ძებნის რეზულტატი:
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს, ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს. მისივე თქმით, ხსენებული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა. „მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა. სომხეთი უარყოფს რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და აცხადებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებულნი.
7000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში კომისარმა ოლეგ კოტენკომ 18 აპრილს განაცხადა, რომ 7000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დაახლოებით 60-65% ტყვეობაში იქნება, დანარჩენი კი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ვეძებთ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ნამდვილად არიან დატყვევებულები (და არა დაღუპულნი)“ - განაცხადა კოტენკომ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 2235 სამხედრო ტყვე დააბრუნა, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აპრილს.
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად" შეაფასა. „საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგისტრაციის დაწყების წინ. დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.
ინვესტიცია უკრაინაში: იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც $23 მილიონი გამოყო ომის რისკების დასაფარად
იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ინვესტიციების დროს 23 მილიონი დოლარი შეიტანა ომთან დაკავშირებული რისკების დასაფარად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იაპონია პირველი ქვეყანაა, რომელმაც 23 მილიონი დოლარი შეიტანა უკრაინაში ინვესტიციების დროს ომის რისკების დასაფარად“, - განაცხადა შმიგალმა. მან განმარტა, რომ MIGA-ს კონტრიბუცია საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს კერძო უცხოური ინვესტიციები ბევრად უფრო მარტივად. 14 აპრილს უკრაინის რეკონსტრუქციის სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. თანხები მოხმარდება საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. MIGA, მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ხუთი ინსტიტუტიდან ერთ-ერთია. MIGA დაარსდა 1988 წელს განვითარებად ეკონომიკებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ვალუტის კონვერტაციისა და ფულადი გზავნილების შეზღუდვების, მთავრობის მიერ ხელშეკრულებების დარღვევის, ექსპროპრიაციის, ომისა და სამოქალაქო არეულობის რისკების შემცირების გზით. დაარსების დღიდან MIGA-მ თითქმის 70 მილიარდი დოლარის გარანტია მისცა 122 განვითარებად ეკონომიკაში 1000-მდე პროექტის მხარდასაჭერად. MIGA-მ განსაზღვრა სამიზნე ფონდი უკრაინის რეკონსტრუქციისა და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის (SURE).
პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმება მიღწეულია
პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით. პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. ბრიუსელზე ძლიერდება ზეწოლა, რათა ევროკავშირის მასშტაბით იპოვოს გამოსავალი მას შემდეგ, რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინულ მარცვლეულზე აკრძალვები შემოიღეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.
შვედური Absolut Vodka რუსეთში პროდუქციის ექსპორტს შეწყვეტს
შვედური არყის ბრენდი Absolut Vodka კიდევ ერთხელ რუსეთში ექსპერტს კიდევ ერთხელ შეწყვეტს. კომპანიამ თავდაპირველად ექსპორტი 2022 წლის მარტში შეაჩერა, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაგრამ მისმა მფლობელმა კომპანიამ, Pernod Ricard-მა დაადასტურა, რომ ზოგიერთი ექსპორტი განახლდა, რამაც ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განმარტა, რომ ის იყო „ძალიან გაკვირვებული“ იყო იმის მოსმენით, რომ მწარმოებელმა განაახლა ექსპორტი რუსეთში. Pernod Ricard-მა ახლა გამოაცხადა, რომ მათ კვლავ შეაჩერეს Absolut Vodka-ს ექსპორტი, რათა თანამშრომლები და პარტნიორები კრიტიკისგან დაიცვან.
NATO-ს გენმდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს „კიდევ მეტი გააკეთონ“, როცა საქმე ეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ, განაცხადა სამშაბათს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შეერთებული შტატების გაჟონილ დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციაზე, რომელიც ვარაუდობს, რომ უკრაინას შესაძლოა, მალე ამოეწუროს საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარება გადამწყვეტი იქნება უკრაინელების პოზიციების დასაბრუნებლად. „ჩვენ ვაღიარებთ უზარმაზარ რაოდენობას იარაღს, საბრძოლო მასალას, მარაგს, რომლებიც უკვე მიეწოდება უკრაინას, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და განმარტა, რომ ეს აუცილებელია, რადგან უკრაინამ თავისი ტერიტორიების გათვისუფლება შეძლოს.
