ძებნის რეზულტატი:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 20 აპრილს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 20 აპრილს გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს არის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია საუბარი. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პუნქტში ნახსენები არიან არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია. „საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს - ქართველ მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც გაიტაცეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას, უკანონოდ ჩამოართვეს თავისუფლება, აწამეს და მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება; რომ რუსეთმა არ ჩაატარა კონვენციის შესაბამისი გამოძიება მისი უკანონო დაკავებისა და მკვლელობის გამო, და დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას უკანონო დაკავებისა და მკვლელობის შესახებ, ორი ეთნიკური ქართველის, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვა ვითარებაში დააკავა და მოკლა“, - წერია პრესრელიზში.
დიდ ბრიტანეთში, საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანომ პრემიერ სუნაკის მიმართ გამოძიება დაიწყო
დიდ ბრიტანეთში, საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანომ დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიმართ. Reuters- ის ინფორმაციით, სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა დანიელ გრინბერგმა დაიწყო გამოძიება სუნაკის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, რომელიც პარლამენტის წევრების ინტერესებს ეხება. ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდი იტყობინება, რომ გამოძიება ხუთშაბათს დაიწყო და კოდექსის მეექვსე პუნქტს მოიცავს. წყაროს ცნობით, ღია გამოძიება შესაძლოა, ეხებოდეს სუნაკის მეუღლეს, აკშტე მურთის, რომელიც ფლობს "Koru Kids"-ის წილებს. ვარაუდობენ, რომ ის თითქოს სარგებლობს მთავრობის ახალი პოლიტიკით. სამთავრობო ვებგვერდზე ნახსენებია - Koru Kids-ი, როგორც ბავშვებზე ზრუნვის ექვსი სააგენტოდან ერთ-ერთი. თუმცა თავად სუნაკი კომპანიასთან მეუღლის კავშირებზე არ საუბრობს. სხვა დეტალებზე მედია არ წერს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გააქტიურების ერთგული ვრჩებით - G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები
„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გააქტიურების, სრულად კოორდინაციისა და აღსრულების ერთგულნი რჩებიან. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ ვლადიმირ პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ნიდერლანდებმა ჩინეთს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხე უწოდა
ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურმა 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთს უდიდეს საფრთხე უწოდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩინეთს მიიჩნევს, პეკინი სამხედრო ამბიციებით ცდილობს, უკანონოდ ჩაიგდოს ხელში ჰოლანდიური და სხვა დასავლური ტექნოლოგიები. დაზვერვის თანახმად, ჩინეთის მთავარი სამიზნეა, ჰოლანდიური მწარმოებელი ASML, რომელიც მსოფლიოში ლითოგრაფიული აპარატების მთავარი მიმწოდებელია და გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად. მისთვის ჩინეთი სიდიდით მესამე ბაზარია. 8 მარტს, ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დააწესოს საექსპორტო შეზღუდვები ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებზე აშშ-ის შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც 2022 წლის ოქტომბერში დაწესდა და მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ საკუთარი ნახევარგამტარების წარმოების თავიდან აცილებას.
რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ 50-მდე გემს ბლოკავს - ბორელი
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 50-მდე გემი რუსეთმა კვლავ დაბლოკა შავ ზღვაში. ამრიგად, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა, მისივე შეფასებით, ომის შედეგები ყველაზე მოქმედებს. უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ დარღვევაში ადანაშაულებს თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის ეკონომიკის ჩახშობისა და საკვების ნაკადის შენელების მცდელობაში. „ახლა 50-ზე მეტი გემი ბოსფორში ელოდება უკრაინის პორტებში შესვლის ნებართვას და მარცვლეულის ჩატვირთვას გაჭირვებულთა გამოსაკვებად. რუსეთი ცდილობს, დაახრჩოს უკრაინის ეკონომიკა და შეანელოს საკვების ნაკადი იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს შეთანხმების პირობები,“ - წერს ელჩი Twitter-ზე. 17 აპრილს რუსეთმა მეორედ დაბლოკა მარცვლეულის დერეფნის გავლით, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გემების შემოწმება. 2023 წლის 18 მარტს უკრაინა, გაერო და თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის 120 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ წელს შესაძლოა, ფინანსური დახმარების სახით $42 მილიარდი მიიღოს - ცენტრალური ბანკი
უკრაინის ეროვნული ბანკის (NBU) ხელმძღვანელის მოადგილემ სერგი ნიკოლაიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინა 2023 წელს 42 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, მათ შორის 4,6 მილიარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. „წელს სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე გასულ წელს. 2023 წელს 42 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარებაა მოსალოდნელი, მათ შორის 4,6 მილიარდი აშშ დოლარი სავალუტო ფონდისგან. ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ რთულ დროს", - განაცხადა ცენტრალური ბანკმა. მისივე თანახმად, ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინის წარმომადგენლებმა მიიღეს გარანტიები ოფიციალური პირებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და სხვა კოლეგებისგან, რომ დემოკრატიული საზოგადოება მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
აშშ თურქეთისთვის F-16-ის აღჭურვილობის მიყიდვას აპირებს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, გააგრძელოს თურქეთისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის პაკეტის მიყიდვა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის კომიტეტების ლიდერებმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არაოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადეს, ამბობენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები. ამის შესახებ Reuter-ი წერს. უფრო დიდი შეთანხმება, მილიარდობით დოლარის F-16-ების შესყიდვის შესახებ, კონგრესში მუდმივი წინააღმდეგობის ფონზე ბუნდოვანი რჩება. დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს თავდაცვის შეთავაზებულ ტრანსფერებზე ან გაყიდვებზე, ვიდრე ამის შესახებ კონგრესს ოფიციალურად არ აცნობებენ. ამ მიყიდვის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდი გარიგება მიიღებს მწვანე შუქს კონგრესისგან, რადგან ამერიკელი კანონმდებლები ეძებენ გარანტიას თურქეთისგან იმ საკითხებზე, რომლებიც NATO-ს გაფართოებას სცილდება. კერძოდ, ეს საკითხები მოიცავს საბერძნეთთან დაძაბულობის სამუდამოდ განმუხტვას, ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას, აცხადებენ წყაროები.
