ძებნის რეზულტატი:
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დამსახურების მიხედვით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. „ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დამსახურების მიხედვით შეძლოს წარმატების მიღწევა და გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა“, - წერს რინკევიჩსი Twitter-ზე. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ევროკავშირის საბჭო ილია დარჩიაშვილთან დისკუსიაზე: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, მნიშვნელოვანი ელემენტებია გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის
ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა კვლევების ისტორიაში უმაღლეს ნიშნულზეა - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% ან „სრულად“ (75%) უჭერს მხარს“ ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ბლოკში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. „აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. მისი თქმით, „ახლა მთავრობის ლიდერებს ევალებათ, ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილონ. ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში. „ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა ნიქსმა. გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. ქართველების 42 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს. 1972 წელს დაბადებული, ე.კ., 1994 წელს დაბადებული ქ.ბ., 1987 წელს დაბადებული ნ.დ. და 2004 წელს დაბადებული დ.ს., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები - ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ. აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ - დავითაშვილი
განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ, ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მსოფლიოდან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კონსერვატიული შეფასებით, კონცერტებს დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომიკური ეფექტი ექნება. „ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან. მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, მას ექნება დაახლოებით ასი მილიონი ლარის ეფექტი ეკონომიკაზე. იქნება სერიოზული სტიმული ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან შემსრულებლების მოსასმენად ჩამოვლენ ვიზიტორები არაერთი ქვეყნიდან. ეს არ არის მოკლევადიანი, მხოლოდ წელს დაგეგმილი ღონისძიებები. თუ გვინდა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის და ცნობილი შემსრულებლები ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში, ეს უნდა ვაკეთოთ რეგულარულად. Starring Georgia-ს იდეა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ წელს ვიწყებთ მაღალი დონის შემსრულებლებით და მომავალ წლებში კიდევ უფრო პოპულარულ შემსრულებლებს ჩამოვიყვანთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია - IRI-ის კვლევა
IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. ამასთან, კვლევის მიხედვით, ნოემბერის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტია „ხალხისთვის“ და პარტია „მოქალაქეებს“, ამ პარტიებს IRI-ის კვლევის მიხედვით 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. IRI-ის კვლევის თანახმად 1%-იანი მხარდაჭერა აქვს შემდეგ პარტიებს: ალტ-ინფოს „კონსერვატიულ მოძრაობას“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ევროპულ საქართველოს“. IRI-ის ახალ კვლევაში ასევე გაზომილია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ რეიტინგიც. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს 1%-ზე ნაკლები უჭერს. ამასთან გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემდა. ამავე კვლევის თანახმად, პარტიებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39% და „ქართულ ოცნებას“ – 34%. IRI-ის ახალ კვლევაშიც გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია გამოხატავს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91% მოწონების მიხედვით პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ასახეელბს. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახი კალაძეა - 52%, კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს - 48%, მის შემდეგ ადგილს კი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - 43%. გამოკითხულთა 36%-36% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ. მათ შემდეგ კი 35%-ით რეიტინგში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს
RI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, მესამე კი 63 %-ით ქართულ პოლიციას. შემდეგ 62 %-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება. 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს, 41 % - პრემიერ-მინიტრის ოფისს, 39 % - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 39 % - სასამართლოებს, 36% - ეროვნულ ბანკს, 36% - პარლამენტს, 36% - პროკურატურას, 32 % კი - პოლიტიკურ პარტიებს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტის აზრით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI-ს კვლევა
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტი კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს კითხვაზე, საერთო ჯამში, რას იტყოდით, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, სწორი თუ არასწორი მიმართულებით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სწორი მიმართულებით – 30%, არასწორი მიმართულებით – 62%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%. ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობას, ოპტიმისტური განწყობა აქვს 55 პროცენტს, ნეიტრალური 31 პროცენტს, 12 პროცენტს კი პესიმისტური. ასევე, გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნისთვის დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. კითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა თქვენი ქვეყნისთვის, პასუხები ასე გადანაწილდა: დიახ, მმართველობის საუკეთესო ფორმაა ჩემი ქვეყნისთვის – 77%, არა, მმართველობის სხვა ფორმები თანაბრად კარგი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის – 8%, არა, მმართველობის სხვა ფორმები უკეთესია, ვიდრე დემოკრატია – 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე- 9%. გამოკითხულთა 23 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსები ხელს უწყობენ კონსენსუსს, 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელს უწყობენ მეტ პოლარიზაციას, ხოლო 10 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის - IRI
