენ ყველაზე დიდ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ერთი დღის შემდეგ, რაც ჩინეთმა დაასრულა ფართომასშტაბიანი წვრთნები ტაივანის გარშემო. ორკვირიანი სწავლების დროს, მანევრები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჯარისკაცები სამიზნე ხომალდის აფეთქებაზე იმუშავებენ. BBC-ს ცნობით, ამერიკული წვრთნები ადრე იყო დაგეგმილი. ფილიპინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წვრთნები აჩვენებს მათ ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გასულ თვეში ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ მათი ყოველწლიური წვრთნები ფილიპინებთან ერთად, იქნება ყველაზე დიდი ერთობლივი სწავლება და მასში ჩაერთვება 17000-ზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის 12000 - აშშ-დან. თებერვალში აშშ-სა და ფილიპინებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც ფილიპინურ კუნძულებზე, ჩინეთთან სადავო წყლებთან ახლოს ოთხი ახალი სამხედრო ბაზა შეიქმნება. მათგან სამი ტაივანის სიახლოვეს განთავსდება. ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ვაშინგტონისა და მანილისს სამხედრო თანამშრომლობა ტერიტორიულ დავაში არ უნდა ჩაერიოს.  

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ რომლის მიღების მიზანია შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევისა და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის პირველ იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება. „შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი (მაგალითად, მტკვარზე, თბილისის ზღვასა და ა.შ. მცურავი საშუალებები), დღევანდელი კანონმდებლობით, არ ექცევა რეგულირების სფეროში, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტით, ისინი დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. საერთაშორისო პრაქტიკით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს და მიზანშეწონილია, საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს აქცევს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აცხადებენ სამინისტროში. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანოდ განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ხოლო შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ფუნქცია დაემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინცინდენტების მოკვლევის ბიუროს.  

გრიპის სეზონი დასრულდა - ჩხაიძე

 იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. „ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა.იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით კი კორონავირუსი მთელი წელი იქნება.  დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი. რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.  

ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები

„ვაგნერ ჯგუფის“ ფინანსისტმა ევგენი პრიგოჟინმა პოლიტიკურ პარტია - „სამართლიანი რუსეთი - ჭეშმარიტებისთვის“ წევრებთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც შეიძლება, მიუთითებდეს პარტიაზე გავლენისა და კონტროლის მოპოვების სწრაფვაზე. ISW ციტირებს რუსულ დამოუკიდებელ გამოცემა Meduza-ს, რომელიც იტყობინება პარტიის ლიდერის სერგეი მირონოვისა და ევგენი პრიგოჟინის ურთიერთობის გაძლიერების შესახებ. ომის შესწავლის ინსტიტუტის 10 აპრილის განახლების თანახმად, პრიგოჟინი მიისწრაფვის, მოიპოვოს ლიდერის პოზიცია პარტიაში, რათა მოიპოვოს მეტი გავლენა სანქტ-პეტერბურგში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი კრემლში არსებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის ბოლოდროინდელი კონფლიქტები ართულებს მის თამაშს პოლიტიკური გავლენისთვის. 7 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად გამოეხმაურა პრიგოჟინის კრიტიკას. პრიგოჟინმა გააკრიტიკა უწყების უნარი, გადაეჭრა პრობლემები და ეჭვქვეშ დააყენა მათი დღის წესრიგის ეფექტიანობა გაეროს უშიშროების საბჭოში. პრიგოჟინმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის ქმედებებით უკრაინასა და აფრიკაში და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო „აბსოლუტურად არაფერს აკეთებს“ ვაგნერის ძალების დასახმარებლად ორივე სფეროში.  

პირი მოქალაქეებს 7 000 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა. საერთო ჯამში, კ.თ.-მ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თაღლითურად მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება - იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს ყველაფერი მის მანდატს სცდება. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე :ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. გამოცემა „ბაზა“ წერს, რომ დრონი აეროპორტის ღობესთან აფეთქდა. დაზიანდა აეროპორტის სიგნალიზაციის კაბელი. ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში, რასაც კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას იყენებს.  