ლავროვი ბრაზილიაში: რუსეთი დაინტერესებულია „უკრაინის კონფლიქტის“ „რაც შეიძლება მალე“ დასრულებით
„რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ბრაზილიაში ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. ლავროვმა უკრაინაში არსებული სიტუაციის „ჩინებულად აღქმისთვის“ ბრაზილიელ კოლეგას მადლობად გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი მადლიერია ბრაზილიის „სურვილის გამო, „წვლილი შეიტანოს“ შესაძლო გადაწყვეტილებების ძიებაში. ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ონლაინ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ კონფლიქტში მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღადგენს ქვეყნის საზღვრებს და კიევი დაიბრუნებს ყირიმს. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას. ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“. მისივე თქმით, „დიდი ოცეული“ შეიქმნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი „დიდი ოცეული“ შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად. ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებთანაც განიხილა.
კრემლის კრიტიკოსის კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - ადვოკატი
კრემლის კრიტიკოსს კარა-მურზას, რომელსაც დღეს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამის შესახებ CNN წერს. „პრობლემა ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაწუხებს. მოგეხსენებათ, ვლადიმერი გადაურჩა ორ მოწამვლას 2015 და 2017 წლებში, გამოჯანმრთელდა ძალიან ხანგრძლივი და რთული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ადვოკატმა მარია ეისმონტმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში. „ახლა, ვიდრე ის უკვე პატიმრობაში იყო, რამდენიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია კიდურების დაბუჟებასთან და ნერვის უკმარისობასთან, გაუარესდა,” - განაცხადა ადვოკატმა. ეისმონტის თქმით, კარა-მურზას მარტის ბოლოს დაუსვეს პოლინეიროპათიის დიაგნოზი - მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სხეულის კიდურების ნერვების დაზიანებით. პოლინეიროპათიის დიაგნოზი იმ დაავადებების სიაშია, რომლებიც ხელს უშლიან სასჯელის მოხდის“, - განაცხადა ადვოკატმა. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის ელჩს რუსეთში, ამერიკელი ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს
აშშ-ის ელჩმა მოსკოვში, ლინ ტრეისიმ, Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ორშაბათს მოინახულა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩო ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. „მე ვესტუმრე WSJ-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს დღეს, ლეფორტოვოს ციხეში - პირველად მოგვეცა ასეთი ნებართვა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ მისი უკანონო დაკავების შემდეგ,” - განაცხადა ელჩმა. „ის კარგად არის და ძლიერად რჩება. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ“, - აღნიშნა ლინ ტრეისიმ. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 2 აპრილს, ბლინკენმა ლავროვთან სატელეფონო საუბრისას WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. The Wall Street Journal-ის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. შეერთებული შტატები გერშკოვიჩს უკანონოდ დაპატიმრებულად მიიჩნევს.
რუსეთმა შეტევა შეაჩერა, თავდაცვაზე გადავიდა გარდა ორი სექტორისა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი
რუსეთმა უკვე შეაჩერა შეტევა, ის გადავიდა თავდაცვაზე, გარდა ორი სექტორისა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წლის 31 მარტს რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ეგრეთ წოდებული ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩაიშალა. ისინი ცდილობდნენ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისულიყვნენ. „რუსეთს ამ დროისთვის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის პოტენციალი არ აქვს და ეს არც უახლოეს მომავალში ექნება", - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, „რუსეთი გადავიდა სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციაზე“, რომლის მიზანიც მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. ბუდანოვის თქმით, არსებობს ორი გამონაკლისი, ბახმუტი და ავდიივკა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 17 აპრილს განაცხადა, რომ მტრის მთელი დამრტყმელი ძალები კონცენტრირებულია აღმოსავლეთის ოთხ რაიონში - მარინკაში, ლიმანში, ბახმუტსა და ავდიივკაში - ამიტომ უკრაინამ მეტი სამხედრო პოტენციალის კონცენტრირება უნდა მოახდინოს იქ, რომ მტერი შეაჩეროს.
უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, მოსკოვამდე და უფრო შორსაც მიაღწიონ - ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინულ უპილოტო თვითმფრინავებს მოსკოვამდე და მის შორსაც ფრენა შეუძლიათ. „ისინი აღწევენ მოსკოვს და უფრო შორს”, - განაცხადა ბუდანოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში. მან უარი თქვა უკრაინული დრონების განლაგების ოპერაციების დეტალებზე საუბრისგან. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში „უსაფრთხოების წესები“ „ძალიან ხშირად“ ირღვევა. ამავე ინტერვიუდან: რუსეთმა შეტევა შეაჩერა, თავდაცვაზე გადავიდა გარდა ორი სექტორისა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი
NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს ბრიტანულმა და გერმანულმა მებრძოლებმა დაბრკოლება შეუქმნეს
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნავს ბრიტანეთის საჰაერო ძალები. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. ამავე თემაზე: NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ
ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2005 წელს დაბადებულმა პირმა მეზობელს სახის არეში ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი - 1952 წელს დაბადებულ ლ.ხ.- სანადირო თოფიდან გასროლით, სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
G7-ის ქვეყნები მკაცრ ზომებს მიიღებენ მათ მიმართ, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება
G7-ის(დიდი შვიდეულის) წევრი სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ მათ მიმართ, ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში. კომუნიკეში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთისთვის იარაღით დახმარება და სანქციებისთვის თავის არიდების ხელშეწყობა ყველას ძვირად დაუჯდება. განცხადების ავტორებმა მიუღებელი უწოდეს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას და განზრახვას, ბელორუსში განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16-17 აპრილს იაპონიაში გაიმართა.
კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ოკუპირებულ ხერსონსა და ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა
პუტინი სამხედრო დაჯგუფების, „დნეპრის“ შტაბში იმყოფებოდა. კრემლის განცხადებით, მან რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ტეპლინსკის, დაჯგუფება „დნეპრის“ სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ მაკარევიჩისა და სხვა მეთაურებისგან ანგარიშები მოისმინა. ინფორმაციაში არ არის მითითებული როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში. მისივე თანახმად, ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა ლუგანსკის ოლქშიც, სადაც „ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის შტაბში მოისმინა ამ მიმართულების ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინის და სხვა მეთაურების ანგარიშები“. მისივე თანახმად, „სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად გადასცა ხატების ასლები“. ერთი თვის წინ, 19 მარტს, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა. უკრაინის დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსეთმა 2022 წლის მაისში დაიკავა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 183 130-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 661 ტანკს, 7 098 ჯავშანმანქანას, 2 810 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 676 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 330 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბლინკენის თქმით, სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ბლინკენის თქმით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ. გაეროს ცნობით, სუდანში შეტაკებებისას დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა 1800-ს აჭარბებს. მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.
ბრაზილია მექანიკურად იმეორებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას - კირბი
ვაშინგტონმა მწვავედ გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც შეერთებული შტატები უკრაინაში ომის წახალისებაში დაადანაშაულა. ლულა და სილვას კომენტარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თებერვალში ჩინეთმა გამოაქვეყნა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ცალსახად არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისკენ. „ბრაზილია მექანიკურად აწარმოებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას ფაქტების გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. კირბიმ აღნიშნა, რომ ლულას კომენტარები "უბრალოდ მცდარი იყო". „არ ვიცი, როგორ ან რატომ მივიდა მან ამ დასკვნამდე, მაგრამ სრულიად არ ვეთანხმები“. ბრაზილია არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უარი თქვა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიაში ლათინური ამერიკის ტურნეს დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთი „მადლიერია ბრაზილიელი მეგობრების, რომლებიც მკაფიოდ აცნობიერებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციას.
აშშ ჰააგაში პროკურორს გზავნის
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჰააგაში გამოცდილი პროკურორის გაგზავნას გეგმავს. ამერიკელი ოფიციალური პირი ჰააგაში რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ჩავა. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ორშაბათს უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, „ამ პარტნიორობის შემდგომში გასაძლიერებლად, იუსტიციის დეპარტამენტი დეტალურად მიავლენს“, - აღნიშნა გერლანდმა. მან განმარტა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი განთავსდება ჰააგაში, ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოში. გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ამ ზაფხულს გაგზავნოს თავისი რეზიდენტი იურიდიული მრჩეველი საელჩოში, კიევში. „ის იმუშავებს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მართლმსაჯულების სექტორის სხვადასხვა რთულ საკითხებზე“, - აღნიშნა გერლანდმა.