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტის აზრით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI-ს კვლევა კითხვაზე : „ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს“, 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა - ირანი, 3-3 %-მა -სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, 2-2 %-მა - უკრაინა და ჩინეთი, 1-1 %-მა - ისრაელი, უნგრეთი და გაერთიანებული სამეფო, 1 %-მა - არცერთი. ამასთან, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორია ჩვენი მთავრობის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი?“ - გამოკითხულთა 17%-მა უპასუხა, რომ პროდასავლური, 25%-მა - პრორუსული, 21% მიიჩნევს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული და 20% უპასუხა, რომ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური, 17%-მა განაცხადა, რომ არ იცის/არ სურს პასუხი. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს - საქმე ე.წ. ქოლცენტრებს ეხება
ალბათიში საქართველოს 24 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს. ყახაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტერნეტთაღლითების ქოლცენტრში მუშაობდნენ. რადიო თავისუფლების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ. ყაზახური მედიის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითებთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოვლინდა - ისინი თავს ბანკის თანამშრომლებად წარმოადგენდნენ და ყაზახეთის მოქალაქეებს ონლაინ სესხებს უფორმებდნენ.
NATO-ში გაწევრიანებას 80% უჭერს მხარს - IRI
კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მსგავსად, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვიც (80%). „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხულთა 65% სრულად უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - „ნაწილობრივ". მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას. „რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება". ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ბლოკში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. „აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. მისი თქმით, „ახლა მთავრობის ლიდერებს ევალებათ, ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილონ. ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში. „ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა ნიქსმა. გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. ქართველების 42 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს. IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა. კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო .
ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მარტში 412.20 მილიონი ლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 412.20 მლნ ლარით (0.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 44.87 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.08 მლნ ლარით (1.12%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 137.12 მლნ ლარით (0.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.09%-ით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.39 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით მეტი). 2023 წლის მარტის განმავლობაში 1.03%-ით, ანუ 246.27 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 24.08 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.45 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით).
თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 269 მილიონი ლარით შემცირდა - ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62 პროცენტით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით – 1.28 პროცენტით შემცირდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსთვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.83 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.56 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.13 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.81 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.43 პროცენტი შეადგინა.
რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება
IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია, რუსეთის მიმართ თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობა კი, შემცირებულია, რაზეც ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რიგი ფაქტორები მოქმედებს. Europetime-თან ინტერვიუში, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული არაადამიანური და უსამართლო ომი უკრაინაში, რითაც მოსკოვი საერთაშორისო სამართლის სრულ იგნორირებას ახდენს: „აქედან გამომდინარე, ექსპერტი ასკვნის, რომ ამ ფაქტორებმა იმოქმედა მოსახლეობაზე. მეორე ფაქტორი, რომელსაც ექსპერტი შენიშნავს, შემდეგია: „ხალხი დაიძაბა, დაფიქრდა, ხედავენ, რომ ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენა იზრდება და ამის გარშემო კიდევ უფრო მეტი დისკუსია, ახსნა-განმარტება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს უწევთ თავის ცნობიერებაში არჩევანის გაკეთება - ღირს თუ არა რუსეთთან რაღაც ურთიერთობების გაგრძელება თუ ნებისმიერი სახის ურთიერთობებს მიყავს საქართცელო საბოლოო ჯამში რუსეთის დაქვემდებარებისკენ, ასეთი აღარ უნდათ. მე ვფიქრობ, აქედან გამომდინარეობს რუსეთთან თანამშრომლობის შემცირება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ზრდას, მკვლევარი ამის დამატებით მიზეზებზეც მიუთითებს. მისი