წულუკიანი აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე: ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გაუგებარია. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ. „მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით. ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე მე დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ“, – აღნიშნა წულუკიანმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

აზერბაიჯანი უცხოელებს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნებას უკრძალავს

აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნება აეკრძალება. ცვლილების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სუბიექტებისთვის კიბერუსაფრთხოების სერვისების მიმწოდებლის დამფუძნებელი და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ასევე, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პროვაიდერის საქმიანობის ხელმძღვანელი და ამ საქმიანობაში ჩართული სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები. ცვლილებების პროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.  

ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა

ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობისბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შევსების მიზნით წარადგინეს. ყაზახეთი ახლა მილსადენის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობს. ჟუმანგარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოსა და ასტანას შორის განიხილება საგზაო რუკა, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული მარშრუტის განხორციელებას. ყაზახეთმა ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, აპრილში კი, 125 000 ტონა ნავთობის მიწოდება იგეგმება. ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან მთლიანობაში, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანიები SOCAR და KazMunayGas შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება. 7 აპრილს, Reuters-ი წერდა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.  

რიკოთი ისევ დაიკეტა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რეზნიკოვი რუსეთს „Москва-ს“ ჩაძირვის მსგავსი „სიურპრიზის“ შესახებ აფრთხილებს

უკრაინა შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ კრეისერი Москва-ს ჩაძირვის მსგავსი ინციდენტი შეიძლება, განმეორდეს. „მეორე მხარეს ახალ სიურპრიზს ვთავაზობთ. ჩვენ უბრალოდ ველოდებით შესაფერის მომენტს“, - განაცხადა რეზნიკოვმა. ახლა დრო გადამწყვეტია უკრაინისთვის - რეზნიკოვი „ძალიან მინდა გაგიზიაროთ ის დეტალები, რომლებიც კარგად ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შეთანხმება უკრაინის ფლოტის მეთაურთან. ახლა ყველა დეტალს ვერ გავამხელთ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. Moskva მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ხომალდია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაიძირა.  

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება. ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენური ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაწესებული მასობრივი ანტირუსული სანქციების ფონზე, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ნავთობის ტრანსპორტირების ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე განაცხადეს. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა, იუწყება Kazinform-ი. „გასულ წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ 1,5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. პროცესი უკვე დაიწყო მარტში, გაიგზავნა პირველი ორი ტანკერი – 20 000 ტონა, 125 000 ტონა აპრილის მდგომარეობით“, - განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა. აზერბაიჯანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის სხვა მარშრუტებსაც გვთავაზობს: ბაქო-სუფსის მილსადენი (არაოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 5 მილიონი ტონაა) და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებამდე. განვიხილეთ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც იქნება ერთადერთი ოპერატორი ამ სატრანზიტო მარშრუტზე, იაფი სატრანზიტო ვარიანტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ჟუმანგარინმა. ცნობისთვის, ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“. „გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“, – ნათქვამია განცხადებაში.  

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა. წამოიქმნა ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, სოფლები ვულკანის ნაცრისფერ მტვერში გაეხვა. საავიაციო გაფრთხილება ამოქმედდა აღმოსავლეთით, კამჩატკის ნახევარკუნძულის გარშემო. ვულკანი შიველუჩი შუაღამის დადგომიდან მალევე ამოიფრქვა და კრეშჩენდოს დაახლოებით ექვს საათში მიაღწია. მისგან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა 108,000 კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ვულკანიდან მოედინებოდა ლავის ნაკადები, რამაც თოვლის დნობა და ახლომდებარე გზებზე ღვარცოფების საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოიწვია.  

საფრანგეთის ალპებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის ალპებში ზვავი ჩამოწვა. შედეგად 6 მოთხილამურე, მათ შორის 2 გიდი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მონბლანთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, 8 ადამიანი კი მეწყრის ჩამოწოლის ზონიდან უვნებელი გაიყვანეს.  

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ. "დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი" - ამბობს გიული ალასანია. სტრასბურგს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სრული სურათი უნდა ვაჩვენოთ - ალასანია შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.