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გერმანიის მთავრობის ყოველკვირეული განახლების თანახმად, გერმანიამ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და მისთვის განკუთვნილი რაკეტები. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინმა კიევს გადასცა 16 Zetros ტიპის სატვირთო და ორი საზღვრის დაცვის მანქანა. გერმანია უკრაინას ხსენებული ბატარეის მიწოდებას იანვარში დაჰპირდა. პატრიოტის სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი აშშ-ში. არსენალი, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. Patriot-ის მიზანია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაცვა რეგულარული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა სწავლება ამ სისტემებზე.
ზელენსკიმ და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე იმსჯელეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან განიხილა რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერების საკითხი. განსაკუთრებით კი, ეს ეხება ნავთობისა და გაზის სექტორს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ფრონტზე არსებულ ვითარებას და უკრაინის თავდაცვის გადაუდებელ საჭიროებებს, რაც მოიცავს ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საჰაერო თავდაცვასა და თვითმფრინავებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ კევინ მაკარტი უკრაინაში მიიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. "ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, ერიკა ოლსონი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა 17-18 აპრილს. ის შეხვდა სომხეთის ოფიციალურ პირებს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილა სომხურ-ამერიკული ორმხრივი თანამშრომლობა და აშშ-ის დახმარება სომხეთ-აზერბაიჯანის დიპლომატიური მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ნათქვამია სომხეთში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ ბელორუსის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის გაიწვია ბელორუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი. მანამდე, 18 აპრილს, ბელორუსის ლიდერმა ლუკაშენკამ მინსკში უმასპინძლა რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ დენის პუშილინს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრა დაგმო და დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა. კიევში განაცხადეს, რომ არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ, უკრაინის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ პუშილინთან შეხვედრა იყო ბელორუსის მხრიდან მორიგი არამეგობრული აქტი, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის მხარდაჭერისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მინსკს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსი ოფიციალურად არ შეუერთდა რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, მან უფლება მისცა რუსეთს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.
უკრაინა: ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „საჰაერო სარდლობის ოდესის საზენიტო- სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა 12 Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მოლდოვა უკრაინას 3 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია მოამზადა, რომელსაც ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ European Pravda მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის გამოყოფას, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიონ მოლდოვურ ლეის (3,04 მილიონი ევრო) აღემატება. პაკეტში შედის როგორც პირადი ჰიგიენის საშუალებები (სარეცხის საპონი, პირსახოცი, პორტატული ტუალეტი), ასევე იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი განსახლების საშუალებებს (კარვები, ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, მობილური ელექტროსადგურები, სამედიცინო საშუალებები). ტრანსპორტირების ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან დაიფარება.
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის ცხზრა ცალი ყალბი კუპიურა და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Reuters: სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესაძლებლობის ფანჯარა პირველად გახსნა
სამხრეთ კორეამ შესაძლოa, გააფართოვოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ფარგლებს გასცდეს, თუ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს მაშინ, როცა დაახლოებით ერთი წლის წინ ლეტალური დახმარების შესაძლებლობა გამორიცხა. „თუ შეიქმნება სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ გაამართლებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება, ჩვენთვის რთული გახდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა გაახანგრძლივა რუსეთთან დაკავშირებული გემების აშშ-ის პორტებში გადაადგილების აკრძალვა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აკონგრესს 2022 წლის 21 აპრილს დებულების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ აცნობა, რაც რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლას უკრძალავს. გადაწყვეტილების თანახმად, ვერცერთი რუსული დროშის ქვეშ მცურავი, რომელიც რუსეთის საკუთრებაშია ან მართავს რუსეთთან ასოცირებული პირი, ვერ შეძლებს, შევიდეს აშშ-ის პორტში 2022 წლის აპრილში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტებმა ასევე დაუხურეს წვდომა რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 183 750 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 665 ტანკს, 7 110 ჯავშანტექნიკას, 2819 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 692 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2376 უპილოტო საფრენ აპარატს, 911 ფრთოსან რაკეტას და 538 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა
მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "ვაზიანის პოლიგონზე „გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი. ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით. საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის. აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით. გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“, – აცხადებენ მერიაში.
მანჰეტენზე პარკინგის შენობა ჩამოინგრა
სამშაბათს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პეისის უნივერსიტეტთან და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან, ოთხსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ვიდეომასალაში ჩანს, რომ ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ოთხი გადაიყვანეს რეგიონის საავადმყოფოებში, ხოლო მეხუთე პირმა, რომელიც დაშავდა, უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე. პარკინგის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია არაერთი ავტომანქანა.