ძებნის რეზულტატი:

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს. ჰაავისტომ უპასუხა შეკითხვას, რა მოლოდინები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. „მე მაქვს საუბარი ქართველ პოლიტიკოსებთან და ის, რასაც საქართველოსგან ველოდებით, არის, რომ ისინი დაიცავენ ევროკავშირის მითითებებს და მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. „კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5105 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7533 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 oლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ - ომბუდსმენი

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა. „როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაიმე პრობლემა იქნება, აქაც ჩართულები ვართ და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები. მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი. მნიშვნელოვანია არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის გაკეთება“,- აღნიშნავს იოსელიანი. ცნობისთის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს  

აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის,  გიტანას ნაუსედა განცხადებით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს. „ნატო-ს ღია კარის შესახებ გადაღეჭილი ფრაზების გამეორების ნაცვლად, გვჭირდება, ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელორუსში ექსპორტის შეზღუდვებს აფართოებს

28 აპრილიდან, სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელორუსში საექსპორტო კონტროლის გააძლიერებს, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები 57-დან 798 პროდუქტზე იზრდება. კერძოდ, Yonhap News-ის თანხმად, სეულმა აკრძალული პროდუქციის სიას კიდევ 741 პროდუქტი დაამატა. ისინი დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ქიმიკატებთან, ფოლადთან, მანქანებთან, მანქანა-დანადგარებთან, კვანტურ კომპიუტერებთან და სხვა ნივთებთან. 

საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, ამას როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ - კობახიძე

საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. კიდევ ერთხელ ისიც გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაჩერებული აქვს თანხები. მის მიმართ ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მეტიც, მას უკვე ემუქრებიან რაღაც ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის იგივე დაპატიმრების მუქარა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ინტერესი არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია, ამასაც გავივლით და საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს პრინც იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს - ნაუსედა „ჩვენი მოლაპარაკებები, როგორც ყოველთვის, არსებითია. ჩვენ მოვასწარით განგვეხილა საკითხების მთელი სპექტრი, რომლებსაც მნიშვნელობა სწორედ ახლა აქვთ, პირველ რიგში ჩვენი შესაძლებლობები მოწინავე პოზიციებზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავის მხრივ, კაია კალასის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე გაიხილეს უკრაინის სვლა ევროკავშირსა და NATO-ში სრულფასოვანი წევრობისკენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ყაზახეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ასტანის სასამართლომ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2022 წლის იანვარში ღალატისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იუწყება. სასამართლოს თანახმად, მასიმოვს ქონებასაც ჩამოართმევენ და სამუდამოდ აუკრძალავენ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებას.  მასიმოვი 2022 წლის იანვარში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს.   

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები 25 აპრილს მოსკოვში შეხვდებიან, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ჩვენი მიზანია პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით და რაც შეიძლება მალე მოვუტანოთ მშვიდობა და სიმშვიდე რეგიონს“, - აღნიშნა აკარმა. მინისტრის თქმით, თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები გასული წლის დეკემბერში მოსკოვში შეხვდნენ და შეხვედრების გაგრძელება გადაწყვიტეს. ანკარამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგალითად, 14 იანვარს, ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისთვის. ირანს ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ რუსეთს ამარაგებს კამიკაძე-დრონებით, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენება. მოგვიანებით, თეირანმა აღიარა, რომ მოსკოვს დრონებს აწვდიდა.  

შალვა პაპუაშვილი: აღარ არის ღია კარის დრო, საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად

ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის, სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. პაპუაშილის თქმით: „იმედია, წლის ბოლოს ვიზეიმებთ, როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“. ,,იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი’’, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველო ტრანსპლანტაციის სერვისისთვის ახალ კანონმდებლობას შეიმუშავებს

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იყო გამოტანილი და დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, არის ახალი კანონმდებლობა ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა გადანერგვის და ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება. „დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას, იმისთვის რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მსვლელობას მართავენ

„წამალი!“ „სოლიდარობა ბავშვებს!“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს მთავრობის ადმინისტრაციიდან, სადაც რამდენიმე დღეა, ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. ბავშვების მხარდასაჭერად აქციას უერთდებიან სხვადასხვა სფეროს და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იყვნენ შეკრებულები, დღეს სახალხო დამცველი მივიდა. პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა მიმდინარე პროცესებზე, 24 აპრილს გააკეთა კომენტარი პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა, სადაც ამ დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტი გამოიგონეს, კვლევების დასრულებას ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ჯანმოს მითითებებსა და გაიდლაინებს ეყრდნობა. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს წამალზე უარი არ უთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა „ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, „ამორალური ქმედება“ დაასრულონ და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის“. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვუყურებთ ვნებათაღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამომწურავი კომენტარი და განმარტება მისცეს ოჯახებს, მშობლებს, მინისტრიც შეხვდა თავად და არაერთი საუბარი შედგა, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, ხდება გაუგონარი რამ: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც სიყალბითა და ფარისევლობით გამოირჩევიან, ცდილობენ, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მორიჰი განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. „მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. „მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მშობლების ჯგუფებთან. სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. მანამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საჭიროებები, რაზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ – იქნება ეს რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია, სოციალური სერვისი თუ სხვა ტიპის დახმარება, სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციები აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და თავად მწარმოებელთან. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრუქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები და ექსპერტები მსჯელობენ ამ საკითხზე, რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს“,– განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. დაავადება 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.

გაეროს გენმდივანმა ლავროვის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე რუსეთი გააკრიტიკა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით იმართებოდა, განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრა იწვევს მასობრივ ტანჯვასა და ნგრევას უკრაინასა და მის ხალხში". გუტერეშის შეფასებით, ეს ასევე ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკურ რყევებს, რომლებსაც COVID19-ის პანდემიამ მისცა ბიძგი". გუტერეში და ლავროვი გვერდიგვერდ ისხდნენ მაგიდასთან. „ძლიერ ქვეყნებს შორის დაძაბულობა ისტორიულად მაღალია. ასეთივეა კონფლიქტის საფრთხეები - არასწორი ნაბიჯების, ან არასწორი გათვლების შედეგად", - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.  შეგახსენებთ, რუსეთი ახლა ორგანიზაციის თავმჯდომარეა ერთი თვით.  

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები: NATO მზად უნდა იყოს ნაბიჯებისთვის, რომლებიც უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს მოხსნის

ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს მატეუშ მორავეცკის, პეტერ ფიალასა და ედუარდ ჰეგერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ NATO-მ უკრაინის წევრობის მკაფიო გზა უნდა განსაზღვროს, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, იქამდე კი, მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს. თავის სტატიაში პრემიერები საუბრობენ, რომ 2008 წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ისევე როგორც საქართველოს მომავალი NATO-ს წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმა ნაადრევი არ არის, რადგან მთავრობის მეთაურების განმარტებით, არ იქნება უკრაინის მდგრადი აღდგენა და ინვესტიციები, თუ უკრაინას შესაძლებლობა არ ექნება დაიცვას საკუთარი თავი მორიგი აგრესიებისგან. სამი ქვეყნის პრემიერები მიიჩნევენ, რომ ვილნიუსში NATO-ს მორიგ სამიტზე, მას მოუწევს რთულ თუმცა გარდაუვალ კითხვებზე პასუხის გაცემა ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით. „ახლა დადგა დროა აალიანსისთვის განსაზღვროს მკაფიო და საიმედო გზა უკრაინის წევრობისთვის, თუ და როცა კიევი მოისურვებს და როცა მას მისცემს ამის საშუალებას გარემოებები. იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უზრუნველვყოთ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას უკრაინას გახდეს „ნაცრისფერი ზონა“, - ნათქვამია სტატიაში.  

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, კოლეგებს ვესაუბრებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე

„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან სტრასბურგში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. „ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას ამ ფორმატშიც. გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზეც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც დღეს გაიხსნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 25, 26 და 27 აპრილს გაგრძელდება, გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სესიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას. დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტში.  

შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი

ყაზახეთის მთავრობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე მუშაობს, განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. პრემიერის თქმით, გასულ წელს მარშრუტმა ორჯერ გაზარდა ტვირთების გადაზიდვა და მან 1,7 მლნ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან შემუშავებული საგზაო რუკების მიხედვით, წელს TITR-ის მეშვეობით 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, 2025 წლისთვის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება“, - განაცხადა სმაილოვმა. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვას უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.  

ბორელი: მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით

„მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე ლუქსემბურგში. ბორელის თქმით, ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განიხილეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის კუთხით და ამავდროულად დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება. „ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და განვიხილეთ ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ასევე საჭიროებს დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი. „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.  

რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ევროკავშირი საქართველოს სრულად უჭერს მხარს - ოლივერ ვარჰეი

„რეგიონული უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისარი აცხადებს, რომ სხდომის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს. საგარეო უწყების ცნობით, 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რათა განვიხილოთ რეფორმების პროცესის მიმდინარეობა, განსაკუთრებით, 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მედეგობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე“, - წერს ვარჰეი Twitter-ზე. 19 აპრილს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა.    

საბერძნეთი მასპინძლობს მრავალეროვნულ საჰაერო წვრთნებს, რომელშიც აშშ, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ

საბერძნეთში მრავალეროვნული საჰაერო წვრთნები INIOCHOS 2023 მიმდინარეობს. საჰაერო წვრთნებში მონაწილეობენ საბერძნეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ესპანეთი, იორდანია, სლოვენია. სწავლებაში ჩართულნი არიან საჰაერო ხომალდები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, დრონები და ვერტმფრენები. საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის განცხადებით, დამკვირვებლები გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მაროკოდან, მონტენეგროდან, ბაჰრეინიდან, სლოვაკეთიდან და ტუნისიდან ასევე მონიტორინგს გაუწევენ წვრთნას. აქტივობები ტარდება ანდრავიდის საჰაერო ბაზაზე სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, მაგრამ წვრთნები ათენის საფრენოსნო რეგიონის უფრო ფართო სივრცეში ჩატარდება.