ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის ხელმძღვანელობით, მასშტაბური წვრთნები - „დამცველი 23“ მიმდინარეობს
22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები დაიწყო. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით, 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით, 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს. პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი პოტენციური აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „დამცველი 2023“ - აშშ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას „წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. განახლება: პენტაგონის ვებგვერდზე აღარ არის მითითებული მონაწილე ქვეყნების სია. განმარტებულია, რომ მასალა რედაქტირებულია. „ბოდიშს ვიხდით იმ შესაძლო გაურკვევლობის გამო, რაც შეიძლება, ამას გამოეწვია“, - წერს პენტაგონი. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, ეს განმარტება ეხება თუ არა საქართველოსაც. სწავლებაში ამ დროისთვის მონაწილე ქვეყნების სიაში კი, საქართველო არ წერია: კერძოდ, ამჟამად, წვრთნებში მონაწილე სახელმწიფოებში შედიან, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები, თუმცა სია მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ევროპასა და აფრიკში აშშ-ის არმიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები დინამიკური და ხშირად ცვალებადი მოვლენაა, მონაწილე ქვეყნები კი, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო. ასევე წაიკითხეთ: დაბნეულობა სომხეთის მონაწილეობის შესახებ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში განახლება: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო წელს ოც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ამაში პრობლემას [ვერ ვხედავთ და] ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს საქართველო „Defender 23“-ში. „ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა 30 აპრილს, ქართული შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შემდეგ, მედიასთან საუბრისას. „ევროპის დამცველი 21“ – ში აშშ-ის პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში 25 სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი“ პირველად, 2020 წელს ჩატარდა. 2021 წლიდან, წვრთნები ოფიციალურად, ყოველწლიურად იმართება. ბმულზე ნახეთ „ევროპის დამცველი 22“-ის მონაწილეთა სიაც.
პეტრ ფიალა თოყაევთან შეხვედრაზე: ყაზახურ ნავთობს ჩეხეთისთვის რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება შეუძლია
ყაზახურ ნავთობს შეუძლია, ჩეხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს მას შემდეგ, რაც მან რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი შეწყვიტა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ცენტრალურ აზიის ქვეყანაში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და თქვენი ნავთობი შეიძლება, გახდეს მთავარი ფაქტორი ამ თვალსაზრისით“, - განუცხადა ფიალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჯომართ თოყაევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ყაზახეთი არის ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ნავთობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.„ჩვენ გვჯერა თანამშრომლობის უზარმაზარი შესაძლებლობების, რადგან ჩვენ ვშორდებით რუსულ ნავთობს“, - განაცხადა ფიალამ, რომელმაც Reuters-ის ცნობით, არ ისაუბრა ყაზახეთის ნავთობის შესყიდვების პოტენციური ზრდის დეტალების შესახებ. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით იწყებს BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მილსადენის ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
რუსი ჩოგბურთელი პოლონური ავიაკომპანიის რეისზე არ დაუშვეს - მედია
რუსი ჩოგბურთელი ვიტალია დიაჩენკო პოლონური ავიაკომპანია LOT-ის რეისზე არ დაუშვეს. დიაჩენკოს თქმით, უარის მიზეზი მისი რუსული პასპორტია. შედეგად, ჩოგბურთელმა თითქმის ერთი დღე გაატარა კაიროს აეროპორტში და დააგვიანა საფრანგეთის ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო. LOT Airlines-ს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რიგმა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა მათ ტურნირებში მონაწილეობა რუსეთის გუნდებს აუკრძალა. რუსი ჩოგბურთელებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ, ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. 32 წლის დიაჩენკო ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მსოფლიო რეიტინგში 250-ე ადგილზეა. მან საჯაროდ არ ისაუბრა უკრაინის ომისადმი მის დამოკიდებულებაზე. ცნობილია, რომ დიაჩენკოს მამა უკრაინაშია დაბადებული და აფრიკაში, გაეროს სტრუქტურაში მუშაობს.