შეფასებით, რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება. „ხალხმა დაინახა, რომ მართლა გამოჩნდა ევროკავშირში გაწევერიანების შესაძლებლობა და იმედიც გაეზარდათ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. მისივე თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა და რუსეთის მხარდაჭერა ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციებია და რაც უფრო იზდრება პირველის მიმართ მხარდაჭერა, მცირდება ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესი. „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი“, როგორც ფაქტორი“ კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი. „ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ. ამასთან, რა თქმა უნდა ამ დისკუსიებმა გამოაჩინა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი და ის რომ, ხელისუფლების განშტორებას „ხალხის ძალას“ რეალურად არ აქვს რაციონალური საფუძველი, თუ რატომ აჟღერებს ევროსკეპტიკურ აზრებს“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. საბოლოო ჯამში, ექსპერტი ფიქრობს, რომ „მოხდა ამ ძალის დისკრედიტაცია, გამოჩნდა, რომ მოქმედებენ საქართველოს საზიანოდ: „არ აქვს მნიშვნელობა, გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად, ისინი პარლამენტში მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ხალხმა რეალურად გააკეთა თავისი არჩევანი, დაინახეს, ვინ რას წარმოადგენს“, - ამბობს მკვლევარი. კვლევის ჩატარების პერიოდი და „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა პარლამენტში ნიშანდობლივია, რომ IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა იმ დროს, როცა „უცხოური აგენტების კანონის“ შესახებ კანონპროექტზე დისკუსია გამძაფრებული იყო და საინფორმაციო ბრძოლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. კახა გოგოლაშვილის თქმით, მოსახლეობა სწორედ მაშინ იყო კონცეტრირებული მიმდინარე პროცესებზე, რამაც სავარაუდოდ, იმოქმედა ხალხის მიერ გაკეთებულ სწორ არჩევანზე. ინფორმაციისთვის, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. „აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას. 77% ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. „რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება". ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის. შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან (34% – სრულად, 25% – ნაწილობრივ) 53-მდე (26% – სრულად, 27% – ნაწილბროვი). საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას 13% ემხრობა. ბიზნესის რეგისტრაციის უფლებას - 7%; უძრავი ქონების შეძენის უფლებას - 4%; არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი - 79%. ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში. „ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა სტივ ნიქსმა. კერძოდ, პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: რუსეთის მოქალაქეებს ძლიერ მიესალმება – 4%, როცა წინა წლის სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა. IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა. კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო.
პოლიციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 აპრილს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს. 80 წლის ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. „როდესაც ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის. ისევ ვაგრძელებთ. საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ მომდევნო წლებში გვექნება მეტი თავისუფლება თუ ნაკლები თავისუფლება, მეტი უფლება თუ ნაკლები. მე ვიცი, რა მინდა იყოს პასუხი და ვფიქრობ, რომ თქვენც იცით. გულდამშვიდებულად ყოფნის დრო არ არის, ამიტომაც ვაპირებ ხელახლა არჩევისთვის კენჭისყრას. შემოგვიერთდით, დავასრულოთ საქმე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.
უკრაინაში დააყადაღეს კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის მეუღლის აქტივები, რომელთა ღირებულებაც $27 მლნ-ს შეადგენს
უკრაინაში დააყადაღეს ყოფილი ტელეწამყვანის, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსის, კრემლის მომხრე ვიქტორ მედვედჩუკის, მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს აქტივები, რომელთა რომელთა ღირებულებაც 27 მლნ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU-მ) განაცხადა. საუბარია ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოს, ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნის აქციების 13,7%-ზე. როგორც ირკვევა, მარჩენკო ამ აქციებს ფლობს ოთხი ოფშორული კომპანიის მეშვეობით. მარტის ბოლოს უკრაინაში დააყადაღეს მარჩენკოს აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 11,9 მილიონი დოლარს შეადგენს. თებერვალში სასამართლომ დააყადაღა მარჩენკოს ქონება, რომლის ღირებულება 152,4 მილიონი დოლარია. მარჩენკო ეჭვმიტანილია მოქმედებების დაფინანსებაში, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან ჩამოგდების ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიის საზღვრის შეცვლის ან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით. რაც შეეხება მედვედჩუკს, მისი პარტია უკაინამ აკრძალა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 2022 წლის აპრილში დააკავეს. სექტემბერში უკრაინის მხარემ მედვედჩუკი რუსეთს უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაუცვალა.
ვიოლა ფონ კრამონი: „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულად ჩავარდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. „ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა! სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ორგანიზაციის ცნობით, მხარდაჭერა წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება
ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. „დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მისი ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის მუშაობის გაგრძელებაში და გადამწყვეტი რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნავს პრემიერი.