ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ ცხინვალში შშმ პირის მკვლელობამ აღშფოთება გამოიწვია
ოკუპირებულ ცხინვალში, ორშაბათს საღამოს დანით მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან ვალიევი. შშმ პირის მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ცხინვალები ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავებას მოითხოვდნენ. ვალიევს სასიკვდილო ჭრილობა ქუჩაში დანით მიაყენეს. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის მიმართ ძებნა გამოაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი შუაღამით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა. „დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა. მანამდე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინცინდენტში მონაწილე ორი პირი უკვე დაკავებული ჰყავდა, მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი სიუკაევის მიმართ კი ძებნა იყო გამოცხადებული. ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ალან გუჩმაზოვმა განაცხადა. რამდენიმე საათის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სიუკაევი დააკავა, რომლის მიმართაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სიუკაევი ჩვენებას დე ფაქტო პროკურატურის გამომძიებლებს აძლევს. წყარო - რადიო თავისუფლება
უკრაინა: რუსეთის ძალებმა ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ოთხი სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "57-ჯერ გავხსენით ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინული ჯარის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები", - ნათქვამია ინორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ჩრდილოეთ კორეაში 10 000 თანამედროვე სახლის აშენება იზეიმეს
ჩრდილოეთ კორეამ კვირას გამართა საზეიმო ცერემონია, რათა 10,000 ახალი თანამედროვე სახლის დასრულება აღენიშნათ. იტყობინება სახელმწიფო მედია KCNA. ლიდერი კიმ ჩენ ინი ცერემონიაში სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდა. 2021 წელს ჩრდილოეთ კორეამ დედაქალაქში ხუთი წლის განმავლობაში 50 000 ახალი ბინის აშენების გეგმის შესახებ გამოაცხადა. კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბინების მშენებლობის პროექტი დიდი ხნის სანუკვარი გეგმაა, რომელიც წინ მიიწევს როგორც „უმაღლესი პრიორიტეტი“. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი იდეა, რომ ფხენიანი „მსოფლიოში ცნობილ“ ქალაქად აქციოს. თებერვალში დაიწყო პროექტი, რომელსაც სახელმწიფო მედია ასე აღწერს: „სოციალიზმის კიდევ ერთი მდიდრული ქუჩა, რომელიც ხალხის ბედნიერებით არის სავსე".
დანილოვი უკრაინის კონტრშეტევაზე საუბრობს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი კონტრშეტევაზე საუბრობს. მისი თქმით, კონტრშეტევას მაშინ დაიწყებენ, როცა ამისთვის მზად იქნებიან. მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე ქვეყანა მიაღწევს სამხედრო მზადყოფნის საჭირო დონეს. Associated Press-თან ინტერვიუში, დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას მოკავშირეები ეხმარებიან შეტევის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის, მძიმე ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში. დანილოვმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე უკრაინის იარაღის ამჟამინდელ მარაგთან დაკავშირებით და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ეს საკმარისი იქნება რუსეთის შეჩერებისთვის”. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება - „დიდი შვიდეული“
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიაში გამართულ შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში. "რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განზრახვა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე.
ორშაბათიდან თბილისის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება - კალაძე
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან, 24 აპრილიდან თბილისში დაიწყება ქუჩების მორეცხვა, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება. "ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან, ჩვენ, უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ. მერიაში ამბობენ, რომ მორეცხვის სამუშაოები ღამით 12:00 საათიდან დაიწყება და დილის რვის ნახევრამდე გაგრძელდება.
ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან, უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 2 235 ადამიანი დააბრუნა
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ ტყვეობიდან 2000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „24 თებერვლიდან უკრაინამ რუსუთის ტყვეობიდან 2 235 უკრაინელი კაცი და ქალი დააბრუნა. ყველა გვახსოვს, ყველას დავაბრუნებთ“, - დაწერა ზელენსკიმ. ინფორმაციისთვის, ტყვეების სააღდგომო გაცვლის შედეგად, უკრაინამ 130 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა. გასულ კვირას რუსული ტყვეობიდან 230 უკრაინელი დაბრუნდა
პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის პრეზიდენტის დეგრადაციაზე მიუთითა. ამის დასტურად პოდოლიაკმა ის ფაქტი მოიყვანა, რომ მსი შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას დღეს აღარავინ ელოდება, არცერთი აქტორი, განსხვავებით გასული წლისგან. „პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია. ერთი წლის წინ, მის განცხადებას მსოფლიო ელოდა. ახლა - აღარ. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს. მასობრივი მკვლელობების ავტორისთვის მხოლოდ "სპეციალური ტურია" ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა უკანასკნელად დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. კრემლმა 18 აპრილს განაცხადა, რომ პუტინი ოკუპირებულ ხერსონსა და ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა.
სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა. "აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.
კიშინიოვმა რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა
17 აპრილს, რუსეთის დელეგაცია, თათრეთის ავტონომიის ლიდერ, რუსტამ მინიხანოვის ხელმძღვანელობით და თათრეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩაფრინდა მოლდოვის ნახევრადავტონომიურ გაგაუზიაში, მაგრამ დელეგაციას თვითმფრინავიდან გადმოსვლის უფლება არ მისცეს. თვითმფრინავი, რომელშიც მინიხანოვი იჯდა, კიშინიოვიდან რუსეთში დაბრუნდა. Reuters-ი წერს, რომ მოლდოვამ რუს პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. მოლდოვა აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტი 30 აპრილისთვის დანიშნული გაგაუზიის ავტონომიის ლიდერის არჩევნებში, პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ პეტროვის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კიშინიოვმა მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში, რასაც რუსეთი უარყოფს. მინიხანოვმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საშუალებითაც, მომხდარს სამწუხარო უწოდა. ინფორმაციისთბვის, გაგაუზია, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ავტონომიური რეგიონია მოლდოვის სამხრეთით. Reuters-ი წერს, რომ ტერიტორია პრორუსუალდ განწყობილი თურქი მოსახლეობით არის დასახლებული.
გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია დანიშნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. "აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა. ცნობილი ფილოლოგი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა. გია მურღულია, ასევე, არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, „ციფრული ნავსადგურები - Digital Ports I“ ფაზის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ იმპლემენტაციის პროცესის ფინალურ ეტაპს მოიცავს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ასევე საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები, პარტნიორები და სამუშაო ჯგუფის წევრები. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის მიმართ, საერთაშორისო დონეზე ინტერესია გაზრდილი და ამიტომ, აუცილებელია, რომ ეფექტური და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ. ჩვენ დავნერგავთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბი,“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ (MSW) დანერგვის პროცესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამისა და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს როგორც პროგრამულ, ისე სისტემის მატერიალურ უზრუნველყოფას. „აქვე ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, EXBS-ისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, უკვე დაწყებული აქვს საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემისდანერგვის პროცესი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD) მხარდაჭერით, განხორციელდა „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ უშუალო განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავება, ხოლო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის - DAI ფარგლებში შეფასდა „საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპის“ იმპლემენტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების რელევანტურობა, ასევე შემუშავდა გემის აგენტების პროგრამის რეგულირების მექანიზმი და საწვრთნელო პროგრამა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია MSW დანერგვის პროცესში. პროექტი, ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, სანავსადგურე სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ციფრული პორტები“ გულისხმობს საპორტე სექტორში სახელმწიფო სერვისების გაციფრულებას და ერთი ონლაინ-პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში (MSW) გაერთიანებას. აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს საქართველოს ნავსადგურებში გემის შესვლა/გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სანავსადგურე და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ხელს შეუწყობს უწყებათაშორის კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს პორტებში საჭირო პროცედურების დროს. აღსანიშნია, რომ „ერთი ფანჯრის სისტემის“ - „ციფრული ნავსადგურების“ დანერგვით, სრულად შესრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით საზღვაო სფეროში გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები. ქვეყნის საზღვაო სექტორი უპასუხებს ევროპულ სტანდარტებს, საპორტო სისტემები კი თავსებადი იქნება ევროპულთან. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის პროექტი არამხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ციფრული ჰაბის ფორმირებასაც შეუწყობს ხელს, რაც გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას. პროექტს განახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული საკონსულტაციო კომპანია Hamburg Port Consulting (HPC), რომლის წარმომადგენლებმაც, ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის განხორციელების დეტალური გეგმა, მოსალოდნელი შედეგებისა და გამოწვევების გათვალისწინებით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას. "ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას. აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.
პრემიერი: ძალიან მალე გამოვიტანთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას
პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, - განაცხადა 18 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ცნობისათვის, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს როგორც ცნობილია, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - კეზერაშვილი
უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს, - "ფორმულას" დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ფორმულასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული "მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია ფორმულას მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
ქალაქების და კურორტების განვითარებისთვის ერთი მილიარდი ლარი გამოიყოფა
ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5 წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება. „მე მინდა რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი და გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ, დავაანონსებთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით, ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5 წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მე მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი ეს არის ჩვენი გეგმა. როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონი ლარი გამოიყოფა წელსვე, სამუშაოებს დაიწყებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ძალიან მალე ვიხილავთ შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, სურსათზე. „მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
კვიპროსის უმსხვილესი ბანკი რუსი მომხმარებლის ანგარიშებს ხურავს
კვიპროსის უმსხვილესმა ბანკმა რუს მომხმარებლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათი ანგარიშები დაიხურება. Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემის თანახმად, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთისგან სანქციების თავიდან ასაცილებლად, ბანკმა გასული კვირიდან დაიწყო რუსი კლიენტების წერილობით გაფრთხილება. მისივე თანახმად, 2022 წელს, კვიპროსის ბანკის დეპოზიტებზე რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ 700 000 ევროზე მეტი, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, Bank Of Cyprus-ში ანგარიშები აქვს კვიპროსზე მცხოვრები რუსების დაახლოებით 15%-ს. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ, კვიპროსის მოქალაქეობა რუსეთის 2886 მოქალაქეს, მათ შორის არაერთ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული
სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურები 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან. „მე მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული და გახსნილი, ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი-პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ალბათ ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები აი ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან აი ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა. ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონრები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და ახლა ბიბისიმ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით. ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით. ამის თაობაზე მინდოდა ჩემი მხრივ გამეკეთებინა კომენტარი, მინდა ჩვენს საგამოძიებო სამსახურებს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ მეტად რთული გამოძიების საქმეში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.