აშშ, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ
ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იმ დროს, როცა თავმჯდომარის მოვალეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასრულებდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისკენ მოუწოდეს. აპრილში რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს. 15 ქვეყანა ამ ფუნქციას რიგრიგობით, ერთი თვის განმავლობაში ასრულებს. ბოლოს რუსეთი უშიშროების საბჭოს 2022 წლის თებერვალში თავმჯდომარეობდა. შეხვედრის გახსნისას ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო, ისევე როგორც ცივი ომის წლებში, სახიფათო ხაზს უახლოვდება. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გაეროში დასავლეთის ქვეყნების ძალიან ბევრი წარმომადგენელია და სხვა რეგიონებიდან ძალიან ცოტა წარმომადგენელი. ეს, ლავროვის თქმით, ძირს უთხრის მულტილატერალიზმის პრინციპს საერთაშორისო ურთიერთობებში. აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ამ თვეში თავმჯდომარეობს გაეროს, უხეშად არღვევს ორგანიზაციის წესდების პრინციპებს, ომის წამოწყებით, მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით და START-ის ხელშეკრულებიდან გასვლით. თომას-გრინფილდმა გაიხსენა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქეები - ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლ უელანი და ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. დიპლომატმა რუსეთს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თომას-გრინფილდი გაეროს რეფორმების მოწოდებით გამოვიდა, მას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაეთანხმნენ. მისი შეფასებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა უკრაინელებს და ეს კატასტროფა იყო თავად რუსეთისთვის. საფრანგეთის წარმომადგენელმა ნიკოლა დე რივიერმა გაიხსენა, რომ რუსეთი მანამდე არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მაგალითად, მან 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრაც მოიყვანა. რუსეთის მიერ ორგანიზებული დებატებისას, რომლის თემაც გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დაცვა იყო, ლავროვმა დასავლეთს უწოდა "უმცირესობა", რომელსაც არ აქვს "მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკის" უფლება. მან უკრაინაში ომის გამო აშშ დაადანაშაულა. ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთს ბრალი დასდო უპასუხისმგებლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომს უკანონო, არაპროვოცირებული და უსარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გაეროს წესდების დარღვევით, საერთაშორისო საზღვრები შეცვალოს. დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორტმა რუსეთის განცხადებებს „უკრაინული ნაციზმის“ და „ბიოლაბორატორიების“ შესახებ, და ყველა სხვა არგუმენტს, რომელიც რუსეთს აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად, სიცრუე უწოდა. გაეროში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა ულოფ სკუგმა 27-ივე წევრი სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ ცინიზმია, როცა რუსეთი ცდილობს, გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დამცველად წარმოაჩინოს თავი.
ყაზახეთში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება გააუქმეს
ყაზახეთი წელს გამარჯვების დღის აღლუმს არ უმასპინძლებს. ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. გადაწყვეტილება თანხის დაზოგვის მიზნით და „სხვა ამოცანების გამო“ მიიღეს. შეგახსენებთ, ლატვიის სეიმმა 20 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. მედია: 9 მაისს მოსკოვს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი უცხოელი ლიდერი ეწვევა
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 43 შეტევა მოიგერიეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. "ქართველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ. ეგვიპტიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების აქტიური ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და არცერთი საქართველოს მოქალაქე, დღეს, ამ მომენტისთვის, სუდანში არ იმყოფება", - თქვა მინისტრის მოადგილემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
რუსეთში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა
ვოლგოგრადის რაიონში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებსს. წინასწარი ინფორმაციით, შვეულმფრენი ვოლგოგრადის მახლობლად მდებარე დასახლებისკენ მიემართებოდა. სხვა დეტალებზე მედია არ წერს.
საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-28 აპრილს ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატი ლაჩინი-ხანკენდის გზაზე არსებულ ვითარებას განიხილავს. ფრანგი დიპლომატი ბაქოში შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. მინისტრი ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.
საპარაშუტო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს. კურსის პრაქტიკული ნაწილი მიწისზედა მომზადებას, პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსანტებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
ევროკავშირის საბჭო ილია დარჩიაშვილთან დისკუსიაზე: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, მნიშვნელოვანი ელემენტებია გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის
ევროკავშირის საგარეო საბჭოს შედეგების შემაჯამებელ პრესრელიზში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მისი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან გამართული დისკუსიისას დადასტურდა, რომ საქართველომ ძირითად რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრ ძირითად რეფორმებში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Politico: ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომით სარგებლობს
ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Politico-სთან ინტერვიუში. პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს. პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“.
აშშ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინას სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადასცემს
Abrams M1 ტიპის ტანკები, რომლებსაც აშშ მალე გაგზავნის გერმანიაში, გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინული ქვედანაყოფების საწვრთნელად და განსხვავდება საბრძოლო ტანკებისგან, რომლებიც უკრაინას ცალკე გადაეცემა. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ორშაბათს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს ტანკები [რომლებიც გაიგზავნება გერმანიაში] იქნება მხოლოდ საწვრთნელი მიზნებისთვის. ეს არ იქნება განახლებული ტანკები, რომლებიც საბოლოოდ მიდიან უკრაინაში", - განმარტა რაიდერმა. მისი თქმით, სასწავლო ტანკები აქტიური არმიის მარაგებიდანაა, მაგრამ ინვენტარის სხვა წყაროები ხელს შეუწყობს განახლებული ტანკების უკრაინაში მომზადებისა და გადატანის დაჩქარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ განახლებული ტანკები იწარმოება უკრაინის სპეციფიკაციებით და გამოყენებული იქნება რეალურ ბრძოლაში. რაიდერს ასევე აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალის საბოლოო წვრთნა ამერიკულ ტანკებზე, ისევე როგორც განახლებული Abrams M1 საბრძოლო ტანკები უკრაინას წლის ბოლომდე მიეწოდება. გენერალურმა მარკ მილიმ, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე წვრთნებს რამდენიმე კვირაში დაიწყებენ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელი ფარცხანაყანევი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 43 შეტევა მოიგერიეს "ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 688 ტანკი, 7 151 ჯავშანმანქანა, 2 863 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 291 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 437 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 784 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 345 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს
022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 3 მოკვლევა დასრულდა, ხოლო 2 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა 3 ბაზრის მონიტორინგი, დაიწყო 2 ახალი ბაზრის შესწავლა. უწყების მიერ გაცემულ იქნა 17 რეკომენდაცია: 1 - საწვავის ბაზარზე; 2 - ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 - ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და 1- მთარგმნელობითი-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში. „კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2023 წელს უფრო ძლიერი აღსრულების პოლიტიკით აღჭურვილი და ახალი ფუნქციებით ხვდება! 2022 წელი ჩვენი უწყებისთვის ტრადიციულზე უფრო აქტიური და სიახლეებით დატვირთული იყო. ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და 1 ნოემბრიდან აღსრულების პროცესი დავიწყეთ და პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადაიდგა. 2023-ში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე დანერგილია: ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაშვებულ იქნა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 50-70%-იანი ფასების შემცირება დაფიქსირდა. რეფორმები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა მედიკამენტების სამართლიან და კონკურენტულ ფასად შეძენა შეძლოს. 2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობ იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა ბაზარზე მთავარი კომპანიების განსხვავებული ქცევა და საკმარისი საფუძვლები აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი 5 საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაწყებულიყო“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამი მოკვლევა დახურეს - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე. „2022 წელს, დავიწყეთ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას. სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს. 2022 წლის 16-17 ნოემბერს, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. თბილისს სტუმრობდნენ 20-მდე ქვეყნის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირი, გაიმართა 6 პანელური სესია, რომელშიც 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, UNCTAD-ის და OECD-ის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებების პირველი პირები. ჩვენი მიზანია, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების თემაზე გამართული საერთაშორისო ღონისძიებების რუკაზე საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი. 2022 წელს, სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით TWINNING-ის პროექტი დაიწყო. აქტიურია თანამშრომლობა აშშ განვითარების სააგენტოსთან (USAID), რომელთა მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება,’’ - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. ვრცლად ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ: https://admin.competition.ge/.../9414b42ed2ca46ffa79f0fd3...
ზელენსკი: ტერორისტული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მთლიანად გაგვანადგუროს - გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს გასცემს. მისი ინფორმაციით,, ცნობილია მუზეუმის დაღუპული თანამშრომლისა და ათი დაშავებულის შესახებ. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები. „კუპიანსკი, ქალაქის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, გაანადგუროს: ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი ხალხი, კლავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც კი დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაუზარდოს - ბორელი
ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაუზარდოს, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 43 შეტევა მოიგერიეს "უკვე ვმუშაობთ შეთანხმების პირველი ნაწილზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინაში საბრძოლო მასალის გაგზავნის ხარჯების ანაზღაურებას ეხება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვის ერთი მილიარდი ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს, ამაზე მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - აცხადებს ბორელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინამ და ბულგარეთმა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს
უკრაინამ და ბულგარეთმა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს. მიზანი ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებაა. ეს საკითხი განიხილეს ბულგარეთში უკრაინის ელჩის, ოლესია ილაშჩუკისა და ვიცე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის ჰრისტო ალექსიევის შეხვედრაზე. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მდინარე დუნაის გასწვრივ ახალი მესამე ხიდის მშენებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლისა და ხალხის მზარდი ნაკადის მართვას და დაეხმარება უკრაინას აღდგენის პროცესში. „ჰრისტო ალექსიევმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის ძალისხმევას, უზრუნველყოს სოლიდარული დერეფნები სასურსათო უსაფრთხოებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთად იმუშაონ უკრაინასა და ბულგარეთს შორის სატრანსპორტო სერვისების გასაუმჯობესებლად და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს", - აცნობა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინულ მედიას.
რომის პაპი დენის შმიგალს უმასპინძლებს
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს 27 აპრილს, უნგრეთში პონტიფიკოსის სამოციქულო ვიზიტის წინა დღეს მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობი, ამის შესახებ Ansa იუწყება. ვატიკანმა განაცხადა, რომ შეხვედრა სამოციქულო სასახლეში ხუთშაბათს, დილის 9 საათზეა დაგეგმილი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავა, სადაც უკრაინის აღდგენის ორმხრივ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და მის შედეგებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან წარადგენს. რომის პაპმა ფრანცისკემ 23 აპრილს მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით.