ძებნის რეზულტატი:

საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალექეების სუდანიდან „გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევითა და დაგეგმვით“

საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით განხორციელდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა ხართუმიდან მოქალაქეების საევაკუაციო ოპერაციაში. „შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად საავიაციო სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათ ოჯახის წევრები. ასევე, ევაკუირებულნი არიან საქართველოს და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში 138 მოქალაქე, მათ შორის 25 ქალი და 12 ბავშვი“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „საქართველოს მოქალექეების გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევითა და დაგეგმვით". ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობას მოჰყვა მსხვერპლი. რიგმა ქვეყნებმა დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციაც განახორციელეს. ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.  Geo Sky-ის ხელმძღვანელმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების ავტობუსებით გამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავიაკომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. პროცესში ჩართული იყო უკრაინული მხარეც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5046 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5046 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5046 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5069 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება. „ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. კერძოდ, არსებითი პაკეტის მეშვეობით.მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებთან მიმართებით და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ ამ მისწრაფებების ასრულებაზე მუშაობთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მან ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და გაიხსენა უკრაინაში მისი ვიზიტიც. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.  

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად - ღარიბაშვილი

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს „მსურს მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმის, როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან, ყველა განზომილებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. „ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. კერძოდ, არსებითი პაკეტის მეშვეობით.მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებთან მიმართებით და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს საქართველოსთან პარტნიორობას ამ მისწრაფებების ასრულების პროცესში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა იცავს საკუთარ თავს, ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს

რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი – საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი, მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ. სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.  

სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ადმინისტრაციამ მხოლოდ ფოტოები გაავრცელა. პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია.  შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მერვე დღეა, მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა  

პიტერ სტანო: აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მკაფიო ევროპული მისწრაფებები აქვს

Europetime-თან საუბრისას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო, საქართველოში ევროკავშირისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ უახლესი კვლევის შედეგებს აფასებს. სტანოს შეფასებით, უახლოესი კვლევა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო მისწრაფების კიდევ ერთი  დადასტურებაა. სტანომ Europetime-თან საუბრისას, ასევე შეჯამა 24 აპრილს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. „ბოლო გამოკითხვა მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რაც მანამდეც აშკარა იყო - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მკაფიო ევროპული მისწრაფებები. გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში განიხილეს (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად) ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე განიხილეს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობა და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მნიშვნელოვანი მუშაობა რეფორმებზე; პრიორიტეტების შესრულების პროცესში პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება“,  - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება  

შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს

შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს. „შვედეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულ ხუთ ადამიანს სთხოვეს ქვეყნის დატოვება იმ ქმედებების შედეგად, რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან,” - წერია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, მანამდე ნორვეგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.  

რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრისას განხილული იყო მოახლოებული NATO-ს ვილნიუსის სამიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ კუთხით“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.    პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან.   „ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი,  რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიზიტითა და შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასევე პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის ღირებულებას და იმას, თუ რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის კომპონენტები და ის დინამიკა, რომელიც საქართველოს და NATO-ს აქვს მიმდინარე, მოცემულ მომენტში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა იცავს საკუთარ თავს, ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს  

მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმის გაღრმავება

ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ახლა, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. „ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. „ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება. პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა“, - წერს შარლ მიშელი. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს  

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გაზს უნგრეთსა და სლოვაკეთს სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიაწვდის

აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა. ალიევი ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.  

პუტინის მოსალოდნელი ვიზიტის წინ, სამხრეთ აფრიკას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვება სურს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. მისივე თანახმად, რამაფოსამ ეს განცხადება ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიაში მყოფ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიინისტო სამხრეთ აფრიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სამხრეთ აფრიკაში. რამაფოსამ და ნიინისტომ განაცხადეს, რომ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის რამდენიმე საკითხი და მათი თანამშრომლობის გზები განიხილეს, რათა კაცობრიობის წინაშე მდგარ ძირითად საკითხებზე, მათ შორის ომებზე, დაავადებებსა და კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ. რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

ევროკავშირი მოლდოვას თავდაცვის განვითარებისთვის €40 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოლდოვას, თავდაცვის პოტენციალის განვითარებისთვის 40 მილიონი ევრო გამოეყოფა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლაე პოპესკუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპის მშვიდობის ფონდიდან იქნება 40 მილიონი ევროს დახმარება. მადლიერება გამოვხატე ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იგივე მონდომებით, რათა ქვეყანა ევროკავშირში გავაწევრიანოთ“, - განაცხადა პოპესკუმ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე, ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.  

უკრაინა: ოკუპანტები აქტიურ შეტევით ოპერაციებს 3 მიმართულებით ატარებენ

რუსული ძალები აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით: ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. გრძელდება მძიმე ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა. „ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ ის სფეროები, რომლებშიც სანქციების ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რათა უზრუნველვყოთ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა, გლობალური ურთიერთობებიდან ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, სრული გამორიცხვით. სანქციების შესახებ ეს დოკუმენტი მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის - პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე იქნება. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აუცილებელი თავდაცვა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის” აღების ინიციატივით გამოდის.  

ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გაქვს პოლიტიკური ნება - კულება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე

ყველა, ვინც ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შეუძლებელია, ვურჩევ შეხედონ ფინეთის მაგალითს, - ამის შესახებ დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ყველა, ვინც ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შეუძლებელია, ვურჩევ, შეხედონ ფინეთის მაგალითს. ერთი წლის წინ, წარმოუდგენელი იყო, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ როდესაც არსებობდა პოლიტიკური ნება, ფინეთი NATO-ში მიიღეს. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გაქვს პოლიტიკური ნება, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, როგორც ფაქტი, რომ პოლიტიკური ნება ალიანსში საკმარისად არ არის“, – განაცხადა კულებამ. იენს სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი 4 აპრილს გახდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.     

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას „უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის“ აღების ინიციატივით გამოდის

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ევროპული ვიზების გაცემა ან, როგორც ვარიანტი, ვიზის გაცემისას მათგან “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებლის” აღება უნდა მოხდეს. ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ „სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი შემუშავდეს. ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ გასცემენ ტურისტულ ვიზებს და სხვა სახელმწიფოებმაც უნდა განიხილონ ეს შესაძლებლობა. „რუსებს არჩევანი ექნებათ, მეტი გადაიხადონ და რომი ნახონ ან ეკონომია გააკეთონ და მინსკში დაისვენონ”, - აღნიშნულია დოკუმენტში. სხვა რეკომენდაციებს შორის არის ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევა, ფიზიკური პირების სასანქციო სიის გაფართოება და რუსეთის ათი უდიდესი ბანკის წინააღმდეგ დამბლოკველი სანქციების შემოღება. შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება